Skip to content

რჩეული წიგნები

ფავორიტი წიგნები

წიგნები, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე სხვადასხვა ასაკში და რის წაკითხვასაც გირჩევთ.

1. ასტრიდ ლინდგრენი – ”კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი”

2. ანე კატერინე ვესტლი – ”დედა, მამა, 8 ბავშვი და საბარგო მანქანა”

3. ნოდარ დუმბაძე – ”მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”

4. მაინ რიდი – ”ოცეოლა”

5. აგატა კრისტი – ”აღმოავლეთის ექსპრესი”, ”კარტი მაგიდაზე”

6. შტეფან ცვაიგი – ”მოუთმენლობა გულისა”

7. ლევ ტოლსტოი – ”ანა კარენინა”

8. თეოდორ დოსტოევსკი – ”დანაშაული და სასჯელი”, ”იდიოტი”

9. ჭაბუა ამირეჯიბი – ”დათა თუთაშხია”

10. უილიამ ფოლკნერი – ”ხმაური და მძვინვარება”

11. სტენდალი – ”წითელი და შავი”

12. დიანა ვაჩნაძე – ”ნატა ანუ ახალი ჟიული”

13. ერიხ მარია რემარკი – ”ტრიუმფალური თაღი”

14. ჰენრიკ სენკევიჩი – ”ვიდრე ჰხვალ”

15. ნაირა გელაშვილი – ”ჩვენება (ანაბეჭდები)”

16. ონორე დე ბალზაკი – ”მამა გორიო”

17. გაბრიელ გარსია მარკესი – ”ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენება”

18. ჰერმან ჰესე – ”დამსვენებელი”

19. დათო ტურაშვილი – ”ჩაძირული ქალაქის ღამე”

20. სკოტ ფიცჯერალდი – ”ნაზია ღამე”

21. რიშარდ კაპუშცინსკი – “შაჰინშაჰი”

22. ირვინგ სტოუნი – “წყურვილი სიცოცხლისა”

23. ივან ბუნინი – “ნატალი”

24. ოლდოს ჰაქსლი – “ფეიერვერკის შემდეგ”

25. მიშელ უელბეკი – “ელემენტარული ნაწილაკები”

26. ფედერიკ ბეგბედერი – “99 ფრანკი”

27. მილან კუნდერა – “შეუცნობელი”

28. დანიელ პენაკი – “რომანივით საკითხავი”

83 Comments

Leave a Comment
  1. gio / Oct 2 2010 6:47 am

    : )))

  2. bekashonia / Oct 30 2010 2:08 pm

    + samosleli pirveli :)

    • mkitxveli / Nov 1 2010 8:46 am

      მე რჩეულ წიგნებში ვერ დავამატებ, ბოლომდე ვერ წავიკითხე და იმიტომ :) დოჩანაშვილს გული ვერ დავუდე. როგორც იტყვიან კაცია და გუნება :)

    • გვირილა / Jan 28 2011 10:28 am

      არააა, დოჩანაშვილი მაგარია. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად კონსერვატორი ვარ და ახალს ცოტა რამეს თუ ვაღიარებ, დოჩანაშვილი მაგრად მომწონს. ”კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიე უყვარდა” გაქვს წაკითხული? უუუფ, სიამოვნებისგან მაჟრიალებს…

  3. Lord Vader / Nov 23 2010 10:44 pm

    აქამდე პოსტებს ვკითხულობდი და ბევრ იმ მწერალზე გიწერია, მე რომ მომწონს, აქამდე მოვაღწიე და თურმე როგორი განსხვავებული გემოვნება გვქონია. :)

    თუმცა, დამსვენებელი მეც მიყვარს.
    ფიცჯერალდიც… პრინციპში.

  4. mkitxveli / Nov 24 2010 7:00 am

    წიგნები გემოვნების საკითხია, გემოვნებაზე კი ძალიან ბევრს დაობენ. წლების მატებასთან
    ერთად გემოვნება იცვლება.
    მაგალითად, ლინდგრენს აწი ალბათ აღარ წავიკითხავ, ამიტომ ის ემოცია, რაც 8 წლის ასაკში დამრჩა ამ წიგნის კითხვის შემდეგ, ის მახსოვს. იგივე შსეიძლება ითქვას აქ ჩამოთვლილ დანარჩენ წიგნებზე

    • Lord Vader / Nov 24 2010 7:28 am

      ეგ არ მიგულისხმია.
      როდრსაც ვინი პუჰზე ვწერდი პოსტს, გადავათვალიერე თავიდან, ჰოდა თავიდან ბოლომდე არ გადამიბულბულებია, მაგრამ ისე, სიამოვნებით გავიხსენე. :)
      გენიალური ნაწარმოები ასეთად რჩება მუდამ.
      უბრალოდ ლინდგრენის კარლოსნი მირჩევნია. და კარლსონს კიდევ პუჰი.
      ბალზაკის – შაგრენის ტყავი.
      ფიცჯერალდის – დიდი გეთსბი ან უკანასკნელი მაგნატი.

      თუმცა 20-ეული არა და პატარა სია ერთხელ მეც შევადგინე http://wp.me/pBTza-ko და იქ ამათგან მხოლოდ პუჰია. :)

  5. just smile / Nov 24 2010 7:31 pm

    1. ასტრიდ ლინდგრენი – ”კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი”

    2. ანე კატერინე ვესენტი – ”დედა, მამა, 8 ბავშვი და საბარგო მანქანა”

    3. ნოდარ დუმბაძე – ”მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”

    7. ლევ ტოლსტოი – ”ანა კარენინა”

    8. თეოდორ დოსტოევსკი – ”დანაშაული და სასჯელი”, ”იდიოტი”

    16. ონორე დე ბალზაკი – ”მამა გორიო”

    17. გაბრიელ გარსია მარკესი – ”ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენება” >>>> ესენი მაქ წაკითხული

    9. ჭაბუა ამირეჯიბი – ”დათა თუთაშხია”

    • mkitxveli / Nov 24 2010 7:35 pm

      დანარჩენებიც წაიკითხე, ისიამოვნებ :)

  6. just smile / Nov 26 2010 7:53 pm

    aucileblad

  7. Here Comes The Sun / Dec 21 2010 6:34 pm

    2. ანე კატერინე ვესენტი – ”დედა, მამა, 8 ბავშვი და საბარგო მანქანა” >> ეს წიგნი აი პატარამ წავიკითხე და როგორ ძალიან მწყდებოდა გული რომ ჩემ ირგვლივ არავინ იცოდა.. არადა როგორ ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი მოგონებაა ბავშვობიდან…

    სხვა მწერლებს რომ გადავხედე რაღაცები ემთხვევა რაღაცები არა… ბექას კომენტარს დავეთანხმები მეც ჩავამატებდი სამოსელ პირველს და კიდევ ერთი ორს !!! მაგრამ ეს უკვე ჩემი წიგნები იქნებოდა და არა შენი :)

    • mkitxveli / Dec 21 2010 7:46 pm

      “დედა, მამა, 8 ბავშვი და საბარგო მანქანა” მართლა ძალიან მიყვარს, კლასელებს ყველას წავაკითხე მაშინ, ცუდ ხასიათზე რომ ვიყავი ხოლმე ისე მშველოდა. შარშან წიგნებში შემთხვევით შემხვდა და კიდევ შემომეკითხა, ისეთი სასიამოვნოა, ისეთი თბილი და ბავშვური, მისი წაკითხვის შემდეგ წიგნი შეგიყვარდება.

      რა ვქნა “სამოსელი პირველი” ერთერთი ის იშვიათი წიგნია ბოლომდე რომ ვერ ჩავედი. ერთხელაც ჩავუჯდები, ჯერ არ მაქვს შესაბამისი განწყობა

    • Here Comes The Sun / Dec 22 2010 2:46 pm

      მეორე ნაწილიც აქვს ამას “დედა, მამა, დიდედა და 8 ბავშვი ტყეში” <3

      სიამოვნებით გადავიკითხავდი… კიდევ იყო ერთი ცისფერი ირემი ერქვა მგონი . ძალიან მიყვარდა…

  8. mkitxveli / Dec 22 2010 4:04 pm

    კი ეგ ნაწილიც ვიცი :))

  9. mkitxveli / Jan 28 2011 10:58 am

    @გვირილა კი ეგ წაკითხული მაქვს, პრინციპში დოჩანაშვილის მხოლოდ ეგ მაქვს წაკითხული, მეც ძალიან მომეწონა. დანაჩენებზე რა გითხრა ვერ გავედი ბოლომდე, ამიტომ მიჭირს რაიმეს თქმა, როცა მივუბრუნდები და ბოლომდე წავიკითხავ მერე შემეძლება უკეთესად გიპასუხოთ.

  10. გვირილა / Jan 28 2011 11:06 am

    წაიკითხე აუცილებლად, არ ინანებ ;-) ”სამოსელი პირველი” მაინც რა…

  11. გიორგი / Feb 23 2011 9:14 am

    კარგი სიაა. ტურაშვილის ადგილი, ჩემი აზრით, ამ სიაში არ არის. და ერთი შენიშვნა დაზუსტებისთვის. ანე კატერინე ვესტლია ამ ავტორის სახელი, ეს ერთი და რუსი მწერლების სახელი სჯობს დავწეროთ ისე, როგორც მათ ჰქვიათ. მაგალითად ‘ფიოდორ’ დოსტოევსკი. თუ ქართულად გადმოგვაქვს, ‘თევდორე’ უნდა იყოს. ეს ‘თეოდორ’ საიდან მოდის, ვერ გამიგია. ვიღაცამ ესე თარგმნა და მერე წავიდა და წავიდა…

    • mkitxveli / Feb 23 2011 9:35 am

      დათოს ეს ნაწარმოები არ ვიცი წაკითხული გაქვს თუ არა, მე მომეწონა, რაც შეეხება დოსტოევსკის, მე რა წიგნიც წავიკითხე იმას თეოდორ ეწერა, ამიტომ ვწერ იმას რაც წიგნშია. ასე მაგალითად, ირვინგ სტოუნის რომანში “წყურვილი სიცოცხლისა” ჟორჟ სიორაა და არა სერა, თუმცა მაინც სიორა გამოვიყენე. მოკლედ მივყვები იმას, რასაც ვკითხულობ :)
      ვესტელი კი ისე დიდი ხნის წინ წავიკითხე, არ გამოვრიცხავ შემშლოდა.

      მადლობა რომ შემოხვედი და სიაც მოგეწონა :) რამდენიმე მისამატებელი მაქვს

  12. Mallorie / Mar 7 2011 5:43 am

    1 და 2 ჩემს ბავშვობას მახსენებს. რაც მაგ წიგნების წაკითხვაზე ამბები გადავიტანე, ვაი.. :დ ორივე დღემდე ძალიან მიყვარს.
    “ჩემ შესახებ” წავიკითხე და ცოტა გამიკვირდა, კონანდოილზე რომ არაფერი გეწერა.
    ობიექტურად თუ სუბიექტურად, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მე ბევრად მირჩევნია პუარო შერლოკ ჰოლმსს, თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ “აღმოსავლეთის ექსპრესზე” ზე წიგნი არსებობდა, მაგრამ რაც კონდანდოილის “ბასკერვილების ძაღლი წავიკითხე…

    • mkitxveli / Mar 8 2011 4:26 pm

      რა ამბავი გადაიტანე? დამაინტერესა :)

      კონანდოილი რატომაღაც არ მომწონს, კრისტი მირჩევია. თუმცა იმდენად ადრე წავიკითხე შერლოკ ჰოლმსი წესიერად აღარ მახსოვს, პუაროს ამბებს კი ახლაც სიამოვნებით წავიკითხავდი თუ ახალი გამოჩნდება რამე :)

  13. პე ♥ / Mar 25 2011 11:48 am

    მომეწონა სია
    არა
    ძალიან მომეწონა ♥
    სიმართლე, რომ ვთქვა ყველა არ მაქვს წაკითხული, მაგრამ რამოდენიმე ჩემი საყვარელი წიგნიც მოხვდა შენ სიაში ^-^

    • mkitxveli / Mar 25 2011 12:02 pm

      მიხარია ეგ ამბავი.
      ისე შენი სიიდან რომელს ჩაამატებდი?

    • პე ♥ / Mar 27 2011 8:05 am

      ბულგაკოვი – “ოსტატი და მარგარიტა”
      დოჩანაშვილი – “სამოსელი პირველი”
      ნიცშე – “ასე იტყოდა ზარატუსტრა”
      ნაირა გელაშვილის დედის ოთახი მაქვს წაკითხული და მომეწონა <3 შენ რაც დაწერე ეგ არ მაქვს წაკითხული მაგრამ წავიკითხავ უახლოეს მომავალში : )
      მარკესის "მარტოობის ასი წელიწადი", "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა"
      ბალზაკის "შაგრენის ტყავი" – ნუ ამან დიდი შთაბეჭდილება რატომღაც ვერ მოახდინა მაგრამ მაინც კარგი იყო : ს
      მგონი საკმარისია : )

    • mkitxveli / Mar 27 2011 10:22 am

      ჩემზე შენ მიერ ჩამოთვლილმა ნაწარმოებებმა ვერ მოახდინა ისეთივე შთაბეჭდილება როგორც ჩემ სიაში მოხვედრილებმა :) დოჩანაშვილს პოსტი მივუძღვენი, ნიცშესი კიდევ მხოლოდ ერთი ნაშრომი მაქვს წაკითხული, ეგ არა :(

      ისე “მარტოობის ას წელიწადს” ვერაფერი გავუგე, რა ვიცი ძლივს ძლივობით ჩავედი ბოლომდე, “მეძავების გახსენებაზე” კი მაგრად ვიხალისე :) :)

  14. niniTo / Mar 31 2011 4:59 pm

    უილიამ ფოლკნერი – ”ხმაური და მძვინვარება” – ეს ძალიაან მიყვარს <3
    2 წელი თავი ვერ დავაღწიე სტილის გავლენას: )

    სია მომეწონა, რამდენიმე არ მაქვს წაკითხული ოღონდ…

    და პატარა უფლისწულს დავამატებდი აუცილებლად:))))

    • mkitxveli / Mar 31 2011 5:23 pm

      აი ეგ ის ნაწარმოებია, რომელიც ბავშვობაში დამრჩა წასაკითხი. მერე ვეღარ მივუბრუნდი :(

      ხო დანარჩენებიც წაიკითხე, ეგებ მოგეწონოს :)

  15. niniTo / Mar 31 2011 7:17 pm

    აუცილებლად წავიკითხავ, უბრალოდ დრო…….:)

    ბავშვობის ასაკში წასაკითხი სულაც არ არის, მაგ წიგნში სამყაროს პასუხები წერია: ))))

    წაიკითხე რა, წაიკითხე ^ ^ :D

    • mkitxveli / Mar 31 2011 7:18 pm

      მართლა ვაპირებ წაკითხვასაც და მიმოხილვის დაწერასაც :) შენი ბლოგი მომწონს :)

    • niniTo / Mar 31 2011 7:28 pm

      მშვენიერია, მეც რამდენი ხანია ვაპირებ და ვეღარ მოვახერხე. ყოველი ფრაზა მიყვარს და მიჭირს დახარისხება :)) ისე კი… ძალიან დიდი მადლობა:)

  16. mariana / Apr 10 2011 12:41 pm

    სამწუხაროდ ჰერმან ჰესეს დამსვენებელმა ვერავითარი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ჩემზე :(

    • mkitxveli / Apr 10 2011 2:02 pm

      შინაარსმა იმდენად არა, წერის სტილმა კი ნამდვილად მომხიბლა

  17. Mallorie / May 22 2011 10:27 am

    ამ შენს რჩეულ წიგნებზე არ გინდა, რომ პოსტები დაწერო? ^^

    • mkitxveli / May 22 2011 1:22 pm

      სიამოვნებით დავწერდი, უბრალოდ ბევრი ძალიან ადრე მაქვს წაკითხული და ისე დეტალურად არ მახსოვს რომ ისეთი პოსტი გამოვიდეს. რამდენიმეს გადაკითხვას ვაპირებ და ალბათ დავწერ კიდეც, ნაწილი მათგანი კი არის აქ მიმოხილული, ისე ალბათ უნდა გამელინკა კიდეც :)

  18. კვებეკ პოეტინი / Jun 16 2011 9:54 am

    მოგესალმებით ! რამოდენიმე კომენტარი წავიკითხე და ბევრგან დოჩანაშვილზე საუბარს მოვკარი თვალი,მართალი გითხრათ სამოსელი პირველი რამდენჯერაც დავიწყე,იმდენჯერ თავი მივანებე,არ ვიცი რატომ,მაგრამ მის სხვა ნაწარმოებებს ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ ხოლმე,ვისაც არა აქვს წაკითხული ვთხოვ რომ სხვა გენიალურ ნაწარმოებებთან ერთად, დოჩანაშვილის “პირველი კონცერტი” წაიკითხოს ან “აჩხოტელების ბატონი”.

    • mkitxveli / Jun 16 2011 7:16 pm

      საინტერესოა, აქამდე ყველა “სამოსელი პირველის” არ მოწონებას მიპროტესტებდა :) სიმართლე გითხრათ, არც გამეგო აქამდე ეგ ნაწარმოებები, თუ მოვიძიე აუცილებლად წავიკითხავ

  19. კვებეკ პოეტინი / Jun 21 2011 9:11 pm

    თუ წაიკითხავ გამიზიარე მოგეწონება თუ არა :)
    ერთი კითხვა მაქვს,იქნებ ვინმემ იცოდეს ასეთი მწერალი ფელიქს კრივინ,ბავშვობის მერე ვეღარსად მივაგენი,ძალიან მინდა გადაკითხვა,იქნებ ვინმემ მოიძიოს ინტერნეტ სივრცეში,მადლობელი დაგრჩებით.

    • mkitxveli / Jun 22 2011 8:58 am

      მე სამწუხაროდ არც გამიგია ეგ მწერალი :( ისე ყველაზე ცოტა საბავშვო წიგნი მაქვს წაკითხული, პირდაპირ დიდებზე გადავხტი, ასე გამოვიდა :(

  20. კვებეკ პოეტინი / Jun 22 2011 10:47 am

    სხვათა შორის არც ისე საბავშვოა ;)

    • mkitxveli / Jun 22 2011 11:04 am

      ინტერნეტში არ იძებნება?

  21. კვებეკ პოეტინი / Jun 23 2011 9:47 am

    ვიპოვეეეე :)
    http://lib.ru/PROZA/KRIWIN/
    ქართულად ვერსად ვნახე.

  22. ninia / Aug 7 2011 10:11 am

    მინდა გითხრათ, რომ წინ დიდი ბედნიერება გელით, “სამოსელი პირველის” პირველად წაკითხვის ბედნიერება და არ დავმალავ, მშურს თქვენი!:)

    • mkitxveli / Aug 8 2011 11:22 am

      იმედი მაქვს :) ვნახოთ

  23. anushki / Sep 4 2011 8:54 am

    mec ise mshurs chemi daqali kitxulobs da mivyvebi, vixseneb… vagiareb, rtuli dawyeba aqvs, magram saerto jamshi shedevria. gansakutrebit, nawili KANUDOSI <3

  24. ... / Sep 10 2011 7:04 am

    triumpaluri tagi erix maria remarkis es wigni visac wakitxuli ar aqvs bevri daukargavs :)

    • mkitxveli / Sep 10 2011 3:51 pm

      მიყვარს რემარკი :)

  25. L i L i / Oct 29 2011 10:11 am

    interesiano sazogadoebav rame wigni mirchietttt rom wavikitxooo ogond satavgadasavllo da istoriulii ara :)

    • mkitxveli / Oct 29 2011 2:40 pm

      წიგნის ზუსტი შერჩევა ასე უცებ არ ხდება :) დამეკონტაქტე მაილით და შეგირჩევ რამეს :)

  26. L i L i / Oct 31 2011 9:34 am

    gushin daviwye folkneris ” xmauri da mdzvinvareba ” da ver davude guli saertod ver vxvdebi ra xdeba ….

    • mkitxveli / Oct 31 2011 10:20 am

      თავიდან მართლა ჭირს გარკვევა. რომ დაინტრიგდე ცოტა გეტყვი მაშინ, რომ ყველა თავი პირველ პირში ნაწერია და სხვადასხვა ავტორი ჰყავს. ჩემთვის პირველი თავი განსაკუთრებულია თუნდაც იმიტომ რომ ძალიან კარგად აჩვენებს გონებაშეზღუდული ადამიანის ფიქრებს. კი გითხარი უკვე რაც ხდება :) :) ეგ მთავარი გმირი ჯანმრთელი არ არის და დააკვირი რა მაგრად არის ნაწერი

  27. L i L i / Oct 31 2011 1:19 pm

    anu benjamini ?

    • mkitxveli / Oct 31 2011 1:34 pm

      წაიკითხე წაიკითხე :)

  28. L i L i / Oct 31 2011 3:42 pm

    meore tavze var da ukve dzalian momwons :)

  29. ლევანი / Nov 6 2011 7:31 pm

    დანაშაული და სასჯელი მაგარია და მე დავამატებდი ტრამალის მგელს

    • mkitxveli / Nov 7 2011 11:44 am

      ჰო “ტრამალის მგელიც” მომეწონა, თუმცა აქ ჩამოთვლილმა ნაწარმოებებმა სხვანაირი გავლენა მოახდინეს ჩემზე სხვადასხვა პერიოდში. რამდენიმე მათგანი უდიდესი მხატვრული დონით არც კი გამოირჩევა, უბრალოდ ჩემზე მოახდინეს შთაბეჭდილება სხვადასხვა მიზეზის გამო, რაც ჰესემ ვერ მოახერხა და ამიტომ არ არის ამ სიაში. ისე პოსტი “ტრამალის მგელზე” შეგიძლია აქაც ნახო.

  30. ჯუბა ხაინდრავა / Jan 7 2012 4:56 pm

    კაფკა დააკლდა ჩამონათვალს .

    ისე კი ძალიან კარგი წიგნებია .

    • mkitxveli / Jan 9 2012 7:15 am

      კაფკას არ ვიცნობ კარგად, როცა წავიკითხავ მის რამდენიმე ნაწარმოებს მერე ალბათ შევიტან

  31. tamuna / Apr 16 2012 11:06 am

    მე პამუქი ისე მიყვარს,სტამბულში მინდა ძალიან იმის გამო წასვლა რომ მისი წიგნები წავიკითხე.კნუტ ჰამსუნის “მისტერიები ” ვფიქრობ უბრალოდ დიდი სიმდიდრეა))ეხლა ხანს წავიკითხე აგოტა კრისტოფის ტრილოგიაა და გამაგიჟა ისე მომეწონა.ვირჯინია ვულფი.ეკო იყო მაგარი,თავიდან ძალიან გაიწელაა და ბოლოს ესეთ მაგარ დასარულს ნამდვილად არ ველოდბი,ლარსონის ტრილოგია..ამ ბოლო დროს ალბათ რაც წავიკითზე,ალბატ პირველი იყო რომელიც უბრალოდ არ მინდოდა რომ დამთავრებულიყო.

    • Barton / Feb 25 2013 10:49 am

      ლარსონის ტრილოგია ჯერ წავიკითხე, შემდეგ მოვუსმინე, შემდეგ ვნახე ჯერ – ევროპული, სამივე, შემდეგ – ამერიკული ეკრანიზაციით. თავიდან აღფრთოვანებული ვიყავი, ეხლა კი მგონია, რომ ჩვეულებრივი, უბრალოდ საინტერესო რომანია. ბეგდებერს ვერც კი შეადარებ.

  32. Natachasteven / May 23 2012 1:24 pm

    Génial ton blog!

  33. თამარა / Aug 12 2012 6:27 pm

    დათო ტურაშვილის “ტიბეტი არ არის შორს” წავიკითხე და ძალიან მომეწონა (გირჩევთ). თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებებს კარგად არ ვიცნობ(რატომღაც მეგონა ტყუილად გავფლანგავდი დროს, მაგრამ ამ წიგნმა შემომაბრუნა ისევ ჩვენებისკენ და დავინტერესდი). იქნება შემეწიოთ და დამაკვალიანოთ :))

  34. gunsteling / Aug 29 2012 5:34 am

    kargi saitia… :) :) :)

  35. tino / Sep 14 2012 10:56 pm

    გამარჯობა,ეხლა ვნახე ეს გვერდი..დიდოსტატის მარჯვენაზე რას იტყვით? მე ძალიან მომწონს

    • tino / Sep 15 2012 5:10 pm

      :)

    • გელა / Apr 14 2014 2:30 pm

      უძლიერესი ნაწარმოებია, მხოლოდ თითო-ოროლა გვაქვს მაგ დონის.

  36. medi4ka / Nov 6 2012 10:21 am

    კარგი ბლოგია ძალიან :) ისე მინდა ხოლმე ვინმეს ველაპარაკო… მაგალითად იმაზე რომ თუ ფრანსუაზა საგანი მოგწონს…ანა გავალდაზე შეიძლება საერთოდ გაგიჟდე… თუ უილბეკი მოგწონს..რუ მურაკამი ცხოვრებას შეგიცლის… ;) იქნებ რამე კლუბი არსებობს? და კიდევ ერლენდ ლუს..ნაივური, სუპერი წაკითხული გაქვს? წერა რომ დაიწყო ვიტყოდი რომ ერთ სტილში წერთ :)

    • Tamuna / Jan 16 2013 2:10 pm

      არ ვიცი, ზემოთ ჩამოთვლილ მწერლებზე ბლოგის ავტორი რას ფიქრობს, მაგრამ 100 % ით ჩემი ამჟამად ყველაზე საყვარელი მწერლები ჩამოთვალე… :) მეგონა, მე ვწერდი :)

      პ.ს. შესანიშნავი ბლოგია

  37. alu / Nov 7 2012 9:21 am

    kargi blogia. icit ram damainteresa mgoni dzaan axalgazrdebi xart 20 wlamde an ufro naklebiis ara?
    yochag !

    • mkitxveli / Nov 7 2012 4:44 pm

      სულაც არა :)

  38. ♔ სალომე ... / Jan 31 2013 9:05 pm

    დოსტოევსკთან “ძმები კარამაზოვებიც” მეგონა გეწერებოდა…
    კარგი სიაა.. ^^

  39. mariami / Feb 20 2013 5:08 pm

    14-15 wlis vikavi pirvelad moemis “mtvare da eqvspeniani” rom wavikitxe… aq ra mosatania ubralod chemi sakvarelii wignebis pirvel tu ara meore adgilasnanmdvilad aris da kvelas girchevt waikitxot..:)) wigni, romelshiiic saubaria sulierr simdidreze da adamianta mankierebebze..

  40. Barton / Feb 25 2013 11:25 am

    რატომ არავინ ახსენებს სელმა ლაგერლეფს? – “საგა იოსტა ბერლინგზე”, “ბატონი არნეს ფულები”, “ლივენშოლდების ბეჭედი”, “ანა სვერდი”…

  41. qeti / Mar 29 2013 3:33 pm

    გამიკვირდა ვიქტორ ჰიუგო რომ არ ახსენეთ…ვფიქრობ,რომ “კაცი,რომელიც იცინის” და”პარიზის ტღვთისმშობლის ტაძარი” უძლიერესი წიგნებია…არ მეთანხმებით?

    • mkitxveli / Mar 31 2013 4:27 pm

      არა, არ მიყვარს ჰიუგო, ძალიან გაწელილი აქვს ყველა ტექსტი და ბევრი არასაჭირო სცენებია. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია

  42. qeti / Mar 29 2013 3:35 pm

    დამავიწყდა მეთქვა,რომ შესანიშნავი ბლოგია…ახლახანს აღმოვაჩინე და ძალიან მომეწონა :)

  43. qeti / Apr 1 2013 6:13 am

    კი გეთანხმებით,მაგ მხრივ წიგნი უფრო რთული წასაკითხი ხდება მაგრამ ვთვლი რომ ჰიუგო ერთ-ერთი საუკეთესოა…მაგრამ ყველას აზრს პატივს ვცემ… :) :) :)

  44. marishka11 / Jul 9 2013 2:48 pm

    auu rame kai wignii mirchieee, 15 wlis vaar)) rame romani mindaa:XX

    • tekle / Aug 22 2013 1:45 pm

      ფრანსუაზ საგანი აიღე და წაიკითხე

  45. tekle / Aug 27 2013 6:44 pm

    “ზებულონი”, “ანტონიო და დავითი”,

  46. babii / Oct 28 2013 3:16 pm

    chemda samwuxarod arctuise bevri wigni maqvs wakitxuli da dzalian minda markesis kitxva daviwye dges magram guli ver davude, mopasanic wavikitxe magram ragac arc tu ise didi gavlena qonda kareninas wakitxvis meshinia da mirchiet rame raa :D

  47. gela / Feb 2 2014 8:41 am

    ეს სია მეტ-ნაკლებად მისაღებია, მაგრამ რამდენიმე ისეთი ნაწარმოებია გამოტოვებული, რომ გამიკვირდა. როდესაც ნოდარ დუმბაძის- მე, ბებია, ილიკო და ილარიონი წერია, დიდი უსამართლობაა, მისი საუკეთესო ნაწარმოების- მარადისობის კანონი-ს გამოტოვება. კიდევ საერთოდ არ არის ნახსენები მარკ ტვენი, ნუთუ ოცეულშიც კი არ მოხვდა??? დოსტოევსკი ჩემი აზრით საერთოდ საუკეთესოა, მაგრამ მისი უძლიერესი ნაწარმოები- ძმები კარამაზოვებიც არ არის ამ სიაში. რა დააშავა კარლსონმა? და ჯორჯ ორუელი????????? ცხოველების ფერმა, ერთ-ერთი საუკეთესოა. პირადად მე რევაზ მიშველაძის ნოველებსაც შევიყვანდი სიაში. p.s ისე როგორც მწერალი-ადამიანი, დამეთანხმეთ ნოდარ დუმბაძეზე დიდი არავინაა.

  48. miranda / Apr 9 2014 4:39 pm

    და ვიქტორ ჰიუგოს საბრალონი სად არის?

    • mkitxveli / Apr 9 2014 7:50 pm

      არ წამიკითხავს და შესაბამისად ვერც იქნება :)

  49. gio444 / Apr 17 2014 7:09 pm

    მე მიყვარს წიგნების კითხვა. ეს ძალიან კარგი საიტი არის.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

ემოციური ბლოგი

სოციალურ პრობლემებისა და მედიის შესახებ.

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,467 other followers

%d bloggers like this: