Skip to content
September 6, 2010 / mkitxveli

ზაზა ბურჭულაძე ”adibas”

adibasსიუჟეტის შეკვრა თავიდან გამიჭირდა. რით უკავშირდებოდა თავები ერთმანეთს ვერ გავიგე, მერე მივხვდი, და იმედია სწორად.

წიგნში რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდია აღწერილი, ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ, რა ხდება მათ გარშემო. ყველა თავს სხვადასხვა მოქმედი გმირი ჰყვება.  თითოეულ მათგანს სწორედ ის აერთიანებს, რომ ყველა იმ ქვეყანაში ცხოვრობს სადაც ომია, სადაც ვიღაცეებს ცხოვრება ენგრევათ, მაგრამ დანარჩენებს ყველაფერი ფეხებზე  ჰკიდიათ.

იდეა გასაგებია, თუმცა, მთავარია ის ფორმა, რა ფორმითაც მწერალი საკუთარ აზრს გადმოსცემს. ბურჭულაძის ნაწარმოებების კითხვისას (ბევრი არა, მხოლოდ 3 მაქვს წაკითხული), ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს რომ სიტყვები განუსაზღვრელი რაოდენობით მოედინება. უამრავი სიტყვა, რომელიც დასასრულს ისევ სიტყვებადვე რჩება.

”Adibas” -ის კითხვისას ბევრი რამ არადამაჯერებელი და არალოგიკური მეჩვენა. მაგალითად ის, რომ ქალაქის ცენტრში კასეტური ბომბი ჩამოაგდეს, ვიღაც კი აუღლვებლად, ისე, რომ  ვერც ამჩნევს, სარეკლამო რგოლში გადასაღებად მიდის. შეიძლება ვიდაოთ იმაზე რომ აქ გაზვიადებაა, რაც ერთერთი მხატვრული ხერხია, თუმცა, მაინც ძალიან არადამაჯერებელია.

ასევე ვერ გავიგე, გაგანია ომის დროს ყველა სექსისთვის რატომაა გამეხებული. ომი და სექსი ვერაფრით დავაკავშირე. შეიძლება მე ვერ გავიგე.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე პასაჟი მაინც მომეწონა და მენიშნა. არა ომთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად.

პირველი: ”სკაიპში” მოსაუბრე ორი ახალგაზრდის დიალოგიდან:

”relax. Gondrys mec ver vitan. Kak vsegda, aqac zalian cdilobs, ro sladski da sayvareli ikos da ragac truxa story gamosdis – rogor gadaiqceva gogo skamad. Koreels araushavs, but nothing special.” გვ.133

ამ სამეტყველო ენას ვერ ვიტან. არადა, რატომღაც თუ ქართულ, ინგლისურ, რუსულ და კიდევ რამე ენა თუ იცი იმასაც თუ ჩათხრი და გემრიელ აჯაფსანდალს გააკეთებ, კაი ტიპი ხარ.

მეორე:

”შარდენზე ყოველი მეორე პირდაპირ პარიზის, ლონდონის და მილანის დეფილეებზე გასამგზავრებლად გამზადებული ყოფილი ბომჟია. ძვირფასი კოსტუმები, ბოტოქსი ტუჩები და ფაიფურის კბილები ერთმანეთში ირევა. აქ მუდამ ნახავ რამდენიმე პარლამენტარს, პარიკმახერ ტელმანს და ბუბას – თავისი მომაჯადოებელი ღიმილით. მულტიმედია არტისტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.” გვ. 170

შარდენზე გავლისას სულ იგივეს თქმა მინდა ხოლმე, ბურჭილაძემ უკეთესი ფორმულირება მისცა.

About these ads

15 Comments

Leave a Comment
  1. mecmikvarkhar / Oct 1 2010 11:00 am

    ძალიან არ მომეწონა. არაფერი არ დამიტოვა საერთოდ, არანაირი განცდა გარდა დაკარგული დროისა

  2. mkitxveli / Oct 1 2010 4:42 pm

    არადა ვიღაცეებს კარგი რეცენზია დაუწერიათ, ისე მაინტერესებს იქნებ მე ვერ გავიგე

  3. mariefille / Oct 21 2010 9:28 am

    მე მომეწონა, თავის “ადიბასობას” ყველანაირად ამართლებს. ბურჭულაძეს უკეთესი თექსტებიც აქვს,ბეევრად უკეთესი,მაგრამ ჩემთვის არც ეს იყო გადასაგდები

  4. mkitxveli / Oct 21 2010 10:00 am

    gadasagdebi ara, ubralod aklia ragac

  5. anonymous-N / Nov 1 2010 3:26 pm

    ასევე ვერ გავიგე, გაგანია ომის დროს ყველა სექსისთვის რატომაა გამეხებული. ომი და სექსი ვერაფრით დავაკავშირე. შეიძლება მე ვერ გავიგე.

    ეს არის ”ლხინი ჟამიანობის დროს”, როგორც თვითონ ზაზამ აღნიშნა.

    • mkitxveli / Nov 2 2010 9:42 am

      იდეა აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ გადმოცემის ფორმაზე ვსაუბრობ მე, ანუ შენს იდეას როგორ ახორციელებ. ნუ ეს ჩემი მოსაზრებაა მხოლოდ

  6. Lord Vader / Nov 23 2010 10:31 pm

    ყველაზე კარგი თანამედროვე ქართველი მწერალი.
    25 წლის შემდეგ კლასიკოსებს შორის მოიხსენიებენ.
    არ ვღადაობ. :)

  7. mkitxveli / Nov 23 2010 10:35 pm

    მე აშკარად ვერ დავუმუღამე ეტყობა :( იდეები მომწონს, ფორმა არა

    • Lord Vader / Nov 23 2010 10:54 pm

      ამ წიგნის გამო არ ვამბობ. :) ხსნადი კაფკა მაგალითად. სიმფსონებიც…
      სიახლეა (ქართული ლიტერატურისთვის) და კარგად წერს. ნიჭიერი ადამიანია… თუმცა, იმ კომენტარების მიხედვით, რაც ჩემს პოსტზე მოყვა ბურჭულაძის ხსენებას, მგონი მარტო მე ვარ მისი დამფასებელი. :):)

  8. ალიმესა / Apr 6 2011 7:52 am

    სრული იდიოტიზმია, ვერ ვხვდები რატომ დავუთმე ჩემი ძვირფასი დროის 4 საათი. ერთადერთი შეგრძნება რაც წიგნმა მომიტანა, ალაგ–ალაგ აღგზნება,როგორც პორნო–სტატიამ, მეტი არაფერი:((

    • mkitxveli / Apr 6 2011 8:32 am

      ბევრს სხვანაირი შთაბეჭდილება დარჩა და საკმაოდ კარგი რეცენზიებიც დაწერეს. რა ვიცი :(

  9. ina / Jun 14 2011 9:38 am

    ძალიანაც მომეწონა. წიგნი თითქოს გრძელდება დამთავრების შემდეგაც. რაღაცა ჩემ გვერდით აღმოჩნდა თანასწორად.

    • mkitxveli / Jun 14 2011 12:17 pm

      ინა მე და შენ აშკარად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, ჩემი აზრით დამაჯერებლობა აკლია და არც თუ ისე ძლიერი ტექსტია. ან მე ვერ აღვიქვი ისე, როგორც საჭირო იყო :)

  10. vikvika / Feb 20 2014 4:17 pm

    ra kargia rom gipovet

  11. gela / Feb 23 2014 6:45 am

    ნატა არ წამიკითხავს ეგ წიგნი, ვენდობი შენ გემოვნებას და არც წავიკითხავ. ისე რაც მოყევი , აზრი გასაგებია. შარდენის ამბავში აბსოლიტურად გეთანხმები. მე მგონი ქართველები ძალიან მარიაჟები და რაღაცეებზე დაგოიმებული ერი ვართ. სოლიდარობა საერთოდ არ გაგვაჩნია, მაგალითად მასწავლებლების აქცია რომ იყოს, სხვა არც არავინ მივა (ფულზე დახამებული არასამთავროების გარდა) . ბევრი კარგი თვისების ფონზე, ზოგი ისეთი უარყოფითი თვისებები გაგვაჩნია, რომ ჯერ ევროპისაგან ძალიან შორს ვართ. და კიდევ დღეს საქართველოში ელიტად ისეთი პარაზიტები მიიჩნევიან, რომ მტრისას. ისე სათაური კარგად აქვს მიგნებული.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

ემოციური ბლოგი

სოციალურ პრობლემებისა და მედიის შესახებ.

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,584 other followers

%d bloggers like this: