Skip to content
September 9, 2010 / mkitxveli

რიჩარდ ბახი – ” თოლია ჯონათან ლივინგსტონ”

სტატია დაიბეჭდა “The Campus Recorder”-ში

არსებობს კიდევ სხვა ცხოვრება ჭანმის, ჩხუბისა და გუნდში პირველობისთვის ბრძოლის გარდა, – ეს ნაწარმოების მთავრი გმირის სიტყვებია. ჯონათან ლივინგსტონი თოლიაა, ერთი ჩვეულებრივი თოლია, არაჩვეულებრივი აზროვნებით. ჯონათანს თავისუფლება სწყურია, ამისათვის კის სწრაფი ტემპით ფრენას სწავლობს, რაც გუნდიდან გარიყვის მიზეზი ხდება.

ამ ფრინველში ყველა თქვენგანი აღმოაჩენთ საკუთარ თავს თუ, რა თქმა უნდა, ერთხელ მაინც გაგჩენიათ სურვილი შეგეცვალათ ის გარემო, სადაც ცხოვრობთ, გაგეხადათ ის უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო, ერთხელ მაინც გდომებიათ ყოფილიყავით თავისუფალი. წიგნის წაკითხვის შედეგ დარწმუნდებით, რომ თუ მიზანდასახული ხარ და არც შრომა გეზარება, ყველაფერი გამოვა. აკი თოლიაც ბოლოსიმარჯვებს და ყველას დაარწმუნებს, რმ ”ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ”

მწერლის ენა სადა, მარტივი და დახვეწილია, ნაწარმოები კი ისეთი, დიდხანს რომ დაგაფიქრებს.

About these ads

17 Comments

Leave a Comment
  1. Sophie SUNNY Golden / Sep 14 2010 8:11 pm

    ფრინველი კი არა, ჯონათანი ჩემთვის ლამის ადამიანია, რომელიც თავისი ნებისყოფის და რწმენის წყალობით აღწევს იმას, რისიც სხვებს არ სჯერათ.

    რამდენიმე წლის წინ, იდეალისტი სტუდენტი როცა ვიყავი, ლამის მეტირა ამ წიგნზე, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, ოქეი, დიდი არაფერი, ამაზე უკეთესი არსებობს ბევრი; უბრალოდ, ავტორი საკაიფოდ ახვევს იმ ძაფს, რომელსაც მკითხველი მიჰყვება ;) იფ, რა ხელოვნებათმცოდნე კრიტიკოსული კომენტარია :ღმერთოდამიფარე:

  2. mkitxveli / Sep 15 2010 9:21 am

    კარგად წერს და სწორედ ამიტომ არის ემოციური წიგნი, იდეალისტებისთვისაა უფრო მე თუ მკითხავ, შენ უკვე ამ კატეგორიას აღარ ეკუთვნი :)

  3. Beka / Sep 25 2010 7:17 am

    ამ მოთხრობაში მარტო იდეალიზმი დაინახეთ?

  4. mkitxveli / Sep 27 2010 8:57 am

    რას გულისხმობ?

  5. Lord Vader / Nov 23 2010 10:41 pm

    იდეალისტებისთვის არაა, რა თქმა უნდა.
    ბუნტარებისთვისაა. ნონ-კონფორმისტებისთვის. როცა იცი, რომ წინაარმდეგობები გელის და ეს მოგწონს და არ გეშინია.
    და რომ არ უნდა იარო სხვისი გავლილი გზით.

    სოფი ძალიან კარგი ადამიანია (ნუ ბლოგიდან და ფეისბუქიდან ასეთი შთაბეჭდილება მაქვს), მაგრამ ძალიან კონსერვატორი. :) ალბათ, ამიტომაც არ მოეწონა.

    რიჩარდ ბახი ერთ-ერთი უდიდესი მწერალია მე-20 საუკუნის. არამარტო ამ წიგნის გამო, მაგრამ პირველ რიგში მაინც თოლიათი.

  6. mkitxveli / Nov 24 2010 6:56 am

    სოფი კონსერვატორი?

    • Lord Vader / Nov 24 2010 7:21 am

      თუ სიტყვა კონსერვატორი არ მოგწონს, მაშინ – ტრადიციონალისტი. :) მოკლედ არა მეამბოხე.

  7. mkitxveli / Nov 24 2010 9:33 am

    მოწონება არაფერ შუაშია, გამიკვირდა უბრალოდ :) ეტყობა კარგად არ იცნობ, არც კონსერვატორია და არც ტრადიციონალისტი :)

  8. Sophie SUNNY Golden / Nov 24 2010 8:12 pm

    ლოლ

    What I am is what I am you what you are or what ;)

  9. იკო / Sep 1 2011 6:56 pm

    მეც იმ აზრს ვიზიარებ, რომ უფრო იდეალისტური წიგნია, მეტისმეტად უტოპიური. თუმცა, მართლაც შესანიშნავი ნაწარმოებია, ძალიან მასიამოვნა კითხვის პროცესმა. ძალიან კარგი წასაკითხია, სასიამოვნო, საინტერესო და დამაფიქრებელი, თუმცა განვმეორდები, რომ მეტისმეტად იდეალისტურია (თუმცა ეს არაფერს ვნებს წიგნის მხატვრულ ღირებულებას).

  10. იკო / Sep 4 2011 3:10 pm

    აი ასეთია ჩემი აზრი მოთხრობის შესახებ :

    რიჩარდ ბახის მოთხრობა ,,თოლია ჯონათან ლივინგსტონი’’ იმ ლიტერატურის ნაწილია , რომელმაც მეოცე საუკუნეში გადატრიალება მოახდინა ადამიანის ცნობიერებაში. ამ წიგნმა ადამიანებს დაანახა, რომ მიზანსწრაფვით, ნებისყოფით, თავისუფლების წყურვილით და მისთვის ბრძოლით შესაძლებელია განვითარება და სრულყოფილებამდე მიღწევაც კი. დაანახა, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება თავისუფლებაა და ღირს ბრძოლა მის მოსაპოვებლად.

    ჯონათან ლივინგსტონი ერთი ჩვეულებრივი თოლიაა, მას თავისუფლება, სრულყოფილება სწყურია. ამისთვის სწრაფად ფრენას სწავლობს, გარკვეულ შედეგს აღწევს და ამაყია. ფიქრობს, რომ გუნდი დაუფასებს მიღწეულ შედეგს, თუმცა ძალიან გაკვირვებულია იმით, რომ გუნდი ეუბნება : ,,თოლია ჯონათან ლივინგსტონ! ცენტრში გამოდი შენი სამარცხვინო საქციელისთვის!’’. ჯონათანი გაკვირვებასაც ვერ ასწრებს, რომ გუნდი აგრძელებს : ,,ერთხელაც, ჯონათან ლივინგსტონ, შენ მიხვდები, რომ უპასუხისმგებლობას ვერაფერი გამოისყიდის. ცხოვრება გაუგებარია და შეუცნობელი. ჩვენ ამქვეყნად იმისთვის მოვედით, რომ ვჭამოთ და რაც შეიძლება დიდხანს ვიცოცხლოთ, იქამდე სანამ გავძლებთ.’’ თოლია ჯონათან ლივინგსტონი მოკვეთეს, აბა რას გაუგებდა ტრადიციების, დოგმების და ყალბი ფასეულობების მტკიცედ დამცველი გუნდი თავისუფლად მოაზროვნე თოლიას, რომელმაც მაინც თქვა საპასუხოდ : ,,ცხოვრებამ სხვა აზრი შეიძინა : იგი შეცნობაა, აღმოჩენაა , თავისუფლებაა! გამომცადეთ, მომეცით საშუალება გაჩვენოთ, რას მივაღწიე.’’ თუმცა მისმა სიტყვებმა ფუჭად ჩაიარა, რადგან ნებისმიერი საზოგადოება ვერ იტანს და მტრობს გამორჩეულ ინდივიდებს. საზოგადოებასთან დაპირისპირებილი ნებისმიერი ინდივიდი განწირულია მარტოობისთვის. გუნდმა ჯონათანი მოკვეთა, რის შემდეგაც თოლიამ მარტოობაში განაგრძო ცხოვრება. თუმცა მან მალევე იპოვა თანამოაზრეები, ის შეხვდა თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე მასზე შორს წასულ თოლიებს. თვითონაც ბევრი აზიარა ფრენის, თავისუფლების უმაღლესი გამოხატულების ხელოვნებას. იგი სხვა თოლიებს ასწავლიდა, რომ ,,თოლიას უფლება აქვს იფრინოს, თავისუფლება თვით მისი არსია. ყველაფერს, რაც ამ თავისუფლებას წინ აღუდგება- რიტუალს, ცრურწმენას თუ რაგინდარა შეზღუდვას, სასწრაფოდ უნდა აეაროს გვერდი’’.

    საბოლოოდ, ჯონათან ლივინგსტონმა მიაღწია სრულყოფილებას, აბსოლუტურ თავისუფლებას. ჩემი აზრით, ნაწარმოები მეტისმეტად იდეალისტურია, ძალიან შორსაა რეალურობისგან. თუმცა, რა თქმა უნდა, შესანიშნავი ნაწარმოებია : სასიამოვნო წასაკითხი, საინტერესო და დამაფიქრებელი. უტოპიურია თავისუფლების იმ სიმაღლემდე მიღწევა, რაც ჯონათანმა შეძლო, ანუ აბსოლუტური თავისუფლება, უსაზღვრო, სრულყოფილი არსებობა. თუმცა ჯონათანის სიტყვები: ,,ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ’’ სრული ჭეშმარიტებაა. შეიძლება რეალურ ცხოვრებაში ადამიანმა აბსოლუტურ თავისუფლებას ვერ მიაღწიოს, მაგრამ თავისუფლების გზაზე წინ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია.

    ეს შესანიშნავი მოთხრობა ადამიანს თავისუფლების მნიშვნელობაზე, მის უზენაესობაზე დააფიქრებს და ბევრი პრობლემის დაძლევაშიც დაეხმარება. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის თავს მარტოსულად, საზოგადოებისგან გარიყულად და დაუფასებლად გრძნობს. ეს წიგნი მას საკუთარი ადგილის პოვნაშიც დაეხმარება და საკუთარი თავის დაფასებაშიც.

  11. Kejeradze / Sep 24 2011 8:51 pm

    მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის წინ წავიკითხე, თოლია ჯონათანი დღემდე მახსოვს, როგორც თავისუფლების მოყვარული მეამბოხე. არ მავიწყდება, რომ: “ყოველთვის შეიძლება ფრენის სწავლა. საჭიროა მხოლოდ მონდომება.” : )

    • mkitxveli / Sep 25 2011 9:44 am

      ოპტიმისტური ნაწარმოებია, ენთუზიაზმითა და მოტივაციით ავსებს მკითხველს

  12. Nini Berdzenishvili / Dec 4 2011 3:28 pm

    ,,სწავლა,აღმოჩენა,თავისუფლება!”
    ჩემთვის პირადად,ძალიან ძალიან საყვარელი და დამაფიქრებელი ნაწარმოები.
    სკოლაშიც ვისწავლე,მაგრამ ზუსტად ვიცი სწავლის დროს იგივე განცდა არ მქონია,რაც ახლა მაქვს ამ ნაწარმოებისადმი.
    ამ ნაწარმოებში ადამიანი მაშინვე ხვდება მის მთავარ აზრს,ასე ვფიქრობ.დიდი ამოცნობა არ უნდა სჭირდებოდეს.

    პ.ს. დედაჩემო, სიტყვა ,,ნაწარმოები” რამდენჯერ ვიხმარე :)

  13. mariami / Jun 6 2012 2:56 pm

    dzalian ,dzalian paseuli nawarmoebi.. ararsebobs namdvili mkitxveliar shecvalos:)

    • Magdaa / Feb 2 2013 9:15 pm

      saad sheidzleba wignis yidva ?
      ari magaziebshi ? Mipasuxeet ra:((

    • mkitxveli / Feb 6 2013 8:56 pm

      კი საერთოდ წიგნი წიგნის მაღაზიებში იყიდება :D ტირაჟი გათავდა თუ არა არ ვიცი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

ემოციური ბლოგი

სოციალურ პრობლემებისა და მედიის შესახებ.

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,592 other followers

%d bloggers like this: