Skip to content
November 10, 2010 / mkitxveli

ჰერმან ჰესე ”ტრამალის მგელი”

Hermann Hesse-Steppenwolf

ეს ის წიგნია პრესის ჯიხურებში 6 ლარი რომ ღირს, მე კი რატომღაც 3 ლარად მომყიდეს. ხარისხიც შესაბამისია – ხელის ერთი გასმით ნაწერი იდღაბნება.ერთჯერადი წიგნია რა. თუმცა მთავარი ისაა, რომ მე ჰერმან ჰესეს კიდევ ერთი წიგნი მაქვს. მანამდე ამ ნობელიანტი მწერლის ”დამსვენებელი” და მოთხრობები მქონდა წაკითხული. სწორედ ამიტომ მის წასაკითხად შესაფერის განსწობასა და ადგილს ველოდი. ჰესეს ნებისმიერ დროს ვერ წაიკითხავ.

ნაწარმოების მთავარი გმირი ჰარი ჰალერია, რომელიც საკუთარ თავს ”ტრამალის მგელს” უწოდებს, რადგან თვლის რომ მასავით მარტოა და მასში ჰარისთან ერთად მგელიც ხცოვრობვს.. მისმა ცხოვრებამ აზრი მას შემდეგ დაკარგა, რაც ცოლი სულით დაუავადმყოფდა დფა მიტოვა, რასაც თან დაერთო მატერიალური პრობლემები.

ტრამალის მგელი ახალგაზრდა მომხიბლავ გოგონას – ჰერმინეს გაიცნობს, ის კარგად გაიგებს ჰარის სულიერ მდგომარებას და ცდილობს ცხოვრების ხალისი დაუბრუნოს. მიიყვანს მაგიურ თეატრში, სადაც ტრამალის მგლის ”განდევნას” ცდილობენ.

ცოტა არ იყოს საზიზღრად გამოიყურება ჩემ მიერ ორი სიტყვით აღწერილი შინაარსი. როგორც წესი დიდი მწერლების შემოქმედებაში სიუჟეტი მოსაყოლად არ ღრის ხოლმე, მთავრი იმ სიტყვის ძალაა, რითაც ”გაბავს”, მის გმირში შეყავხარ და ასობით გვერდს გაკითხებს. განიცდი ჰარის სულიერ მდგომარეობას, იმდენად ბუნებრივად გეჩვენება მისი საქციელი, მისი ფიქრები, ზედმეტი კითხვები აღარ გიჩნდება.

ტრამალის მგელი საზოგადოებისგან განსხვავებულად აზროვნებს, სხვა თვალით უყურებს ცხოვრებას.

”ადამიანები ისე, რომ არავითარი სურვილი არ აქვთ,თავს აიძულებენ იარონ სტუმრად, იმუსაიფონ, დაწესებულ დროს სამუშაოზე გამოიცხადდნენ და ყოველივეს ძალისძალად, ანგარიშმუიცემლად, უხალისოდ სჩადია. არადა, ამას მანქანაც მშვენივრად გაართმევს თავს. თუმცა ისსიც დასაშვებია, რომ თითი არავინ გაანძრიოს! მთელი ეს უთავბოლო ორომტრიალი ხელს უშლის ადამიანებს, ჩემსავით კრიტიკული თვალით შეხედონ საკუთარ ცხოვრებას, იგრძნონ მისი უაზრობა და წვრილმანობა, დაინახონ თავიანთი ყოფის ამაზრზენი, კბილებდაკრეჭილი ორჭოფულობა, უიმედო კაეშანი და სიმწარე!”

ამბობს ჰარი. სულიერი სიმარტოვე ჰერმინესაც აწუხებს, რომელიც მსუბუქი ყოფაქცევის ქალია, თუმცა თვლის, რომ ცხოვრებაში გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო.

”ასე ყოფილა ათადან და ბაბადან დრო, ქვეყნიერება, ფული და ძალაუფლება მუდამჟამს ჩლუნგი, ჭკუათხელი ადამიანების ხვედრი ხდებოდა, ხოლო დანარჩენებს, ჭშმარიტ ადამიანებს არაფერზე მიუწვდებოდათ ხელი… დიახ არაფერზე გარდა სიკვდილისა…მათ კიდევ მარადისობა რჩებათ…რასაც მე მარადისობას ვუწუდებ, მორწმუნენი სასუფეველს ეძახიან”

ჰერმინემ და ჰარიმ შესანიშნავად გაუგეს ერთმანეთს. ქალი ცდილობს მისგან ტრამალის მგლის განდევნას. მიუხედვად იმიისა, რომ ცხოველებზე სხვა შეხედულება აქვს

”ცხოველები მეტწილად სევდიანები არიან, ზოგჯერ ადამიანსაც შეიპყრობს ხოლმე სევდა და წუხილი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ კბილი სტკივა, ანდა ფული დაკარგა! არა, მას სევდა მაშინ მოერევა, როცა უეცრად იგრძნობს, რა ხდება მის გარშემო, რა ყოფილა ეს ცხოვრება. აი, ასეთი ნაღდი სევდით შეპყრობილი ადამიანი წააგავს ცხოველს და ამ დროს მისი განცდები ალალი და მშვენიერია. ჰოდა, ტრამალის მგელოი, პირველად რომ გნახე, სწორედ ასეთი იყავი” გვ. 157 ეუბნება ჰარის.

ბოლოს ჰარი მაგიურ თეატრში მოხვდება, სადაც საკუთარი თავის მართვას სწავლობს, უფრო სწორად ტრამალის მგელი და ჰარი ერთდება (მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ყოველშემთხვევაში). სწორედ ამიტომ მგონია, რომ ჰარი თავს არ მოიკლავდა. საკუთარი განცდების მართვა და თავის მართვა შესაძლებელია თუკი ადამიანი იპოვის ამის ძალას ან ვინმე აღმიჩნდება ვინც მის გვერდით დადგება დაეხმარება და აპოვნინებს,

ჰესი ბოლოთქმაში წუხს, რომ ამ ნაწარმოების იდეა ბოლომდე ვერ გაიგეს, მკითხველები ტრამალის მგელს საკუთარ მესთან აიგივებენო. მე ნამდვილად ასე არ დამმართნია, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ მეც იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნებით, ვისზეც ”წიგნმა შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრა, ჰესეს იდეას მხოლოდ ნახევრად ჩახვდა.

შინაარსის მოყოლა გამომივიდა, მაგრამ ბევრი მაფიქრა და ალბათ ამიტომაც გამიჭირდა წერა

P.S. თარგმანი უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ბევრი დაღვრალჭნილი წინადადებაა. წიგნს არც წინასიტყვაობა აქვს და არც ბოლოსიტყვაობა, ამიტომ მკითხველი, რომელმაც მანამდე ჰესეს არაფერი წაუკითხავს, ვერაფერს ვერ გაიგებს ავტორის შესახებ, მის ეროვნებასაც კი.

About these ads

62 Comments

Leave a Comment
  1. burbushela / Nov 10 2010 9:39 pm

    მეც მომწონს ეს წიგნი და სწორედ იმიტომ მომწონს, რომ ბოლომდე ვერ ვწვდები :)

  2. mkitxveli / Nov 11 2010 9:34 am

    მე რაღაც უცნაურად ვიყავი რომ წავიკითხე, ჩემი თავით ვარ უკმაყოფილო

  3. dreamar / Nov 18 2010 11:00 pm

    რამდენიმე წლის წინ წავიკითხე და არაფერი არ მახსოვს ამ წიგნის შესახებ, გარდა იმისა, რომ მთავარი გმირი ერთი მარტოსული, ცხოვრებისმოძულე კაცია. “დამსვენებელიც” მაქვს წაკითხული, მაგრამ აქ რა ხდება ესეც არ მახსოვს :|

    მერამდენედ ხდება ასე: წავიკითხავ რამე ნაწარმოებს და მერე მავიწყდება :| მარტო მე მჭირს ასე?

    • sofiko / Dec 4 2012 2:56 pm

      araa mecc :-)

    • მერცია / Jul 4 2013 2:11 pm

      მეც ეგრე ვარ, ტვინს ვიჭყლიტავ ხოლმე, ზუსტად ვიცი, რომ წაკითხული მაქვს, მაგრამ ვერ ვიხსენებ :/

  4. mkitxveli / Nov 19 2010 11:19 am

    მთვარი შინაარსი არაა და იმიტომ. დიდ მწერლებთან შინაარსი ხშირ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია, მე ასე მგონია. როცა კითხულობ ბევრი რამ გრჩება, მაგრამ მაშინ ვერ აცნობიერებ რომ გრჩება.
    კითხულობ, სიამოვნებას იღებ და აზროვნებას იფართოებ. ეს გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცოდნაა, თორემ სიუჟეტი არც ისე მნიშვნელოვანია

  5. Lord Vader / Nov 23 2010 10:29 pm

    ქვეცნობიერის განთავისუფლება და ფარისევლობის გადაგდება – ესაა ტრამალის მგლობა. ჰესე ფსიქოანალიზით იყო გატაცებული, განსაკუთრებით იუნგით.

    კიდევ ჰერმანი გამოგრჩა – ალტერ ეგო. ჰერმინა ერტდროულად ჰერმანიცაა და ჰერმანი კი ჰარის ალტერ ეგოა…

    კარგი წამომწყებაა. ბლოგი ლიტერატურაზე – ეგეთი ქართულ ბლოგოსფეროს აკლია.

    • mkitxveli / Nov 23 2010 10:33 pm

      დიდი მადლობა.
      ამ ნაწარმოებმა ბევრი მაფიქრა, პოსტს ჰერმანი აშკარად აკლია :)

  6. dato / Jan 6 2011 4:14 pm

    აქ კიდეს ჩემი აზრით აღსანიშნავია ჰარის დამიკიდებულება ტკივილთან ის ამბობს : “ტკივილის უნდა გეამაყებოდეს, რადგან ყოველი ტკივილი გახსენებაა იმ მაღალი ღირებულებებისა სარას ღმერთი შენგან ითხოვს” ეს გენიალური სიტყვებია ამ სიტყვებიტ ვარ დღემდე …….

    • mkitxveli / Jan 7 2011 5:51 pm

      მართალი ხარ, ეგეც საინტერესო ეპიზოდია :)

    • მარიამი / Apr 2 2013 7:40 pm

      და როგორ ეძებს ტკივილს, “ნეტარ ტკივილს” , განსაკუთრებით იმ ეპიზოდში ჰერმინას რომ შეხვდება.
      ძალიან კარგი აღნიშვნაა…

  7. Kate / Jan 9 2011 1:28 pm

    ძალიან მომეწონა ეს ბლოგი და სამწუხაროა, რომ მხოლოდ დღეს აღმოვაჩინე, ისიც შემთხვევით.

    რა მაინტერესებს იცი, “ჩემი” ბიბლიოთეკაო, ადრე დაწერე. მგონი პეკინის 33 ახსენე ხო??? თუ სადმე სხვაგან მდებარეობს???

    • mkitxveli / Jan 9 2011 3:30 pm

      კი ზუსტად ეგ ბიბლიოთეკაა, იმდენი წელია მათი მკითხველი ვარ “ჩემია” მეთქი იმიტომ დავწერე :)

  8. ♥ Summer ♥ / Feb 22 2011 5:00 pm

    ჰესე ძალიან მიყვარს <3 ძალიან ადრე სკოლაში მასწავლეს რაღაც ესე სიბერეზე და მაშინ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იმის მერე სადაც შემხვდება გვერდს არასდროს ვუვლი ხოლმე…

    პს. ძალიან კარგი წამოწყებაა ესეთი ბლოგის შექმნა :) გილოცავ :) მშვნიერია…

    • mkitxveli / Feb 22 2011 6:07 pm

      დიდი მადლობა, შემოიარე ხოლმე :)

  9. Mallorie / Mar 7 2011 5:36 am

    მართლა ძალიან ძლიერი მწერალია ჰერმან ჰესე.
    ზოგადად ამ წიგნსაც პატივს ვცემ, თუმცა ცოტა გამიჭირდა აზრს ჩავწვდომოდი.

    პ.ს. ბლოგი ძალიან კარგია.
    :*

    • mkitxveli / Mar 8 2011 4:19 pm

      მიხარია თუ ბლოგი მოგწონს :)

      მარტივი წიგნი ნამდვილად არ არის, ამიტომ აღქმა თუ გაგიჭირდა ეგ არაფერი, იმედია ჩემი ბლოგი დაგეხმარება, თუ განსხვავებულად ფიქრობ ეგ უფრო კარგია, სიამოვნებით მოვისმენ შენს მოსაზრებებს :) :)

  10. ♥ Summer ♥ / Mar 21 2011 7:31 pm

    ახლა ვკითხულობ ტრამალის მგელს და ნახევარი წიგნი უკვე ავაჭრელე ფანქრებით…ჰესე მაინც განსაკუთრებულია.

    • mkitxveli / Mar 22 2011 9:57 am

      მე ჰესეს “დამსვენებელი” უფრო მომწონს, “ტრამალის მგელი” თავისთავად კარგია, მაგრამ მე იმით უფრო მოვიხიბლე :)

      ვაიმე მე კიდევ ისე არ მიყვარს ფანქრით აჭრელებები, ჩაკეცვები და ასეთი რაღაცეები, ჩემს წიგნში ვინმე პატარა რაღაც მაინც რომ გახაზოს, არასდროს ვათხოვებ :) ამიტომ წაუკითხველის იერი აქვს ყველას :)

  11. Sophie SUNNY Golden / Apr 8 2011 3:23 pm

    ეს წიგნი არ წამიკითხავს :| ჩემს ისედაც “ტრამალის მგლურ” ხასიათს ესღა აკლია, ხომ იცი :/
    “არა, მას სევდა მაშინ მოერევა, როცა უეცრად იგრძნობს, რა ხდება მის გარშემო, რა ყოფილა ეს ცხოვრება.” – უჰ, მძიმეა, მძიმე. და თან როგორი სიმართლე.

  12. mkitxveli / Apr 8 2011 3:48 pm

    დღესაც მგონია რომ ეს ნაწარმოები ბოლომდე ვერ აღვიქვი, ალბათ იმიტომ რომ მსგავსი პრობლემები და განწყობა ჯერ არ მქონია, არ მინდა რომ მქონდეს :)

  13. mariana / Apr 10 2011 12:48 pm

    ერთერთი ძლიერი ნაწარმოებია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს, და ალბათ მისი ხიბლიც ის არის, რომ ყველა თავისებურად იგებს ან ბოლომდე ვერ სწვდება მის აზრს…

    P.S. “დამსვენებელს” არც შევადარებდი, რადგან ვთვლი რომ სულ სხვადასხვაა…
    მაგრამ “ტრამალის მგელი” ჯობია :)

    • mkitxveli / Apr 10 2011 2:04 pm

      აი დასტური იმისა, რომ სხვადსხვანაირად აღიქვამს ყველა, მე “დამსვენებელი” უფრო მომეწონა :)

  14. tornike / May 18 2011 7:42 pm

    dzalian momewona es wigni miuxedavad amisa rom damwyebi mkitxveli var da gamichirda gulis dadeba magram didi gavlena iqonia chemze

    • mkitxveli / May 18 2011 8:15 pm

      მიხარია ძალიან, იმედი მაქვს სხვა წიგნების წაკითხვის მოტივაციაც გაგიჩინა, მთავარია რომ მხატვრული ლიტარატურით უკვე დაინტერესდი, რაც მახარებს :)

  15. tamo / Jun 26 2011 4:57 am

    “ტრამალის მგელი” “მხოლოდ შეშლილთათვის”
    მხოლოდ და “მხოლოდ შეშლილთათვის” მისი გაგება და შეცნობა მოსალოცია, ესეიგი თქვენც გენიალურად შეშლილი ხართ.

    • mkitxveli / Jun 26 2011 7:54 am

      გასახარი კომპლიმენტია :) ბოლომდე რამდენად გავიგე ეგ საკითხავია, მაგრამ მაინც :)

  16. tamo / Jun 27 2011 6:44 am

    დოჩანაშვილის ” კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”. სულ მახსენდება ის მომენტი,
    მთავარ გმირს რომ ეკითხებიან,
    - და როგორ არჩევთ კარგ ლიტერატურას ცუდისგანო და ის პასუხობს, ” რად უნდა ბევრი ლაპარაკი, გენიალურ მწერალს რომ ვახსენებ მბურძგლავსო”:) და უჩვენებს, როგორ ბურძგლავს დიდი მწერლების ხსენებაზე. ამ მოთხრობით ბევრი რამ თქვა დოჩანაშვილმა.
    ისე კარგ მთქმელს,
    კარგი გამგონი სჭირდებაოოოოოოოოო:))))

    • მკითხველი / Jun 27 2011 9:14 am

      ეგ ეპიზოდი მეც კარგად მახსოვს, მართალია ნამდვილად :)
      დიდ მწერლებს აქვთ ისეთი რაღაც, რასაც პოსტის წერისას ხშირად ზუსტად ვერ გადმოვცემ ხოლმე, როგორც ჩანს, ლექსიკური მარაგი არც ისე დიდი მაქვს. ამ კომპონენტს დავხვეწ იმედია.

      ეგ ანდაზა კი არა მხოლოდ წიგნებთან მიმართებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ძალიან სწორია

    • tamo / Jun 28 2011 6:45 am

      ჩემის აზრით დიდი მწერლების ნაწარმოებების მხოლოდ მკითხველობა არ არის საკმარისი. ეს ნაწარმოებები მოაზროვნე მკითხველს ითხოვს. რადგან მოაზროვნე ადამიანი არ იღებს საზოგადოებრივ დოგმებს და წესებს. მისი გონება და სული თავისუფალი უნდა იყოს ყოვლეგვარი სტერეოტიპებისგან, და მაშინ ხდება ადამიანი მოაზროვნე. “ტრამალის მგელი”_თავიდან ბოლომდე თავისუფლების ჰიმნია. ის თავისუფლებას გვთავაზობს, სულის თავისუფლებას. აზროვნების თავისუფლებას. და თუ მოაზროვნეა ადამიანი (მე ცოტა სხვა აზროვნებას ვგულისხმობ) ის თავისუფალია. მას შეუძია დაამსხვრიოს და დაშალოს საკუთარი პიროვნება,ჩაიხედოს საკუთარ თავში. და დაინახოს, რომ იქ მთელი სამყაროა მოქცეული, რომ ჩვენ არ შემოვიფარგლებით რამდენიმე თვისებით და რამდენიმე სტერეოტიპული ნიშნით. რომ ჩვენ სქესს არ განსაზღვრავს რამდენიმე ჭარბად მოზღვავებული ჰორმონი.
      ჰესე, მანი, ჰამსუნი, ვაილდერი, და სხვა დიდი მწერლები იმ მოაზროვნე ადამიანის სულშია, რადგან თავისუფლება მისთვის დასაწყისია სამყაროს უსასრულობაში მოგზაურობისა. აზროვნების თავისუფლების გარეშე ინდივიდი მასაში ირევა და უჩინარდება. მისი არსებობის აზრი იკარგება სამყაროსთვის.რადგან არსებობის აზრი ინდივიდის უნიკალურობაში, მკვეთრად გამოხატულ “მე”-შია და არა უამრავ “მე”_ში ათქვეფილ სტერეოტიპულ უნიჭობაში.

      მაპატიეთ რომ გამიგრძელდა, თუმცა ჩემი სიტყვები ზღვაში წვეთია ამ დიდებულ ნაწარმოებთან :)

    • mkitxveli / Jun 28 2011 10:47 am

      პიროვნებაში თავისუფალ აზროვნებას ვაფასებ, ვამბობ ხოლმე, რომ ნაკითხი ადამიანი სწორედ ამას გულისხმობს. თუ წიგნს შენთვის ამგვარი თავისუფლება არ მოაქვს კი არ კითხულობ, უბრალოდ ფურცლავ.

      ამ ბლოგის ყველაზე საინტერესო კომენტარი იყო :)

    • tamo / Jun 28 2011 6:28 pm

      :) :)

  17. tiko / Jun 30 2011 11:14 pm

    ძალიან გამიხარდა, ქართულ “ზომბი ლენდში” ერთმა ნორმალურმა ბლოგმა მაინც რომ გამოანათა. მსგავსი სახის ბლოგები, სიახლეები და განხილვები საერთოდ არ გვაქვს, აი, მართლა ძალიან გამიხარდა, ვიღაცას ლიტერატურა რომ ახსოვს და ჰესე მით უმეტეს. ტრამალის მგელი უძლიერესი წიგნია,ძაან ბევრი განხილვა მაქვს წაკითხული, თვითონ გერმანელი ლიტერატორების და ბოლომდე რომ გაიგებ, უფრო ძაან მაგარია. და კიდევ, ყველას მინდა ვუპასუხო, ვინც იმით ამაყობს, რო ჰესეს “ტრამალის მგელი” წაიკითხა. არაფერი მაგაში გასაკვირი არაა, კითხვა ყველას შეუძლია, (ძაან მიკვირს, ეს რატო გიკვირთ?) გაგება კი ძალიან ცოტას.ასე რომ კითხვა და გაგებება ერთმანეთში ნუ გეშლებათ, ძალიან გთხოვთ.ავტორს კი ვულოცავ წამოწყებას.ეს სტატია არაა დახვეწილი და არც რამე ღირებული ინფორმაცია ვნახე(მე პირადად, სხვა შეიძლება სხვანაირად ფიქრობს) მაგრამ იდეა და წამოწყება ძალიან მომწონს.

    • mkitxveli / Jul 1 2011 7:33 am

      ეს ერთერთი პირველი პოსტია, რომელიც ამ ბლოგისთვის დავწერე, ვიმედოვნებ, მომდევნო ნაწერები უფრო მოგეწონება. თუმცა მე რეცენზენტობაზე პრეტენზია ნამდვილად არ მაქვს, კითხვის შემდგომი შთაბეჭდილებებია, ბლოგის თავშიც მაქვს განმარტებული

  18. lily / Sep 17 2011 1:00 pm

    ძალიან მომეწონა….. ჩემი მეგობრების უმეტესობას არ მოსწონს … დაიწყეს და უაზრობააო და აღარ წაიკითხეს ბოლომდე . არ მესმის უაზრობად რატომ ეჩვენებათ

    • mkitxveli / Sep 17 2011 6:23 pm

      მკითხველის ცოტა მეტი “აზრიანობა” სჭირდება და იმიტომ :)

  19. Kejeradze / Sep 24 2011 8:32 pm

    მიყვარს ზოგადად ჰესეს შემოქმედება, განსაკუთრებით “ტრამალის მგელი”.დარწმუნებული ვარ გადაკითხვის შემდეგ კიდევ ბევრ რამეს აღმოვაჩენ.

    • mkitxveli / Sep 25 2011 9:41 am

      “დამსვენებელიც” მომწონს, ესეებიც ძალიან კარგი აქვს

  20. patricia helman / Oct 9 2011 10:33 am

    “ertxans nugehshs ver vpoulobdi,da yvelafers sakutar tavs vabralebdi.simartle xom yoveltvis cxovrebis mxarezea,da rakiga cxovrebam chems mshvenier ocnebebs dascina,es ocnebebi etyoba suleluri da fuji yofilametqi.magraames veraferi nugeshi iyo” dzalian magari wigniaaa,imden rameze damafiqraaa

  21. Mari Muradeli / Oct 19 2011 11:20 pm

    მე ეხლა დავიწყე ამ წიგნის კითხვა :))) როცა დავამთავრებ დავწერ ჩემ აზრს

    • mkitxveli / Oct 20 2011 6:22 pm

      გამიხარდება :)

  22. Mari Muradeli / Nov 24 2011 2:29 pm

    ამ წიგნის წაკითხვა გუშინ დავამთავრე და რამდენიმე წუთი ვიჯექი და ვფიქრობდი, მინდოდა რაღაც დასკვნა გამომეტანა, მარა რამდენჯერაც ვცადე სულ სხვადასხვა აზრი მომივიდა თავში… ეხლაც რო ვფიქრობ კიდე უფრო სხვა რაღაცეებს ვხედავ… საკმაოდ რთული წიგნია )))

  23. ann :))) / Jan 4 2012 7:52 pm

    damainteresaaaaa…:))))))

  24. giorgi / Jan 8 2012 4:27 pm

    კარგი ბლოგია… :))))

  25. mkitxveli / Jan 9 2012 9:54 am

    მადლობა დიდი :)

  26. მოყვარული / Feb 20 2012 10:16 pm

    ,,ტრამალის მგელი,,ერთადერთი წიგნია რომელსაც სვენებ-სვენებით ვკითხულობდი,წავიკითხავდი ცოტას,დავხურავდი წიგნს ვიჯექი და ვფიქრობდი არაფერი ,,გამპარვოდა,,რის გადმოცემასაც ჰერ ჰესე ასე განსხვავებულად ცდილობდა,და მგონი გავიგე კიდეც,ასეთი შთაბეჭდილება ჩემზე მხოლოდ ,,მისტერიებმა,,მოახდინა(თუმცა ჯერ ალბათ მეათედიც კი არ მაქვს წაკითხული იმ წიგნებისა რაც ,,უნდა წავიკითხო,,)და ჯერ ბევრი,წიგნის წაკითხვით მიღებული სიამოვნება მელოდება წინ

    • mkitxveli / Feb 21 2012 7:56 pm

      წიგნები არ დაილევა და წინ კიდევ მართლა ბევრი სიამოვნება გველის. “ტრამალის მგლის” კითხვა მართლა განსხვავებული იყო, ერთბაშად არ იკითხება. ასეთი იმედი მახსენდება :) “მისტერიები” ჩემი აზრით ჰესესთან შეუდარებლად სწრაფად იკითხება

  27. რუსუდანი / Mar 8 2012 11:58 am

    თავად ჰესსე ამბობს, გოეთესთან ბევრი მიკამათიაო, და ამ წიგნშიც არის
    ამ კამათის ნაწილი. ასევე ომის აბსურდულობის შესახებ არ მიგიქცევიათ
    ყურადღება. სწორედ ამის გამო მოინდომეს ამერიკელებმა ფილმის გადაღება.

    • mkitxveli / Mar 8 2012 7:25 pm

      ომის თემატიკაზე მართალი ხართ, მაგ კუთხით ყველაზე ნაკლებად ვიფიქრე

  28. tamuna / Apr 16 2012 10:49 am

    ჰერმან ჰესე უდაოდ ძალიან მაგარი,ღრმა და მძიმეა,.ის რომ შეილება ვერ ჩაწვდე და ვერ გაიგო ალბათ ძალიან უცნაურიაა,უბრალოდ პლაიჟზე ჰესეს ვერ წაიკითხავ .ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია,თან ჩემ ბიჭს გავს ჰარი ))

    • mkitxveli / Apr 17 2012 7:48 am

      მე სულაც არ მეჩვენება უცნაურად

  29. TAMUNA / Oct 19 2012 12:43 pm

    რომ მკითხონ შენი ყვეაზე საყვარელი ერთი წიგნი მითხარიო,ეს ტრამალის მგელი იქნება.ვგიჟდები ამ წიგნზე,:)ჩემი შეყვრებული,რომელიც აგერ უკვე 6 წელია მყავს ჰარის ალტერეგოა:)))

  30. tamuna / Oct 19 2012 12:44 pm

    არა ანუ მე ის დავწერე რომ ალბათ რომ ვერ ჩაწვდე და გაიგო ძალიან უცნაურია თქო:))

  31. rusa111 / Oct 24 2012 4:18 pm

    თამუნა, ჩემთან ნახე “ტრამალის მგელზე”, უფრო ვრცლად მიწერია…

  32. LuuS / Dec 21 2012 11:10 pm

    ძალიან მომწონს…განსხვავებულია ერთბაშად არ იკითხებაა და რაც მთავარია ბევრი უნდა იფიქრო რომ ჩაწვდე … ტყუილად არ არის წიგნი “მხოლოდ შეშლილთათვის” :) ჩემი მეგობრების უმეტესობას არ მოსწონს … დაიწყეს და უაზრობააო და აღარ წაიკითხეს ბოლომდე . არ მესმის უაზრობად რატომ ეჩვენებათ

  33. mariko / Jan 15 2013 12:19 am

    თავდაპირველად “ტრამალის მგლის” კითხვა არაშესაბამის გარემოში დავიწყე , გამიჩნდა სურვილი ვითომდა ამ “უაზრობის” მიტოვების, მაგრამ თან ვხდებოდი რომ აქ იყო ის რაც მიმიზიდავდა ,ის რაც ჩემია და ის რასაც სხვაგან იშვიათად ვხვდებოდი.. დღეს ვიცი,რომ ამ წიგნს სჭირდება განწყობა, გარემო და დასვენებული გონება.. ეს არის წიგნი რომლის წაკითხვაც , მიმაჩნია უპასუხისმგებლო საქციელად თუ მას ისევე არ აჰყვები რიტმსა და თამაშში როგორც ავტორს სურს.. ხან შეშლილი ხარ, ხან ჭკვიანი, ხან ცბიერი, ხან ცხოველი, ხან ძლიერი და ზოგჯერ შენც არ იცი საერთოდ იმ მომენტში რა ხარ.. ის დღე ,როდესაც ზაფხულის ხალისიან და ხმაურიან დღეს გადავწყვიტე ჰერმან ჰესეს ნაწარმოების გაცნობა იყო ერთ-ერთი , ყველაზე დიდი შეცდომა, რადგან შეიძლება ვერ დამეფასებინა , და ხელიდან გამეშვა ამ ნაწარმოების გაცნობის შანსი.. დღეს ის ჩემი ფავორიტია და რომ მკითხოთ ჩემი საყვარელი ლიტერატურა, პირველი “ტრამალის მგელი” იქნება რასაც მე დავასახელებ… შეიძლება იფიქროთ რომ ვაჭარბებ , მაგრამ ამ წიგნმა მომცა უფრო მეტი სტიმული, ლაპარაკობდა ჩემს სათქმელს და მადუმებდა, მაჩერებდა აღფრთოვანებას იწვევდა… ეს არის წიგნი, რომელიც ჩემი მეგობარია ….მიდევს საწოლის თავთან და სულ გახაზული მაქვს ჩემი საყვარელი ფრაზები… ეს არის წიგნი რომელიც უნდა წაიკითხოთ, მაგრამ როგორც ზევით ავღნიშნე უნდა შეარჩიოთ ზუსტი დრო და გარემო.. დარწმუნებული ვარ ის თავისი შარმით აუცილებლად შეძლებს თქვენ ს მოხიბვლას..

  34. khatuna / Jan 16 2013 10:40 am

    პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს წიგნი ძალიან კარგი ხარისხის ბაკურ სულაკაურმა გამოსცა.
    რაც შეეხება “ტრამალის მგელს” მეც რა თქმა უნდა აღფრთოვანებული ვარ ამ ნაწარმოებით და ალბათ თქვენც გაქვთ ეს განცდა რომ ეს წიგნი ჰესემ თქვენთვის დაწერა და ძალიან ახლობელია თითოეული თქვენთაგანისათვის. მთელი წიგნი არის ბრძოლა ადამიანის, რომელიც განიცდის მიწიერი ცხოვრების სიცარიელეს და ჰერმინე, რომელიც ეხმარება იცხვროს ისე როგორც რიგითი ადამიანები ცხოვრობენ ცხოველური ინსტინქტებით, საბოლოოდ ეს ბრძოლა როგორ მთავრდება მაინტერესებს თქვენი აზრი, თუ თვლით რომ ავტორი არჩევანის უფლებას გვიტოვებს???ანუ ის ადამიანები, რომლებიც იგივეს ფიქრობენ, რასაც ტრამალის მგელი, როგორ უნდა მოიქცნენ, თუ გაიზიარეს ჰესეს მოწოდება

  35. მარიამი / Apr 2 2013 7:36 pm

    ზუსტად გუშინ დავამთავრე ამ წიგნის კითხვა. საბედნიეროდ მე წიგნის ძველი გამოშვება მაქვს, რომელსაც კომენტარები აქვს თან დართული, მათ გარეშე ბევრი დეტალი ყურადღების მიღმა დამრჩებოდა.
    კითხვისას მოცარტი და ბეთჰოვენი თითქოს ჩემთან იყვნენ, მესმოდა გოეთეს “უკვდავთათვის დამახასიათებელი სიცილი”…

  36. cipo / Jun 13 2013 9:20 am

    es wigni merwyulebzea sxva gageba ar aq

  37. nika / Jul 6 2013 5:29 pm

    ძალიან საინტეროსო წიგნია ახლახანს მოვღცი წაკითხვას , ბოლოს ცოტა გაუგებარი დარჩა ჩემთბის ტრამალის მგელი სიცილს ისწავლის თვენი აზრით , თუ ისევ ისეთ ცხოვრებას გააგრძელებს რაც პაბლოს და ჰერმინეს გაცნობამდე ქონდა

  38. Goga Chlaidze / Jan 16 2014 2:25 pm

    ადამიანი სადღაც თავის თავში პოულობს ტრამალის მგელს, ყველას ჰყავს მეგობრები, ნათესავები, მაგრამ ჯამში მარტოა. წიგნი იხსნება ბოლოს მაგიურ თეატრში და პასუხები იქ უფრო ჩანს. (თუმცა პასუხები ჩვენშია). ცხოვრება ჭადრაკის დაფასავითაა, როგორც განალაგებ ფიქურებს ისე იქნება. ასევე მთავარი მაინც ისაა, რომ ჯამში ყველაფერს იუმორით უნდა შეხედო სერიოზულის გარდა … )))))))))) ეს დამრჩა მე …

Trackbacks

  1. ვის გავლენას განიცის თანამედროვე ლიტერატურა და რამდენად “პიდარასტულია” ვისკონტის ფილმები | vlogge

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

ემოციური ბლოგი

სოციალურ პრობლემებისა და მედიის შესახებ.

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,546 other followers

%d bloggers like this: