Skip to content
November 23, 2010 / mkitxveli

გოდერძი ჩოხელი – “9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ”

მოთხრობაა, სულ პატარა, ფორმა – არატრადიციული. ისეთია რა, თინეიჯერობის პერიოდი გამახსენა. ალბათ თქვენც გქონიათ “მეგობრობის დღიური”. ყველას გქონდა სკოლაში, განსხვავდებოდა ერთმანეთისგან დიზაინით, შევსების ფორმით, ერთი ჰქონდა საერთო – შეკითხვა “რა არის სიყვარული?” ყველას ეწერა. პასუხები სულელობა იყო, მაგრამ მე რომ მაშინ გოდერძი ჩოხელის ეს მოთხრობა წაკითხული მქონოდა, ამ შეკითხვას არ დავსვამდი.

ცოტა რამ შიანარსზე: მოთხრობა ცხრა ნაწილისგან შედგება და განსხვავებული ადამიანები თავისებულად ხსნიან, რა არის სიყვარული. ხოდა, შენც ასე ორ გვერდში ხედავ ასაკთან, თაობებთან ერთად როგორ იცვლება ყველაფერი, როგორი გადაფასება ხდება. მერე იმასაც ამჩნევ როგორ უყვართ სხვადსხვა ასაკში. “გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე? – არა, მე გათხოვილი ვარ” ასეთებს საქართველოში ოჯახის ქალებს ეძახიან. რა ზუსტად არის დაჭერილი ფრაზები გაოცდებით.

ვიღაცისთვის მარადიული მონატრებაა (16 წლის არის), ვიღაცისთვის “შიში შაიქმნს სიყვარულსა” (ცოლის ძმების ეშიანია და ვერ შორდება), მისთვის კი მთავარი ისაა რომ წინ უზის (სკოლაში სწავლობს), ურთიერთგაგება, რიდი და კიდევ ათასნაირად განსაზღვრებას უძებნიან. ვიცი ძალიან ბანალურია. წაიკითხავ აღმოაჩენ როგორ აზროვნებს ადამიანი.

“ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.ასე არ არის, მკითხველო?

სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:

- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე? ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას.

და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:

- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.

ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!”

ამ თემაზე არასდორს მიყვარდა საუბარი, წერა მითუმეტეს, რაც არ ვიცი არ ვიცი, მე ჩოხელზე მინდოდა დამეწერა, რაღაც არ გამომივიდა. არადა, სიყვარულზე ამაზე კარგად ნაწერი  არ შემხვედრია, მგონი. არ მიყვარს ხოლმე პათეტიკური და ბანალური ფრაზები, ცრემლები, ფოთლები და ათასი უაზრობა, არადა, როცა ამ თემაზე წერენ ხშირად სწორედ ასეთ ფრაზებს იყენებენ ხოლმე. ხოდა ეს მოთხრობა რომ წავიკითხე, პირველი ის გავიფიქრე, რა ცუდია რომ ჩოხელის შემოქმედებას არ ვიცნობ.

ამ მოთხრობის ელექტორნულ ვერსიას ერთ ბლოგზე გავაწყდი, არ ვიცი ვინაა, არც იმდენი დრო მქონდა სხვა პოსტები წამეკითხა

About these ads

19 Comments

Leave a Comment
  1. burbushela / Nov 23 2010 10:20 pm

    მე ისე მუყვერს ჩოხელის ეს მოთხრობაა: ” ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი. არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.
    არ მწამს და მამკალ, აჰა!”

  2. mkitxveli / Nov 23 2010 10:36 pm

    ეგ ერთერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდია. კიდევ ის 29 ში რომ დათქვამენ შეხვედრას და თებერვალი 28-ით რომაა :)

    • burbushela / Nov 24 2010 11:34 am

      ხოო, 29-ში რომ დათქვამენ შეხვედრას, ეგ ძალიან ტრაგიკულიაა და დამთრგუნველია :(((

  3. Beka / Nov 24 2010 7:16 am

    წაკითხული მაქვს კარგია : )

  4. Here Comes The Sun / Dec 22 2010 2:55 pm

    მე მიყვარს ძალიან ჩოხელი…. რაც კი ვიყიდე, მოვძებნე, მათხოვეს და ვიპოვე ყველაფერი გადავიკითხე… გირჩევ წაიკითხო… ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია…

    “ადამიანთა სევდა” ….

    • mkitxveli / Dec 22 2010 4:05 pm

      სამწუხაროდ მის შემოქმედებას კარგად არ ვიცნობ :(

  5. molly bloom / Jan 20 2011 7:41 am

    ძალიან ზუსტად შერჩეული ფრაზებია მანდ. ძალიან ზუსტად დახატული ტიპაჟები. 9 შეკითხვა ჩოხელის ყველა დანარჩენ ტექსტს მირჩევნია.

    • mkitxveli / Jan 20 2011 1:52 pm

      მთლიან სურათს, სიტუაციას, დამოკიდებულებებს რამდენიმე წინადადებით გაჩვენებს. მისი სხვა ნაწარმოებები კარგად არ ვიცი :(

  6. Mallorie / Mar 14 2011 1:40 pm

    ძალიან საინტერესოა.
    ამ პატარა მოთხრობაში, ყველანაირი სიყვარულს აქვს თავი მოყრილი.
    ვის როგორ ესმის, საქმეც მაგაშია. ))

    • mkitxveli / Mar 14 2011 1:54 pm

      გრძნობის განცდა ინდივიდუალურია, რაც ძალიან კარგადაა ნაჩვენები ამ მოთხრობაში ერთი შეხედვით ძალიან მარტივი ხერხით

  7. »♥» ana «♥« / Aug 13 2011 10:00 pm

    ჩემს ბლოგზე. :)
    ძალიან მიყვარს ჩოხელი. :)
    და ეს მოთხრობა,ჩოხელი ზუსტად რამდენიმე სიტყვით ჭრის პრობლემას,რომელიც საუკუნეებია დიდსაც და პატარას აწუხებს.
    “რა არის სიყვარული?”

  8. Kejeradze / Sep 24 2011 8:24 pm

    ჩემი აზრით, საუკეთესო ნაწარმოებია სიყვარულის შესახებ. ყველა მწერალი წერს სიყვარულზე, მაგრამ ასეთი სიზუსტე არსად შემხვედრია. გოდერძი შეუდარებელია.

  9. mkitxveli / Sep 25 2011 9:40 am

    სადა, მარტივი, ორიგინალური და ამავე დროს სრული – ყველაფერია ჩატეული

  10. mari / Sep 27 2011 9:38 pm

    miyvars goderzi da vkitxulob gautavebliv tavidan da tavidan… goderzis choxelis shemdeg vcade sxva nacarmoebis cakitxva tumca amaod, vfurclav vfurclav da ver vpoulob ert cvetsac im simartlis rcmenis siyvarulis cxovrebis rac goderzis paaatara 2 furclian motxrobashia chaqceuli….
    bevrs ver cvdebba goderzi choxelis nacarmoebs da bevri sheizleba tvlis magis naarmoebs tragikuls, tumca me piriqit mimachnia…
    yvelaferi rac iq ceria es yoveldgiurobaa da is rac gareshemo xdeba, ras tviton magis cxovrabashi momxvdara… da chven ar unda gvavicydebdes

    • mkitxveli / Sep 27 2011 9:54 pm

      მარი ვერ გავიგე შენ ჩოხელის მთლიანი შემოქმედება მოგწონს თუ მხოლოდ ეს მოთხრობა?

      მსოფლიო ლიტერატურაში კიდევ ბევრი საინტერესო ავტორი და ნაწარმოებია, გაეცანი მოგეწონება რომელიმე მაინც, მგონი შენი ლიტერატურული გემოვნება ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.

      ძალიან არ მიყვარს სიტყვა “უნდა”, ვისაც ჩოხელი უყვარს იმას არ დაავიწყდება და ვისაც არა, მისთვის სულერთი იქნება, რა პრობლემაა, გემოვნების საკითხია

  11. Nini Berdzenishvili / Dec 4 2011 3:43 pm

    წაკითხული არ მაქვს,მაგრამ ამ პოსტმა დამაინტერესა და უეჭველად წავიკითხავ,ვიცი.
    ისე, ,,მეგობრობის დღიურში” კითხვა ,,რა არის სიყვარული?” მართლა პირველად მესმის,ეტყობა მე არ შემივსია ისეთი დღიური, ეს კითხვა რომ წერებულიყოს.რაც არ უნდა ბავშვი ვყოფილიყავი (არც ახლა ვარ დიდი) ამ კითხვაზე ალბათ მაინც ჩამეღიმებოდა.
    “გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე? – არა, მე გათხოვილი ვარ” –– საინტერესოა.

    • mkitxveli / Dec 4 2011 4:55 pm

      ჰო ეგ ფრაზა ძალიან მომხვდა. ჩვენთან იშვიათად თხოვდებოდენ სიყვარულით. გალინკული რომ მაქვს მანდ სრულად დევს და წაიკითხე პატარაა

  12. tamuna / Apr 16 2012 3:46 pm

    რათქმაუნდა,როგორც ყველას მეც მქონდა დღიური და მახსოვს სიყვარულთან დაკავშირებით ასეთი შეკითხვა მქონდა: “სიყვარული როდის უფრო ძლიერია 16 წლამდე თუ 16 წლის შემდეგ ” ?)))დაა ერთი პასუხიც მახსოვს ამაზე “სიყვარულმა ასაკი არ იცისო ” ))

  13. Goderdzi Maxarashvili / Aug 21 2012 1:36 pm

    SIRCXVILIA RO, SICOCXLESHI AR DAAFASES ES ADAMIANI SIMON….

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

ემოციური ბლოგი

სოციალურ პრობლემებისა და მედიის შესახებ.

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,606 other followers

%d bloggers like this: