Skip to content
December 1, 2010 / mkitxveli

უილიამ გოლდინგი – “ბუზთა ბატონი”

დიდი ხანია არც ერთ ნაწარმოებს ასე არ დავუთრგუნივარ :( რა ვთქვა და რა დავწერო, არ ვიცი. პატარა ბიჭების სისასტიკემ მეტყველების უნარი წამართვა. მართლა შესაძლებელია რომ 10-13 წლის ბავშვებს ტვინი ისე აერიოთ, რომ ერთმანეთი ამოხოცონ? თავიდან “ბუზთა ბატონის” კითხვა რომ დავიწყე, მეგონა სათავგადასავლო წიგნი შემრჩა, მე კიდევ არ  მიყვარს ეს თავგადასავლები. ვფიქრობდი, ნეტა მერე რა უნდა მოხდეს ისეთი, ნობელიანტ კაცს რომ შეჰფერის- მეთქი. საოცარი არაადამიანურობაა :(

პრინციპში თუ მოზრდილები ასე იქცევიან, ალბათ მოსალოდნელია,  რომ მსგავს სიტუაციაში პატარებიც იგივეს იზამენ. მე კიდევ პირიქით მეგონა, გაჭირვება შეაკავშირებთ, გამოსავალს იპოვიან – მეთქი. პირიქით დაემართათ – დაჭამეს ერთმანეთი.

ვისაც არ წაგიკითხავთ მათთვის – დაუსახლებელ კუნძულზე თვითმფრინავი ჩამოვარდება, სადაც 13 წლამდე ასაკის ბავშვები იმყოფებოდნენ. თავიდან კუნძული მოეწონათ და თამაში დაიწყეს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. მერე რა, რომ რალფი გადარჩა. იქ განვითარებული მოვლენები ჩემი აზრით, ისეთი მძიმეა, არც კი ვიცი, რას შევადარო.

აი ღუტასა და რალფის ურთიერთობა იცით რას მაგონებს? მეფეებს ჭკვიანი მრჩევლები რომ ჰყავდათ. ღუტა გონებაა. არდა, სულ ცოტანი იყვნენ, შეთანხმება მაინც ვერ მოახერხეს. ყველაგან ასეა, მაინც გამოჩნდება ხოლმე ერთი ამრევი, ამბიციები რომ ახრჩობს და მეტი არაფერი აინტერესებს.

თამშ-თამაშით საოცარი სისატიკე ჩაიდინეს. ამ ნაწარმოებზე პრეოფესიონალური რეცენზია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ იმის დამტკიცება უნდოდა რომ ბავშვები “ანგელოზები” არ არიანო. არ ვიცი, მე არც ის მაინტერესებს, რაში რას გულისხმობდა მწერალი, არც ის, თუ რას გამოეხმაურა. როგორც რიგით მკითხველს, გოლდინგმა კიდევ ერთხელ დამანახა, რა სასტიკები ვართ ადამიანები, კიდევ ერთხელ ვირწმუნე, რომ ვერასდროს განსაზღვრავ, როდის რას იზამს ადამიანი

About these ads

9 Comments

Leave a Comment
  1. khatuna / Dec 1 2010 6:35 pm

    ძალიან დამაინტერესა, წავიკითხავ აუცილებლად :)

  2. არლეკინი / Dec 1 2010 10:37 pm

    გოლდინგმა თქვა რომ ყველა ადამიანში ჩაბუდებული მკვლელი, უბრალოდ ყველას არ გვეძლევა შანსი მის გამოსავლენად!

    • mkitxveli / Dec 2 2010 6:12 am

      ახლახან ჩემმა მეგობარმა მომწერა, ეგ მეორე მსოფლიო ომის ალეგორიააო ხიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოყრილ მომბებს little boy და fat man ერქვა. მოკლედ უნდოდა ეჩვენებინა რა სასტიკი იყო პატარა ბიჭი. არ ვიცი როგორ არის რეალურად :( (

  3. Ta =) / Jan 15 2011 11:52 am

    მადლობა ამ პოსტისთვის :) ვიყიდე უკვე და წავიკითხავ ამ დღებში :)

    პეტერ შტამის აგნესი არსად არ იყო :შ რომელ მაღაზიაში იყიდება ხომ არ იცი?

    • mkitxveli / Jan 15 2011 12:29 pm

      პირიქით შენ მადლობა :)

      უი რატომ? წიგნის სახლსა და პარნასში სულ თვალში მხვდებოდა. დარეკე და იკითხე მანდ. შეგიძლია ბიბლიოთეკიდან გამოიტანო, პეკინზე 33-ე ბიბლიოთეკაში აქვთ ზუსტად ვიცი.

  4. იკო / Apr 26 2011 1:07 pm

    მართლა არგი წიგნია , ფსიქოლოგიური პრობლემებით , ბრბოს და მოაზროვნე ადამანის დაპირისპირებით … მოკლედ ალალი იყოს გოლდინგზე ნობელის პრემია :) ))

    • mkitxveli / Apr 27 2011 3:06 pm

      ახლაც რომ მახსენდება მაჟრიალებს, რა სისასტიკე იყო :( ბევრი ვიფიქრე კითხვის მერე დაზაფრულმა :(

  5. teo / Jul 14 2012 5:43 pm

    upro mets movelodi…emociebi iyo magram iseti ara,rogorsac velodi….pinali ki zalian ar momewona….

  6. თათა / Oct 6 2012 11:34 am

    აუ, უმაგრესი წიგნია! ჯანსაღი გარემო რომ მნიშვნელოვანია ბავშვების აღზრდისთვის დავწრმუნდი.
    რომ დავამთავრე ღამის სამი საათი იყო მახსოვს და ორი–სამი საათი კიდევ არ დამეძინა. ისეთ დღეში ვიყავი. ძაან დამთრგუნველი წიგნი. ყოჩაგ გოლდინგს. იმსახურებდა ეს ნაწარმოები ბესტსელერი რომ გახდა.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

ემოციური ბლოგი

სოციალურ პრობლემებისა და მედიის შესახებ.

მკითხველის ბლოგი

კითხვის შემდეგ შთაბეჭდილებები და აშლილი ფიქრები

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,191 other followers

%d bloggers like this: