Skip to content
June 1, 2011 / mkitxveli

ორჰან ფამუქი – “მე წითელი მქვია”

უელბეკისა და ბეგბედერის გათახსირებული თანამედროვე დასავლეთიდან  ფამუქის შუა საუკუნეების აღმოსავლეთში გადმონაცვლება გადმოხტომა უფროა. რომელი პრობლემაა მეტად მნიშვნელოვანი  რას გაიგებ –  ნარკოტიკებითა და ბევრი ფულით ტვინარეული ფრანგი თუ ნეოფობიით შეპყრობილი თურქი.

ფამუქს, ისევე როგორც “თეთრ ციხეისმაგრეში”, აქაც ბოლო პრობლემა აწუხებს, თუმცა “მე წითელი მქვია” გადმოცემის ფორმით ბევრად მრავალფეროვანია, უფრო კარგად იკითხება და შესაბამისად ამ საკითხსაც უფრო ღრმად აანალიზებ.

ნაწარმოებში რამდენიმე გმირია და სიუჟეტი თითოეულის მონათხრობით ვითარდება. წერის ეს ფორმა სხვა ავტორების ნაწარმოებში შემხვედრია და მაშინაც ვფიქრობდი, რომ ემოციების გადმოსაცემად და იმ სიტუაციის უკეთესად დასანახად ერთერთი კარგი საშუალებაა. ფამუქი მაინც განსხვავებულია, თითოეული თავში მხოლოდ საკუთარი სახელის შეცვლა, ადამიანების გარდა სხვა ნივთებისა თუ არსებების ამეტყველება, დამატებით აცოცხლებს ამბავს.

აღმოსავლეთისა და დასავლეთის პრობლემა ამჯერად ნახატებშია გადმოცემული, იქაური მხატვრების ნაწილი ალაჰის შეურაცხყოფად მიიჩნევს ხატვისას ევროპული სტილის გამოყენებას, თავად მხატვრის ინდივიდუალურ ხელწერას ეწინააღმდეგებიან. საკუთარი პიროვნების განდიდების სურვილად აღიქვამენ თუ ვინმეს სხვებისგან გამორჩეული ნახატები აქვს.

“ევროპოელები კაცს ისე კი არ ხატავენ, როგორც მათი გონება ხედავს, არამედ  ისე, როგორც მათ თვალს ეჩვენება. დადგება დრო, როცა ყველა ასე დახატავს, როცა სიტყვა “ნახატის” ხსენებაზე მთელი ქვეყნიერება იმას წარმოეიდგენს, რასაც ისინი აკთებენ. ჩვენშიც ერთი უბადრუკი თერძი, რომელსაც მხატვრობისა არაფერი გაეგება, მოინდონებს, რომ უბრალო მოკვდავი კი არ ჩანდეს, არამედ გამორჩეული პიროვნება და ეს მისი ცხვირის ნაოჭების შემხედვრაემ უნდა დაიჯერო.”

ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობას ორი ადამიანის მკვლელობა მოყვება. მკვლელის ვინაობა კვანძის გახსნმდე უცნობია, ამიტომ იქამდე ტვინს აწვალებ და შენ ვარაუდებს ისე აყალიბებ, როგორც დეტექტივის კითხვისას, პარალელურად ყარასა და შექურეს რომანის გულშემატკივრობას იწყებ. თუმცა, ბოლოს მაინც დასავლეთისა და აღმოსავლეთის წყალგამყოფთან ბრუნდები.

“-აღმოსავლეთიც ალაჰისაა და დასავლეთიც.

-მაგრამ აღმოსავლეთი აღმოსავლეთშია, დასავლეთი დასავლეთში.

- მხატვარი არ უნდა გაყოყოჩდეს, არ უნდა ფიქრობდეს, აღმოსავლეთსა და დასავლეთზე , მარტო ისე უნდა ხატავდეს, როგორც გულიდან მოდის!”

პრინციპში ამ ბოლო ფრაზით შეგიძლია დაასრულო კითხვა. მუსულმანური რელიგია სიახლეებთან შეგუებას უფრო ართულებს, იაქური საზოგადოება ჩაკეტილია, ამიტომ უჭირთ ყოველგვარი ნოვაციის მიღება, რაც აფერხებს განვითარებას. არ ვიცი, ჩვენთან მსგავსი პრობლემები რამდენად დგას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მენტალიტეტით აზიელები უფრო ვართ ვიდრე ევროპელები. ამაზე არ მიფიქრია. ჩვენთან ორი უკიდურესობაა, ხან გიჟებივით უპირობოდ ვიღებთ, ვეტმასნებით და ვედრებით  დასავლეთს, ხან კიდევ ისეთი აზიელები ვართ, მიმიქარავს ირანი და თურქეთი.  ევროპელებს  თავიანთი სულ სხვა პრობლემები აწუხებთ. ისე კიდევ არ ხდება, ყველასგან კარგი გადმოიღო.

ორჰან ფამუქი

ამ წიგნში ყველაზე მეტად ის თავი მომეწონა “მე სატანა მქვია”, რომ აწერია

“მე არც ქვეყნად არსებული  ბოროტებისა და ცოდვის სათავე ვარ. ადამიანები უჩემოდაც, ჩემი წაქეზების, შეცდენის გარეშეც ჩადიან ცოდვას თავიანთი სიხარბის, ჟინის, უნებისყოფობის, სიმდაბლისა თუ სისულელის გამო.” ეს სატანაც მართალია, რას ვერჩი.

კაპუშცინსკის, საიეშტადის, ფამუქის მერე აზიაზე არაფრის წაკითხვა აღარ მინდა ისე მთრგუნავს და სულ ერთი აზრი მიტრიალებს – იმის ნაცვლად, რომ რამე სასარგებლო, საინტერესო აკეთო და განვითარდე, დროს ხარჯავ ამდენ სისულელეზე და ვერც ხვდები რომ სისულელეა. წითელს რაც შეეხება, ამაზე ცალკე შეგვიძლია ვიმსჯელოთ.  ვისაც წაკითხული არ აქვს, მისთვის უინტერესო იქნება და იმიტომ.

პ.ს. ამ წიგნზე უფრო ემოციური მიმოხილვა თუ გინდათ, ფამუქომანის პოსტი უნდა წაიკითხოთ.

About these ads

10 Comments

Leave a Comment
  1. Sophie SUNNY Golden / Jun 1 2011 8:59 pm

    მიყვარს ფამუქი ჯერ მარტო მისი “თეთრი ციხე–სიმაგრით” და ეს წიგნიც მომინდა. ნატა, ძალიან საკაიფოდ აღწერე. ოჰ, აღმოსავლეთი… ჩემი სეფორა გამახსენდა :)

    • mkitxveli / Jun 1 2011 9:23 pm

      შენი სეფორა მეც მენატრება, შენ კიდევ აღმოსავლეთი უნდა მოგენატროს წესით :)

      მგონია რომ ციხესიმაგრეზე მეტად ეს უნდა მოგეწონოს. უსტარი მინდა ვუფრინო მანდ დასავლეთში მცხოვრებ გოგოს :)

  2. Kejeradze / Sep 24 2011 8:11 pm

    აღმოსავლეთის და დასავლეთის მარადიული პრობლემა. ამიტომ მიყვარს ფამუქი.

    • mkitxveli / Sep 25 2011 9:31 am

      ხო საინტერესო ისაა, რომ “თეთრ ციხესიმაგრესა” და ამ ნაწარმოებში სხვადასხვანაირად ეხება ამ პრობლემას და უკვე წაკითხულის შეგრძნება არ გრჩება

  3. Georgiankaa / Feb 24 2012 2:10 pm

    ძალიან მიყვარს მისი წიგნებიდან ”უმანკოების მუზეუმი” და ”მე წითელი მქვია”…,მისი წერის სტილი თან გაიყოლებს მკითხველს,ფურცლიდან-ფურცლამდე და ა.შ.

    • mkitxveli / Feb 27 2012 2:01 pm

      ახლა მოვიანე “უმანკოების მუზეუმი” ასე რომ მაგასაც მალე წავიკითხავ

  4. რუსუდანი / Mar 18 2012 8:40 am

    ფამუქი მართლა კარგი მწერალია და გამორჩეული სხვა თურქებისგან. ასეთ თემებზე წერას აზრი იმიტომ აქვს, რომ დაფიქრდნენ ადამიანები, რატომ ართულებენ ცხოვრებას, მაშინ როცა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს. რაც შეგვეხება ჩვენ, ეს ჩვენმა გეოგრაფიულმა მდგომარეობამ განსაზღვრა,რომ არც ევროპელები ვართ და არც აზიელები და თან ორივე – ეს უკვე კარგია!

  5. annabell lee / May 13 2013 1:32 pm

    ერთ-ერთი ყველაზე ჭრელი და ფერადი წიგნია ყველანაირი გაგებით რაც ოდესმე წამიკითხავს, ასე მეგონა რომ ეგ ყველაფერი ჩემს ირგვლივ ხდებოდა, ის მკვლელიც მე ვიყავი, ის თბილისიც მე ვიყავი რომელსაც ათოვდა და ისეთივე ,, ჩემი შეყვარებულის შაქარყინულივით ტკბილი ენაც ” მე ვიყავი:))

  6. Off Course / May 14 2013 4:28 pm

    ყველაზე ჭრელი წიგნია რაც კი ამ ბოლო პერიოდში წამიკითხავს. ასე გგონია რომ ყველაფერი შენ ხარ და ყოველივე შენს ირგვლივ ხდება. ,, ის თბილისიც შენ ხარ, რომელსაც ალბათ ათოვს” , ის მკვლელიც შენ ხარ, შექურეც შენ ხარ თავისი ვნებათაშორისი ბრძოლით და ისიც შენ ხარ ,, რომლის შეყვარებულსაც შაქარყინულივით ტკბილი ენა აქვს”… თქვენი ბლოგი კი ძალიან მომეწონა:))

  7. Kristi Kublashvili / Aug 14 2014 12:30 pm

    ულამაზესი წიგნია. კითხვისას საოცრად ითავისებ წიგნში აღწერილ საგნისა თუ პიროვნების ხასიათსა და ბედისწერას.
    აქაიქ მიმობნეული ირონიაც მომეწონა. მაგალითად: “ევროპის ქალაქებში ქალებს მარტო სახე კი არა, თავიანთი სხეულის ყველაზე მიმზიდველი ნაწილებიც უჩანთ: მბზინავი თმები, კისერი, მკლავები, ყელი და თუ მართალია, რასაც ამბობენ – ფეხის ნაწილიც კი. ამის მაყურებელი კაცები მუდმივ ტანჯვაში არიან. ეს კი საზოგადოებას ადამბლავებს, აძაბუნებს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ევროპელ გიაურებს ოსმალები ყოველდღე თითო ციხესიმაგრეს ართმევენ.”
    უსაზღვროდ მომეწონა ფამუქის ეს ჩემთვის პირველი წიგნი.
    P.S. ბლოგი მშვენიერია ;)

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

ემოციური ბლოგი

სოციალურ პრობლემებისა და მედიის შესახებ.

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,580 other followers

%d bloggers like this: