Skip to content
October 1, 2011 / mkitxveli

ენტონი ბერჯესი – “მექანიკური ფორთოხალი”

ჩართეთ ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია (მეორე ნაწილი გეყოფათ) და დაიწყეთ “მექანიკური ფორთოხლის” კითხვა. ორასი გვერდის განმავლობაში შენი განწყობები ისეთივე სიხშირით ენაცვლებიან ერთმანეთს, როგორც მაჟორი და მინორი ევროპის ჰიმნად წოდებულ ამ სიმფონიაში. არ მახსენდება სხვა ნაწარმოები, სადაც მთავარი პერსონაჟის მიმართ ჩემი დამოკიდებულება წიგნის დასაწყისსა და დასასრულს შორის ასე კარდინალურად განსხვავებული ყოფილიყოს.

ალეკსი თინეიჯერი ნაძირალაა, რომელიც თავის ბადასთან ერთად კლავს, აუპატიურებს, იპარავს, ურტყამს, ძარცვავს, აკეთებს იმას, რაც მოუნდება, სინანულის მსგავსიც კი არაფერი ჩანს, მთავარია უნდა. მორიგი ძარცვის დროს დააპატიმრებენ. ვერ ვიტან!

ციხეში ყოფნის პერიოდი მეორე თავია. იქ სულ სხვა ალექსი გვხვდება,  თითქოს უფრო მორჩილი, კაპელანსაც უსმენს, სახარებას ფურცლავს. როგორი იმედი მქონდა, ახლა მაინც იქნებ რამე ღირებული გაიგონოს და დაფიქრდეს-მეთქი, ოხ როგორ მძულდა ეს სადისტი ლაწირაკი! ახია მეთქი მაგაზე, ციხიდან არ უნდა გამოუშვას კაცმა. ადამიანი, რომელსაც სიბრალულის ოდნავი გრძნობა მაინც არ აქვს, სადმე იზოლირებულად უნდა ცხოვრობდეს- მეთქი. კლასიკური მუსიკა უყვარს და ეს მაძლევდა იმის ფიქირის საშუალებას, რომ ოდესმე მასში დადებითს დავინახადი.

მერე ექსპერიმენტზე დათანხმდა და მეც ჩემი განწყობებიანად ამომატრიალა. “ბოლოს ყველა თავის სიყვარულს კლავსო”, მუსიკაც მოაკვლევინეს

“ადამიანის ბუნებას ვერავითარი მეთოდებით  ვერ გააუმჯობესებ, კეთილიცა და ბოროტიც შინაგანი ამბავია და ღვთისშვილს არჩევანის უფლება თუ არ აქვს, იმას ადამიანიც აღარ ეთქმის,” – ეუბნება კაპელანი წასვლამდე. ვერ მიხვდა.  ალეკსი უგრძნობი გახადეს, თან ეს ექსპერიმენტი წინასაარჩევნოდ ქულების დასაწერად გამოიყენეს (ნაძირლებზე მეტად პოლიტიკა მძულს). ამ ნაწარმოების ალბათ კულმინაცია სახლში მისვლის ეპიზოდია, როცა მის ადგილას სხვა ხვდება, როცა მშობლებსაც ვერ არწმუნებს, რომ ცუდის გაკეთება უბრალოდ არ შეუძლია, როცა ეზედმეტათ და სახლიდან გააგდეს. მე მეცოდება.

მერე გემოზე ნაცემი “იმ ჩემის მწერალთან” აღმოჩნდება, “მექანიკური ფორთოხალი” რომ დაწერა. ესეც მესამე ეპიზოდი

“ყოველგვარი სასჯელი ჩადენილი დანაშაულის საზღაური უნდა იყოს შენ კი ათმაგად გაზღვევინეს პიროვნების მაგივრად რაღაც უნებო არსებად გაქციეს და საკუთარი არჩევანი აღარ გაგაჩნია,” ვითომ ეხმარება, სინამდვილეში ისიც თავისი ინტერესებისთვის იყენებს. არ ვიცი 60-იანებში როგორ იყო, მაგრამ ბერჯესის ამ ნაწარმოებს ამდენი ხანია აქტუალურია  და ახლა მგონი მეტი ადამიანი გრძნობს თავს “მექანიკურ ფორთოხლად”. ამ წიგნის წაკითხვის მერე გავაანალიზე რამხელა მნიშვნელობა აქვს არჩევანის თავისუფლებას.

ენტონი ბერჯესი

სულ უფრო ძნელია თავი დააღწიო სხვათა მანიპულაციებს და თავისუფალი ნებით იმოქმედო. მუდმივად გავლენების ქვეშ ხარ და სხვათა ინტერესებს ეწირები. მომავლის წიგნიაო  და 50 წლის შემდეგ ეს პროცესი კიდევ გრძელდება, ნეტა სადამდე მივალთ.

ალეკსი ბოლოს ჩვეულებრივი გახდა. მე ამოვისუნთქე. პირველად მივხვდი ლენჩს ნაძირალა რომ სჯობს.

ყველაზე აღსაშფოთებელი ისაა, რომ თვალებში გიყურებენ და გარწმუნებენ, თითქოს შენზე ზრუნავდნენ, არადა გიყენებენ. ამგვარ ხალხზე უფრო ნაძირალა არამგონია ალექსის მსგავსი თინეიჯერები იყვნენ.

მთავარი ისაა, რამ გააბოროტა ეს ბავშვები, საიდან ამდენი აგრესია. ამ დროს არც დასჯა შველის, არც მკურნალობა, თუ არ იცი ქცევის გამომწვევი მიზეზი, ისე ვერ გამოასწორებ.

ბერჯენსის ენას თავიდან ვერ მივხვდი, მეგონა თარგმანის დროს სპეციალურად ჩართეს რუსული სიტყვები (ბრატ, ნაროდი, სპორი), მერე გავიგე, რომ ორიგნილაშიც რუსული ფრაზები ყოფილა გამოყენებული. ამგვარ თხრობას ნიაღვარივით მომსკდარს ვეძახი. მართლა მასე მოდის სიტყვები და ალექსის ჩემთვის ცოტა უცხო ტერმინოლოგია მაბნევს კიდეც.

მეგონა ბერჯენსი  XXI საუკუნეში წერდა.

About these ads

54 Comments

Leave a Comment
  1. Kejeradze / Oct 2 2011 9:42 am

    კითხვის პროცესში მეც მეგონა, რომ ბერჯესმა “მექანიკური ფორთოხალი” რამდენიმე წლის წინ ან სულაც წელს დაწერა. თითქოს არარეალური ისტორიაა, მაგრამ ამავე დროს ძალიან ნამდვილი და თანამედროვეობაზე მორგებული.

  2. Sophie SUNNY Golden / Oct 3 2011 2:26 pm

    კითხვის პროცესში მივხვდი, რამდენი უაზრო წიგნი იწერება მსოფლიოში, მერე ასეთი პოპულარული ხდება და ხალხი ტვინს იჭყლეტს ფიქრით ალექსსა და მის ფსიქოლოგიაზე.
    არ ვიცი, არ მომწონს მე ეს წიგნი და ვერაფერი დავინახე ისეთი, რაზეც მერე ვიფიქრებდი, ან საკუთარ პიროვნებას გავაუმჯობესებდი…

    თანამედროვე საზოგადოებაში ნამდვილად ჯობია ლენჩს ნაძირალა და საერთოდ, ვინ იცის, რა არის ლენჩი და ადამიანი საზოგადოებისთვის გამოსადეგად რომ აქციონ? აი, მესმის სოციალური ბრძოლა და ელექტროშოკისადმი წინააღდეგობა “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინაში” ან სილვია პლათის “ზარხუფში”, მაგრამ “მექანიკური ფორთოხალი” გულს მირევს, განსაკუთრებით თავისი რუსული ჟარგონებით.

    პ.ს. სხვათა შორის, ნატ, პირველ კურსზე წავიკითხე პირველად, თუ გახსოვს, ჭილაიამ გაუწია ამ წიგნს რეკომენდაცია და მე მაშინ, ყველაფერს ვეტანებოდი, რასაც ეს ლექტორი ახსენებდა :დ პრინციპში, ბევრი კარგი მწერალი აღმოვაჩინე, ბერჯესის გარდა. რა თქმა უნდა :ლოლ:

    • mkitxveli / Oct 3 2011 3:12 pm

      ხოდა პირველად შენ წამაკითხე, ჭილაიათი აღფრთოვანებულმა :) არაფერი დამრჩა მაშინ და მერე ხელახლა გადავიკითხე :)

    • თათია / Jul 5 2012 7:12 am

      გეთანხმები 100%, ძალიან არ მომეწონა. იმხელა რეკომენდაციებისა და პოპულარიზაციის მერე ძალიან მინდოდა წაკითხვა და… იმედგაცრუებული დავრჩი :)))

    • gela / Feb 8 2014 7:41 pm

      აბსოლიტურად გეთანხმები სოფი, დიდი ვერაფერი წიგნია და მე მგონი ასეთ წიგნებს სპეციალურად უწევენ რეკლამას და ფილმებსაც იღებენ. ამის წაკითხვაზე დროს დაკარგვა არ ღირს.

  3. mzesaswauli / Oct 5 2011 5:36 am

    ეს წიგნი პდფ-ად მაქვს კომპში და მეზარება წაკითხვა. სადმე ბიბლიოთეკაში არ არის?

    • mkitxveli / Oct 5 2011 6:32 am

      იქნება :)

    • vinFroyde / Nov 6 2011 7:41 pm

      აუ,აუ გადმომიგზავნე რა, (undatqva@gmail.com ) არ დაგეზაროს, კეთილ საქმეს ჩაიდენ ;)

  4. luthien / Oct 25 2011 2:28 pm

    წიგნმა დამაინტერესა და თუ ვინმეს მოგეპოვებათ პდფ ფორმატში იქნებ ატვირთოთ სადმე:)

    • mkitxveli / Oct 25 2011 5:05 pm

      არ მგონია ვინმემ ეგ მოახერხოს, გამომცემლობა არ მისცემს მაგის უფლებას

  5. rockermeloman / Oct 27 2011 2:35 pm

    7 lari girs wigni, dzalian ertbashad ikitxeba da kompistvis tvalebia codo… sanam ar wavikitxe wigns tvali ver movashore, tavidanve vgrdznobdi rom unda shecvliliyo personaji ashkarad etyoboda, rom ki, undoda da imitom iyo nadzirala magram iyo masshi ragac iseti, rac tavisnairi nadziralebisgan ganasvxvavebda… boloshi megona shokur terapiebs an msgavs rames chautarebdnen, gamaxsenda “gugulis budeze sxva gadafrinda”, magram ar gamimartla, tavidan sul cotati selinjersac mivamsgavse, magram saboloo jamshi es wigni aravisac ar gavs… meqnikuri portoxalia…

    • mkitxveli / Oct 28 2011 5:37 pm

      ამ წიგნიდან მხოლოდ კარგი თუ დაგრჩება, ზოგად ჭრილში თუ შეხედავ მით უფრო :)

      კომპიუტერში წიგნის კითხვა მე პირადად არ შემიძლია, ვერ აღიქვამ და სხვისი არ ვიცი

  6. მზესასწაული / Nov 10 2011 5:41 am

    vinFroyde-ს გავუგზავნე პდფ და თუ კიდე ვინმეს უნდა, დაწერეთ :))))

  7. luthien / Nov 10 2011 1:34 pm

    au me minda Tu gamomigzavni did siketes gaakete :D freemason13@mail.ru

  8. luthien / Nov 11 2011 5:15 pm

    მზესასწაული

    didi madloba wignistvis :)

  9. რუსა / Nov 14 2011 5:26 pm

    რამდენიმე წლის წინ წავიკითხე და მეც ზუსტად შენსავით მეცვლებოდა წარმოდგენები.. რა კარგი შედარება გააკეთე ბეთხოვენთან! მართლაც, მე–9 სიმფონიის ფონზე საკითხავია :)
    ვერ ვიტყვი, რომ უსაყვარლესი წიგნი გახდა, შინაარსიც მთლად კარგად არ მახსოვს, მაგრამ უდაოდ რაღაც მომცა… დამაფიქრა.. მაშინ პატარა ვიყავი და ბევრ რამეს ვერ ვაცნობიერებდი, ამ წიგნმა კი თუნდაც არჩევანის, ნების თავისუფლების მნიშვნელობა დამანახა….

    • mkitxveli / Nov 14 2011 6:56 pm

      ისეთ რაღაცას გაძლევს კონკრეტულად რომ ვერ იტყვი

  10. Nini Berdzenishvili / Dec 4 2011 3:20 pm

    ისე მაინტერესებს ეს წიგნი,რომ ვკვდები ინტერესით.
    სამწუხაროდ არ წამიკითხავს,მაგრამ ამ გვერდზე მაინც ძალიან ხშირად შემოვდივარ.
    ამ დღეებში ვიშოვი ამ წიგნს და რომ წავიკითხავ აუცილებლად დავპოსტავ.

    პ.ს. ვერ მოვითმინე და ეს კომენტარი წიგნის წაკითხვამდე დავპოსტე.მაპატიეთ. ;)

    • mkitxveli / Dec 4 2011 4:20 pm

      მოიწერე მერე :) ძალიან პატარაა ერთ დღეში დაასრულებ

  11. toko / Dec 27 2011 6:28 pm

    მეც გამომიგზავნეთ რა, tokosamxo@gmail.com

  12. salomiko15 / Jan 7 2012 9:42 am

    mec gamomigzavnet ra meilze sali.jmukhadze@yahoo.com cinascar did madloba:)

  13. cinikosi / Jan 17 2012 7:16 pm

    სულაც არ ვფიქრობ რომ ალეკსი ნაძირალაა
    პირიქით ის ერთადერთი ნათელი წერტილია იმ ბინძურ სამყაროში სადაც თავად ცხოვრობს.
    იმ ბინძურ ოჯახში სადაც იზრდება.

    ბუნებრივია მისი ქცევები.
    ყველას იმას უკეთებდა რისი ღისრსიც იყო.
    გაიხსენე ის ეპიზოდი როცა კატებით სავსე სახლში შევა
    სადაც უამრავ კარგ ნივთს მტვერი ჭამს.

    • mkitxveli / Jan 19 2012 1:58 pm

      არ ვიცი ყველას იმას უკეთებდა თუ არა რისი ღირსი იყო, ერთში კი დარწმუნებული ვარ, ვინ რისი ღირსია, ალექსის საქმე ნამდვილად არ იყო. საერთოდ ამ წიგნში მთავარი ისაა, რომ ნაძირალაზე უარესიც შეიძლება არსებობდეს.

  14. jojex / Mar 7 2012 1:20 pm

    mec gadmomigzavnet ra ikajojua@gmail.com, winaswar didi madloba :)))

  15. Mari Muradeli / Mar 10 2012 1:42 am

    არც წიგნი მაქვს წაკითხული და არც ფილმი მინახავს, ორივე მაინტერესებს ძალიან. )) ისე რომელი ჯობია, ალბათ წიგნი ხო? ))

    • mkitxveli / Mar 10 2012 2:07 pm

      მე ყოველთვის წიგნი მირჩევია პირველი წავიკითხო ხოლმე, ფანტაზია რომ მუშაობს მომწონს. მერე უკვე რეჟისორის გავლენის ქვეშ ექცევი

  16. salomeaa / May 6 2012 5:35 pm

    ,,ჰა ვშვებით მეთქი რამეს?”
    ,,იმ ჩემის მწერლის” კათარზისს ველოდი მე, რომ იცნო და გაახსენდა და მაინც აპატია …
    მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ აპატია, გული დამწყდა ამაზე
    შესანიშნავი თარგმანია:)))

  17. masho / Jun 18 2012 10:57 pm

    მეც გამომიგზავნეთ რა :* lady.masho@mail.ru წინასწარ დიდი მადლობა :*

  18. gega / Jun 21 2012 8:15 pm

    მეც გამომიგზავნე რა geganakashidze@gmail.com

  19. ნინი / Jun 28 2012 7:17 am

    წავიკითხე. რამდენიმე საათში წავიკითხე,ძალიან ადვილად ჩაიკითხა. ღირდა ამდენი წვალება და ლოდინი ამ შედეგის მისაღწევად. როგორც იქნა მიიტანეს ბიბლიოთეკაში ეს წიგნი :)
    თავიდან როდესაც ალეკსი ერთი ნაძირალა იყო , მაშინაც არ გამჩენია სიძულვილი მის მიმართ :$ რატომღაც საერთოდ უემოციოდ ვადევნებდი თვალს მის ქმედებებს და ბოლოს როდესაც ციხეში მოხვდა, მის ,,მეგობრებზე” მომეშალა ნერვები და დავიძაბე. შე მე ცო და . მეც შემეცოდა. ციხეში ჩასმის მომენტიდან სულ მეცოდებოდა. მაშინ როდესაც ისევ ავტორთან მოხვდა,თუ ბედისწერამ მოახვედრა,მაშინაც შემეცოდა. რაღაც მექანიკურ არსებად იქცა,არჩევნის თავისუფლება წაერთვა,არჩევნის თავისუფლება კი არა,საერთოდ მონა გახდა,მონა რა,უბრალოდ სხვა ახდენს შენზე ისეთ გავლენას,რომ შენი ნებით საერთოდ ვერაფერს აკეთებ..

    იმ ,,უცხო” ტერმინოლოგიამ არ გამაოცა,იმიტომ რომ წინასიტყვაობაში დაახლოებით ვიცოდი რა ამბავიც დამხვდებოდა , უბრალოდ ზოგიერთი სიტყვის გაგება გამიჭირდა :)

    საერთოდ წიგნი ძალიან მომეწონა და გამიხარდა რომ წავიკითე )) :$

  20. lela / Jul 2 2012 6:07 am

    აუ მეც გამომიგზავნოს ვინმეეემ:) მადლობელი ვიქნები:)lela_morchiladze@yahoo.com

  21. cipora / Jul 20 2012 8:06 am

    მე ვკითხულობ ეხლა და მე მომწონს : )

  22. Ketusya Ubilava / Jul 22 2012 7:50 pm

    მეც ძალიან მინდა, იქნებ გამომიგზავნოთ keti.ubilava@yahoo.com

  23. teoteo28 / Jul 25 2012 7:39 am

    mec gamomigzavnet raaa teo.s@mail.ru.didi madloba cinascar;))

  24. nino / Aug 5 2012 2:56 pm

    au dzalian gtxoovt mec gadmomigzavneeet raa versad vishove es wigni da dzaian maintereseeebs.:) winaswaar dzaaan dzaaan didi madloba jalinski@gmail.com

  25. ann / Aug 20 2012 8:55 pm

    didad damainteresa xo ici shen :D

  26. nino / Oct 15 2012 5:05 pm

    ვინმემ მეც გამომიგზავნეთ მადლობელი დაგრჩებით nino.ezugbaia.1@iliauni.edu.ge

  27. TaTull Tatull / Nov 8 2012 3:01 pm

    bavshvebooooo inglisurad an rusulad waikitxet da naxavt rom sul sxvanairii dasasruli aqvs chumburidzem ki bolos rogor targmna :/ aleqsshi mainc aris nateli wertiliiiii da mas aqvs survilii ketili gzaa airchiosssssss:)))

  28. მარიამი_:* / Dec 14 2012 11:34 am

    წაკითხული მაქვს ეს წიგნიი…რამდენიმე თვის წინ წავიკითხეე…და მე სხვათა შორის მომეწონაა…ვერ ვიტყვი რომ ყველაზე საუკეთესოა-თქო მაგრამ ცუდი ნამდვილად არ იყოო…ალექსი მე ძალიან მომწონდა და თქვენი არ ვიცი…<3

  29. sofi / Jan 9 2013 5:46 pm

    auuu mec minda ra :( sof303@mail.ru gadmomigzavnet ra vinmem

  30. mariami / Feb 1 2013 12:54 pm

    tevdorashvili.mariami@yahoo.com mec gamomigzvnet tu sheidzleba ^_^

  31. ვერიკო / Mar 14 2013 6:16 am

    ჭილაია აქაც კი აქტუალურია… :დ ცუდი წიგნი რომ ყოფილიყო, ეგ კაცი რეკომენდაციას არ გაუწევდა. :*
    რაც მე მის ლექციებს ვესწრები, ჯერ არ უხსენებია “მექანიკური ფორთოხალი”. საინტერესოა რა კონტექსტში ახსენა…

  32. თეონა / Jun 23 2013 6:42 pm

    წიგნიც ძალიან მაგარია და ფილმი კიდევ უფრო ძლიერი. მე მგონია, ერთერთ იმ ფილმთაგანია,რომელიც ძალიან ახლოს დგას წიგნთან და რაღაც ასპექტში სჯობს კიდეც. შეიძლება სუბიექტური ვარ მაგრამ წიგნის წაკითხვისას ალექსის მიმართ მხოლოდ ადამიანურ სიბრალულს განვიცდიდი , ფილმის ყურებისას კი რაღაც უფრო მეტს. (შეიძლება მაკდაუელის ტყვეობაში მოვექეცი ) .დღემდე ვერ შევთანხმდი საკუთარ თავთან იმის თაობაზე თუ რა სჯობს სინამდვილეში, იყო მოძალადე და გქონდეს თავისუფალი ნება, თუ იყო მექანიკური ფორთოხალი. ადამიანებს ხშირად უწევთ კომპრომისზე წასვლა და ეს თითქმის ყოველთვის საკუთარი ”მეს” დათმობის ხარჯზე ხდება. ბერჯესი არც პირველი და არც უკანასკნელი მწერალია, ვინც ამ საკითხზე წერს. თუმცა, არ ვიცი მოძალადეობა, ან უუნარობა, ან მარიონეტობა ან საერთოდ რაიმე მოიცავს თუ არა თავის თავში თავისუფალ ნებას, ალბათ არა… ერთადერთი მორალი რაც ჩემთვის მისაღებია სიუჟეტის მთელს ამ სიბინძურით გაჟღენთილ სამყაროში და და ამ სიბინძურის ”განსაწმენდად ” გამოყენებულ კიდევ უფრო დიდ სიბინძურეში . არის სწორედ იმ სერ მალჩიკ კაპელანის სიტყვები:…რომ სიკეთე შიგნიდან მოდის, სიღრმიდან და რომ ის არჩევითია და როცა ადამიანს არჩევანის უფლება არა აქვს, ის ადამიანი აღარ არის … ალბათ ადამიანის ერთადერთი თავისუფალი არჩევანის უფლება სწორედ ეს არის- აირჩიოს საკუთარი საწყისი. ადამიანის შეცვლა ყოველთვის არ გულისხმობს მის გაკეთილშობილებას. საბოლოოდ ალექსი უბრუნდება ”თავის თავს ”, მაგრამ ავტორიც და რეჟისორიც ჩვენვე გვანდობს იმის გადაწყვეტას, იქნება თუ არა ის კვლავ ისევ ისეთი ალექსი. ”ციხეში მან ფარისევლობა ისწავლა”- ასე თქვეს. ბოლოს თითქოს მართლაც ბრუნდება ძველი ალექსი, თუმცა მასში მაინც სამუდამოდ დარჩება ციხის სწორედ ეს საჩუქარი, ალექსი თავდაპირველად უკომპრომისო იყო, ის საკუთარი ნების საპასუხოდ ალბათ სახეში შეაფურთხებდა მინისტრს იმ მეგობრული შეთავაზების გამო, თუმცა ის ბოლოს ასე არ იქცევა. ალბათ ეს არის დაბადება ახალი , პასიური აგრესიისა, რომელიც გონებაზეა დაფუძნებული და არა შთაგონებაზე. ” სულელები ხომ ბევრს ფიქრობენ , ჭკვიანები კი შთაგონებას ენდობიან – ასეთი იყო პირველი ალექსის მრწამსი, მერე კი მან ფიქრი დაიწყო…

  33. ეს წიგნი ჩემს საუკეთესო ხუთეულში შედის

  34. ჰარალე / Nov 21 2013 6:50 am

    პლატონს ააქვს ეტლის ალეგორია ადამიანის სულის ასახსნელად . ეტლშით რომლითაც ადამიანის სული მოგზაურობს. შებმულია ორი სხვადასხვა ზნის ცხენი . ერთი (და არა პირველი კეთილშობილი ჯიშისაა, თავადაც კეთილშობილია ) ხოლო მეორე საწნააღმდეგოა პირველისა . ამ ცხენების მეეტლის მოგზაურობა თქვენ შეგიძლიათ განსაჯოთ . შეგიძლიათ ორი ცხენის ნაცვლად რამდენიმე ცხენიც დაუშვათ …….

  35. tamo / Dec 15 2013 12:10 pm

    mec gamomigzavnet raa tu ar shewuxdebit) tamotvildiani92@mail.ru

  36. vakho / Feb 15 2014 1:42 am

    ოთხნი ვიყავით. ჩემი სამი ბრატკა და მე. :)))))))) მართლა ჩარძევებული ნაწარმოებია :)))))))))))))))) დედამისსი უნდა ეხმარათ თვალწინ და მერე ვისიამოვნებდიი წაკითხვით

  37. mariami / Mar 23 2014 1:54 pm

    ფილმი არის ქართულად?

  38. nino mkitxveli / Apr 16 2014 9:48 pm

    ეს წიგნი იმდენად არ მომეწონა გადავწყვიტე მათთვის მაინც გამეზიარებინა ჩემი აზრი ვინც ახლა აპირებს მის წაკითხვას…. არ მომეწონა იმიტომ, რომ;
    1. სიუჟეტი აბსოლიტურად თითიდან გამოწოვილია;
    2. არანაირი კავშირი რეალობასთან;
    3. არანაირი იდეა;
    4. არანაირი დინამიკა;( მომხდარ ამბებს დამეთანხმეთ, არ ჰქვია დინამიკა);
    5. ფიზიკურად შეუძლებელია, ადამიანმა გააკეთოს ის , რასაც ავტორის თქმით, აკეთებდნენ გმირები,შეუძლებელზე შეუძლებელიც კი;
    ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ, არც წაიკითხოთ- არაფრისმომცემი და უინტერესოა. ბოლო გვერდამდე რაღაცას ველოდებოდი, და მივხვდი ეს რაღაც ყოფილა იმედგაცრუება.

  39. tikosta / Aug 4 2014 8:15 am

    au gamomigzavnet ra mec tikosta2014@mail.ru

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

ემოციური ბლოგი

სოციალურ პრობლემებისა და მედიის შესახებ.

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,581 other followers

%d bloggers like this: