Skip to content
March 30, 2012 / mkitxveli

ორჰან ფამუქი – “უმანკოების მუზეუმი”

შედიხარ მუზეუმში. გამოფენილია პირადი ნივთები, სრულიად უმნიშვნელოც. ყველა ექსპონატი შესვლისთანავე ჩანს. ერთ-ერთი განსაკუთრებით იპყრობს ყურადღებას, პიჟამოები აცვია და დადის. კაცია. აქაურობის პატრონ-მფლობელი. სახეზე აწერია, რომ უყვარს. აკვიატებულად. უნდა, რომ ეს სხვებაც შეამჩნიონ და ექსპონატების ნახვისას დამთვალიერებელმა დროის შეგრძნება დაკარგოს. ეს ადგილიც მისი სიყვარულის ისტორიას ყვება, ემოციურად და თურქი ადამიანების ცხოვრებას გაჩვენებს – ფამუქის “უმანკოების მუზეუმში” ხარ.

ვიდრე მუზეუმის იდეა გაჩნდება, იქამდე მთელი რვა წელია, რომელიც არ მესმის. ქემალი ფუსუნს სწორედ ამდენი ხნის განმავლობაში ხვდებოდა პირდაპირი მნიშვნელობით. მიდიოდა მათ სახლში უყურებდა ტელევიზორს, ხანდახან შეხედავდა, ისიც იშვიათად გაუღიმებდა და ბედნიერი ბრუნდებოდა სახლში. სინამდვილეში სიუჟეტი ასეთი მოსაწყენი სულაც არ არის. საქმე იმაშია, რომ ქემალს საცოლე ჰყავდა, რომელსაც ფუსუნის გამო მიატოვა, მაგრამ ამასობაში ფუსუნი გათხოვდება და ეს 8 წელი სწორედ ქმართან გაშორებამდე პერიოდია. თუმცა ყველაფერი არც ისე ლოგიკურად სრულდება.

ცხოვრების საუკეთესო მომენტის გახსენება უდიდეს ტკივილსაც მოგვანიჭებს, რადგანაც კიდევ ერთხელ შევეჯახებით რეალობას, რომ ის წარსულს ჩაბარდა და აღარასოდეს განმეორდება.

ამდენი დრო დაახარჯო მხოლოდ ერთი ადამიანს იმ იმედით, რომ ოდესმე შენთან ურთიერთობა მოუნდება, სისულელე მგონია. ვერ ვიტან უპრინციპო ხალხს, სულ მიკვირს ხოლმე როგორ მიყვებიან ცოლად ადამიანს, როდესაც სინამდვილეში სხვა უყვართ. ყველაფერს კიდევ თურქეთი და იქაური მენტალიტეტი ართულებს. ისევე როგორც სხვა ნაწარმოებებში, ფამუქი აქაც ხაზგასმით აკრიტიკეებს იქაურ ზოგიერთ ტრადიციას და დამოკიდებულებას სხვდასხვა საკითხის მიმართ.

როცა ქემალს მამა გარდაეცვლება, ადამიანები ცნობისმოყვარეობის გამო მიდიან და არა მისასამძიმრებლად. ჭირისუფალს ეუბნებიან ფრაზას, რომელიც მაკვირვებს - აქეთ ვიყავი და შემოგიარეო.

როცა ყველაფერი მთავრდება ქემალს ახალი აკვიატება აქვს – შეაგროვოს ფუსუნთან დაკავშირებული ნივთები

აუცილებელია ჩვენს სიყვარულთან დაკავშირებით ყველაფრის მოგროვება, თუნდაც ამისათვის მუზეუმი კი არა, სახლიც არ გვქონდეს.

ფუსუნის სახლს მუზეუმად აქცევს და გამოფენს ყველა ნივთს.  რომ ნაწარმოები საკმაოდ დიდია, დაახლოებით 700 გვერდამდეა და შიგადაშიგ ცოტა გაწელილიც გეჩვენება, თუმცა დასრულების შემდეგ ხვდები, რომღირდა  ამდენ ფურცლად.

აქამდე არასდროს მიფიქრია მუზეუმში რა იდეით შევდიოდი ხოლმე. მართალია საქართველოს გარდა არსად სხვა ქვეყნის მუზეუმში არ ვოყიფილვარ, მაგრამ პარალელის გასავლებად გამოდგება. ფამუქმა მუზეუმები სხვა კუთხით მაჩვენა

ორჰან ფამუქი

საუკეთესოდ შექმნილი მუზეუმები იმიტომ კი არ გვედება მალამოდ, რომ ძველ ნივთებს ვხედავთ არამედ იმიტომ რომ ისინი დროის შეგრძნებას გვაკარგვინებენ. მუზეუმები დასათვალირებლად კი არა, განსაცდელად და შესაგრძნობლად იქმნება

ჰოდა თურქმა ხალხმა თავის მუზეუმებში დასავლეთის ტილოების მიბაძვით შექმნილი ნახატები კი არა საკუთარი ცხოვრება უნდა დაათვალიერონო. სახლ-მუზეუმები კიდევ იმათ ცხოვრებაში უნდა გახედებდეს, ვისი სახელობისაცაა. მათ სულს უნდა გძნობდე და ფანტაზიაც დაუსრულებლად წავა მაშინ რა იყო და როგორ.

ფამუქს ერთი ჩვევა აქვს, მის ნაწარმოებს რომ ამთავრებ, სასიამოვნო შეგრძნება გრჩება იმის მიუხედავად ერთიანად ჩაიკითხე თუ სვენებ-სვენებით.

About these ads

16 Comments

Leave a Comment
  1. Kejeradze / Mar 31 2012 12:13 pm

    მიყვარს ფამუქი :) ჯერ წავიკითხვავ “უმანკოების მუზუმს” და მერე იმედია სტამბულში მოვინახულებ კიდეც :)

    • mkitxveli / Apr 1 2012 8:14 pm

      თუ სტამბოლში აპირებ წასვლას, მაშინ უნდა მოახერხო კიდეც :)

  2. lela / Apr 2 2012 1:44 pm

    dzalian mravalplaniani nawarmoebia, yvela adamians sxvadasxva ram sheuzlia amoikitxos, shesazlebelia bevri sxvadasxva tvalit waikitxo, sheadaro qartul sazogadoebas, romelic msgavs situaciashi imyofeba, an kulturis kutxit shexedo, an qalisa da mamakacis sakmaod rtuli da paradoqsuli urtiertobis mxriv, formatic saocrad originaluria, roca pamuki shemodis, rogorc personaJi, tviton muzeumis idea da misi realurad arseboba tu ar vcdebi uprecedentoa. me gamikvirda, ra kargad icnobs qalis bunebas! eka, didi madloba, aris sruli gancda, rom originals kitxulob da ara targmans, gulwrfelad rom gitxra, ar maxsovs, sxva dros rodis mqonia aseTi shegrzneba!!

    • mkitxveli / Apr 2 2012 7:16 pm

      პოსტის წერისას ვფიქრობდი რომანში ფამუქის შემოსვლა გასვლები არ გამომრჩეს მეთქი და მაინც მასე გამომივიდა. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია ფორმის თვალსაზრისით. ჯერ სიბელისა და ქემალის ქორწილში სადღაც ფრაგმენტში ფამუქისა და მისი ოჯახის ჩვენება, იქ ჯევდეთ ბეის ვაჟშვილები. ბოლოს ნაწილი კი მართლა ყველაზე ძლიერია ამ ნაწარმოებში

  3. ubeduris1 / May 3 2012 8:03 am

    Reblogged this on ubeduris1.

  4. rusa / Jun 19 2012 5:19 pm

    ძალიან მომეწონა და შემიყვარდა ეს წიგნი, ძალიან მომინდა ამ მუზეუმის მონახულება მითუმეტეს უფასოდ შესვლის ერთჯერადი ბილეთი რომ მოყვება :) ) უცნაური რაღაც მემართება, ფამუქი იმდენად კარგად დამანახა ამ წიგნმა მეშინია მისი სხვა წიგნი რომ წავიკითხო შთაბეჭდილება შემეცვალოს. :დ

  5. likadavini / Aug 24 2012 4:38 pm

    თვდაპირველად მეც გამაღიზიანა დეტალურად აღწერილმა, თითქოს ერთგვაროვანმა რვა წელმა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მხატვრული ნაწარმოებია და შესაძლოა ჰიპერბოლიზირებული იყოს,
    უპრინციპობაა თუ თვდავიწყებული სიყვარული ? ვფიქრობ, ამ კითხვაზე ყოველთვის იმდენი პასუხი იქნება, რამდენი მკითხველიც იარსებებს.
    მეც ზუსტად ასე მქონდა მონიშნული ის ქუჩები, რომლებზეც არ უნდა გამვლო …
    დიდი და ნამდვილ სიყვარულს რომ დრო ვერაფერს აკლებს, ნათელია

  6. თაკო / Oct 4 2012 10:51 am

    საბოლოო ჯამში ალბატ ღირდა რომ წამეკითხა,თუმცა საერთოდ არ მომეწონა,ვერ ვიტან მსგავსი უაზრო და გაწეილილი სასიყვარული ისტორებზე წერას,კითხვას.ვერ ვიტან ისეთ პერსონაჟებს როგორიც ქემალია,თავი რომ აქვთ დაკარგული,და ნივთებით რომ ცხოვრობენ,რადგან ისინი ქალს ახსენებს.მოკლედ მე ძაან გამიცრუა იმედია ფამუქმა მე წითელი მქვიას შემდეგ

    • anuka / Jan 14 2013 11:24 am

      cudia am romanshi tu mxolod “gawelili sasiyvarulo istoria” dainaxeT :(

    • mkitxveli / Jan 14 2013 7:25 pm

      ცუდია, რომ ჩემს პოსტში მხოლოდ გაწელილ სასიყვარულო ურთიერთობებზე ხაზგასმა შეამჩნიეთ :(

  7. vero / Jan 18 2013 9:24 am

    სამი დღე “უმანკოების მუზეუმში”
    700 გვერდი “ჯენი კოლონის” მარკის ჩანთით დაწყებული და დამთავრებული ქემალ ბეის საოცარი სიყვარულის ისტორია,
    “-მინდა ყველამ იცოდეს, რომ უბედნიერესი ცხოვრება გავიარე”
    ბრავო, ორჰან ფამუქ!!!

  8. LAzy / Jan 25 2013 9:00 pm

    სადღაც 3 წლის წინ გადაწყვეტილი მქონდა რამე ფამუქის წამეკითხა.მერე შარშან გადავაწყდი უმანკოების მუზეუმს,გადავავლე თვალი აღწერას და ისე არ დამაინტერესა რო 700 გვერდი წამეკითხა ამიტომ საბოლოოდ გადავიფიქრე ფამუქი.მაგრამ მას შემდეგ რაც რეპორტაჟი გავიდა(რომელიც მე ვერ ვნახე) ყველა აღტაცებულია და კითხულობენ და კითხულობენ.მაინც არ ვაპირებდი წაკითხვას მაგრამ დღეს საქმე არ მქონდა და პირველი 50 გვერდი წავიკითხე.ჩემი შეფასება ალბად ძალიან ზედაპირულია მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა რო სერიალის დონის რომანია,რომელშიც არცერთი ფრაზა არაა ღირებული.უბრალოდ სიყვარულია,ღალატი,ფარული შეხვედრები და სექსი.მოკლედ ყველაფერი რაც ნებისმიერ სერიალში გვინახავს.არაფერი გასაგიჟებელი.

  9. tinatini / Feb 11 2013 5:19 pm

    იმედგაცრუება დამემართა ამ წიგნის წაკითხვისას, ვიფიქრე თავს დავანებებთქო მაგრამ მეგობრისთვის საჩუქრად მქონდა ნაყიდი და მინდოდა მცოდნოდა რას ვჩუქნიდი. ასე საქვეყნოდ აღიარებული წიგნის გაჩუქება თითქმის გადავიფიქრე. თვითონვე მითხრა მაინტერესებს და წავიკითხავო მაგრამ რამდენიმე ფურცლის შემდეგ კითხვას თავი დაანება და ვთხოვე უკან დაებრუნებიდა საჩუქარი. რათქმაუნდა სამაგიეროდ სხვა წიგნი ვაჩუქე. :(

  10. eli / Feb 13 2013 11:26 am

    “umankoebis muzeumi” jer ar wamikitxavs ajkla davamtavre “jevdet bei da misi vazhishvilebi” da damainteresa, kidev momedzebna ramde am mwerlis garshemo. wavikitxe komentarebo, romlebic radikalurad gansxvavdeba ertmanetisagan. shepasebebi araa ertgvarovani. me mxolod chems axlaxan wakitxulze shemidzlia vtqva. agfrtovanebuli namdvilad ar var. mec momechvena, rom im sakitxebze yuradgebis gasamaxvileblad, romlebic romanshia damushavebuli, amdeni wera ar iyo sachiro. mokled, dzalian gawelilia.tumca, bulvarul mwerlad namdvilad ver chavtvli, mxolod sentimentebs rom etrpian. chveulebrivi erovnuli mweralia, tavisi samshoblos problemebi rom awuxebs da cdilobs, mat sxvadasxva kutxit shexedos. mxolod viwrokulturuli wignic araa, sxva zogadadamianuri problemebicaa wamochrili, rac drosivrcit charchoebs scildeba da chemtvis, rogorc qartvelistvisac, sainteresoa; pirovnebis gaoreba, tavisi tavis dziebis uwyveti procesi, ganatlebis, zneobis, sakitxebi, tradiciebisa da mentaluri uazrobebis egvevis aucilebloba. mokled, qartvelebistvisac sanishnod unda chaitvalos es problemebi da chvenc unda gamovitanot sachveno daskvnebi.

  11. guridze / Mar 7 2013 9:12 pm

    sad sheidzleba eg wigni ro viyido?

    • mkitxveli / Mar 7 2013 9:51 pm

      წიგნის მაღაზიაში

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

ემოციური ბლოგი

სოციალურ პრობლემებისა და მედიის შესახებ.

მკითხველის ბლოგი

კითხვის შემდეგ შთაბეჭდილებები და აშლილი ფიქრები

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,191 other followers

%d bloggers like this: