Skip to content
September 6, 2010 / mkitxveli

აკა მორჩილაძე ”მისტერ დიქსლის საიდუმლო ყუთი”

ვიზუალურად ეს ყველაზე ორიგინალური წიგნია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს. ამ ნაწარმოების მთავარი ღირსება გადმოცემის ფორმის ორიგინალურობაა.

წიგნის ყუთის ფორმა აქვს, სადაც ოთხი რვეული (პატარა წიგნი) დევს. ყველა მათგანს თან მოჰყვება ის ნივთები, რაც ამ რვეულშია ნახსენები. მაგ. ბარათები, ბლოკნოტები, გაზეთის ამონარიდები. თითოეული მაშინ უნდა წაიკითხო, როდესაც წიგნში (რვეულში) იქნება ნახსენები.

ამირბარზე რატომღაც ჯაბა იოსელიანზე გმიჩნდა ასოციაცია, კი გადაჭარბებულია ცოტა, მაგრამ მაინც. თავად მწერალი მკითხველს აძლევს საშუალებას, რომ თვითონ გაარკვიოს ვინაა მკვლელი, რაც წიგნის ორიგინალურობას კიდევ უფრო ზრდის. მე, რა თქმა უნდა ჩემი ვერსია მაქვს, საინტერესოა თქვენი ვერსიები.  ისე თავიდან გადაკითხვა არ მაწყენდა, დეტალებს ჩავუღმავდებოდი, მაგრამ წიგნი თავის ადგუილას დაბრუნდა.

ტექსტი დიდი არაფერი, მის მხატვრულ ღირებულებაზე ცოტა არ იყის მიჭირს რაიმეს თქმა. ძალიან ადვილად იკითხება თან საინტერესოა ამ თანდართული რაღაცრაღაცეებით. ხოდა მაინტერესებს, რამდენად სწორად მივხვდი. იქნებ თქვენც წაგეკითხათ და მერე გვემსჯელა.

P.S.  ჯესიკას ბებიამ ბლოკნოტი აჩუქა და სთხოვა ყოველ დაბადების დღეზე ერთი წინადადებით შეეფესებინა განვლილ წელი. საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ერთ წინადადებაში ჩატეული მთელი წელი. მეც ხომ არ გამეკეთებინა?

12 Comments

Leave a Comment
  1. nino / Sep 7 2010 1:19 pm

    მართლა ორიგინალური წიგნია, მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მკვლელი მარკო პოლოს ქვრივია, მაგრამ მოტივი, რატომაც მოკლა, ვერ გავარკვიე
    ისე შინაარსი მაგარი მარტივია

  2. Here Comes The Sun / Dec 21 2010 6:29 pm

    მახსოვს ძალიან ავად ვიყავი და მაშინ ტელევიზორში იყო რეკლამა ამ წიგნის პრეზენტაციის…. ეტყობა ძალიან სევდიანი თვალებით ვუყურებდი, იმიტომ რომ მამაჩემი წავიდა სახლიდან და საღამოსვე მომიტანა ეს წიგნი. ძალიან მიყვარს….

    გეთანხმები რაიმე მხატვრული ღირებულება ნაკლებად აქვს, მაგრამ იმ რაღაც-რაღაცებით ჩართული რომაა ახერხებს მწერალი მკითხველის ჩაყოლიებას… პირადად მე ერთი სული მქონდა იმ ბოლოსკენ როდის ჩავიდოდი ღია ბარათები, წერილები რომ მელოდებოდა…. სიუჟეტი და შინაარსი მარტივია, უბრალოდ თვალის გადასავლებად და გასართობად კარგია….

    ამირბარზე აბსოლუტურად იგივე ასოციაცია გამიჩნდა მეც. იმდენად აშკარა მინიშნებები იყო რომ….

    • mkitxveli / Dec 21 2010 7:48 pm

      ორიგინალურობა მისი მთავარი პლუსია

  3. latatie / Mar 19 2011 2:22 pm

    ზოგადად მიყვარს აკა მორჩილაძ. რაც შეეხება მისტერ დიქსლის საიდუმლო ყუთს, არის მასში რაღაც მისიური და საინტერესო. 🙂 პ.ს. მკვლელი ალბათ მარკო პოლოს ქვრივია.

    • mkitxveli / Mar 19 2011 3:06 pm

      მეც ეგ მგონია მკვლელი, მაგრამ აქამდე გამორიცხვის მეთოდით მივედი, თორემ მოტივის ახსნა გამიჭირდა, როგორც მახსოვს🙂

      აკას სიყვარულს მაინცადამაინც ვერ დავიჩემებ🙂

  4. Kate_AlukaЯD / Apr 22 2011 3:11 pm

    რა ცუდია რომ აქამდე არ ვიცოდი შენი ბლოგის შესახებ ^^ ძალიან მომეწონა ^^
    მართლა უნდა გიყვარდეს წიგნი რომ ასეთი კარგი ბლოგი გააკეთო და საერთოდაც თუ არ შეიყვარე ლიტერატურა მასზე ვერ დაწერ.. ^^
    ეს წიგნი რამდენიმე წლის წინ ჩემმა ძმამ მაჩუქა და ძალიან მიყვარს… მეც მაქვს ჩემი ვარაუდი ვინ შეიძლება იყოს მკვლელი… მგონი სწორად გამოვიცანი.. : ))))
    ჯესიკას ბლოკნოტს რაც შეეხება არ მეგულება ადამიანი ვინც წაიკითხვა და იგივეს სურვილი არ გაუჩნდა… მე მქონდა გაკეთებული ეგეთი ბლოკნოტი მაგრამ მერე დავკარგე : ((( ახლა ვფიქრობ ისევ ხომ არ გამეკეთებინა მაგრამ მერთულება ძალიან : )

    • mkitxveli / Apr 27 2011 2:52 pm

      პირველ რიგში ბოდიში ასე გვიან რომ გპასუხობ, ძალიან მიხარია რომ ჩემი ბლოგი მიგეწონა🙂

      ბლოკნოტის გაკეთება არც ისე რთული შეიძლება იყოს🙂

  5. >> / Nov 23 2011 2:25 pm

    ესეიგი კარგი წიგნია ესეიგი🙂

  6. Nini Berdzenishvili / Mar 10 2012 3:56 pm

    არ მიყვარს აკა მორჩილაძე. არ მიყვარს ეს ,,წიგნი” , უბრალოდ მეც ორიგინალურობამ მიმიზიდა ალბათ და წავიკითხე. მკვლელი მეც ქვრივი მგონია,თუმცა ვერ მივხვდი საქმე ასე მარტივად რატომ წავიდა. თავიდანვე დასაწყისში ეწერა რომ მოკლულის და მკვლელის ვინაობასაც ჩვენ უნდა მივმხვდარიყავით. მოკლული რასაკვირველია ამირბარია >>>>> მარტივი ჭეშმარიტება და მართალი გითხრათ ვერც მკვლელის ვინაობაში შეიძლება დაეჭვდე ისე წავიდა საქმე:/
    მეგონა მართლა ძალიან რთულ და ისეთ წიგნს ვკითხულობდი,მაგრამ მერე მივხვდი რომ სულაც არ მომეწონა. არ მომწონს რა აკას წერის სტილი,საერთოდ არ მომწონს. ,,სანტა–ესპერანსას’ წაკითხვაც ვცადე,მაგრამ ისიც არ მომეწონა. ეტყობა ჩემი სტილი არაა,არ ვიცი😐

  7. Gio / Apr 21 2012 5:52 pm

    axla dawiwye am wignis kitxva…originaluria namdvilad…jer pirveli wignis 10 gverdi wavikitxe da araa naxsenebi arc baratebze araferi,arc bloknotze… dzaan mainteresebs me ver shevamchnie tu dasawyisshi araa natqvami araferi magis shesaxeb?

    • mkitxveli / Apr 21 2012 6:13 pm

      სიმართლე გითხრა დეტალურად აღარ მახსოვს რა დროს არის ნახსენები, მაგრამ წიგნის კითხვას რომ დაიწყებ წინ გაშალე ის ნივთები რაც მოყება მაგ წიგნს. ავტორი არ გეუბნება როდის უნდა ჩახედო ამ ბარათებსა თუ ნივთებს. შენ თვითონ უნდა მიხვდე. აი მაგალითად რომ წერია ბარათი გაუგზავნა, დახელდე და დაინახავ რომ ეგ ბარათი მან დევს

  8. ლელა / May 15 2015 4:00 pm

    სად იყიდება :(??

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: