Skip to content
September 21, 2010 / mkitxveli

გადაგდებული კრისტი და მანი – რა იყიდეს სანაცვლოდ?

სახლში სხვა წიგნებს შორის ორი გამორჩეული წიგნი დევს. მათი დანახვისას ყოველთვის უცნაური გრძნობა მიჩნდება – მეცოდებიან.

პირველს ”ბანალური სამკუთხედი” ჰქვია, აგატა კრისტის დეტექტივია. ჩვეული საინტერესო სიუჟეტითა და მოულოდნელი ფინალით. სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ ერთერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ათ თეთრად ვიყიდე. პირველად რომ დავინახე, გაშტერებული ვუყურებდი, წიგნი ათ თეთრად, თანაც აგატა კრისტი. არც მიფიქრია ისე ვიყიდე. ხოდა რამდენჯერაც დავინახავ სულ ვფიქრობ, იმ კაცმა ნეტა რა იყიდა იმ ათი თეთრით წიგნის გაყიდვა რომ უღირდა. სულ მგონია,რომ საშინლად დავამცირე კრისტი ასე უნამუსოდ ათი თეთრი რომ გადავიხადე, არადა ბავშვობაში ჩემი კლასელის მეზობელს ვეთხოვე ეს დეტექტივი სხვა წიგნებთან ერთად და ძალიანაც მომეწონა. ახლა კი გული დამწყდა, ასე მიგდებული რომ ვნახე.

მეორე თომას მანის ”ტანსაცმლის კარადაა”. ესეც, როგორც ჩემი წიგნების უმრავლესობა, მიწისქვეშა გადასასვლელში ვიყიდე. 1 ლარი ღირდა. ისე წამოვიღე, არც გადამიშლია. მთავარია, მანი იყო. სახლში შევამჩნიე წარწერა ”ზურაბ ჩხენკელს მარადიული მეგობრობისა და პატივისცემის ნიშნად! მთარგმნელისაგან”. არ ვიცი თავად ჩხენკელმა გაყიდა, თუ მისმა შთამომავალმა, მაგრამ წიგნი ისეთ მდგომარეობაშია, დიდი ეჭვი მაქვს, არც წაუკითხავთ, არადა, თომა მანია მთარგმნელისგან ნაჩუქარი. ამათ კი აიღეს და ლარად გაყიდეს. არა, ლარად მე ვიყიდე, თორემ თვითონ ალბათ უფრო იაფად ჩააბარეს.

აქაც ისევ ის კითხვა – რა იყიდეს მანის სანაცვლოდ უფრო კარგი, ღირებული და საჭირო. ვიცი გაჭირვების გამო პურის საყიდლად ოჯახიდან ბევრი რამ შეიძლება გაიტანო და გაყიდო, მესმის ძვირადღირებული წიგნების, ტომეულების გაყოდვა, მაგრამ თეთრებად ჩაბარებულმა წიგნებმა რა უნდა გიშველოს ვერ ვხვდები.

მიდევს თაროზე გადაგდეებული კრისტი და მანი, ვდგავარ და რა გრძნობა მაქვს ხოლმე არ ვიცი, ალბათ უფრო გული მწყდება.

14 Comments

Leave a Comment
  1. anuka / Sep 28 2010 8:36 am

    ძალიან თბილი პოსტია, სიამოვნებით იკითხება

  2. mkitxveli / Sep 28 2010 9:46 am

    დიდი მადლობა🙂

  3. სოფო / Oct 2 2010 5:44 pm

    ასე იაფად შეიძლება სადმე წიგნის შოვნა? საჩუქრად არიგებენ?🙂 რომელ მიწისქვეშა გადასასვლელში იყიდე? თუ მაგათ პატრონებს არ უნდათ ჩვენ ვიყიდოთ, ვისაც არ უნდა მაინც სუვენირად ედება სახლში🙂

  4. mkitxveli / Oct 3 2010 12:35 pm

    გეპეისთან რომ გადასასვლელია იქ🙂 მაგრამ ახლა იქ აღარავინ არ არის.

  5. burbushela / Oct 3 2010 1:48 pm

    ძალიან კარგი პოსტია🙂

  6. mkitxveli / Oct 3 2010 1:50 pm

    burbushela დიდი მადლობა🙂

  7. mari / Oct 6 2010 9:16 am

    ნატა ეგ შენი ათ თეთრიანი წიგნი ცოტა ხნის წინ წავიკითხე.შენთან რომ ვიყავი🙂 ეგ კოლოსალური თანხა უკან ჰქონდა მიკრული🙂

  8. Lord Vader / Nov 23 2010 10:34 pm

    გადაგდებული კრისტი და მანი – რა იყიდეს სანაცვლოდ?

    ფოლქნერი და ქონან დოილი.🙂

  9. molly bloom / Jan 20 2011 7:32 am

    სევდიანი პოსტია. გული დამწყდა😦 ვინ იცის, ისეთი რა უჭირდა იმ კაცს, წიგნის 10 თეთრად გაყიდვაც რომ უღირდა😦

    • mkitxveli / Jan 20 2011 1:50 pm

      ძალიან იმოქმედა ჩემზე😦

  10. Mari Muradeli / Mar 10 2012 2:27 am

    შემეცოდა ის კაცი…წარმომიდგენია როგორ უჭირდა წიგნს რომ 10 თეთრად ყიდდა😦 😦 და ალბათ ის 10 თეთრიც რაღაცას ნიშნავდა მისთვის 😦

    • mkitxveli / Mar 10 2012 2:11 pm

      არ ვიცი რას უნდა გარგებდეს ეგ ათი თეთრი, შეიძლება ერთის ნაცვლად ამატებდა და ორი პური მოსდიოდა. მნიშვნელობა არ აქვს. დასანანი ისაა, რომ ადამიანებს ისე უჭირთ მანს ლარად კრისტის კიდევ ათ თეთრად ყიდიან

  11. Nini Berdzenishvili / Mar 11 2012 10:55 am

    მომეწონა. ძალიან საყვარელი პოსტი იყო მართლა ♥♥ საყვარელი და ალბათ სევდიანი ♥

  12. gela / Feb 22 2014 6:42 pm

    გაოცებული ვარ, რა გაგიკვირდათ ხალხო?! ეს ჩვენისთანა მკითხველებისთვის აქვს ფასი წიგნს, თორემ ზოგიერთისთვის (დიდი უმრავლესობისათვის) საერთოდ არავითარი ფასი არ აქვს და ალბათ თვლიან , რომ არაფერში 10 თეთრსაც თუ მოგცემენ არა უშავს რა. მიმოიხედეთ თქვენს ირგვლივ, ნეტავ რამდენი ადამიანი კითხულობს წიგნს, ნატა ისეთი კარგი ანალიზის უნარი გაქვს, რომ ვფიქრობ კარგი იქნებოდა ტელევიზიაში გქონოდა შენი გადაცემა და იქნებ დაგეინტერესებინა ხალხი, რომ წიგნი წაეკითხათ. ისე , თუ არ გეწყინება ერთ რჩევას მოგცემ, რომ ამბობ წიგნს ერთჯერ ვკითხულობ მხოლოდო, არ მიმაჩნია სწორი, ეს ისე ჩემი აზრია.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: