Skip to content
September 27, 2010 / mkitxveli

ფრანსუაზ საგანი – “გიყვართ ბრამსი?” “სალამი სევდავ”

Françoise Sagan – “Aimez-vous Brahms?” Bonjour Tristesse”

ბრამსი არა, ბეთჰოვენი მიყვარს, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. ფრანსუაზ საგანის ორ რომანზე მინდა გესაუბროთ. ორივე მათგანი ერთ წიგნშია შეტანილი, მასაც “ორი რომანი” ჰქვია და მეც გავაერთიანე.

საგანი სევდიანი რომანების ავტორია მე თუ მკითხავთ. მისი ყველა ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ საოცარი მელანქოლია მიპყრობს ხოლმე, ასე მგონია როცა წერდა თითონაც მსგავს განწყობაზე იყო. მისი გმირებიც ბოლომდე ბედნიერები არ არიან. “გიყვართ ბრამსი?” 39 წლის ქალზეა, რომელიც 25 წლის ახალგაზრდას შეუყვარდება. “სალამი, სევდავ!” კი ერთ გოგოსა და მამისის საყვარლის სევდიანი ისტორიაა.

ორივე რომანში ადამიანები შეყვარებულები არიან, სიყვარულის გამო ბევრ სისულელეს აკეთებენ, თუმცა ამ გრძნობას ბედნიერება არავისთვის მოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება სულ მიკვირს ადამიანები მეორე ადამიანის გამო ჭკუას რომ კარგავენ და ყველაფრის დაკიდება შეუძლიათ, ამ რომანების კითხვისას ასეთი ფიქრები ნაკლებად მაწუხებდა. საგანია და იმიტომ.

ერთი კია ბოლომდე ველოდი რომ რამე განსაკუთრებული მოხდებოდა. როცა ვკითხულობდი სულ ასეთი შეგრძნება მქონდა, თუმცა ფინალი იმდენაც ჩვეულებრივია, ამით არის არაჩვეულებრივი და მოულოდნელი.

სამსახურის პარალელურად მძიმე წიგნებს ვერ ვკითხულობ, საგანი მისწრებაა ასეთ დროს. მაგრამ, მგონი ასეთი რომენების კითხვის ეტაპი გავიარე და მუდმივად სხვანაირი სიუჟეტს განსაკუთრებული ფინალით ვეძებ.

26 Comments

Leave a Comment
  1. Beka / Sep 27 2010 6:04 pm

    მისი ყველა ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ საოცარი მელანქოლია მიპყრობს ხოლმე, ასე მგონია როცა წერდა თითონაც მსგავს განწყობაზე იყო <<< მე მიყვარს ესეთი რომანები მაგრამ არ მგონია კონკრეტულად ამ წიგნის ასაკში ვიყო : )

  2. mkitxveli / Sep 28 2010 8:13 am

    ანუ გაიარე ეგ ასაკი? :)) არც ისე პატარა ასაკში წასაკითხი წიგნია :)))

  3. mecmikvarkhar / Oct 1 2010 10:36 am

    პირიქით ჩემი აზრით ზრდასრულ ასაკში წასაკითხია🙂

    • mkitxveli / Oct 1 2010 4:36 pm

      მეც მაგას ვამბობ, საგანი 16 წლის ასაკში წასაკითხ რომანებს არ წერს. თუმცა როცა მისი რამდენიმე ნაწარმოები წაკითხული გაქვს, ძნელია მერე ისეთივე აღფრთოვანებული დარჩე. როცა ამ პოსტს ვწერდი ახალსა და განსაკუთრებულს ვეძებდი, ასეთი წიგნი ვიპოვე კიდეც და მასზე რამდენიმე დღეში დავდებ პოსტს🙂

  4. დავრდომილი თანამშრომელი. / Oct 1 2010 10:40 am

    ჰმ… შენს ბლოგს ვათვალიერებ და ვხვდები, თუ რამდენი რამ არ წამიკითხავს ცხოვრებაში. შენ ჩემი მეგზური უნდა გახდე ამ სამყაროში🙂

    • mkitxveli / Oct 1 2010 4:38 pm

      სიამოვნებით ჩემო დავრდომილო🙂 შენ მარტო კიტხვა დაიწყე🙂

  5. Sophie SUNNY Golden / Oct 4 2010 3:51 pm

    ნატას დავრდომილო თანამშრომელო, მომენატრე რაღაცნაირად🙂

    ფრანსუაზა საგანის არაფერი წამიკითხავს ცხოვრებაში და საერთოდ, ფრანგი ავტორები დიდად არ შთამაგონებენ. აშკარად პრეჯუდისებით ვარ სავსე და როგორც კი შევძლებ, აუცილებლად შევეჭიდები ამასაც🙂

  6. mkitxveli / Oct 5 2010 8:56 am

    Sophie SUNNY Golden ვერ დაგპირდები რომ შენ რაიმეთი გაგაოცებს, თუმცა ნამდვილად სასიამოვნოდ იკითხება და სიუჟეტიც ბანალური არ არის. განტვირთვისთვის გამოგადგება🙂

  7. just smile / Nov 24 2010 7:26 pm

    ვგიჯდები მე ამ ქალზე … “სალამი სევდავ” ერთ დღეში წავიკითხე ისე ჩამითრიააა….🙂 უძლიერესი მწერალია ჩემი აზრით….

  8. mkitxveli / Nov 24 2010 7:34 pm

    თავისი სტილი აქვს, განსაკუთრებული

  9. salomeaa / Aug 6 2011 6:19 pm

    ,,სამსახურის პარალელურად მძიმე წიგნებს ვერ ვკითხულობ, საგანი მისწრებაა ასეთ დროს. მაგრამ, მგონი ასეთი რომენების კითხვის ეტაპი გავიარე და მუდმივად სხვანაირი სიუჟეტს განსაკუთრებული ფინალით ვეძებ”

    ამაში არ გეთანხმები, საგანს ისე დავიცავ, როგორც არავის დედამიწის ზურგზე: )))
    ფინალი აქვს ერთი შეხედვით მოსალოდნელი, უკვე იცი რა მოხდება, მაგრამ ამავე დროს როგორ მოხდება ეს არ იცი და სწორედ ამაშია საგანის განსაკუთრებულობა. მისი რომანები კი უფრო მეტად პასუხებს გალევენ, ვიდრე კითხვებს და ესეც მომწონს ამ მწერალში. ქალის და მამაკაცის ურთიერთობას იცნობს შესანიშნავად, თვითონ ცხოვრებაც ასეთი ჰქონდა .

    • mkitxveli / Aug 10 2011 1:36 pm

      საგანს ჩემთან დაცვა არ სჭირდება, მაგრამ ყველა წიგნს და თემას თავისი შესაფერისი განწყობა უნდა. აქ იმას ვგულისხმობდი რომ ამ ბოლო დროს მსგავსი თემატიკის ნაწარმოებები ისევე ვეღარ აღმაფრთოვანებს როგორც ვთქვათ, ორი წლის წინ

  10. Kejeradze / Sep 24 2011 8:36 pm

    საგანი გავალდას მაგონებს – თითქოს განსაკუთრებულს არაფერს ამბობს, მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ იკითხება.

    • mkitxveli / Sep 25 2011 9:42 am

      რაღაცით კი ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ მაინც განსხვავებულები არიან, საგანი უფრო სევდიანი მეჩვენება

  11. tina / May 29 2012 10:43 pm

    სად ვიშოვო ეს წიგნი? არ მათხოვებთ ვინმე?

    • mkitxveli / May 30 2012 8:26 pm

      ბიბლიოთეკიდან მქონდა გამოტანილი. პეკიზე 33-ე ბიბლიოთეკაში რომ ნამდვილად აქვთ, ვიცი, ასე რომ მიაკითხე.ლიტერატურულ კაფეში მეორე სართულზე

  12. რუსუდანი / Jun 1 2012 3:00 pm

    ეს რომანები არ წამიკითხავს, მე მოთხრობებიდან ვიცნობ ფრანსუა საგანს, თითქმის ერთი პრობლემატიკაა, ასაკოვანი ქალის სიყვარული და მისი ტრაგედია.

    • mkitxveli / Jun 4 2012 11:32 am

      მე რომანები უფრო მომწონს, რაღაც თავისი ხიბლი აქვს და სასიამოვნოდ იკითხება

  13. rusa111 / Oct 8 2012 5:06 pm

    აი, 50 წიგნის ფარგლებში გამოვიდა და დავიწყე კითხვა, დღეს ვიყიდე და უკვე ნახევარი ჩავაბულბულე, მახსოვდა შენ რომ პოსტი გქონდა ამაზე და შემოგეხმიანე. მომწონს, კარგად იკითხება!

    • mkitxveli / Oct 8 2012 7:27 pm

      საგანი ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებს🙂

  14. rusa111 / Oct 16 2012 8:16 am

    http://santeliblog.wordpress.com/2012/10/09/%E1%83%A4%E1%83%A0-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98/

    დავიწყებული რომანტიკა. (ფრანსუაზ საგანი).

  15. თამკა / Jun 22 2013 1:32 pm

    “გიყვართ ბრამსი?” მსუბუქია, უშფოთველი… იცით რას ვფიქრობდი? აშკარად აცდენილები რომ ვართ გარემოს:), წარმოგიდგენიათ, საქართველოში დედა სიხარულით შეხვედროდა ამბავს,რომ თავის ვაჟს 14 წლით უფროს ქალთან ჰქონოდა ურთიერთობა… განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ეს რომანი დაიწერა…
    პოლს მარტოობის ეშინოდა ყველაზე მეტად, როჟეს უტვინო ქალ(ებ)ის რატრატი აღიზიანებდა, სიმონს კი პოლის ვნება კლავდა…
    განტვირთვისა და დასვენების დროს საკითხავია

  16. მირანდა / Apr 26 2014 7:53 pm

    გიყვართ ბრამსი? არაჩვეულებრივი წიგნია, სასიამოვნოდ საკითხავი, დადებითი ემოციებით ამავსო.

  17. მარიამი_ბ / May 13 2014 8:42 am

    მე მომეწონა…ორივე მოთხრობამ რაღაც კარგი დატოვა ჩემში…კარგი საკითხავი იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული დავრჩი…მაგრამ მაინც კარგ წიგნად დარჩება მუდამ..

  18. mariana / Jul 24 2015 6:56 pm

    და მე რომ წავიკითხო არა ?

  19. mariana / Jul 24 2015 6:57 pm

    14 wlis var

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: