Skip to content
October 5, 2010 / mkitxveli

ამელი ნოტომი – “კატილინას წინააღმდეგ”

Amélie Nothomb – Les Catilinaires

სულ უფრო მომწონს ამელი ნოტომი-მეთქი მთელი 200 გვერდის განმავლობაში ვფიქრობდი, ბოლოს დავიბენი

წიგნი 60 წლის ცოლ-ქმარზეა, რომლებიც საცხოვრებელ ადგილს შეიცვლიან. მათი ახალი მეზობელი უცნაური კაცი აღმოჩნდება, რომელიც ყოველ დღე 4-დან 6 საათამდე სტუმრობს ცოლ-ქმარს, თუმცა სულ ჩუმადაა.

სიუჟეტი იმდენად უცნაურია, ვერაფრით მივხვდი, როგორ უნდა დამთავრებულიყო. მოუთმენლად ველოდი კვანძის გახსნას, ამიტომ წიგნი სულმოუთქმელად 2 საათში წავიკითხე.

ბოლოს ისე დამთავრდა, მაინც ვერ მივხვდი რა სჭირდათ მეზობლებს, თუმცა მათვარი ეს არაა, მთავარია, ქმრის საქციელი. ამ ნაწარმოებმა მთელი სამი დღე მაფიქრა.

ისე მიეწყო ნოტომის რაც წავიკითხე ყველა ერთნაირად დასრულდა, ვგულისხმობ შედეგს. ამელის გმირები საოცრად უცნაურები არიან, ვერ გაიგებ უნდა უთანაგრძნო, თუ უნდა გძულდეს. რატომღაც გარედან გაყურებინებს სიუჟეტს.

პ.ს. ერთი კლასელი მყავდა, ხშირად მოიდიოდა ხოლმე ჩემთან. დაჯდებოდა და იყო ჩუმად. რა მეთქვა აღარ ვიცოდი, არადა ვერც ვაგდებდი🙂

11 Comments

Leave a Comment
  1. ნინო / Oct 5 2010 9:29 am

    ნატ, ხანდახან მშურს შენი, დროს რომ პოულობ და ამდენს კითხულობ. ხოდა, მერე შენი ყოველი პოსტის მერე მეც კითხვა მინდება))

  2. mkitxveli / Oct 5 2010 9:39 am

    კარგია ჩემი პოსტები ვინმეს კითხვას თუ დააწყებინებს, ან რჩევად გამოადგება. როცა არ ვკითხულობ, რაღაც მაკლია🙂

  3. burbushela / Oct 5 2010 5:15 pm

    მე ამელი ნოტომის “მკვლელის ჰიგიენა” მაქვს წაკითხული და აბსოლუტურად გეთანხმები🙂

  4. dreamar / Oct 6 2010 9:21 am

    am dgeebshi unda gamovitano bibliotekidan “mkvlelis higiena”🙂

    • mkitxveli / Oct 6 2010 9:41 am

      კარგს იზამ🙂 მართლა საინტერესოა, თან ნოტომია, უცნაური

  5. mariefille / Oct 21 2010 9:26 am

    გეთანხმები თანაგრძნობდა-ვერთანაგრძნობის ამბავში.

    პირველად “მერკური” წავიკითხე და დიდად არ მომეწონა ალტერნატიული დასასრულები. “კატილინას წინააღმდეგ” და “მკვლელის ჰიგიენა” პირიქით. ორივემ შოკში ჩამაგდო. ის,რაც მანამდე მორალი მეგონა,უცებ მივხვდი,რომ შეიძლება რაღაცა ვითარებაში ამორალურობა აღმოჩნდეს,მოკლედ,დამაბნია და დამაფიქრა ამ წიგნებმა

    მაგრამ ჩემი ფავორიტებია “კრძალვით და ცახცახით” და “შეყვარებულის ამხედრება”, განსაკუთრებით ბოლო,უზომოდ მიყვარს,ჩემ ბავშვობას მაგონებს🙂

    • mkitxveli / Oct 21 2010 10:03 am

      მე პირველად სწორედ “შეყვარებულის ამხედრება” წავიკითხე, მაშინ მომეწონა ნოტომი. “კრძალვით და ცახცახით” ვაპირებ რომ წავიკითხო. სხვანაირად გაჩვენებს ყველაფერს, მისი წერის სტილი მომწონს🙂

  6. ლაშა / Nov 19 2010 8:45 pm

    ვაიმე ნოტომი❤ ძალიან ძალიან მიყვარს. და ძალიან ძალიან გამიხარდა აქ მისი ხილვა :)) სამწუხაროდ იმ სამ წიგნში მე რაც წავიკითხე ეს წიგნი არ შედის მაგრამ წარმოდგენა მაქვს უკვე ამ მწერალზე. ყველაზე მეტად "მკვლელის ჰიგიენა" მომეწონა, "მერკურიც" ძალიან სასიამოვნო წასაკითხია ოღონდ სიუჟეტი ცოტა ისეთი აქვს რა, წაუბანალურებს, მაგრამ ორი დასასრული ასწორებს. "კრძალვით და ცახცახით" კი კარგი წასაკითხია, მაგრამ მე თუ მკითხავთ მაგ წიგნის უმთავრესი აზრი ბოლო გვერდშია, მოკლედ კარგია ნოტომი

  7. mkitxveli / Nov 19 2010 8:57 pm

    მაგ სამიდან მე მხოლოდ ერთი მაქვს წაკითხული🙂 არადა მეც სამი წიგნი წავიკითხე მისი

  8. El / Jan 3 2011 7:18 am

    ჰა ჰააა, პ.ს. კარგი იყო 🙂 თუმცა ჩუმი კლასელის მოკლვლას რა თქმა უნდა პირვლ ეტაპზე აჯობებს მასთნ თამაში მაინც სცადო (ასაკსაც გააჩნია, ან რამე მოსაწყენი ჩაურთო და აყურებინო), ბოლოს და ბოლოს მას საცეცებიანი მასა მაინც არ ყავს სახლში გამომწყვდეული, რომელსაც პირობითად ცოლს ეძახის….

Trackbacks

  1. ამელი ნოტომი – “მერკური” « მკითხველის ბლოგი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: