Skip to content
October 11, 2010 / mkitxveli

რიშარდ კაპუშცინსკი – “შაჰინშაჰი”

Ryszard Kapuscinski – Shah of Shahs

აღფრთოვანებული ვარ! რა მაგარია!რა საინტერესო იყო! საუკუნეა ასეთი გადარეული წიგნით არ ვყოფილვარ. ამაზე წინა პოსტებშიც ვიწუწუნე. საოცრად მოვიხიბლე კაპუშცინსკით! ყველას ამაზე ვუყვები.

ეს წიგნი, როგორც ყველა დანარჩენი, პეკინზე 33-ე ბიბლიოთეკაში ვიპოვე. ჩემს წინ ეს წიგნი გატანილი არავის ჰქონდა. მეც იმიტომ ავირჩიე, რომ ირანი მაინტერესებს, მითუმეტეს 1978 წლის რევოლუცია. საერთოდ არ ვიცოდი ეს პერიოდი და მეორე, კაპუშცინსკი პოლონელი ჟურნალისტი იყო და საინტერესოა, როგორ წერენ ჩემი კოლეგები მხატვრულ ნაწარმოებებს.

პირველივე ფურცლებიდან ისე შევედი წიგნში, იმხელა სიამოვნებაა თითოეული გვერდის კითხვა, ისეთი რეალისტურია ნაწარმოები, თანაც როცა კითხულობ, მაშინვე გრძნობ, რა დაგრჩება კითხვის დასრულების შემდეგ.

“შაჰინშაჰს” აშკარად ეტყობა (მე ასე მომეჩვენა), რომ ჟურნალისტის დაწერილია, მუდმივად ფაქტებს ეყრდნობა და ეჭვი არ შეგეპარება ნებისმიერი ეპიზოდის ისტორიულ სიზუსტეში. სიუჟეტს ფოტოსურათებით, ჩანაწერებით აგებს, ვარაუდებს სხვას ათქმევინებს, ფაქტებს ავტორის ტექსტად აქცევს (ჟურნალისტია!). როცა კითხულობ, ხვდები, რომ ერთ დღესაც კი არ დაჯდა დასაწერად, ასე ექსპრომტად, არამედ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამ თემაზე.

წიგნი ირანის ბოლო შაჰზე და 1978 წლის რევოლუციაზეა, რომელსაც აიათოლა ჰომეინი ხელმძღვანელობდა. რევოლუცია (მართალია უსისხლო) ჩვენთანაც მოხდა და ბევრი რამ მეცნო, თუმდაც ის, რომ ხალხი წყობილების შეცვლისთვის იბრძოდა, წავიდა შაჰ რეზა, მოვიდა ჰომეინი, მაგრამ რა? არავინ იცოდა როგორ დაეწყო სახელმწიფოს შენება. არადა სისტემის შეცვლა ქვედა ფენებიდან და აზროვნების შეცვლიდან იწყება.

შაჰი სწავლის მსურველებს საზღვარგარეთ აგზავნიდა, რადგან იცოდა სტუდენტებში საღი აზრი და მეამბოხეები მატულობს. ამიტომ დღეს საფრანგეთსა და გერმანიაში უფრო მეტი ირანელი ექიმია, ვიდრე ირანში.

საინტერესო იყო ნავთობთან დაკავშირებული მოსაზრებაც

“ნავთობი სრულიად განსხვავებული ცხოვრების, უქმი და არხეინი არსებობის ილუზიას უქმნის ადამიანს. ნავთობი არის ნედლეული, რომელიც ადამიანის აზროვნებას წამლავს, გონებას აბნელებს, ახდენს მის დემორალიზაციას, ნავთობი ნამდვილად საოცნებო რამაა, ზღაპარია და როგორც ყველა ზღაპარი, ტყულილია და მეტი არაფერი

საოცრად აქვს ნაჩვენები როგორ ზედაპირულად აშუქებს უცხოური მედია ირანში მიმდინარე მოვლენებს. კაპუშცინსკი რევოლუციის დროს თავად იმყოფებოდა ირანში.

გამომცემლობა “ინტელექტის” მიერ გამოცემულ ამ წიგნს ბოლოს თან ახლავს კაპუშცინსკის ინტერვიუები, სადაც ჟურნალისტიკაზეც საუბრობს . მისი აზრით, დღევანდელ მედიას რეალური ისტორიები აკლია, რაც საკითხს სრულად წარმოაჩენს. ამაზე სულ გვაქვს ხოლმე საუბარი რედაქტორთან, ამას ყველა განვიცდით და ვაღიარებთ, თუმცა რეალურად რას ვაკეთებთ, ეს სხვა საკითხია.

ეს პოლონელი მწერალი, რეპორტიორი, პუბლიცისტი ნობელის პრემიაზე ორჯერ ყოფილა წარდგენილი, თუმცა არც ერთხელ არ მიუღია. ისეთი მოხიბლული ვარ მისი “შაჰინშაჰით”, ვფიქრობ იმსახურებდა.


26 Comments

Leave a Comment
  1. Beka / Oct 12 2010 7:01 am

    თქვენის ნებართვით მოსაზრებას ნავთობის შესახებ Facebook-ზე წავიღებ : )

    • mkitxveli / Oct 12 2010 8:15 am

      კი ბატონო🙂

  2. irina / Oct 12 2010 8:14 am

    ძალიან დამაინტერესა, არც გამიგია ამ წიგნის შესახებ

  3. natalia / Oct 12 2010 2:27 pm

    რა კარგი ბლოგია, როგორ ახერხებ ამდენ კითხვას? ალბათ ბევრი თავისუფალი დრო გაქვს. კაპუშცინსკი მეც პირველად გავიგე

    • mkitxveli / Oct 12 2010 2:32 pm

      სულაც არა, ისეთი დაკავებული ვარ ვერ წარმოიდგენ🙂 მაგრამ წიგნისთვის ბავშვობიდან ვიტოვებ რამდენიმე საათს. ან სულაც ჭამის, მგზავრობის დროს შეიძლება წაიკითხო.

      თუ მანამდე ბევრი არაფერი წაგიკითხავს, მაშინ პირდაპირ კაპუშცინსკით ნუ დაიწყებ – მეგობრული რჩევა.

  4. თაზო / Oct 23 2010 9:41 pm

    ოჰოოოოოოოოო, აი მეც მოვედი და დაპირებულ კომენტარსაც ვწერ! :დ :დ :დ
    მოკლედ, ეგ “შაჰინშაჰი” მომეწონა და ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ მეორეჯერაც აუცილებლად უნდა წავიკითხო. ეს ხომ ფაქტიურად რეალური ისტორიაა, ეს არ არის სტანდარტული რომანი დასაწყისით, კულმინაციით და ლოგიკური დასასრულით. ნუ, სტრუქუტუა კი არის ასეთი, ვგულისხმობ ამბავს. ანუ, ამ შაჰის ჩამოგდების შემდეგაც ირანში უფრო საინტერესო ამბები გაგრძელდა და გამიჩნდა განცდა, რომ კაპუშჩინსკის გაგრძელება აუცილებლად უნდა დაეწერა(რავი, იქნებ დაწერა კიდეც). რომ დაეწერა, შაჰის შემდგომი ირანის კაპუშჩინსკისეულ ისტორიასაც წავიკითხავდი.

    მეორედ წაკითხვის სურვილი კი იმიტომ მაქვს, რომ მგონია, კიდევ ბევრ დეტალს აღმოვაჩენ, რომელსაც ყურადღება არ(თუ ვერ) მივაქციე. ავტორი იმდენ ფაქტს იხსენებს, რომ რთულია ყველაფერი დაგამახსოვრდეს. ეს არის წიგნი, რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა ნამდვილად არ გაწყენს🙂

    განსაკუთრებით მომეწონა ის ჩანართები, რომელიც უცხოური მედიის მუშაობას ეხებოდა. შაჰის ჩამოგდებამდე მილიონების სანაცვლოდ უცხოური პრესა შაჰს რომ ადიდებდა და ეს დიქტატორიც დასავლეთის მხარდაჭერით როიმ სარგებლობდა. ამ რამდენიმე კვირის წინ რომელიღაც უხოურ ჟურნალში დაბეჭდილი ინტერვიუ წვაიკითე, სადაც საუბარი იყო ირანის 1978 წლის რევოლუციაზე. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ შაჰის ცამოგდებამდე ირანში იყო “ნათელი” და მერე შეიქმნა ‘ბნელი”. თურმე რა ადვილად შეიძლება ადამიანი პროპაგანდის მსხვერპლი გახდეს🙂

    კიდევ გამიჩნდა სურვილი, რომ რომელიმე ირანელი ავტორის წიგნი წავიკითო ამ რევოლუციასა და ჰომეინზე. კაპუშჩინსკი მაინც უცხოელია, საინტერესოა თავად ირანელებმა როგორ აღიქვეს ეს ამბავი.

    მოკლედ, მე ამ შუაღამეს ძალიან დიდი ფილოსოფოსობა მომინდა, ამიტომ აქ შევწყვეტ.🙂

    პ.ს. რაც შეეხება წიგნისთვის თავისუფალი დროის გამონახვას. ამ ბლოგის წყალობით(და კიდევ სხვა რაღაცეების გათვალისწინებით), რამდენიმე კვირაა რაც წიგნებს შემოვუბრუნდი. ბოლო 2 წელი თიტქმის არაფერი წამიკითხავს. აქ არ იგულისხმება ჟურნალ-გაზეთები და თითოოროლა წიგნი. ახლა კი ყოველ დღე, საღამოს 10 საათზე წიგნის კითვა ჩვევად გადამექცა და რამდენიმე საათი ვკითულობ. ეს კი ფეისბუქში თითქმის უაზროდ დახარჯული დროის ხარჯზე მოხდა. ას რომ, თუ სურვილი გექნებათ, წიგნისთვის “ზედმეტ 2 საათს ყოველთვის გამონახავთ და მერე მიხვდებით, რომ ეს “ორი საათი” ზედმეტი სულაც არ ყოფილა🙂

  5. თაზო / Oct 23 2010 9:43 pm

    ჰოდა, ბოდიში ამდენი გრამატიკული შეცდომისთვის🙂 როგორც ყოველთვის გამოქვეყნებამდე არ გადავხედე :დ

  6. თაზო / Oct 23 2010 9:49 pm

    რაღაცის თქმა დამავიწყდა🙂 : ძალიან, ძალიან ბევრი საერთო ვიპოვე ქართულ რეალობასთან, ჩვენს ისტორიასთან. რომ ვკითხულობდი სულ საქართველო მახსენდებოდა🙂

    • mkitxveli / Oct 25 2010 9:37 am

      მეც სულ ჩვენს ქვეყანაში მომხდარი რევოლუცია და შემდგომი პერიოდი მახსენდებოდა. ისე მართლა საინტერესო იქნებოდა თვად ირანელის დაწერილიც და ისიც კაპუშცინსკის რომ გაეგრძელებინა მერე რა მოხდა. მოკლედ ამ თემამ ძალიან დამაინტყერესა და აუცილებლად წავიკითხავ უფრო მეტს

  7. Ika / Nov 20 2010 2:32 pm

    nata yochag.. martla kargi blogia… mixaria rom gagicani da am saintereso blogis shesaxebac gamogdzale informacia…:D aucileblad wavikitxav rekomendirebul literaturas…:)))

    • mkitxveli / Nov 20 2010 6:49 pm

      დიდი მადლობა ირაკლი🙂

  8. Agasfer / Mar 15 2011 12:31 pm

    აუცილებლად წავიკითხავ. ამ წიგნის არსებობის შესახებ არ ვიცოდი : )

    • mkitxveli / Mar 15 2011 6:36 pm

      სიმართლე გითხრა, მე ეს წიგნი მირჩევია ქაბულს, არ ვიცი იმიტომ ხომ არა რომ პირველად ეს წავიკითხე.

      ეს უფრო ინფორმაციული და ისტორიულია, დოკუმენტურ ფაქტებს შეიცავს და იგებ იმ ამბებს რაც ქვეყნის შიგნით ხდებოდა და არა იმას, რაც საერთაშორისო მედიამ გააშუქა

  9. ქეთო / Jul 28 2011 7:56 am

    მეც ძალიან მიყვარს კაპუშსცინსიკი, ძალიან კარგად წერს მართლა. ზოგადად ამგვარი დოკუმენტური ნაწარმოების წაკითხვა ძნელია საკმაოდ, მაგრამ “შაჰინშაჰი” დინამიურია, კარგად იკითხება და წერის მანერით მთლიანად გითრევს ამბავში🙂

    • mkitxveli / Jul 28 2011 9:05 am

      გეთანხმები, მეც ძალიან მომწონს ეს ნაწარმოები. ამ ბოლო დროს დოკუმენტური ნაწარმოებები სიამოვნებით მეკითხება🙂 კარგად დაწერილი რა თქმა უნდა🙂

  10. vaso / Dec 22 2011 8:30 pm

    დიდი პატივისცემით აწ უკვე იმქვეყნად მიბარებულ ავტორისადმი ამ ნაშრომისა, მაგრამ რადიკალურად არ ვეთანხმები მის მოსაზრებებს შაჰის შესახებ მარტივი მიზეზის გამო… ყველაფერი შედარებითია და მე ვერ დავინახე ამ ნაშრომში შედარება შაჰის პერიოდისა და რაც მის მერე დამყარდა….. როცა ავტორი საუბრობს შაჰის პოლიციის “სავაკის” გაუგონარ სისასტიკეზე, იქნებ ისიც დაემატა შემდგომ რომ ეს უწყება სულაც არ გაუქმებულა, უბრალოდ სახელწოდება იცვალა და დღეს ის ცნობილია როგორც “ვევაკი”…. შაჰის რეჟიმის სისასტიკე კი ძალზედ ჩამოუვარდება ისლამური ფუნდამენტალისტების სისასტიკეს ოპონენტებისადმი….. ასე რომ საინტერესოსთან ერთად ერთი რამაც უნდა ვიცოდეთ – ნებისმიერო ავტორის ნაშრომი უნდა მივიღოთ როგორც ნებისმიერი ავტორის შეხედულება ამა თუ იმ ფაქტთან დაკავშირებით და არა როგორც აბსოლიტიზირებული აქსიომა…..

    • mkitxveli / Dec 22 2011 10:07 pm

      ზუსტად ასე მივიღე, მხატვრულ ნაწარმოებს დოკუმენტურად ვერც აღიქვამ. თუმცა “შაჰინშაჰი” ძალიან რეალისტურია და კაპუშცინსკის ფანტაზიას ბევრს ვერაფერს დავაბრალებთ. შედარებას რაც შეეხება, ავტორს ვერასდროს დაავალებ, შემდგომ პერიოდზე დაეწერას. მას კონკრეტული მონაკვეთი აქვს არჩეული მიუხედავად იმისა, რომ მის გაგრძელებას თქვენთან ერთად მეც სიამოვებით წავიკითხავდი. ძალიან დამაინტერესა როგორ განვითარდა მოვლენები და დეტალურად მოვიძიე ეგ პერიოდი ინტერნეტში ასე რომ ვისაც დააინტერესებს ნახავს კიდეც. აქ რაც წერია ეგ პერიოდი ავტორის არჩევანი იყო, ისტორიულ ჟანრში ერთერთი საუკეთესო ნაწარმოებია ჩემი აზრით

  11. ninikunaa / Apr 7 2012 5:51 am

    au es wigni rogor gamoviwero?

  12. ირანისტი / Apr 9 2012 8:28 am

    ეს წიგნი ხუთიოდე წლის წინ აწ უკვე გაუქმებულ ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე და მართლაც დიდებული მომეჩვენა. თუმცა ავტორის კალამს სხვა არაერთი მაღალი ხარისხის ნაწარმოები ეკუთვნის. “საფეხბურთო ომის” გარდა, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო Cesarz ანუ “იმპერატორი” უნდა იყოს. იქ საოცარ ფერებშია აღწერილი ეთიოპიის დესპოტი მმართველის ანატომია, რომელიც დიდწილად ყველა სხვა მსგავს ხელისუფალს განასახიერებს. ასეთი წიგნები შესაძლოა თვით პოლონელებისათვის უკვე ღიმილისმომგვრელად მოჩანდეს, რაკი მათ მოიშორეს ავტოკრატიული რეჟიმი, მაგრამ ამ მხრივ ნაკლებად იღბლიანი ხალხებისთვის ის ძალიან აქტუალურია.
    ზოგადად კი ახლო აღმოსავლეთში ბოლო ათწლეულების მანძილზე მიმდინარე მოვლენების შეულამაზებელი აღწერისათვის ყველაზე გამორჩეულ ქმნილებად რობერტ ფისკის “The Great War for Civilization” მიმაჩნია, სადაც ირანს რამდენიმე თავი აქვს დათმობილი. 1366 გვერდიანი ეს წიგნი გამორჩეული დამაჯერებელი არასტერეოტიპული ანალიზით.
    დასანანია, რომ ამგვარი დოკუმენტური შინაარსის მქონე წიგნები ჩვენში მწირად მოიძებნება თუნდაც ორიგინალურ ენაზე.

    • mkitxveli / Apr 9 2012 6:54 pm

      “იმპერატორი” ვიცი რომ ითარგმნა ქართულად და “საფეხბურთო ომიც” გამოიცა ჩვენთან?

  13. ირანისტი / Apr 13 2012 8:23 am

    არ ვიცი, მათ პოლონურ ენაზე გავეცანი. სად შეიძლება “იმპერატორის” შეძენა?
    მადლობა წინასწარ.

    • mkitxveli / Apr 17 2012 7:47 am

      პრეზენტაციაზე ვიყავი, ალბათ წიგნის მაღაზიებში კიდევ უნდა იყოს

  14. gela / Feb 5 2014 4:32 pm

    არ წამიკითხავს და აუცილებლად ვნახავ. მკითხველო, თუ ირანზე დაწერილი წიგნები გიყვარს, გირჩევ წაიკითხო გარეგინ სევუნცის-თეირანი. რაც მთავარია კარგად არის დანახული ირანის ყოფაცხოვრება და მისი ნავთობისათვის ბრძოლა. მართლა კარგია და იმედია მოგეწონება.

Trackbacks

  1. კურტ ვონეგუტი – “დროის რღვევა” « მკითხველის ბლოგი
  2. ოსნე საიეშტადი – „ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე“ « მკითხველის ბლოგი
  3. ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე – biblani

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: