Skip to content
October 18, 2010 / mkitxveli

კურტ ვონეგუტი – “დროის რღვევა”

კურტ ვონეგუტი დროის რღვევა

Kurt Vonnegut – TimeQuake

არადა, შენც ბევრჯერ გიოცნებია, რამდენიმე წლით უკან რომ დამაბრუნა, ბევრ რამეს შევცვლიდიო. მეც მიფიქრია , მაგრამ მაინც ალბათ ისევ იმას გააკეთებდი, რისი შეცვლაც გინდოდა. ვონეგუტის ეს ნაწარმოებიც ზუსტად ამაზეა და მისი წაკითხვის შემდეგ დარწმუნებული ვარ, მსგავსი აზრი აღარ გაგიელვებს.

ასე მგონია, წლების ნაფიქრი ვონეგუტმა “დროის რღვევაში”  სრულად გადმოაფრქვია. საერთო სიუჟეტი არც ისე მნიშვნელოვანია, ფანტასტიკური რომანია, მაგრამ ისეთი ფრაზები აქვს, მე რომ “სხმარტალას”  ვეძახი.

მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის თვითმკვლელობის მეორე უშედეგო ცდააო, პირველად ამან აღმაფრთოვანა. მერე იმან ატომური ბომბის შემქმნელებს რომ დასცინის.

ანდრეი სახაროვი – ფიზიკოსი, ბომბის შექმნაში მონაწილეობდა, ნობელის პრემია მიიღო, როდესაც უარი განაცხადა ატომურ ბომბის გამოცდაზე. ვონეგუტი ვარაუდობს, რომ მანამდე უკვე გამოცდილი ჰქონდა. ცოლი პედიატრი ჰყავდა, ხოდა წარმოიდგინე, ბომბს რომ ქმნი, სახლში მიდიხარ და ცოლს ეკითხები “ჰო, ჩემი ბომბი ჩინებულად მუშაობს. მართლა, როგორ არის შენი პატარა პაციენტი?”

ჰოდა, ეს ბომბი ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოაგდეს “პატარა ყვითელი ნაბიჭვრების” გასანადგურებლად. “ეს აღარ იყო ომი. აღარც  ნაგასაკის მოსვრა იყო ომი, უფრო რაღაც ამგვარი: “გმადლობთ, იანკებო,  კარგი ნამუშევარია!” ეს იყო შოუბიზნესი.”

“დროის რღვევაში” მეგობრის, ტრაუტის, მოთხრობებს მიმოიხილავს, თუმცა ტრაუტი, ალბათ, რეალურად არ არსებობს და საკუთარ აზრებს გვაკითხებს. მეორე მსოფლიო ომის დროს რას აკეთებდიო, ტრაუტს ჰკითხა. “გერმანელი ჯარისკაცებისგან ვაკეთებდი სენდვიჩებს გაგლეჯილ დედამიწასა და აფეთქებულ ცას შორის. გარშემო კი  ბასრი სამართებლების წვიმა მოდიოდა,”- მიპასუხა სისანულის გარეშეო.

“ადამიანები ისეთი ჭკვიანები არიან, დაჯერება გიჭირს, ისეთი უტვინოები არიან, დაჯერება გიჭირს, ისეთი უარგისები, დაჯერება გიჭირს”.

როცა “დროის რღვევას” წერდა, ვონეგუტი 70 წელს გადაცილებული იყო, არადა, ისე წერს, გაცილებით ახალგაზრდა მეგონა.

აღფრთოვანებული ვარ და კაპუშცინსკის ვონეგუტი ისე სასიამოვნოდ მიეწყო… როცა კითხლობ, ვონეგუტის ფრაზები მაშინვე შემოდიან ტვინში აი თუნდაც ეს – “შენი ტვინი დინამიტი რომ ყოფილიყო თავზე ქუდსაც კი ვერ აგიფეთქებდა!”

სხვადასხვა მოვლენაზე განსხვავებული შეხედულებები აქვს, ისეთი შენ რომ არ დაკვირვებიხარ.

პ.ს. ბიბლიოთეკის წიგნი იყო და შიგნით ვიღაცას სხვადასხვა ფრაზა კალმით მოენიშნა – როგორ არ მიყვარს.

25 Comments

Leave a Comment
  1. mecmikvarkhar / Oct 18 2010 2:06 pm

    ვონეგურტი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალთაგანია, ეს არ მაქვს წაკითხული, მოთხრობები აქვს ძალიან კარგი და “Колыбель для кошки” მომწონს🙂

    • mkitxveli / Oct 18 2010 2:08 pm

      უი ეგ არ ვიცი. საერთოდ მისი ბევრი არაფერი მაქვს წაკითხული, თუმცა ეს ძალიან მომეწონა

  2. dreamar / Nov 18 2010 11:26 pm

    ახლა ვკითხულობ, თან ძალიან დიდი ხანი მოვუნდი😐 ხოდა აი ფრაზები აქვს მართლა სუპერ!🙂

  3. mkitxveli / Nov 19 2010 11:13 am

    ხო მეც კარგად ვიხალისე🙂

  4. Lord Vader / Nov 23 2010 10:33 pm

    ჰო კატის აკვანი ძალიან მაგარია. კიდევ უტოპია და საუზმე ჩემპიონთათვის.
    აი დროის რღვევა კი არ წამიკითხავს.

    • mkitxveli / Nov 23 2010 10:38 pm

      მე კიდევ ეგენი არ წამიკითხავს. არა ვონეგუტს უნდა მივიბრუნდე

  5. gigadavidoff / Feb 1 2011 9:36 pm

    ისე ზუსტად არ ვიცი და ამას ასეთი რაღაც უნდა ქონდეს დაწერილი: ,,ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა”. არ ვიცი შეძლება ვცდები და ამისი არაა.
    წაკითხული გაქვთ ვინმეს?

    • mkitxveli / Feb 1 2011 9:47 pm

      კი მაგისია, წაკითხული არ მაქვს მაგრამ ვიცი რომ მან დაწერა🙂

    • Lord Vader / Feb 2 2011 9:13 am

      ეგრე ქვია ზუსტად: მეხუთე ჟლეტა ანუ ბავშვების ჯვაროსნული ლაშქრობა. ფილმიც არის.
      პაციფისტური შეფერილობის რომანია… რა გითხრა აბა. თუ უონეგუთის ფანტასტიკა გიყვარს, შეიძლება არ მოგეწონოს, თუ მაგისი ექსპერიმენტული პროზა უფრო გევასება – მაშინ მოგეწონება.

    • mkitxveli / Feb 2 2011 9:43 am

      ვიტნამის ამბავზეა ხომ? ეგ მისი პირველი ნაწარმოები იყო, რომლესაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა 1969-ში გამოქვეყნდა.
      მის ბიოგრაფიას ახლა ვსწავლობ ვიკიპედიისთვის და🙂

    • Lord Vader / Feb 2 2011 1:30 pm

      არა მეორე მსოფლიოზეა.
      დრეზდენი რომ დაანგრიეს მოკავშირეებმა. მაგაზეა რომ ომში მსხვერპლი უაზროა და არაფრისმომტანი აქეთა მხრიდანაც და იქეთა მხრიდანაც.

      ისე, კარგადაა დაწერილი, იმ მხრივ რომ ძალიან არეულია.🙂 მე მიყვარს ეგეთო წიგნები. გადადის ერთი ამბიდან მეორეზე და წყდება თხრობა… მოკლედ ლაითი საკიტხავი არაა, მაგრამ საკაიფოა.
      “საუზმე ჩემპიონებისთვის” – კიდე ეგ მევასება მაგრად.

  6. gigadavidoff / Feb 2 2011 3:47 pm

    ნუ სათაურია აქვს ისეთი, მთელი დღე რო სათაური ვიკითხო მარტო არ მომბეზრდება – ,,მეხუთე ჟლეტა ანუ ბავშვების ჯვაროსნული ლაშქრობა” კარგი იქნება!😀
    ,,საუზმე ჩემპიონებისთვის” კიდე მეც მომეწონა და ვთარგმნე კიდეც რაღაცეები, ამონარიდები. კარგი იყო ძალიან. რაღაცნაირი ჭკუამხიარული მწერალია, ბევრზე რო გაფიქრებს!

  7. mkitxveli / Feb 3 2011 12:50 pm

    მისი ბევრი არაფერი მაქვს წაკითხული, მაგრამ რაც წავიკითხე ძალიან მომწონს და ისეთია სხვა ნაწარმოებების წაკითხვასაც რომ მოგანდომებს.

    ვახ ამათ ვიეტნამი საიდან მოიტანეს აბა? o-0

    • Lord Vader / Feb 3 2011 2:48 pm

      ბევრ რამეზეა. ვიეტნამის ომი ნახსენებია თუ არა ზუსტად არ მახსოვს, მანდ ერთიანი სიუჟეტი არაა, 100% უონეგუთისეულია სტილი მთავარი გმირი დროში მოგზაურობს ომიდან ომში და კიდევ ჩვენებები აქვს ცნობიერებათა ნაკადი და რამე🙂
      მაგრამ ძირითადად მეორე მსოფლიო ომზე. მთავარი გმირი ამერიკელი ჯარისკაცია, რომელიც ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს და დრეზდენშია ამ დროს მოხდება ქალაქის დაბომბვა. მერე სხვა ფრონტებზე ხვდება მეორე მსოფლიოსი… უცხოპლანატელებიც იჩითებიან.🙂

      იმდენი დავწერე, თავადაც მომინდა გადავიკითხო🙂

    • mkitxveli / Feb 3 2011 5:46 pm

      არა, უნდა წავიკითხო, უბრალოდ იმ წყაროში ასე ეწერა და უნდა გადავამოწმო შეცდომის გამოსარიცხად. ხო თვითონ ვონეგუტიც იყო ტყვედ ჩავარდნილი ისიც დრეზდენში წაიყვანეს, მაშინ მოხდა ზუსტად დაბომბვაც, უცნაურად გადარჩა🙂

  8. ananotsurtsumia / Mar 20 2011 6:59 am

    ვონეგუტი ძალიან მაგარია !
    უტოპიის მანიფესტი❤

    • mkitxveli / Mar 20 2011 6:20 pm

      სამწუხაროდ არ ვიცი, არ წამიკითხავს😦 რა თემაა?

  9. მოლი ბლუმი / May 5 2011 9:13 am

    მართლა ძალიან კარგია ვონეგუტი და გემრიელი პოსტიც დაგიწერია🙂

    შემთხვევით, დათო ტურაშვილის ის ჩანახატი ხომ არ გაქვს წაკითხული, ვონეგუტთან შეხვედრას რომ იხსენებს?

    “მეცამეტეშია”, სხვა კრებულებშიც შემხვედრია.

    • mkitxveli / May 5 2011 10:41 am

      მე ის მაქვს წაკითხული “ამერიკულ ზღაპრებში” რომ ჰყვება ვონეგუტთან შეხვედრას, ამ წიგნზე ამ დღეებში დავდებ პოსტს.

      მიხარია რომ გეგემრიელა🙂

    • მოლი ბლუმი / May 5 2011 10:56 am

      იგივეა. “მეცამეტე” ძველი და ახალი მოთხრობების კრებულია და რაღაცები სხვა წიგნებიდანაც მეორდება. თუმცა, “ზღაპრები” მერე გამოსცა და შეიძლება პირიქით, მანდ გაიმეორა. ან, მანამდე ჰქონდა კიდევ სადმე დაწერილი.

    • mkitxveli / May 5 2011 11:59 am

      შეიძლება რაც ამერიკას უკავშირდებოდა ყველა გააერთიანა. “მეცამეტე” არ წამიკითხავს

  10. anano tsurtsumia / May 12 2011 7:31 am

    Timequake,ანუ დროის რღვევა ძალიან მაგარია,ნახევარი მაქვს წაკითხული ჯერ და უკვე ძალიან მომწონს,რადგან მალე დაიდება გაგრძელება საიტზე და ბოლომდე წავიკითხავ,რომელიც არის ნათარგმნი.
    ერთ-ერთი განსაკუთრებული პოსტმოდერნისტული ნაწარმოებია !
    ესეც უტოპიის მანისფესტი,ძალიან მაგარია >>> http://lib.ge/body_text.php?6587

    • mkitxveli / May 12 2011 9:22 am

      ვონეგუტი განსაკუთრებულია მომწონს მისი წერის სტილი და ის ინდივიდუალიზმი, რითაც მის ტექსტს ერთი აბზაცითაც კი იცნობ🙂 უცნაური კაცია🙂

      “უტოპიის მანიფესტი” არ წამიკითხავს, კომპიუტერში საერთოდ არ ვკითხლობ პროზას მითუმეტეს. ამოვბეჭდავ და ვნახავ მაგასაც🙂
      შენ მოგეწონა? კიდევ რა გაქვს წაკითხული ვონეგუტის?

  11. Kejeradze / Oct 20 2011 1:34 pm

    ისეთი ნაწარმოებია, რომ ვონეგუტის ახლოს გაცნობის სურვილი გამიჩნდა🙂

    • mkitxveli / Oct 20 2011 6:26 pm

      აუ მეც და ისე მშურს დათო ტურაშვილის

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: