Skip to content
October 25, 2010 / mkitxveli

მილან კუნდერა – “გამოსათხოვარი ვალსი”

მილან კუნდერაზე ჩემი მეგობარი სოფი მახსენდება, ძალიან უყვარს ეს ჩეხი მწერალი და მასზე აღფრთოვანებით საუბრობს ხოლმე. “გამოსათხოვარი ვალსის” წაკითხვა რომ გადავწყვიტე, მაშინაც სოფიზე ვფიქრობდი. ბერლინშია და მაკლია. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დავფიქრდი, შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ. ერთხელ სწორედ სოფის ვეუბნებოდი, ასე მგონია, ცენტრში ვდგავარ, ადამიანები მოდიან ჩემთან, შემდეგ კი ისე მიდიან, თითქოს არც ყოფილან, მხოლოდ ერთეულები თუ რჩებიან ბოლომდე -მეთქი. ეგოცენტრიზმიაო მითხრა. წლების შემდეგ ეს მოსაზრება მანაც გაიზიარა.

ამ ნაწარმოების მთავრის იდეაც ჩემი აზრით, სწორედ ეგაა. წიგნის გმირებს ჰგონიათ, რომ მათ გვერდით მყოფებს ვერავინ ჩაანაცვლებს, თუმცა ერთ დღესაც მიხვდებიან, რომ ერთი ადამიანი მეორის ადგილს ძალიან ადვლად (იშვიათად მტკივნეულად, მაგრამ მაინც) იკავებს.

ადამიანების ქცევას ხშირად ისეთი სპონტანურია, მოტივაციას ძნელად თუ იპოვი. სადღაც ქვეცნობიერში თუ არაცნობიერშია დამალული.

“როდესაც ღმერთმა მოუწოდა კაცობრიობას, გიყვარდეთ ერთმანეთი და გამრავლდითო, ის მახინჯებზე ისევე ფიქრობდა, როგორც ლამაზებზე. სხვა შორის, დარწმუნებული გახლავართ, რომ ესთეტიკური კრიტერიუმები ღმერთისგან კი არა, ეშმაკისგან მოდის. სამოთხეში სილამაზესა და სიმახინჯეს შორის არავითარი განსხვავება არ იყო”

ხოდა განსხვავება, არაფერში არ არის. ყველა ადამიანი იმდენად ერთნაირი და ამავე დროს ინდივიდუალურია . . . ვერც იმას გასაზღვრავ წინასწარ, ვინ რაზეა წამსვლელი და რისი გამკეთებელია.

წიგნში მოვლენები საკურორტო ქალაქში ვითარდება. აქ ექიმი უშვილობას მკურნალობს, ოღონდ თავისებურად – ქალის საშოში საკუთარი სპერმა შეჰყავს. მთავარია, ბავშვი იბადება და ყველა ბედნიერია. მართალია, მშობლებს უკვირთ გრძელცხვირიანი რომ ჩნდება, მაგრამ თავს იმშვიდებენ, ეტყობა წინაპრებს ჰქონდათო.

რუჟენა ფრანტიშეკისგანაა ორსულად, თუმცა, ამბობს, რომ კლიმაა მამა. თავის მხრივ კლიმას უყვარს ცოლი, თუმცა მაინც მუდმივად ღალატობს.

იაკუბს ჯიბეში საწამლავი აბი უდევს და ჰგონია, რომ სიკვდილს დაატარებს და თავად მართავს. ბოლოს ისე გამოიყენებს, საკუთარი საქციელის უკვირს.

მერე ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება და ლოგოკური დასასრულისკენ მიდის –  ბოლო ვალსს ყველა ცეკვავს.

კუნდერას გმირები რეალურები არიან, არ გიკვირს მათი ქცევა, არადა გასაკვირია. მსუბუქი იუმორიც ჩქარ-ჩქარა გაკითხებს ნაწარმოებს.

“ბერიკაცები ერთი უბრალო ჩვევით იცნობიან – გარდასულ დღეთა ტანჯვა-ვაებით იკვეხნიან და ამისგან მუზეუმს ქმნიან, რომელის დასათვალიერებლადაც მნახველებს ეპატიჟებიან”

თქვენ რამდენჯერ შეუპატიჟებიხართ ან რამდენჯერ შეიპატიჟებთ?

6 Comments

Leave a Comment
  1. mecmikvarkhar / Oct 25 2010 1:46 pm

    აუდიო ვერსია მქონდა ამ წიგნის რუსულად და მომეწონა, თუმცა მე განსაკუთრებით მიყვარს მისი: “ცხოვრების აუტანელი ამაოება” და “Смешные любови”

    • mkitxveli / Oct 25 2010 1:55 pm

      სამწუხაროდ ეგ არ მაქვს წაკითხული, მისი მოთხრობები წავიკითხე, ისინიც ძალიან მომწონს

  2. სოფი გოლდენი / Oct 26 2010 12:38 pm

    კუნდერა როგორ მიყვარს, ვინ არ იცის. ერთადერთი კაცია, რომლის ცოლად გაყოლაზეც კი მიფიქრია… :დ თუნდაც მოხუცზე.
    ძალიან კარგად აღწერე წიგნი, სიუჟეტი კარგად აღარ მახსოვდა და ახლა თვალწინ მიდგას ყველაფერი. კუნდერას წიგნებს როცა კითხულობ, ვერ არჩევ რეალობას წარმოსახვისგან, ადამიანებიც თითქოს ნამმდვილები არიან, ამ დროს – ხვდები, რომ ბოლომდეც არ არიან. ეს არის უნიკალური ამ მწერალში, რომ ადამიანებს აჩვენებს თავისი დემონებით და სიკეთეებით თავიდან ბოლომდე.

    ჯერჯერობით არავის ვიპატიჟებ, მაგრამ ბევრჯერ შევუპატიჟებივარ და მეც სიამოვნებით შევსულვარ “იმ” მუზუმში.

    • mkitxveli / Oct 26 2010 12:41 pm

      ზოგიერთთან მისვლა ხანდახან მართლაც ძალიან საინტერესოა ხოლმე🙂

  3. რუსუდანი / Mar 14 2012 12:43 pm

    მე ის მახსოვს, რომ იმ სიკვდილის აბებს საწყალი უპატრონო გოგო შეეწირება და არც
    არავის აინტერესებს მისი ბედი. პირველად ვნახე, დანაშაული, ასე გულგრილად რომ ჩაიარა,
    ისე დამთავრდა ნაწარმოები. თავს იმითღა იმშვიდებენ, რომ ამ გოგოს ბოლო ღამე მშვენიერი იყოო. მსუბუქი იუმორი და წერის უშუალო მანერა თავის დროზე სიამოვნებით მაკითხებდა კუნდერას წიგნებს, რა თქმა უნდა.

    • mkitxveli / Mar 14 2012 1:48 pm

      აბი რომ დაჰქონდა ჯიბით და ეგონა თავის სიკვდილს დაატარებდა 🙂 მაგარია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: