Skip to content
December 5, 2010 / mkitxveli

პოეზიის საღამო მინდა

პოეზიაც ისევე მიყვარს როგორც პროზა, აქამდე ალბათ იმიტომ არ დამიწერია არაფერი, რომ კარგი წიგნი ვერ ვნახე, ისეთი ლექსებით სავსე, მე რომ მიყვარს. ლამაზი რითმები, აი, ისეთი რომ გეთქმევინება.

არც ვიცი რა ჰქვია და ლიტერატურული რა მიმდინარეობა რაც მე მომწონს. ხშირად ვამბობ ხოლმე, პოეზიაში შინაარსს რა მნიშვნელობა აქვს, მთავრი რითმაა, მაგრამ აგურზე რომ წავიკითხო არ მომეწონება ალბათ, ისე გააჩნია აგურსაც🙂 ყველაზე მეტად კი არ მიყვარს პოეტებს სულში რომ უძვრებიან, აქ რას მოიაზრებდა, ვინ იგულისხმა ბულბულში თუ ჩხართვში – ეს ხომ არც ისე მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, ლექსი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორც გვესმის.

ხოდა, ამიტომ “ლურჯა ცხენებს” კალანდაძის “ლაჰილზე ისევ დიდებული და სავსე მთვარეა” მირჩევნია, “როგორც აფრის ტკაცუნი” უფრო მიყვარს ვიდრე აკაკის “განთიადი” .

მურმან ლებანიძის ეს ლექსი იცით? ფიქრია რომ გარდაეცვალა მერე დაწერა

“ფეხს ვუწყობ, შვილო ჩემო, ცხოვრებას ოხერს.

არ გავლოთებულვარ, ვერც ვიტყვი უსმელობას,

თავი ვერ მოვიკალი, ვთამაშობ პოკერს. ..

ვიგონებ საქმეებს და ვეჩვეევი უშენობას. . . “

არ გეჩვენებათ რომ ძალიან თბილი და ადამიანურია?

არ მიყვარს პათეტიკური და პატრიოტიზმით გაჯერებული ლექსები. გაფრინდაშვილის “სენტიმენტალურ ტრიოლეტზე” მაჟრიალებს, “ლექსი მეწყერმა” ბავშვობიდან ამიყვანა, “ახალციხესთან ტბა ყოფილამ” (რჩეულიშვილს რომ მიუძღვნა ლებანიძემ) საოცრად იმოქმედა… მერე რატის “მე მინდა გულზე შენი ხელი მედოს” ამეკვიატა, როინ აბუსელიძის “ნინოს” წავიკითხე და დამეზეპირა, მოდი და გაიგე რა ჰქვია ჩემს გემოვნებას. . .

ერთი მეგობარი მყავს, პოეზიით გადარეული, გუშინ გიორგი საჯაიას გზა კვალი მიმასწავლა და ღამე გამათენებინა

მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია…
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია…
მამას იქნებ შია, მაგრამ იცის,
ოჯახს უფრო წაადგება ჭამა
და მშიერი მიაშურებს მიწის-
ქვეშა გადასასვლელს მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია…
გიტარით და გასაშლელი სკამით,
მიდის, ჯდება ჩასასვლელთან მეტროს
და ბრუნდება სახლში გვიან ღამით,
მამა – დიდი მუსიკოსი ერთ დროს.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია…
უკრავს მამა და მადლს ფეხთან უყრის,
ყველა, ვინც კი წამოვა და წავა.
არის ბედის ირონია, უფრო
წამებაა – ამაყია მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია…
ერიდება, მაგრამ რა ჰქნას – უჭირს
(მამას ალბათ სულ სხვა ბედი სურდა)
და პოეტ შვილს, თან მასსავით – ქუჩის,
სახლში პური მიუტანოს უნდა.
მამაჩემი დიდი მუსიკოსია…
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.

უკვე მზად ვარ მისი კრებული ვიყიდო, თუ სადმე შემხვდა. ძალიან მინდა პოზიის საღამოს გაკეთება. რამდენიმე ვიქნებოდით, ფონად რაიმე მელოდიას გავიყოლებდით და ჩვენს საყვარელ ლექსებს წავიკითხავდით. ვერ მოვაბი ვერაფრით თავი. ახლა ზამთარია და ღია ცის ქვვეშ არ გამოვა. ბუხრიან სახლში მინდა ვინმემ დამპატიჟოს, მე აუცილებლად წავიკითხავდი ამ ლექსს:

ასეთ დროს საერთოდ ფხიზლობენ გიჟები.
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ… გკითხულობ – წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვსა და არც დასასრული.

გკითხულობ ბრაილით, სანტიმეტრ-სანტიმეტრ,
სხეულზე სხეულით მიკრულს და მიბოკილს
და მთვარე, ნიკელის თხუთმეტი სენტიმი,
პროფილით აბატი მონარქის, სებორგელ,

გვიყურებს, ანთებულ თვალებით კორუნდის
და სულში უსკდება ვარსკვლავთა ეგზემა
და იცის, არ უნდა, არ უნდა, არ უნდა,
არ უნდა დაეცეს და მაინც ეცემა…

და მერე წამია წუთისოფელიც კი.
და მერე მთვარესაც თავში ქვა უხლია!
დგას ღამე ფანჯრებთან როგორც ობელისკი
და ახლა შეშლამდე ისეთი ახლოა,

რომ ამ დროს საერთოდ ფხიზლობენ გიჟები.
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ… გკითხულობ – წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვსა და არც დასასრული.

ლეუშერისწყალს გამოყვება შენი სურნელი
და ცხენისწყალით დამეწევა სადღაც რიონთან…
დავეწაფები როგორც გიჟი, როგორც სულელი,
სუნთქვას, მონაბერს შენი თმების რხევის სიოდან.

ვიცი, მივიწყებ… ისიც ვიცი, აღარ გაბოდებს
ჩემი სახელი, გესიზმრები უფრო ხალვათად,
აღარ აძინებ ჩემი ლექსით ციცქნა დალოდებს
და გრძელ ღამეებს ჩემზე დარდის არ წნავ კალათად

და თუ იქნებ და სადღაც მაინც შემოგრჩი ფიქრად:
მკერდზე, მკლავებზე ან ბაგეზე ან თუნდაც ყელში,
გზაზე, რომელზეც განშორება ჩაგვიდგა ტიხრად
ფრთხილად იარე – ჩემი გული გიჭირავს ხელში!

ლეუშერისწყალს გამოყვება შენი სურნელი
და ცხენისწყალით დამეწევა სადღაც რიო


5 Comments

Leave a Comment
  1. burbushela / Dec 5 2010 9:48 pm

    მეც მიმიწვიე რაა პოეზიის საღამოზე, სტუმრად🙂

    • mkitxveli / Dec 5 2010 9:50 pm

      იმედია მოვაბამ თავს, ადგილი ვერ მიპოვია, მთავარი პრობლემა ეგაა😦

  2. Sophie SUNNY Golden / Dec 5 2010 11:30 pm

    აუ, ჩვენი ოცნება. გახსოვს, მზიურში რომ გვინდოდა პოეზიის პიკნიკის მოწყობა?:/
    რა დიდი სიამოვნებით ჩამოვჯდებოდი მეც ბუხართან და ლექსებს წავიკითხავდი/მოვისმენდი.

    • mkitxveli / Dec 6 2010 6:32 am

      მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და გული მწყდება რომ ამისთვის დრო ჯერ ვერ გამოვნახეთ😦

  3. გელა / Apr 17 2014 10:37 am

    ნატა კარგი იდეაა. პირადად მე პროზა ბევრად მირჩევნია პოეზიას, მაგრამ არიან მართლაც პოეზიის კლასიკოსები, რომლებიც შეგაყვარებენ პოეზიას. მე მაგალითად გამორჩეული პოეტები არ მყავს, მთელი შემოქმედება რომელიმე პოეტისა არ მომწონს, მომწონს კონკრეტული ლექსები და პოემები. არც მე არ მიყვარს პატრიოტული ლექსები, თუმცა იმ ეტაპზე საქართველოს ცხოვრებაში აუცილებელიც კი იყო. უფრო კარგი პოემები მომწონს. აკაკის -გამზრდელი და ხალხურები კიდევ. ისე ბევრი უცნობი პოეტიც მომწონებია. ნატა მადლობა მინდა გითხრა ასეთი ენერგიული რომ ხარ. სამსახურის მერე, კიდევ წაიკითხო და დრო მოძებნო და შენი აზრიც გამოთქვა, ყოჩაღ. ძალიან კარგად გადმოცემ წაკითხულს, შენი სტილი გაქვს, იმაზე ამახვილებ ყურადღებას , რაც შენ მოგეწონა და ეგ მომწონს სწორედ. სკოლაში ისე რაღაცნაერად ტრაფარეტულად ხსნიდნენ რამე ნაწარმოებს, რომ კითხვის სურვილს დაგაკარგინებდნენ. წავიკითხე შენი პასუხი რადიო არხზე ლევან ბერძენიშვილს აქვს გადაცემა ლიტერატურაზეო, იცი რა არის ნატა, მართლა ძალიან განათლებულია ბერძენიშვილი, მაგრამ როგორც პიროვნება არ მიყვარს, ყველგან ცდილობს რაღაც მასონების დავალება შეასრულოს თითქოს, და იმდენად განათლებულია ამას ახერხებს კიდეც, მე კიდევ მინდა ისეთმა ადამიანმა ისაუბროს, რომელსაც რაღაცეები ხელს არ შეუშლის თავისი აზრი გადმოგცეს. არ მინდა პოლიტიკაში გადავიდე, მაგრამ რესპუბლიკური პარტია არ მომწონს, არ გამოხატავენ ხალხის აზრს და მაგათ ყველა საუბარში ღიად თუ ფარულად მუსირებს უარყოფითი აზრი ქართველებზე, რა ვიცი ეს ჩემი პირადი აზრია. ეროსი მანჯგალაძის მიერ წაკითხული ლექსები გენიალურია, ლექსის წაკითხვასაც მაგარი ნიჭი უნდა.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: