Skip to content
December 13, 2010 / mkitxveli

“უნდა” წასაკითხი წიგნები

საერთოდ არ ვაპირებდი ამ საკითხს შევხებოდი, სულ ვიკავებდი თავს,  წიგნებს ბეჭდავენ, დაბალ ფასში ყიდიან და მთავარია, ასე თუ ისე ვინმე წაიკითხავს-მეთქი. აი იმაზე ვამბობ 50 წიგნი რომ უნდა წაიკითხო ცოცხალდ ყოფნის ჟამს, გვამად ქცევის შემდეგ კი უწიგნურობა რომ გვეპატიება. დღეს ისეთ კომენტარებს მოვკარი თვალი გავოგნდი, თურმე ამ პროექტის მერე წიგნებს დაუბრუნდა ხალხი და მოკლედ, რა გვეშველებოდა, “კვირის პალიტრა” რომ არა.

ეს პროექტი არც მაიკა დარჩიას მოფიქრებულია და როგორც ბევრი გაქართულებული პროექტი ესეც უცხოურია და ბევრ ქვეყანაში გამოიცაო გვეუბნებიან ამ აქციის ბლოგზე. სახელწოდებაზე და მის თარგმანზე აღარ გვინდა, ვისაც არ დაეზარა ყველამ იმსჯელა. მე თვითონ პროექტის არსი არ მესმის.

რას ნიშნავს რჩეული 50 წიგნი? რატომ უნდა წავიკითხო მაინცადამაინც ამ სიაში შესული წიგნი? ან საერთოდ ვინ ირჩევს ამ ნაწარმოებებს? ორმოცდაათივე რომ წავიკითხო მერე შემიძლია მშვიდად მოვკვდე?

დავიწყოთ ბოლოდან, შერჩეული წიგნებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი მეც მომწონს და სხვებსაც ვურჩევ ხოლმე მის წაკითხვას, მაინც არ მესმის, თუ ამ სიაში მოხვდა ბალზაკის “შაგრენის ტყავი”, ბალზაკი ვინმეს თვალში უფრო ამაღლდება ვიდრე არის? ან რატომ უნდა წავიკითხო მაინცადამაინც სიაში მყოფი წიგნები, მხოლოდ იმიტომ რომ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ეს საინტერესოა. ისიც საკითხავია ვინ ირჩევს ამ სიას. მე თუ მკითხავთ, ამ გამოკითხვით ის უფრო დგინდება რომელი წიგნი უფრო მეტჯერ წაიკითხეს. ვთქვათ, თუ მე არ მაქვს წაკითხული დოსტოევსკის “დანაშაული და სასჯელი”, შესაბამისად მას ვერც დავასახელებ როგორც კარგ ნაწარმოებს, ან თუ დავასახელებ, მხოლოდ იმიტომ რომ მსოფლიოში აღიარებულია და აბა იმას ხომ არ ვიტყვი ცუდიაო, როგორც ხდება ხოლმე ჩვენთან.

ამ სიას ახალი არც ერთი ნაწარმოები არ მოუცია “დაწინაურებულ” წიგნებს შორის ყველა ისეთია მთელმა მსოფლიომ დიდი ხნის წინ რომ აღიარა. ისე აქ შემხვდა დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობა” და მაინტერესებს ვინც ეს ჩაწერა “აუცილებელ” წიგნებში, დანარჩენი რა წიგნები დაასახელა. სპექტაკლის შინაარსია ეს ნაწარმოები და დათოს ბევრად უკეთესი ტექსტები აქვს, თავად ჰკითხეთ.

რამდენიმე წიგნი უკვე გამოიცა, როგორც ვიცი. ძალიანაც კარგი, ახალ წიგნს რა სჯობს. თუმცა, ის, რომ ამ პროექტის დაწყების მერე ხალხმა წიგნები დაიტაცა, გადაჭარბებული მგონია. ეს წიგნები 7 ლარად იყიდება პირველ კვირას, მერე 12 ლარი ღირს. მე კიდევ “მარტინ იდენი” სულ ახალი 3 ლარად ვიყიდე, წაკითხვა რომ მომინდა.”ინტელეტქის” ნობელიანტებიც 7 ლარი ღირს და ეს ხალხი ახლა როგორ გაგიჟდა, ვერ გავიგე. უცებ ყველამ ახლა აღმოაჩნა რომ “შაგრენის ტყავი” გადასარევი ნაწარმოებია და არადა, მანამდე მისი შოვნა დეფიციტიც არ ყოფილა.

ახლა იმაზე მსჯელობენ ამ სიაში დოსტოევსკის “დანაშაული და სასჯელი” შევიტანოთ თუ “ძმები კარამაზოვებიო”, ბოლოს გვამცნეს ამ უკანასკნელმა გაასწრო ხმებითო. “აჰა, გადაგიარე თუ არა, ეხლა სულ მე წამიკითხავენ და შენ კიდევ ძონძი ხარო,” – მიაძახა სიაში შესულმა “ძმებმა კარამაზოვებმა”.

თუ წიგნების დაბეჭდვა უნდოდათ, ეს სია რა საჭიროა, თუ იმის გაგება უნდოდათ მოსახლეობას რომელი წიგნი უნდოდა რომ გამოცემულიყო, მაშინ სხვაგვრად დაესვათ კითხვა და გამოეცათ ის ნაწარმოებები ქართულ ენაზე რომ არ გამოცემულა და რა ხდება თანამედროვე ლიტერატურაში გაგვეგო.

ამონარიდი ამ თემაზე გამართული დისკუსიიდან

სალომე მეცხვარიშვილი, ჟურნალისტი:
– დღეს წიგნის თემა იმდენად აქტუალური გახდა, რომ მიკვირს კიდეც. გავოგნდი, როცა ბაღიდან მოსულმა ხუთი წლის ბავშვმა მთხოვა, დე, “50 წიგნი” მიყიდე რაო. მივხვდი, ამაზე ბაღშიც ლაპარაკობენ. ბავშვებმაც კი გაიგეს.

ბაღში გამართული დისკუსია :          – ნინი, შენ იყიდე “შაგრენის ტყავი”?

– არა, ვეტყვი დედიკოს და მეც მექნება ბალზაკიც და დოსტოევსკიც

ნათია დემეტრაშვილი:
– შტეფან ცვაიგი არ მომწონს, არარეალური დამოკიდებულებაა ქალის შინაგანი სამყაროსადმი, ყველა მეუბნებოდა, ძალიან მაგარიაო, წავიკითხე და გაკვირვებული დავრჩი…

რა გინდა, ვიღაცისთვის ცვაიგი ყალბია, მოდი ეხლა და შეუტანე 50 აუცილებელ წიგნში, ვერ აღიქვამს და. . . ყველა ეუბნებოდა, არ მოეწონა, ასე გახდება ისიც “ყველა” და სხვას ეტყვის, რომ სხვა უფრო კარგია და არკვიე, ვის რა ელამაზება.

წიგნებს ყველაზე ნაკლებად სიტყვა “უნდა” უხდება. ვალდებულებები აქ არ მოქმედებს. იქნებ ადამიანებისთვის ასე მკაცრად განსაზღვრული სია არ მიგვეწოდებინა. თუ წიგნის დაბეჭვაა მთავარი მიზანი, ძალიან კარგი, თუ სოციალურ გამოკითხვას ატარებთ, ყველაზე მეტჯერ რა წაიკითხეს, ესეც მესმის, მაგრამ “ჩართული ვარ მთელი ოჯახით”, “მთელი სამეგობრო ჩაძირულია ამ პროექტში” ვერ გავიგე და ამიხსენით.

იმ “დაწინაურებული” წიგნებიდან 96 წაკითხული რომ მაქვს, ახლა რა ვქნა, იმაზე ვიდარდო გეგმა გადაჭარბებით შევასრულე და დავლოდებოდი – მეთქი? ისე ბავშვებს რას უპირებენ? იმათთვის ცალკე სიას შესადგენენ თუ 18 წლამდე ტომ სოიერით უნდა დაკმაყოფილდნენ?

51 Comments

Leave a Comment
  1. Beka / Dec 13 2010 8:07 pm

    – შტეფან ცვაიგი არ მომწონს, არარეალური დამოკიდებულებაა ქალის შინაგანი სამყაროსადმი <<<<< შტეფან ცვაიგი საფლავში ტრიალებს : |

    : )

    • mkitxveli / Dec 13 2010 8:17 pm

      თვითონ პროექტზე რას ფიქრობ?

    • Beka / Dec 15 2010 10:56 am

      shentvitonac xvdebi albat chem azrs am proeqtze tumca me mainc bibliotekidan mirchevnia gamotana. mainc xo ici es duxchiri cxovreba : )

    • siyvarulovna / Jan 12 2011 4:43 pm

      იმედი მქონდა რომ იტრიალებდა, აბა ამდენ ხანს უძრავად წოლა არ გინდა?

  2. მჩხაპნელი / Dec 13 2010 8:10 pm

    ბავშვებისთვის არის თბილისელების “ლიტერატურა მოზარდთათვის” და ის იკითხონ🙂 მშვენივრად ვერთობი მეც🙂

    ჰოდა, ეგ ეგრეა. ერთ–ერთ ფორუმზე ეწერა: ჩვენ წიგნები გვიყვარს და არა ლიტერატურიაო🙂 ჩვენთვის მთავარი ტომეულებია, თორემ ვიღაცამ შეიძლება 50 წიგნი იყიდოს და 5 არ წაიკითხოს🙂

    • mkitxveli / Dec 13 2010 8:19 pm

      თაროზე ჩამწკრივებული ტომეულები თვალს იტაცებს მაინც🙂

  3. burbushela / Dec 13 2010 8:28 pm

    მართალი ხარ. ის, რომ წიგნებს გამოცემენ, ძალიან მიხარია, მაგრამ სიტყვა “უნდა” აბსოლუტურად ზედმეტია. თან ირგვლივ მოდაში უფროა, იმის თქმა, რომ წიგნებს ყიდულობენ (მერე რა, რომ ნაყიდს არ კითხულობენ :)).
    მაგალითად, ერთმა ახლობელმა შემჭამა, რატომ არ ყიდულობო. თვითონ სულ ხაზს უსვამს, რომ წიგნებს აგროვებს. რა ვქნა, მართლა არ მაქვს მაგდენი ფული. ხოდა, იმას რომ ჰკითხო, ადამიანი წიგნს თუ არ ყიდულობს, გაუნათლებელიაო. მე ბიბლიოთეკიდან გამომაქვს და როგორაა ახლა საქმე ?🙂🙂🙂

    • mkitxveli / Dec 13 2010 8:35 pm

      🙂🙂 ხო ჩვენთან ბიბლიოთეკას არ სწყალობენ

  4. mecmikvarkhar / Dec 14 2010 7:48 am

    წიგნებს რომ ბეჭდავენ ამაში ცუდი არაფერია რა თქმა უნდა. თუმცა ის რომ ძალიან ბევრი თაროზე დასადებად ყიდულობს ამ წიგნებს, და უბრალოდ “აგროვებს” ესეც სიმართლეა, და ეს ყოველთვის იყო, ტომეულობებს ფერების მიხედვით არჩევდა ხალხი, რომ ტაროები შეევსო, ბევრ ოჯახში მინახავს გადაუშლელობისგან ერთმანეთზე მიწებებული წიგნის გვერდები, მაგრამ მადლობა ასეთ ოჯახებსაც რადგან მე მათგან წიგნებს ვთხოულობდი და ვკითხულობდი🙂
    იმას რაც შეეხება რომ ამ პროექტმა დაუბრუნა ხალხი წიგნს არ მგონია ეს სიმართლე იყოს, ასე მგონია დღეს ისევ ისინი კითხულობენ ვინც კითხულობდა,წიგნის შეძენა არ ნიშნავს მის წაკითხვას!
    გეთანხმები ყველაზე მეტად იმაში რომ სია არასწორადაა შედგენილი, სჯობდა ახალი წიგნები ეთარგმანთ ვიდრე ვეფხისტყაოსანი თუ დიდოსტატის მარჯვენა გამოეცათ, ძალიან მიყვარს დიდოსტატი მაგრამ მგონი ყველას აქვს ოჯახში ისევე როგორც ვეფხისტყაოსანი და ისევე როგორც ბიბლია, როგორ შეიძლება ბიბლია აუცილებელ წასაკითხში შედიოდეს? ბიბლია მხატვრული ნაწარმოები არაა, ის მთელი ცხოვრება უნდა იკითხო და გაანალიზო, და ასე მარტივი წასაკითხი არაა.
    და კიდევ ერთი რაც არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო 7 ლარი +1 ლარი ანუ 8 ლარი დაბალი ფასი არაა.

    • mkitxveli / Dec 14 2010 8:25 am

      8 ლარი საშუალოდ ასე ღირს წიგნები, რა თქმა უნდა უფრო ძვირიანებიც არის მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ასეა. მე ის არ მომწონს, ისე გამოჰყავთ თითქოს ამ პროექტმა ხალხის წიგნიერების დონე აამაღლა. ყველაფრის გაზვიადება გვჩვევია

  5. mariefille / Dec 16 2010 1:30 pm

    საშინელი სიაა, საბავშვო წიგნებს საერთოდ გადაახტნენ,ისევე, როგორც ბევრ “არაინტელექტუალურად” მიჩნეულ ჟანრს. ძალიან საკამათო წიგნებია სიაში შესული… ნუ, რაც მთავარია, დალაგდება ბურჟუაზიულ ავეჯთან შესაბამისად, ყდების ფერების მიხედვით :დ

  6. mkitxveli / Dec 16 2010 7:24 pm

    ისე ყველას ჩვენი სია გვქონდეს არ სჯობს და დაბეჭდონ მაგათ რა წიგნებიც უნდათ. რეალურად ის წიგნებია შესული, რაც ყველაზე მეტჯერ წაუკითხავთ. თუ არ გაქვს წაკითხული ხომ ვერც დაასახელებ.

  7. Ta =) / Dec 22 2010 4:08 pm

    ის უკვე რაც მრავალჯერ წავიკითხეთ, მრავალჯერ ვიყიდეთ, მრავალჯერ გავიგონეთ და ვისწავლეთ აღარ გვინდა!!!
    არ ჯობია უცხოელი მწერლების, ჯერ ართარგმნული და არ გამოცემული, წიგნები დაბეჭდონ?
    ერთი ვიყიდე, ისიც იმიტომ, რომ არ მქონდა სახლში და მაინტერესებდა. ეხლა კიდევ ველოდები ისეთი წიგნის გამოცემას რომელიც არ მაქვს🙂

    • mkitxveli / Dec 22 2010 4:10 pm

      აბსოლუტურად გეთანხმები, მსოფლიო კლასიკაში ჯერ 2000 წელს ვერ გავცდით, მხოლოდ სახელები ვიცით ახალი ლიტერატურის😦

  8. siyvarulovna / Jan 12 2011 4:47 pm

    სხვათაშორის ეს სია ხალხის გამოკითხვებით შედგა.
    გეთანხმები იმაში, რომ ასახელებენ იმას რომელიც წაკითხული ან გაგონილი აქვთ. მაგრამ აქ საუბარი ხომ არ არის იმაზე, რომ ამ 50 წიგნის იქით აღარ უნდა გაიხედო?
    მთელს მსოფლიოში აღიარებული პროექტია და რაღა აქ დავიწუნეთ? არ გვეკადრება ხალხმა რომ ის წიგნები ჩამოგვითვალა რომელიც უნდა გქონდეს წაკითხული? სულ ნუ წაიკითხავ თუ გინდა, ვინმე კი არ გაძალებს^^

    just არ ღირს წიგნებთან ეგეთი მიდგომა : ))

    • mkitxveli / Jan 12 2011 8:18 pm

      “ეგეთ მიდგომაში” რას გულისხმობ? როგორი მიდგომა მაქვს?🙂 ჩემი პოსტი იმაზე იყო რომ ეს პროექტი ისე გამოიყვანეს თითქოს ხალხს მათ დააწყებინეს კითხვა, არადა ასე არის.

      იქნებ მითხრა ზუსტად რომელ ქვეყანაშია “აღიარებული”? ან “აღიარება” რას ნიშნავს?

  9. მოხეტიალე / Feb 7 2011 6:31 pm

    50 წიგნი რომელიც სიცოცხლეში უნდა შეიძინო და მერე დარჩენილი ცხოვრება თაროზე დადებულს უყურო🙂

    • mkitxveli / Feb 7 2011 6:43 pm

      იმედია ეს პროექტი ვინმეს მაინც წაადგა და წააკითხა

  10. khatuna / Feb 25 2011 3:39 pm

    იცით ამ პროექტსი ყველაზე დიდი ნაკლი რა არის? მსოფლიო ლიტერატურა რაც გამოდის, ყველა ძველი თარგმნილია, ახლიდან არ თარგმნიან, ძველი თარგმანები კი ცენზურაგავლილია. ჩვენს უახლოეს წარსულში რომ ყველაფერი ცენზურას ექვემდებარებოდა ეს ახალი არავისთვისაა. მსოფლიო დონის მწერლების ნაწარმოებები ცენზურისგან ისეა დამახინჯებული, რომ ხშირად ნაწარმოების მთელი ხიბლი იკარგება. ამიტომ საჭიროა ამ ლიტერატურის ახლიდან თარგმნა, რასაც ძალიან კარგად აკეთებს ელფის გამომცემლობა. მათ აქვთ დაწყებული პროექტი: მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსები და რა ნაწარმოებიც გამოდის ყველაფერი ახლიდან ითარგმნება თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით

    http://www.facebook.com/elf.publishing.house აი ამ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ამ პროექტს🙂

    • mkitxveli / Feb 27 2011 8:02 pm

      ხათუნა, მართალი ხარ ძველი თარგმანებს არამხოლოდ ცენზურაგავლილობის პრობლემა აქვთ, არამედ ლექსიკისაც. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ცუდია, ბევრი კარგი თარგმანიც გვაქვს.

      ელფის სერიის ნაწარმოებები ჯერ არ წამიკითხავს, რაც დაიბეჭდა ადრე მქონდა წაკითხული. ისე ცვლილება ბევრია? და რა ტიპის განსხვავებებია ძირითადად?

  11. sali / Apr 17 2011 6:42 pm

    კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი ბიზნესია. ეს იმ საზოგადოებაზეა გათვლილი, რომლებიც ფიქრობენ წიგნის კითხვა აუცილებელია, მაგრამ არ კითხულობენ. ესენიც ახსენებენ და ურჩევენ რა წაიკითხონ. რა თქმა უნდა, მოუნდება იყიდოს, თან იცის რომ გამორჩეული და უკვე აღიარებული წიგნებია.
    პროექტს სახელიც მშვენივრად აქვს შერჩეული “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ”. პირდაპირ იზიდავს…
    ყველაფერი სწორადაა გათვლილი და ფასიც შესაბამისად მორგებულია.

    ყველა თავისას ჩალიჩობს, ფული რამით ხომ უნდა გაკეთდეს და იდეაც ასეთივე ჭუჭყიანი ფულის მსგავსი უჩნდებათ.

    • mkitxveli / Apr 17 2011 7:07 pm

      მართალია ბიზნესია, ამას ყველა ხედავს, მე მაღიზიენბს განცხადებები, რომელსაც პროექტის ავტორები აკეთებენ – ჩვენ დავუბრუნეთ ხალხი წიგნს და ა.შ. არადა ისე რომ გამოეცათ ეს წიგნები, ყოველგვარი შერჩევის გარეშე, იგივე შედეგს მიიღებდნენ, ამდენი პროცედურა რა საჭირო იყო.

      ხალხი იმას ვერ აირჩევდა რაც წაკითხული არ აქვთ, ამიტომაც გამოვიდა ისე რომ იბეჭდება ის წიგნები, რაც ყველაზე მეტს აქვს წაკითხული

      ვიღაც მაინც ხომ წაიკითავს, ეგეც კარგია

  12. sali / Apr 17 2011 7:36 pm

    რაც უნდათ ის უქნიათ. მეზარებიან ეგენი. ჩემი გასაჭირი მაქვს, ხვალ გამოცდაა და მე ჯერ კიდევ არ დამიწყია. შენი ბრალია!. უკვე საათია რაც აქ დავძვრები და საინტერესო რაღაცეები აღმოვაჩინე. არა, არა წავედი.. კარგად იყავი. კიდევ მოვალ. (ხელის დაქნევა)

    • mkitxveli / Apr 17 2011 7:38 pm

      🙂🙂 უფრო მოცლილობის ჟამს შემოძვერი მერე

  13. »♥» ana «♥« / Aug 13 2011 9:56 pm

    არც მე ვარ კმაყოფილი,წიგნების სიით🙂
    ალბათ,იმიტომ რომ 50 ძალიან მწირი რაოდენობაა. )) თუმცა რა თქმა უნდა შემადგენლობაში არის რამდენიმე ჩემი ფავორიტი წიგნის.

    • mkitxveli / Aug 15 2011 7:14 pm

      სია ყოველთვის საკამათოა და მაგაში არ არის პრობლემა, მთავარია რომ არასწორად იყო კითხვა დასმული, ბევრად სჯობდა ახალი წიგნები გამოეცათ და არა ის, რაც ყველას წაკითხულ გადაკითხულ ათასგზის გამოცემულ გადაბეჭდილია

  14. vinFroyde / Aug 16 2011 6:03 pm

    ამდენი კრიტიკაა ამ პროექტის მიმართ და ძალიან ვეცადე დადებითი მხარე მეპოვა. მოკლედ, ეს 50 წიგნი აირჩა გამოკითხვით(?). იდეაში ის წიგნებია, რომელიც უმრავლესობას წაკითხული აქვს და მე თუ მკითხავთ ეს ორმოცდაათეული უფრო იმათთვისაა, ვინც წიგნს სიამოვნებისთვის კი არა პრესტიჟისთვის კითხულობს. გამოდის ეს მოკლე სია, კითხვის მადის აღსაძრავად არის შექმნილი და უწიგნურთა შველას ისახავს მიზნად. (თუ ასეა მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, რომ არ იზიარებენ “შეაყარე კედელს ცერცვი”ს სახით არსებულ სიბრძნეს.)
    ჩვენ კი, ვიკითხოთ რაც გაგვიხარდება

  15. I LOVE TO READ / Sep 3 2011 2:20 pm

    სიმართლე გითხრათ წიგნების ყიდვით განათლებული ადამიანის იმიჯის შექმნა ახალი არ არის ,ამას მარტო ამ პროექტს ნუ დავაბრალებთ ,ნაწარმოებების შეძენა მოდაში ყოველთვის იყო ,რადგან ხალხს ასე ეგონა მდიდარი ბიბლიოთეკა პირდაპირ ანიჭებდათ ნაკითხი ადამიანის ეტიკეტს,სამწუხაროდ ამგვარი ,,ნაკითხების” ბიბლიოთეკა და თაროზე შემოდებულიი მტვერდადებული წიგნები მხოლოდ ბუტაფორიაა და სხვა არაფერი . . .თუმცა ვერასდიდებით ვერ გავაკრიტიკებ ამ პროექტს ,მიუხედავად იმისა რომ ,,უნდა ” წასაკითხების სიაში ზოგიერთი ჩემთვის არასასურველი ნაწარმოებიც არის ,ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და განსხვავებული გემოვნება აქვს ,პირიქით მივესალმები ,რადგან ჩემთვის როგორც ერთ-ერთი ,,მისალოცთაგანისთვის” (თუ დოჩანაშვილს დავესესხებით ) ბევრი ჯერ კიდევ განუცდელი ემოციების და მსოფლიო შედევრების გაცნობის საშუალებს იძლევა …

    • mkitxveli / Sep 3 2011 7:22 pm

      წიგნების გამოცემა მეც მახარებს, კონკურსი თუ შერჩვევის პროცედურები არ მომეწონ მე. ახალი წიგნები გამოეცათ სჯობდა

  16. Nini Berdzenishvili / Sep 6 2011 6:43 pm

    მართალი გითხრათ,ამ პროექტის მიმართ უარყოფითად არ ვარ განწყობილი,თუმცა ადამიანს თუ კითხვა უყვარს ამ პროექტის გარეშეც როგორღაც შეიძენდა,ან ითხოვებდა წიგნს და თავის ინტერესს დაიკმაყოფილებდა.

    პირადად მე წიგნების კითხვა ყველაფერს მირჩევნია,მაგრამ ტყუილს ვერ ვიტყვი,რომ ეს პროექტი არ დამეხმარა,უკეთ ჩავხედულიყავი ამ საქმეში,თუნდაც ,,სამი მუშკეტერის” მეოთხედ წაკითხვაც ხომ ღირს რამედ,თუკი ასაკიც მიწყობს ხელს . . .

    იმაშიც გეთანხმებით რომ 50 წიგნი ძალიან ცოტაა,იმისთვის რომ წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ.ქვეყნად იმდენი კარგი წიგნია,მაგას ჯობია უბრალოდ ადგე წიგნების შეგროვება დაიწყო,ოღონდ ამ შემთხვევაში მხოლოდ შენი გემოვნებით. თუ კი რემარკის ,,ტრიუმფალური თაღი” გამოვიდა,გვიჩნდება კითხვა : ,,რა დააშავა ,სამმა მეგობარმა’ ? ” და ა.შ. ყველას სხვადასხვაგვარი გემოვნება აქვს,წიგნებშიც კი.

    • mkitxveli / Sep 6 2011 8:37 pm

      გემოვნებაზე არ ვდაობ მე🙂

      მე “უნდა” მაღიზიანებს და მინდოდა ახალი წიგნები გამოეცათ, ესენი ისედაც მრავლად იყო გამოცემული

  17. Nini Berdzenishvili / Sep 7 2011 5:54 am

    გეთანხმები

  18. nini / Oct 18 2011 9:00 am

    momwons sheni azrovneba… yochag.. absoliturad martali xar, tumca unda vagiarot rom dgesdgeobit martlac damkvidrda “wignis moda” da miuxedavad imisa rom es “modaa” mainc dadebitad unda shevafasot..

  19. Mari Muradeli / Oct 26 2011 1:21 am

    მომეწონა პოსტი ძალიან, გეთანხმებიი, ამ პროექტს ალბათ უფრო სხვა სახელი უნდა ერქვას. ზოგი ვიცი მარტო იმიტომ კითხულობს ამ სიიდან წიგნებს რომ გონია ”უნდა” წასაკითხი წიგნებია, სულერთია მოსწონს არ მოსწონს, ესმის არ ესმის, მთავარია წაიკითხოს და მერე გააგებინოს ყველას რომ წაკითხული აქვს და ძალიან ”განათლებულია”. მაღიზიანებს ესეთი ხალხი.

  20. rockermeloman / Oct 27 2011 2:42 pm

    მართალია ხალხს (უმეტესობას) წიგნები უნდა და არა ლიტერატურა, ერთი ორი წიგნის გარდა ახალი თარგმანი ან რამე ამდაგვარი არ ყოფილა, კი ბატონო, მშვენიერი წიგნებია, მაგრამ ან 50ში რა სია უნდა ჩაატიო, ან ამ ერთი და იგივე წიგნების ათასგვარი ყდით გამოცემა რაღა უბედურებაა ვერ გამიგია… ვზივარ ახლა და სამ ენას ვსწავლობ იმიტომ რომ უამრავი რამის წაკითხვა მინდა და ქართულად არ არის თარგმნილი… ვიმეორებ, სიაში 2-3 წიგნის გარდა ყველა ძალიან დიდი ხნის ნათარგმნია და ვისაც წაკითხვა უნდოდა აქამდე ათასჯერ მოახერხებდა, რა ძველ წიგნებს არ ვკადრულობთ?

    • mkitxveli / Oct 28 2011 5:39 pm

      მეც მაგ აზრზე ვარ, რომ ახალი წინები უნდა ეთარგმნათ, ან უკვე ნათარგმნის ახალი თარგმანი გაეკეთებინათ. სულაც სხვა სახელი დაერქმიათ ამ სერიისთვის

  21. L i L i / Oct 31 2011 1:36 pm

    chventan saqartveloshi rogorc xdeba xolmee rac modashia dziritadad is moswont… yvelam aitacaa am gamocemis wignebbii imitom rom modashia.. iman tu iyida sxvac iyidis…. cudi proettqi aris tko ar vambobbb magram getanxmebit jobda is wignebi gadmoetargmnattt rac aqamdee natargmni ar aris . rac am siashiaa shesuli memgoni qartylad yvela ishoveba…

  22. :) / Jan 31 2012 10:34 am

    მე მომწონს ეს პროექტი.ვისაც მართლა უყვარს წიგნის კითხხვა ამ ნაწარმოებებიდან ბევრი წაკითხულიც ექნება,მაგრამ ის ვინც არაა კითხვის მოყვარული იქნებ ამ პროექტით უფრო დაინტერესდეს და შეუყვარდეს კითხვა.უკვე გამოსული ტომებიდან ვერცერთზე ვერ იტყვი რო ცუდიაო მაგრამ რა თქმა უნდა აქ ის წიგნებია შესული რომელიც უკვე დიდი ხნის აღიარებულია და რომც არ გამოეშვათ ტომებად ისედაც მეცოდინებოდა,რომ უნდა გქონდეს წაკითხული🙂 ყველაზე კარგი ამ პროექტში ისაა რომ თუ გინდა დაინტერესდე წიგნებით და არ იცი საიდან დაიწყო ეს ტომები მოგცემს მიმართულებას და მერე უკვე შენ თვითონ გააგძელებ🙂 უბრალოდ ზოგი სნობურად იქცევა და ყველა ტომს ყიდულობს ისე რომ არც კითხულობს.

    • mkitxveli / Jan 31 2012 10:37 am

      ვისაც კითხვა არ უყვარს არ მგონია, რომ ამ სერიამ შეაყვაროს. წიგნის კითხვა მაინადამაინც “ძმები კარამაზოვებით” ან “შაგრენის ტყავით” არ უნდა დაიწყო

  23. :) / Jan 31 2012 11:55 am

    არა ხო🙂 მაგრამ მე პირადად ჟიულ ვერნით შემიყვარდა კითხვა და მარტინ იდენის მერე გავაფრინე და რა ვიცი აბა.სამი მუშკეტერით კი აგერ ჩემ ძმას შევაყვარე ცოტათი და რა ვიცი აბა😀

    • mkitxveli / Jan 31 2012 11:58 am

      პრინციპში რა წიგნით დაიწყებ კითხვას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს პროექტი მაინც არ მომწონს ზემოთ ნახსენები არგუმენტების გამო. თუმცა რამდენიმე ნაწარმოები რაც არ მქონდა მეც ვიყიდე.

  24. :) / Jan 31 2012 11:56 am

    არა ხო🙂 მაგრამ მე პირადად ჟიულ ვერნით შემიყვარდა კითხვა და მარტინ იდენის მერე გავაფრინე და სამი მუშკეტერით კი აგერ ჩემ ძმას შევაყვარე ცოტათი და რა ვიცი აბა😀

  25. Joan Madou / May 1 2012 7:50 pm

    რად უნდა ამას კამათი?ეს წმინდა კომერციაა ადვილი უფასო გამოკითხვით იგებ თუ რამდენს და რამდენად გაყიდი აი ესაა და ეს…ამ მოვლენას ბიზნესი ჰქვია და მითუმეტეს ამ პროექტებმა უკვე გაამართლა სხვაგან და ჩვენებმაც რა თქმა უნდა “უფასო ყველი” მიირთვეს თანაც საკმაოდ გემრიელად…მე არ მესმის რატომ არ უნდა გქონდეს ამ წიგნების უმეტესობა სახლში?მემგონი ძველი გამოცემები ყველას აქვს…ისე სულ მაინტერესებდა ბეგბედერზე საქართველოში არავინ არაფერი იცოდა და ვინ აირჩია?მე კი მომწონს მარა აი რომ აირჩიეს რატომ ან საიდან?

    • mkitxveli / May 1 2012 7:58 pm

      ეგ კითხვა მეც გამიჩნდა და გამიკვირდა ბეგბედერი რომ მოხვდა და უელბეკი არა, ვიღაცამ ძალიან იწვალა მგონი🙂🙂

  26. tamuna jokhadze / Aug 6 2012 7:54 pm

    ბოლო კომენტარიდან მოვყვები : თუ აქ მხოლოდ 50 წიგნზეა ლაპარაკი,ბეგბედერზე სულაც არ ვფიქრობ რომ აქ უნდა მოხვედრილიყო.რაც შეეხება კვირის პალიტრის პროექტს,ვფიქრონ ეს ძალიან კარგია.უბრალოდ ჩვენ ყველაფერს ვაპროტესტებთ..არ არის და გვინდა,გამოდის და არ მოგვწონს და ვიწუნებთ.ეს ძალიან ცუდი მიდგომაა..წიგნების ფასებზე თუა ლაპარაკი, მე დანამდვილებიტ მახსოვს “ხმაური და მძვინვარება ” სულ რაგაჩ ერთ ლარად შევიძინე-ბუკინისტებში,თუმცა წიგნში 30 ლარიც გადამიხდია.ძალიან ცოტა დრო მაქვს,იმისათვის რომ წიგნები ვიკითხო.ბოლო 2 წელია ვყიდულობ და მეც ზემოთ თქმის არ იყოს,თაროზე მაქვს შემოწყობილი:)) სამაგიეროდ სია მაქვს ,რა წიგნები უნდა წავიკითო ჩემს 3 კვირიან შვებულებაში,და ვანაზღაურებს ასე დაკარგულ მთელს წელიწადს

  27. თამო იობიძე / Oct 17 2012 9:37 pm

    ის დამახვედრე აქ რისი თქმაც დიდი ხანია მინდა, მინდოდა და აი.. ესეც ვიპოვნე..
    ძალიან კარგი ხარ!

  28. bazzilio / Jan 16 2013 12:03 pm

    შენი ნაწერებიდან როგორც გამოვარკვიე, სამეგობრო წრე გყავს ისეთი რომ სერიოზულად მშურს, ამიტომ გიკვირს და არ გჯერა რომ ამ პროექტმა ხალხი წიგნებს დაუბრუნა, არადა მართლა ეგრეა, ჩემმა ისეთმა ახლობლებმა დაიწყეს და შეიყვარეს კითხვა, ამ პროექტის გავლენით, რო ვერასოდეს ვიფიქრებდი ეგენი თუ წიგნს მოკიდებდნენ ხელს საერთოდ….

  29. თამკა / Jun 20 2013 5:07 pm

    მკითხველო, მესმის შენი – ფორმაა არასწორი,თითქოსდა დამცინავი მიდგომაა მათთვის, ვისაც კითხვა უყვარს, ვინს წიგნებით საზრდოობს თუ არსებობს, მაგრამ ბევრია ისეთი, ჯერ რეკლამამ რომ მოჭრა თვალი, შემდეგ ლამაზმა ყდამ და ბოლოს წაკითხვის სურვილიც რომ გაუჩინა:), ეს კი ასე თუ ისე, კარგია…. ჩემი ბიბლიოთეკა მეც შევავსე იმ წიგნებით რომლებიც არ მქონდა…ისე, მე ძველი წიგნები უფრო მომწონს, გაყვითლებული ფურცლებით, ბევრჯერ წაკითხულ-გადაფურცლილი, როგორც შენ იტყვი “კაცია და გუნება”.

  30. gela / Feb 4 2014 5:48 pm

    ამ პროექტის შესახებ ჩემი აზრი ასეთია, -ოღონდ ხალხმა წიგნი წაიკითხოს და არ დავეძებ რას დაარქმევენ, სანამ ცოცხალი ხარ- თუ სხვა რამეს. კვირის პალიტრის ეს იდეა ჩემთვის მისაღებია, იყოს ბატონო რეკლამა, იქნებ ვიღაცამ ამ რეკლამის გამო წაიკითხოს. თუ თაროზე შემოდებს, იქნებ მეზობელმა ან ახლობელმა ითხოვოს და წაიკითხოს. ეს რაც თვითონ პროექტს შეეხება. ეხლა არის თუ არა ეს სია კარგი და რატომ 50. ეს ძალიან სადავო თემაა, ყველას თავისი გემოვნება გააჩნია და რაოდენობაზე ხომ საერთოდ სისულელეა კამათი, ალბათ კვირის პალიტრის რედაქციისთვის უფრო მარტივი იყო ეს რაოდენობა იმ ეტაპზე, თორემ ხომ გააგრძელა მერე? ეხლა კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი, რატომ არ გადათარგმნეს ახლები, ეს ხომ ისედაც ვიცით? ეს პროექტი არ არის გათვლილი წიგნის თავგადაკლულ მკითხველებზე (ჩემი აზრით) . ასეთები ალბათ ძალიან მცირე პროცენტი ვართ. ამიტომ თუკი მე მართალი ვარ და წიგნები იმიტომ დაბეჭდეს, რომ იქნებ ახალი მკითხველები გააჩინონ, მაშინ სადღაც 80 პროცენტით მართლები არიან ასეთ არჩევანში. რაც შემეხება მე , ვერ ვიტყვი რომ ეს სია მომეწონა, ალბათ უფრო პირიქით, თუმცაღა ჩემთვისაც კი იყო სიურპრიზები, თუნდაც ჯორჯ ორუელის აღმოჩენა. p.s რაც შეეხება ბიბლიას, ნამდვილად არ მეგონა თუ ბიბლიასაც სჭირდებოდა რეკლამა და ვინმეს სახლში არ ჰქონდა. (ვეფხისტყაოსანიც ალბათ)

  31. მარიტა / Mar 26 2016 10:27 pm

    მე ისედაც ვკითხულობ წიგნებს და როცა ეს წიგნები გამოიცა, რამდენიმე უკვე წაკითხული მქონდა. არც გამოცემის ხარისხი და არც ფურცლებზე არსებული კატრეჯის სუნი აქვს სასიამოვნო. ყველამ ის უნდა წაიკითხოს, რაც უნდა, ყველაფერს იშოვის ადამიანი თუ მოინდომებს, არ იყო ეს პროექტი საჭირო, უბრალოდ ვიღაცამ იშოვა ფული…

Trackbacks

  1. ფრედერიკ ბეგბედერი – საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე | მკითხველის ბლოგი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: