Skip to content
December 26, 2010 / mkitxveli

ბელ კაუფმანი – „წერილი ჩემს განსვენებულ მასწავლებელს“

ასეთი თბილი და ამავე დროს სევდიანი მოთხრობა, მგონი არ წამიკითხავს. არ მგონია, ვინმემ გულგრილად წაიკითხოს. უკვე თვითონაც მასწავლებელი ავტორი წერს წერილს ინგლისურის მასწავლებელს, მისტერ სკოტს, რომელიც იმ დროისთვის გარდაცვლილია. ამ ადამიანს ბავშვების მიმართ განსაკუთრებული, განსხვავებული მიდგომა ჰქონდა, რითაც ყველა მოსწავლეს შეაყვარა თავი, ყველას ცხოვრებაში დატოვა თავისი კვალი.

„როდესაც გაკვეთილებს გააცდენდა ვინმე , „ძალიან გვაკლდიო“ , ეტყოდით ხოლმე. თუ რომელიმემ გაკვეთილი არ იცოდა, საყვედურით გაიქნევდით თავს: „სამწუხაროა, ჩვენ შენი აზრის მოსმენა გვინდოდაო“. როცა ვინმე დაიგვიანებდა, მიიჩნევდით, რომ საპატიო მიზეზი ჰქონდა. ამიტომ აღარაფერს ეკითხებოდით. ყოველთვის ტოლებივით გვეპყრობოდით და თქვენს გაკვეთილებზე ჩვენც დადებითად ვგრძნობდით თავს.“

ალბათ ახლა ყველამ თვალი გადაავლეთ თქვენს მასწავლებლებს და ცდილობთ, რომელიმე მისტერ სკოტს მიამგვანოთ. არ ვიცი, იპოვეთ თუ არა, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გინდათ გყოლოდათ მსგავსი, ვის გაკვეთილზე შესვალაც გიხარია და გაცდენა გეზარება. სკოლის მასწავლებლებზე რა გითხრათ, მაგრამ უნივერსიტეტში ბევრი მყოლია ასეთი და ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით. გული მწყდებოდა, როცა მათ ლექციებს ვერ ვესწრებოდი, გამოცდა არ მეშინოდა, იმიტომ რომ იქამდე გვასწავლიდნენ ყველაფერს, ადამიანები ვინც არ თამაშობდნენ, ვინც პატივს გვცემდნენ და გვაფასებდნენ, ვინც უშვებდნენ, რომ ჩვენი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია. აი, ისეთები, სულ რომ გახსოვს და მის დადებით გავლენას, რომ განიცდი.

ისევ ამ მოთხრობას უნდა დავუბრუნდე, რამდენიმე ფურცელში კაუფმანმა იმდენი სითბო ჩაატია, ისე კარგად დამანახა მასწავლებლის დანიშნულება. არადა, ბევრი არაფერი, საკუთარი ბავშვობა და სკოლის პერიოდი გაიხსენა. ის დრო ბავშვებს მასწავლებელი ზეციური არსება რომ ეგონათ. ერთხელ დაუნახიათ, რომ წინდაზე თვალი წასვლოდა და გაოგნებულები უყურებდნენ. მერე დრო შეიცვალა.

კაუფმანის შემდეგ კიდევ შეიცვალა და ახლა ალბათ მისტერ სკოტის დროინდელი არაფერი დარჩა. მაგრამ ადამიანები ადამაიანები არიან ისევ, ბავშვებს ისევე (უფრო მეტადაც მე თუ მკითხავთ) ნადვილი მასწავლებლები სჭირდებათ.

ვინმე აპირებთ მასწავლებლობას? იყავით რა მისტერ სკოტის მსგავსი მასწავლებელი

15 Comments

Leave a Comment
  1. Sophie SUNNY Golden / Dec 26 2010 5:14 pm

    მიხარია, რომ მე მყავს ახლა ასეთი მასწავლებლები.

    • mkitxveli / Dec 26 2010 5:30 pm

      ბევრს შეშურდება შენი🙂

  2. Zurriuss.GE / Jan 4 2011 6:08 pm

    მე ჯერ ინგლისურის ის მასწავლებელი გამახსენდა, ბოქლომი რომ ჩამცხო თავში, მერე კი ის, რომლის გავლენითაც ხატვის ახალი ეპოქა წამოვიწყე :დ მიყვარს თეა რევიშვილი🙂
    მადლობა შენე🙂

  3. mkitxveli / Jan 7 2011 5:54 pm

    ახლა წარმოვიდგინე როგორი იქნებოდა ის მასწავლებელი შენ რომ თავში ბოქლომს ჩაგარტყამდა და შემეშინდა🙂

  4. Here Comes The Sun / Jan 7 2011 8:49 pm

    ეე… სად არიან ასეთი მასწავლებლები… ვკითხულობდი და როგორ მშურდა კაუფმანის… კლასში რომ ვარჩევდით ამ წერილს, პარალელებს ვავლებდით ჩვენს მასწავლებლებთან და ვაი რომ ერთი თვისებაც კი არ აქვთ ასეთი კარგი… ეჰჰ..

    • mkitxveli / Jan 7 2011 9:16 pm

      მე კიდევ თქვენი მშურს სკოლაში რომ ისწავლეთ ეს ნაწარმოები🙂

  5. მოხეტიალე / Feb 14 2011 10:01 pm

    მე მყავდა ასეთი მასწავლებელი.
    ხშირად მითქვამს დედამ გამაჩინა, მან კი ცხოვრება მასწავლათქო. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ის ადამიანი დღესაც უსაზღვროდ მიყვარს, და წელიწადში ერთხელ, 17 თებერვალს, მის დაბადების დღეს ან ვურეკავ ან სტუმრად მივდივარ.
    როდესაც ბელ კაუფმანის ამ მოთხრობას ვკითხულობდი, თვალწინ სწორედ ჩემი მასწავლებელი მედგა. არ ვიცი, მის გაკვეთილზე დროის შეგრძნებას ვკარგავდით.
    მენატრება❤

    • mkitxveli / Feb 15 2011 7:09 am

      საინტერესოა … ნეტა ეგ ადამიანი მხოლოდ შენ გახსოვს ასე განსაკუთრებულად თუ სხვაბსაც იგივე გრძნობა ჰქონდათ?

  6. მოხეტიალე / Feb 15 2011 11:43 am

    არა სხვებსაც ასე განსაკუთრებულად ახსოვთ. 10 ვიყავით კლასში და ათივეს უსაზღვროდ გვიყვარს. ჩემმა კლასელმა ახლახანს მისი შვილი მონათლა. მართლა საუკეთესო ადამიანია მათ შორის ვინც კი ცხოვრების გზაზე შემხვედრია.

    • mkitxveli / Feb 15 2011 12:56 pm

      არც კი მეგონა მსგავსი ადამიანები თუ კიდევ იყვნენ ჩვენს დროში

  7. მოხეტიალე / Feb 15 2011 4:27 pm

    კი არსებობენ.
    უფრო სწორად ერთი რომ არსებობს, ეგ ზუსტად ვიცი❤

  8. სემი კალიკა / Dec 10 2011 10:05 pm

    ჰო ჩემმა მასწავლებელმა ეს რო წაიკითხა გვითხრა დაწერეთ თემა ” წერილი ჩემს ცოცხალსა და საღსალამათ მასწავლებელს” – ო😐

    • mkitxveli / Dec 12 2011 10:44 am

      შენი კომენტარი გაოგნებულმა წავიკითხე😦 მერე დაწერეთ?

  9. ****** / Jun 10 2013 1:48 pm

    არსებობენ საბედნიეროდ : )
    ყოველ შემთხვევაში ერთ მეც შემხვდა…. ეხლაც ჩემთანაა ჯერ კიდევ, ჩემს გვერდით და მასწავლის ყველაფერს….
    და ბოლოს მეც დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მასწავლებელი.

  10. babi / Nov 1 2013 7:57 pm

    აუუ ძალიან გთხოვთ ვინმე თუ ხართ აქქ ეს მოთხრობა სად ვნახოო დამილინკეთ რა :ხ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: