Skip to content
January 14, 2011 / mkitxveli

პეტერ შტამი – “აგნესი”

ქართული გარეკანი ძალიან არ მომწონს, ეს კი ზუსტად ასახავს შინაარსს

Peter Stamm – AGNES

“აგნესი” ერთადერთი წიგნია, რომელიც მხოლოდ სახელის გამო ვიყიდე, მაშინ არც პეტერ შტამი გამეგო და არც შვეიცარიელ  სხვა მწერლებს ვიცნობდი. სევდიანი მომეჩვენა და წიგნის კითხვის დასრულების შემდეგ ეს გრძნობა საკმაოდ დიდხანს გამყვა. უბრალო, მარტივი ფრაზებით, სხვადსხვა ფსიქოლოგიური შტრიხებით შტამი ისე გიხატავს ეპიზოდს, რომ შენც ისევე განიცდი, როგორც აგნესი. ეტყობა რომ ფსიქოლოგიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

მთელ წიგნში მხოლოდ სამი პერსონაჟია ერთი მამაკაცი და ორი ქალი, თუმცა ბანალური სამკუთხედი თავისი ინტრიგებით სულაც არ იხლართება. ბიჭს უყვარს აგნესი, აგნესს უფრო მეტად. გოგო ორსულადაა, ბიჭი წინააღმდეგია. აგნესი მიდის, მაინც მოეშლება მუცელი და ბრუნდება, თუმცა ბოლომდე განიცდის ამ ამბავს, ბიჭი -არა! ბავშვის ტანსაცმელსაც ყიდულობს, მერე ყრის და როცა პატარა დათუნია ნაგვის ურნაში არ ჩაეტევა ხელები აჭრის და ატევს. ბიჭს დიდად არ აღელვებს.

ყველაზე უარესი, აგნესი ავადაა და ახლა წელს მარტო ტოვებს, თვითონ აღსანიშნად ლუიზასთან მიდის. “აგნესმა მითხრა წადი თუ გინდაო” და წავიდა! არადა უყვარს, მართლა უყვარს.  ვერ ვიტან ამ ბიჭს!  მამაკაცთა უმრავლესობა ხომ ასე მოიქცეოდა, ყოველთვის ყველაფერს პირდაპირ იღებენ და არასდროს უყურებენ რა ინტონაციითა და მიმიკითაა ნათქვამი.

გვგონია თითქოს ერთ მთლიან სამყაროში ვცხოვრობთ. მაგრამ ასე არ არის. ყველა საკუთარ სისტემაში მოძრაობს. არც მარჯვნივ იყურება და არც არც მარცხნივ. მარტო საკუთარ ცხოვრებას აგებს და უკან დასაბრუნებელ გზას ქვა-ღოღით ხერგავს” – ეუბნება გოგო, მაგრამ ვერც ამ სიტყვების არსს წვდება.

აგნესი მტკივნეულად განიცდის სიკვდილის არსს და ყველაფერში დასასრულს ხედავს

“ყოველთვის სევდა მეუფლება, როცა რაიმე წიგნს ბოლომდე ვკითხულობ, თითქოს მუდამ წიგნის პერსონაჟი ვხვდები. წიგნის დასრულებით კი ამ პერსონაჟის სიცოცხლეც სრულდება . . . ბევრს აღარ ვკითხულობ. იქნებ იმიტომ რომ აღარ მინდა წიგნების შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყო. საწამლავივით არის. მეგონა ახლა ისევ იმუნური გავხდი. მაგრამ ადამიანი არასდროს გახდება იმუნური, პირიქით.”

ბიჭი აგნესზე მოთხრობას წერს, იმას აღწერს, რაც მათ ურთიერთობაში ხდება, თუმცა დასასრული ვერ მოუფიქრებია, მერე სამ ვარიანტს დაწერს. სწორედ მისეული ფინალები წყვეტს აგნესის ბედსაც.

წიგნის პირველივე ფრაზით გაჩენილი ემოცია ბოლომდე გამყვა.  ამ ნაწარმოებს ჩემს წიგნებში გუშინ წავაწყდი და გადავიკითხე, ისევ იგივე გრძნობა მაქვს – მიყვარს აგნესი – საოცარი არსებაა, მშვიდი, ნაზი, უცნაური, ბიჭი ვერაფერს ხვდება, მაგრამ ითმენს. ვერ ვიტან ბიჭს, ასეთს ზედაპირულს. თუმცა ბოლოს მეცოდება. მერე აანალიზებს ყველაფერს და მაშინ აღმოაჩნეს საკუთარ შეცდომებს, როცა უკვე ძალიან გვიანაა.

ეს შტამია, თუმცა დარწმუნებული ვარ ზუსტად ასეთი სახე ექნებოდა ბიჭსაც წიგნის ბოლოს

22 Comments

Leave a Comment
  1. just smile / Jan 14 2011 11:35 am

    პოსტი რომ წავიკითხე მეც მომინდა ამ ნაწარმოების წაკითხვა… და ხო არ იცი სად ვიყიდო ???

    • mkitxveli / Jan 14 2011 11:37 am

      წიგნის მაღაზიებში ყველგან ნახავ, თან ძალიან იაფია🙂

    • just smile / Jan 14 2011 11:40 am

      მადლობა …🙂

  2. Kate / Jan 15 2011 5:59 am

    ადამიანს (ანუ მე), რომელსაც საშინელი დროის დეფიციტი აქვს, რას ურჩევდი???როდის და როგორ იკითხოს??? ძალიან მინდა არადა. და მომწონს შენი ბლოგი.

    • mkitxveli / Jan 15 2011 9:57 am

      გადახედე რაში ხარჯავ ყველაზე დიდ დროს, იქნებ რამის შეზღუდვა შესაძლებელია, ვთქვათ სხვადასხვა სოციალური ქსელისთვის დათმობილი დრო შემცირდეს. გააჩნია რითი ხარ დაკავებული. მე მაგალითად ჭამის დროს, ყავის სმის დროსაც ვკითხულობ, ტრანსპორტში ვეღარ ვახერხებ🙂
      მუშაობის პერიოდში დიდტანიანი რთული წიგნების წაკითხვას აზრი არ აქვს, ვერ აღიქვამ, ამიტომ შეარჩიე უფრო მსუბუქი, მაგრამ ღირებული ლიტერატურა. თუნდაც “აგნესი” პატარაა. დანარჩენი შვებულების პერიოდში წაიკითხე🙂

      დიდი მადლობა რომ მოგწონს ჩემი ბლოგი🙂

  3. Ta =) / Jan 15 2011 8:41 am

    დავინტრიგდი🙂
    უნდა წავიკითხო🙂

    • mkitxveli / Jan 15 2011 9:58 am

      კარგს იზამ :))

  4. mari doiashvili / Jan 18 2011 10:08 am

    gaxsovs nat es wigni dab.dgeze rom machuqe?😀 mashin rom wavikitxe magdeni namdvilad ar mipiqria,rac axla dawere magra martla kargi iyo.ai ragacnairi😀

    • mkitxveli / Jan 18 2011 10:22 am

      კი მახსოვს, შენს გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანს ვაჩუქე🙂

  5. Here Comes The Sun / Jan 19 2011 1:30 pm

    მეც მაჩუქოს რა ვინმემ….. >>რადგან ეს არ მოხდება, წავალ ისევ ჩემითვიყიდი… მომეწონა… დამაინტერესა

    • mkitxveli / Jan 19 2011 6:14 pm

      თუ წაიკითავ, მომწერე შენი აზრი

  6. just smile / Jan 21 2011 6:47 pm

    დღეს ვიყიდეეე … მართალია ჯერ 11 თავზე ვარ,მაგრამ ძალიან მომწონს …

    • mkitxveli / Jan 21 2011 8:06 pm

      უჰ, რა გოგო ხარ🙂 გამახარე

    • Here Comes The Sun / Jan 24 2011 6:58 pm

      აუუ სად?!

    • just smile / Jan 25 2011 6:56 pm

      პარნასში ვიყიდე 3.50 ღირდა …

    • mkitxveli / Jan 25 2011 9:27 pm

      მითხარი მერე, მოგეწონა?🙂 ისე ვერაფრით ავხსენი ასე იაფი რატომ ღირს :)))

  7. Here Comes The Sun / Feb 3 2011 2:31 pm

    ვიყიდე:)))

    • mkitxveli / Feb 3 2011 5:44 pm

      არის აღსრულდა!🙂 ველი შენს შთაბეჭდილებებს

  8. Sophie SUNNY Golden / Mar 12 2011 7:32 pm

    მომკალი და არ მახსოვს, თუ აგნესზე ადრეც გქონდა მოყოლილი😦 საერთოდ არ მახსოვს. ძალიან დამაინტერესა. იქნებ, ვიშოვო და წავიკითხო. მაგრამ თან რა მგონია, იცი? ყველა ადამიანი ისე განსხვავებულად აღიქვამს წიგნების შინაარსს, შეიძლება მე ასე ლამაზად სულ ვერ დავინახო. კომენტარში ეწერა კიდეც ვიღაცას, რომ წაიკითხა ეს წიგნი და იმდენი არ უფიქრია, რაც შენ.

    • mkitxveli / Mar 12 2011 8:46 pm

      ხომ იცი ჩემი ამბავი, ისეთს ამოვიჩემებ ხოლმე, რაღაცას ვნახავ ისეთს, რასაც სხვა ვერ ხედავს თუ რა ვიცი. მე მომწონს🙂

      ასე ნაქები კიდევ შენ არ ვიცი მოგეწონება თუ არა, მოლოდინები და რეალობა დაემთხვევა თუ არა. ნახე მაინც

      მახსოვს ეს წიგნი ანუკასაც ვაჩუქე და აშკარად შენც მოგიყვებოდი🙂 ეგ არაფერი, იმდენ რამეზე მაქვს ნაბოდიალებდი, რას დაიმახსოვრებდი ყველას🙂

  9. mkitxvelis mkitxveli / Apr 13 2011 6:32 pm

    xshirad vkiTxulob xolme shens postebs, dzalian kargi xar🙂
    ratomgac yoveltvis bichi megone, am postit mivxvdi rom vcdebodi🙂
    ar vici ratom megona ase.
    am wigns xvalve viyidi!
    warmatebebs gisurveb!😉

  10. mkitxveli / Apr 13 2011 9:18 pm

    მიხარია რომ მკითხველსაც ჰყავს მკითხველი🙂 არ დავფიქრებულვარ ჩემი ნაწერები რომელ სქესის აზრებს უფრო გამოხატავს🙂 ისე “ნატალიშიც” და “ქარიშხლიან უღელტეხილშიც” მგონი აშკარად ქალების ინტერესებს ვიცავ, თუ მატზე ვაკეთებ აქცენტს🙂

    კარგი იქნება როცა წაიკითხავ შენს მოსაზრებებს თუ მომწერ, ვიმსჯელოთ თუ საკამათოა ვიკამათოთ.

    წარმატებები შენც, მადლობა რომ შემოდიხარ ხოლმე🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: