Skip to content
January 19, 2011 / mkitxveli

მარკ ტვენი – “ადამისა და ევას დღიურები”

ასე დაწერდნენ თავის ბლოგზე ადამი და ევა – მეთქი, პირველი ეს გავიფიქრე წიგნის კითხვა როგორც კი დავიწყე. დღიურები კი ჰქვია მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფერი იციან, გარდა იმ უმარტივესი რაღაცებისა, რაც უნდა იცოდნენ. ამ მოთხრობაში ადამისა და ევას დღიურებიდან იგებ, როგორ ცხოვრობდნენ სამოთხეში, რას ფიქრობდნენ, როდესაც აკრძალული ხილი შეჭამეს, როცა შვილები ეყოლათ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ამ ყველაფერს მარკ ტვენი წერს, მის სტილში ნაწერი კი რა იქნება ალბათ მიხვდებით🙂

ევა დადის და სახელებს არქმევს ყველაფერს, უმეგობრდება ცხოველებს, იშინაურებს მას, ცდილობს გაიგოს „როგორ ლღვება ვარსკვლავი“, „წყალი როგორ აედინება მთაში“ მერე საკუთარ დასკვნებს აკეთებს, ცოტა კომიკურს ამ განვითარებული მეცნიერების ხანაში მცხოვრები ადამიანის გადასახედიდან, მაგრამ იმ დროისთვის საკმაოდ საინტერესო ლოგიკა აქვს. შემოქვს სიტყვა „ჩვენ“, ბრაზობს ადამზე, რომელიც საკამოდ გულგრილია, ცოტა მიუხვედრელიც, ქოხის აშენებითა და მსგავსი საქმეებითაა დაკავებული, ამის მიუხედავად მაინც უყვარს, „იმიტომ რომ მამაკაცია“.

ადამს აღიზიანებს ევას აქეთიქით სიარული, ტუტუციაო ამბობს, მერე იმაზე გაბრაზდა, რომ აზმუვლდა და „იმ ღრმულებიდან, აქეთ იქით საყურებლად რომ აქვს ბოძებული, წყლის წვეთები გადმოაშხეფა“.

ამ პატარა მოთხრობაში ასე ხუმრობა ხუმრობით ისე კარგადაა ნაჩვენები ქალისა და მამაკაცის ხასიათის განსხვავებები, აზროვნება, მისწრაფებები. რეალურადაც ასე ხდება, ერთმანეთს სულ ნერვებს უშლიან, მაგრამ მაინც უყვართ და თვითონაც უკვირთ, რატომ.

მე იმაზე მეცინება ხოლმე, აი, ძალიან რომ ხარ გაბრაზებული, მაგრამ მერე ხელი „თავისით“ გარბის ტელეფონისკენ და მსიჯი „გეწერინება“. ხოდა, ურთიერთობაში იმდენი აუხსნელი და არალოგიკური ხდება, თვითონაც გიკვირს საკუთარი თავის. ბოლოს ყველა ევა ფიქრობს: „ თუ ერთერთ ჩვენგანს პირველს უწერია წასვლა, დაე, ეს მე ვიყო, მე მას ისე არ ვჭირდები, როგორც ის მე. სიცოცხლე მის გარეშე ჩემთვის სიცოცხლე აღარ იქნება“.

ყველა ადამი: „სამოთხე იქ იყო, სადაც ევა მყავდა“.

ამ წიგნში სხვა მოთხრობებიც შედის, მაგრამ იმათზე არაფერი მეწერინება, კარგი და სახალისოა როგორც ყველა, მიყვარს მარკ ტვენი, განსაკუთრებით დამღლელი დღის შემდეგ.

24 Comments

Leave a Comment
  1. just smile / Jan 20 2011 11:12 am

    ხომ არ იცი ეს მოთხრობა lib.ge ზე ბოლომდე დევს ??

    • mkitxveli / Jan 20 2011 1:53 pm

      არ ვიცი😦 მე 80-იანების ბოლოს დაბადებული ვარ, ამიტომ მიჭირს კომპიუტერში აღქმა, მხოლოდ მამაპაპურ ქაღალდზე ვკითხულობ🙂 ამიტომ არ ვიცი😦

    • just smile / Jan 20 2011 6:17 pm

      მე არ მაქვს წიგნი და იმიტომ მინდოდა იქ წაკითხვა თან პატარაა და მაგიტომ.. თორემ მეც მირჩევნია მამაპაპურ ქაღალდზე წაკითხვა …

  2. knuti / Jan 20 2011 5:33 pm

    წაკითხვა მომინდა. სად ვიპოვო?😦

    • mkitxveli / Jan 20 2011 5:59 pm

      პეკინზე ბიბლიოთეკაში რომ აქვთ ვიცი, იქაური წიგნი მქონდა მეც🙂 ასე რომ მიაკითხე

  3. mkitxveli / Jan 20 2011 6:19 pm

    @just smile რომ ვერ ვყიდლობ და კითხვა მინდა ბიბლიოთეკაში დავდივარ, მომაქვს იქიდან წიგნები და სადაც მომიხერხდება იქ ვკითხულობ🙂

    • just smile / Jan 20 2011 6:26 pm

      :))))) მე მაპატიე …

    • mkitxveli / Jan 20 2011 7:00 pm

      მე მხოლოდ მინდოდა მეთქვა, რომ ბიბლიოთეკა მარტივი გამოსავალია მეთქი🙂🙂

  4. just smile / Jan 20 2011 7:42 pm

    🙂

  5. Lord Vader / Feb 2 2011 1:34 pm

    ეგ მგონი იმ ციკლიდანაა – წერილები ღმერთს… კრებული იყო ეგეთი სადაც მისი “რელიგიური” პამფლეტები შედიოდა.

    ლიბ.ჯეზე თითქმის არაფერი არაა😦
    მაგრამ ქართული ბუკების მაღაზია მალე იქნება.
    ძალიან მალე.🙂 ასე რომ შეიძინეთ რიდერები დროზე.🙂

    • mkitxveli / Feb 3 2011 12:48 pm

      ვიდრე არ იქნება მე ისევ ბიბლიოთეკაში ვიქექები🙂 მე მაინც წინა საუკუნეში ვარ დაბადებული, კითხვა ლამფის შუქზე დავიწყე, მამპაპური წიგნი მირჩევია🙂

  6. anano / Apr 18 2011 5:37 pm

    debilobaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

    • mkitxveli / Apr 18 2011 6:09 pm

      შენ რა სხვანაირად ფიქრობ🙂 რაიმე არგუმენტით რომ გაგემყარებინა ეგ მოსაზრება არ გინდა?

      ტექსტის იქით რაღაცეების დანახვა კიდევ სხვა რამეა

  7. იკო / Apr 26 2011 12:59 pm

    ძალიან კარგი წიგნია , ტვენის გენიალური სტილით :))) სხვა მოთხრობებიც მომეწონა , ,,მილიონი დოლარის ბანკნოტზე’’ მაგრა ვიკაიფე , ,,ამბავი ერთი ძაღლისა’’ კი ძალიან ძლიერი მოთხრობაა , თითქოს საერთოდ არ გავს ტვენის სტილს, მაგრამ ეპიზოდებში მაინც იგრძნობა ვინაა ავტორი .🙂 ამ წიგნში შესული მოთხრობებიდან ,,ნამდვილი ლიტერატურა’’ არის ,,ამბავი ერთი ძაღლისა’’ , დანარჩენები ტვენის ჩვეულებრივი იუმორისტული მოთხრობებია. ( რაც ძალიან მიყვარს😀 )

    • mkitxveli / Apr 27 2011 3:03 pm

      “ამბავი ერთი ძაღლისა” ვერ მოვასწარი რომ წამეკითხა, როგორც ჩანს სამწუხაროდ🙂

      მილიონის ამბავი დიდი ხნის წინ მქონდა წაკითხული და ამიტომ არაფერი დამიწერია, საერთოდ ტვენი ძალიან მიყვარს მეც🙂

  8. Lu Meshveliani / Jan 9 2012 8:42 am

    ukacravad misamarts xom ver damizustebt?sajarodan ar atanen wignebs da dzalian minda mec visargeblo romelime bibliothekit.

    • mkitxveli / Jan 9 2012 9:58 am

      პეკინზე წიგნის სახლი რომაა იცი? მანდ მეორე სართულზეა ძალიან კარგი ბიბლიოთეკა და აქვთ ეგ წიგნი

  9. :) / Jan 31 2012 11:11 am

    მშვენიერი ბიბლიოთეკა იყო სააკაძეზე და გამიხურეს😦 მაგრამ ეხლა წიგნების ყიდვის მუღამი გამიჩნდა და გავაკოტრე ოჯახი😀

    • mkitxveli / Jan 31 2012 11:23 am

      პეკინზე წიგნის სახლში ასევე მშვენიერი ბიბლიოთეკაა თანამედროვე ლიტერატურით, გადაინაცვლე იქით🙂 წიგნებში მეც საკმაოდ მეხარჯება ფული, ვფიქრობ რომ ძვირი ღირს წიგნები, ხარისხიანი გამოცემები მით უფრო

  10. :) / Jan 31 2012 11:52 am

    ისე აქ რა შუაშია მაგრამ აღფრთოვანებული ვარ შენით😀 ძაან მომწონს ეს ბლოგი და ისე რამდენი წლის ხარ?ამდენი წიგნის წაკითხვა როდის მოასწარი?🙂

    • mkitxveli / Jan 31 2012 11:54 am

      ჯამში არც ისე ბევრია. 23 წლის ვარ🙂 მიხარია რომ მოგწონს ბლოგი

  11. თამო / Feb 24 2012 11:02 pm

    ყველაზე მეტად იმან გამაოცა, როგორ ,,ჩაძვრა” ევაში. სუნთქვაშეკრულმა წავიკითხე. ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე მაგარია, რაც წამიკითხავსთქო, მაგრამ კარგია და ღირს მაგისთვის ,,დროის დაკარგვა”

    • mkitxveli / Feb 27 2012 2:02 pm

      ძალიან კარგი საკითხავია, ტვენი მიყვარს🙂

  12. გელა / May 5 2014 8:38 pm

    ტვენი გენიალურია და მისი ყველა ნაწარმოები მიყვარს. ესეც კარგია, თუმცა მისი საყკეთესო მაინც ტომ სოიერი და გაგრძელება ჰეკლბერი ფინია. მილიონი დოლარის ბანკნოტიც კარგია, მაგრამ ნატა თუ გინდა მაგრად იხალისო მისი–ინტერვიუ– წაიკითხე, თუ წაკითხული გაქვს დამეთანხმე უდიდესი იუმორის მქონე მწერალია. მოკლედ მაგარია სამუელ კლემენსი ( მისი ნამდვილი სახელია).

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: