Skip to content
January 22, 2011 / მკითხველი

ირვინგ სტოუნი – “წყურვილი სიცოცხლისა”

Irving Stone – Lust for Life

წარმოიდგინეთ, ორი ძმა სტუმრებს ელოდება. მოხარშეს 50 ცალი კვერცხი, ერთი კასრი ლუდი და “დიდებული” სუფრაც გააწყეს. სტუმრებც მოვიდნენ, იმხიარულეს თავისებურად, კვერცხებს სკამის სახელურებზე ტეხდნენ, კარგი დრო გაატერეს. არ ვიცი, რა იფიქრეთ, რა პროფესიის უნდა ყოფილიყო იქ შეკრებილი საზოგადოება, ალბათ ფანტაზიამ გაიღვიძა. პარიზში იმ  ღამეს მაგიდას (სიკვდილის შემდეგ მილიონებად გაყიდული ნახატების ავტორები) სეზანი, სიორა, გოგენი, ტულუზ ლოტრეკი და რუსო უსხდნენ. მასპინძლობას კი თეო და ვინსენტ ვან გოგები უწევდნენ.

ირვინგ სტოუნის ამ ბიოგრაფიულმა რომანმა ბევრი ფიქრი ამიშალა. ისე კაი ხანია ასეთი დიდტანიანი წიგნი აღარ წამიკითხავს, თუმცა, იმდენად დამაინტერესა, ვერც გავიგე, როგორ ჩავედი ბოლომდე. “წყურვილი სიცოცხლისა” ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებას ასახავს თუმცა ბევრ საინტერესოს იგებ გოგენზე, ტულუზ ლოტრეკზე იმ დროისთვის უცნობ მხატვრებზე. როგორ ცდილობენ თავის დამკვიდრებას, რა გაჭირვებაში ცხოვრობენ. თავად ვან გოგისთვის ყავა და შავი პური ერთადერთი საჭმელი იყო დიდი ხნის განმავლობაში.

როცა რამდენიმე თვის წინ მის ნახატებს ვათვალიერებდი ვერაფრით ვხვდებოდი “მზესუმზირებს”  და ფეხსაცმელებს რა კავშირი ჰქონდათ იმდენად სხვადასხვანაირია. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კი ბევრი რამ სხვანაირად დავინახე, მხოლოდ ნამუშვრების დასახელება, მიმდინარეობების ცოდნა სულაც არაა საკმარისი ამა თუ იმ მხატვრის გასაგებად. მაშინ არ ვიცოდი, რომ ვან გოგი ბორინაჟში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა, ამიტომაა მისი ზოგიერთი ნამუშევარი საოცრად შავი, ზოგი კი ასე მზიანი.

Pair of Shoes

ნათელი ფერები არლიში ჩასვლის მერე გაჩნდა და საუკეთესო ნახატები იქ შექმნა, თუმცა სწორედ ამ ქალაქში შეიშალა ჭკუაზე. მსგვასი ბედი გაიზიარა ბევრმა მხატვარმა.

საოცრად იმიქმედა ვან გოგისა და პოლ გოგენის ერთად ცხოვრების ეპიზოდმა. კარგად ჩანს ორი დიდი ხელოვანის სრულიად განსხვავებული ხედვა, ინდვიდუალიზმი, საკუთარი სტილი, ყველაფერში თანხმდებიან გარდა მხატვრობისა. მერე გოგენი მიდის და ვან გოგიც მისი წასვლით გამოწვეულ სიცარიელეს პოლის ცარიელი სკამის დახატვით აჩვენებს.

ამ წიგნმა ახალი ინტერესი გამიჩინა, პოლიტიკური იდეოლოგიების შესწავლიდან მხატვრობაში ვინაცვლებ. მსგავსი წიგნები თუ იცით სხვა მხატვრებზე მითხარით აუცლებლად.

მათი წარმატების საკუთარი თავის გარდა სხვა არავის სჯერა, ერთმანეთსაც სულ აკრიტიკებენ. “მზესუმზირებზე” ბევრი ყვითელი დაგითხიპნიაო, იმიტომ რომ ინდივიდუალურები არიან, საკუთარი სტილი აქვთ სხვა ვერც წარმოუდგენიათ, თუმცა თანხმდებიან მთავარზე:

“მთავარი ის კი არ არის, ზუსტად გადმოხატო საგანი, არამედ გადმოსცე მისი არსი. ფოტოაპარატისგან მხატვრობა იმით განსხვავდება, რომ ის უფრო შორს მიდის”

ვან გოგის სიდიადისა მხოლოდ ექიმ გაშეს სჯეროდა, ალბათ იმისაც, რომ წლების შემდეგ მისი პორტრეტი მსოფლიოს ძვირადღირებულ

გოგენის სკამი

ექიმი გაშე

ნახატების სიაში მეოთხე ადგილას გავიდოდა.

ყველანი ექცენტრიულები არიან, იმაზე მეც ვიფიქრე იმიტომ გაგიჟდა რომ ხატავდა თუ გიჟი იყო და იმიტომ ხატავდა.

თვითონ ამბობდა: “ამათ ჰფონიათ, რომ ხატვამ გამაგიჟა. შეიძლება ასეცაა, რადგან მხატვარი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც მეტისმეტად შთანთქავს თვალით დანახული.

სიკვდილის წინ ისევ მხატვრებს იხსენებს : “გოგენს, რომელიც სადღაც ბრეტანშია გადახვეწილი, ჟორჟ სიორას, რომელიც ხატვას შეეწირა, რუსოს, ცოცხლად რომ დასამარებულა თავის ჭუჭყიან სოროში.” ყველა მაშინ აღიარეს, როცა უკვე აღარ სჭირდებოდათ, ჯანმრთელობა შერყეულები ნაადრევად გარდაიცვალნენ. მერე ვფიქრობდი, იქნებ მართალიცაა და ასეთ პირობებში რომ არ ეცხოვრათ, იქნებ ვერც დაეხატათ ის, რაც დახატეს.

“ცოცხლად გახრწნილი ადამიანების მყრალი სუნით” გაჟღენთილ საავადმყოფოში ფულის ნაცვლად საკუთარ ნახატებს აძლევს ექიმს, ბოლომდე ძმა ინახავდა, რისთვის ქმნიდნენ ნახატებს, იმისთვის რომ ჩვენ გვენახა, მილიონებად გაყიდულიყო და ეს ფული ვიღაცის ჯიბეში წასულიყო, არ ვიცი ეს სუფთა ალტრუიზმია თუ არა, ალბათ ვერასოდეს გავიგებ. ისინი სხვანაირი ადამიანები არიან, მე კიდევ ჩვეულებრივი.

პ.ს. წიგნში დასახელებული მხატვრების ნახატებს დავდებ, თუ არ იცით, ვიცი დაგეზარებათ მათი მოძებნა და აქ მაინც ნახავთ, თუ იცით გაგიხარდებათ 🙂

finishing of spring ვან გოგი

ჟორჟ სიორა - პუანტილიზმის ფუძემდებელი

მონე - დუმფარები (შორიდან შეხედეთ)

დეგა - ბალერინები ცისფრებში

მონე

სეზანი

პოლ გოგენი

ტულუზ ლოტრეკი - საწოლში

43 Comments

Leave a Comment
  1. mylpi / Jan 23 2011 8:08 am

    სომერსეტ მოემის მთვარე და ექვსპენიანი თუ არ გაქვს წაკითხული მოიძიე, გოგენზეა

    მე ამ წიგნის წაკითხვის მერე ხატვის ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა და ბევრი ვხატე
    და მეც მომინდა არლისმაგვარ მზიან ქალაქში წასვლა 🙂
    და მოემის წაკითხვის მერე ტაიტის ნახვის სურვილი გამიჩნდა 🙂

    • mkitxveli / Jan 23 2011 5:45 pm

      მოემის ეგ ნაწარმოები ვიცი, რაღაც წიგნი არ ჩამივარდა ხელში რომ წამეკითხა, თუმცა გეგმაში ნამდვილად მაქვს. აი არლიში წასვლის სურვილი კი ნამდვილად არ გამჩენია. გახსოვს ის ეპიზოდი ახლად ჩასულ ვან გოგს ვიღაც კაცი (მგონი ჟურნალისტი) რომ ეუბნება ეს ქალაქი გაგაგიჟებსო. შემეშინდა მაგ ქალაქის და ბოლომდე უარყოფითი განწყობა გამომყვა

    • mkitxveli / Jan 31 2012 11:53 am

      წავიკითხე ეგ ნაწარმოები მაგრამ ისე არ მომეწონა და ისე არაფერი დამიტოვა, პოსტიც ვერ დავწერე. გოგენზე ისედაც არ მქონდა კარგი შთაბეჭდილება

  2. najafsandal / Jan 24 2011 10:22 pm

    ვაა, კარგი პოსტი იყო, მომეწონა, ხშირად შემოვიხედავ ხოლმე, მხოლოდ ქართულად სერაა, ჟორჟ სერა და არა სიორა 🙂 ეტყობა რუსულის გავლენაა :))

    • mkitxveli / Jan 25 2011 10:48 am

      დიდი მადლობა 🙂 წიგნში სიორა ეწერა და ამიტომ მეც ასე მოვიხსენიე . ინგლისურად Seurat ასე იწერება

  3. agatako / Feb 4 2011 11:08 am

    აჰ, ეგ წიგნი ჩემი ბოლო დროინდელი ფავორიტია 🙂
    იმდენი ფერია, ძალიან ბევრი 🙂
    კითხვისას თითქოს ვხედავდი ვან გოგი როგორ ხატავდა 🙂
    ძალიან შემიცვალა ამ წიგნმა მასზე და საერთოდ იმპრესიონისტებზე წარმოდგენა 🙂

    • mkitxveli / Feb 4 2011 11:48 am

      მე ზოგადად მხატვრობის სწავლა დავიწყე 🙂 არა სტოუნი მართლა კარგად წერს

  4. Molly Bloom / Feb 4 2011 11:21 am

    იმპრესიონიზმი გყვარებია 🙂

    • mkitxveli / Feb 4 2011 11:46 am

      მთლად მასეც ვერ ვიტყვი. ყველა მიმდინარეობაში მომწონს გარკვეული ნამუშვერები. ახლა იმპრესინიზმი უფრო საფუძვილანად შეისწავლე და გადავედი კუბიზმზე 🙂

      ნახატებს რამდენიმე კატეგორიად ვყოფ – ოთახში დასაკიდებლად აბსრტაქტული მირჩევია, მუზეუმში საათობით საყურებლად იმპრესიონიზმის და სიურეალიზმის მიმდევარი რომელიმე მხატვრის ნამუშვერები და ასე

  5. Molly Bloom / Feb 4 2011 11:49 am

    საინტერესო კლასიფიკაციაა 🙂

    ამოჩემებული მიმართულება არც მე მაქვს. მონე, ბოსხი და კანდინსკი დაახლოებით ერთნაირად მომწონს.

    • mkitxveli / Feb 4 2011 11:52 am

      ხო ამიტომ ვერ ვიტყვი რომ მაინცადამაინც იმპრესიონიზმზე მაფანატებს 🙂 აი მონეს წყალი კი მართლა მხიბლავს, არ ვიცი მასზე უკეთ წყალს ასე სარკესავით ვინ ხატავს

  6. mkitxveli / Feb 4 2011 11:50 am

    ხო კიდევ რამდენიმემ მითხრა, რატომ გაქვს დადებული მხოლოდ იმპრესიონისტების ნამუშევრების ფოტოებიო, ვთქვათ პოლოკსა და მიროსაც სიამოვნებით დავდებდი უბრალოდ ვან გოგთან და სტოუნთან არაფერ შუაშია 🙂 🙂

  7. tatatatuli / Mar 4 2011 10:32 pm

    ძალიან მომეწონა პოსტი. ამ წიგნს აუცილებლად ჩავსვამ უახლოეს მომავალში წასაკითხ წიგნთა სიაში 🙂

    • mkitxveli / Mar 8 2011 4:17 pm

      მოგეწონება თუ მხატვრობა და თან ბიოგრაფიული ნაწარმოებები გიყვარს

  8. tamuna / Mar 18 2011 8:41 pm

    🙂

    • mkitxveli / Mar 18 2011 9:24 pm

      როგორ აღვიქვათ ეს გაღიმება? 🙂 🙂

  9. Fish / May 21 2011 11:11 am

    აღფრთოვანებული ვარ ამ წიგნით!
    ძალიან მომეწონა პოსტი.

    • mkitxveli / May 21 2011 1:26 pm

      მეც ვისიამოვნე ამ წიგნით. მიხარია თუ პოსტიც მოგეწონა 🙂

  10. tamta940404 / Sep 5 2011 2:37 pm

    zalian momewona es wignic da postic…martlac nasiamovnebi davrchi am wignis wakitxvit da vurchev imatac visac ar waukitxavttt,…martla magri wignia…… 😀

    • mkitxveli / Sep 5 2011 2:47 pm

      გიერთდები მაგ რჩევაში 🙂

  11. საკურა / Oct 27 2011 6:49 am

    ერთი ამოსუნთქვით წაკითხვადი წიგნია……… სულ სხვა თვალით შევხედე გოგენს………. გოგენს და ფერებს… ❤

  12. საკურა / Oct 27 2011 6:56 am

    გოგენი : ||| :X ვან გოგი…. 4 საათიანი ძილის ბრალია… -_-

    • mkitxveli / Oct 27 2011 8:54 am

      ეგ არაფერი 🙂 ვან გოგი მეც აშკარად სხვა თვალით დავინახე,

      აი “მთვარე და ექვსპენიანი” რომ წავიკითხე, პოლ გოგენი საერთოდ აღარ მომეწონა

  13. esmeli vachari / Dec 16 2011 6:28 pm

    ვან გოგი ღმერთია იმპრესიონიზმი რწმენა:) ჩემი ერთ-ერთ უსაყვარლესი ადგილია როდესაც მენდესი რემბრანდტზე ამბობს: “რემბრადნტს არ შეეძლო არ ეხატა. ცუდად ხატავდა თ კარგად არც ეს იყო მთავარი. თუნდაც მის ნახატებს არავითარი ღირებულება არ ჰქონოდა, მაინც სჯობდა , ვიდრე ის რომ ჩაეხშო თავისი მისწრაფება და ამსტერდამის უმდიდრესი ვაჭარი გამხდარიყო. ” საოცარი წიგნია, მე კარგა ხანია არაფერი წამიკითხავს და ეს 2 დღეში წავიკითხე. თან რამდენი სევდიანი მომენტია არამხოლოდ ვან გოგზე არამედ ადამიენბზე, ხელოვანებზე ან ხელოვნებაზე შეყვარებულებზე თუნდაც ის რამდენიმე წინადადება დეგას სახელოსნოს დამლაგებელზე რომელმაც თავი ჩამოიხრჩო რადგან მიხვდა რომ ვერ იქნებოდა ჭეშმარიტი ხელოვანი.

    • mkitxveli / Dec 16 2011 8:47 pm

      მე კიდევ კვერცხების ეპიზოდი ჩამრჩა ძალიან 🙂

  14. რუსუდანი / Mar 19 2012 7:26 am

    მე ეტყობა ძალიან უფროსი ვარ თქვენთან შედარებით, იმდენი წელია, რაც წავიკითხე,
    სიუჟეტი კარგად აღარც მახსოვდა, მაგრამ ისევ თვალწინ დამიდგა ის შთაბეჭდილება და განცდები,
    კითხვისას რომ დამეუფლა. სათაური რომ დავინახე, ვერ მოვითმინე, რომ არ შემოვსულიყავი.
    სტილის ვიწრო განხილვაში კი არ უნდა იყოს საქმე, არამედ ადამიანური მხარე, ეპოქა და შემოქმედ ადამიანთა ურთიერთობა არის უფრო მნიშვნელოვანი წიგნში, ჩემი აზრით. ირვინგ სტოუნი კარგი ბიოგრაფია, ჯეკ ლონდონზეც აქვს წიგნი. ასევე ანრი პერიუშო წერს მხატვრებზე.

    • mkitxveli / Mar 20 2012 9:22 am

      არ ვიცი რამდენი წლის ხართ მაგრამ 30 წლის ასაკში შეიძლება ტომ სოიერი წაიკითხო, ის რომ სტოუნი ახლა წავიკითხე, ჩემს ასაკზე ვერაფრით მიგანიშნებთ 🙂 რაც შეეხება განხილვას, ყველა მკითხველი იმაზე აკეთებს აქცენტს, რაც ყველაზე მეტად დაამახსოვრდა. რა უნდა იყოს განხილული, ეგ შეიძლება კრიტიკოსებს მიუთითოთ (იხ. რუბრიკა “ბლოგის შესახებ”)

      ირვინგ სტოუნი ნამდვილად კარგი ბიოგრაფია, გეთანხმებით. მიხარია რომ ჩემი ბლოგის მკითხველი ხართ 🙂

  15. რუსუდანი / Mar 21 2012 9:34 am

    რა თქმა უნდა კარგი ლიტერატურის კითხვა ყოველთვის მშვენიერია, ასაკი იმიტომ ვახსენე, რომ ეს ახალი გამოცემაა. მე სხვა წიგნი მქონდა, თან დიდი დრო რომ გავიდა, სიუჟეტი კარგად აღარ მახსოვს მეთქი. და ბავშვებს სტილზე იმიტომ მივანიშნე, რომ თემიდან გადახვევის ტენდენცია იყო. ვინც რა მხატვარი იცოდა, იმას ამბობდა. სურათები მშვენივრად არის შერჩეული, მადლობა.

  16. Tamta Konjaria / May 8 2012 8:43 pm

    ჯერ ბოლმდე არ მივსულვარ მაგრამ ისეთი ემოციებით ვარ სავსე რომ ამ ყველაფრის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია.”გამაგიჟა”ვინსენტმა..საოცარი რომანია ასე მგონია თითოეული მისი ნახატი ჩემ თვალ წინ იხატება….
    მშურს იმათი ვინც მის გვერდით იყო ,როცა ის ხატავდა……………..

    ძალიან მიხარია ეს ბლოგი და ეს სტატია ,რომ ვიპოვე.

    • mkitxveli / May 9 2012 4:16 pm

      ვინ წაიკითხა ყველას მოსწონს გემოვნებისა და ინტერესების მიუხედავად ძალიან კარგად წერს სტოუნი. დინამიური თხრობა აქვს

  17. fridaida / Oct 26 2012 7:46 am

    ჰო კარგი:)აი მეც გწერთ არა იმიტო რომ ვიცი თქვენზე მეტი ან ნაკლები:) უბრალოდ ადამიანი როცა წიგნთან მეგობრობს მას შეუძლია მოუსმინოს სხვას:)მიხარია რომ არსებობთ,ეს უკვე კარგია.განიხილავთ წიგნებს და ეს სტიმულს გაძლევს უფრო ბევრი წაიკითხო,რაც უფრო ბევრს კითხულობ მით უფრო რწმუნდები რომ არაფერი გცოდნია:)გულწრფელოად მომინდა შემოგიერთდეთ :)მე ვხატავ,თუმცა ეხლა ის პერიოდი მაქვს როცა უფრო დიდ დროს კითხვას ვუტმობ,და მე გავიქეცი ბიბლუსში და ვიკიტხე წიგნი ,,წყირვილი სიცოცხლისა,,რამოდენიმე დღის წინ მირჩია ჩემმა სნოველმა მეგობარმა და იცით რა?მე ისევ ავიგე ხელში ფუნჯი:)(ეს პირდაპირ არ გაიგოთ)

  18. qeti / Nov 19 2012 2:20 pm

    გამარჯობა!მიხარია რომ აქ,ამ ბლოგზე ინტერესთა სრული დამთხვევაა.მეც ახლახანს(კიდევ ერთხელ)გადავიკითხე სტოუნის-”წყურვილი სიცოცხლისა”და როგორც მაშინ-ახლაც მისი ”ზეგავლენის ქვეშ” მოვექეცი. პოლ გოგენის ბიოგრაფიას რაც შეეხება,კარგად აქვს აღწერილი ანრი პერიუშოს.თუ არ დაიზარებთ და წაიკითხავთ, სიამოვნებას მიიღებთ.

  19. gio / Jan 7 2013 6:36 am

    ეს წიგნი გენიალურია თავისი მნიშვნელიბით. იმიტომ ომეწონა რომ აბსოლიტურად რეალისტურად ასახავს ამ დიდი მხატვრის ცხოვრებას (ცხოვრებას და არა არსებობას) დედამიწაზე, ის გენიალურია სიუჟეტური მრავალფეროვნებით და ემოციური სიმძაფრით. რაც შეეხება სომერსეტ მოემის წიგნს, სტოუნის ეს ნაშრომი გაცილებით ჯობია…

    • mkitxveli / Jan 7 2013 7:59 am

      მოემის “მთვარე და ექვსპენიანი” იმ იშვიათ წიგნებში შედის, წაკითხვის შემდეგ ამ ბლოგისთვის ვერაფერი რომ ვერ დავწერე

  20. Tamari / Mar 28 2013 12:14 pm

    არასოდეს არაფერი დამიპოსტავს არცერთ ბლოგზე… უბრალოდ წავიკითხე ეს სტატია და კომენტარებს თვალი გადავალე ალაგ–ალაგ წავიკითხე და დავიჭირე სიტყვები და წინადადებები… ეს წიგნი დაახლოებით ერთი წლის წინ წავიკითხე და მინდა გითხრათ რომ ძალიან ცუდი ნათარგმნია ქართულად და გაცილებიტ უკეთესია რუსულად… ამ წიგნის შემდეგ დავვირუსდი და დავინფიცირდი ვან გოგით და ზოგადად იმპრესიონიზმით…. წავიკითხე ყველაფერი არამარტო იმ პერიოდის მიმდინარეობებსა და მხატვრებზე არამედ სტოუნის ცხოვრებაც კი მოვქექე… ამ ადამინას 40 ბიოგრაფია მაინც აქვს დაწერილი და ჰაერიდან არ მოაქვს მასალა… ვან გოგზე მისი გარდაცვალებიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ დაწერა და ამისათვის მან მოიარა ყველა ის ადგილი სადაც კო ოდემსე უცხოვრია ვინსენტს… და რაც შეეხება თვითონ წიგნს ერთ–ერთი საუკეთესო ბიოგრაფიული რომანია თუმცა წიგნში არის რამოდენიმე დაუზუსტებელი ფაქტი რაც იმ პერიოდისთვის რეალობა იყო და რაც ეხლა გაქარწყლებულია მეცნიერების წინწასვლის შედეგად… ვან გოგზე წავიკითხე თუ რაიმეს წაკითხვა შეიძლებოდა და დღეს რაღაც გულზე მხვდება როცა ვინმე მას გიჟად მოიხსენიებს ის არ ყოფილა გიჟი… და ეს მეცნიერულად არის დამტკიცებული…. ასევე დაამტკიცეს რომ მას ყურიც არ ჩამოუთლია თავად და ეს მისი საყვარელი მეგობრის გოგენის დამსახურებაა და ბევრი სხვა რამ.., თუმცა რათქმაუნდა ყველა ერთად ვთანხმდებით ვინსეტის გენიალობაზე… და როცა ვფიქრობ ვან გოგზე არ შემიძლია აქ დავივიწყო მისი ძმა თეო რომელიც არანაკლებ ნიჭიერი ადამინია და რომ არა ის არამარტო ვან გოგი არამედ ზოგადად ეს მიმდინარეობაც არ ექნებოდა მსოფლიოს……..

  21. Medea / May 29 2013 4:27 pm

    “წყურვილი სიცოცხლისა” რომელმა გამომცემლობამ გამოუშვა? გამომეპარა ამ წიგნის გამოსვლა, იმედია ახლაც არის მაღაზიებში.

    • mkitxveli / May 29 2013 6:28 pm

      ოქროს ბიბლიოთეკის სერიებშია

  22. Ket Ket / Jun 10 2013 9:26 am

    ორჯერ სულმოუთქმელად წავიკითხე ეს წიგნი, ვან გოგის გვერდით ვგრძნობდი თავს. ირვინგ სტოუნს აქვს კიდევ “აგონია და ექსტაზი” მიქელანჯელოზე და “გონების ვნებანი” ფროიდზე, მაგრამ ვერსად ვერ მივეკვლიე, ალბათ არ არის ნათარგმნი, სიამოვნებით წავიკითხავდი

  23. სტელლა / Apr 3 2014 8:09 pm

    ამ წიგნის წაკითხვა 2 წლის წინ დავიწყე, თუმცა გამოცდების და სხვა უამრავი მიზეზის გამო შუა გზაში მომიხდა მიტოვება. ხოდა, ახლა როცა დრო თავზე საყრელი მაქვს მეორედ დავიწყე კითხვა, ავტორის და ზოგადად წიგნის შესახებ ინფორმაციის მოძიება გადავწყვიტე, აი ზუსტად მაშინ აღმოვაჩინე ეს ბლოგი. როგორც ჩანს “ზედმეტად” დამაგვიანდა, თუმცა დროა რომ შენს ბლოგს საფუძვლიანად გავეცნო. ერთი შეხედვით ჩანს აქ რა სულიც ტრიალებს, ძალიან მომეწონა და ხშირად გესტუმრები ხოლმე :)))

    • mkitxveli / Apr 9 2014 7:54 pm

      დიდი მადლობა 🙂

  24. ნანა / Apr 8 2015 10:05 am

    ყველგან ვეძებე და ვერსად ვიპოვე აქაც ვიკითხავ. ედვარდ მუნკის ბიოგრაფიას ვეძებ და რომელიმე მწერალს თუ აქვს აღწერიილი ხომ არ იციით?

  25. ლალი / Aug 17 2018 11:58 am

    ეს წიგნი გასულ საუკუნეში წავიკითხე და იმდენად დამატყვევა ბოლო 5 წელი მასზე ლაპარაკის მეტი არც არაფერი მიკეთებია. ამან ის შედეგი გამოიღო, რომ ჩემი წიგნი ხელიდან ხელში გადადიოდა და ჩემ გარშემო თითქმის ყველას ვინსენტის ვირუსი შეეყარა. აქვე მინდა გირჩიოთ წაიკითხოთ ვინსენტის და მისი ძმის თეოს წერილები. გამოცემულია წიგნად. მერწმუნეთ ძალიან ისიამოვნებთ. რომ არა თეო, ვინსენტი ამდენს ვერ შეძლებდა. რადგან ითხოვდით, აქვე მინდა გირჩიოთ დევიდ უეისის შიშველი მოველ ამქვეყნად. ეს არის ბიოგრაფიული რომანი ფრანგ მოქანდაკე ოგიუსტ როდენზე. დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ 🙂

  26. cira adamia / Dec 21 2018 5:27 pm

    მე-8 კლასში წავიკითხე და ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ხელოვნება ისედაც მიყვარდა, მაგრამ ვან გოგის და იმპრესიონიზმის მიმართ სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამომიყალიბა ❤ მოგზაურობა გენიოსების ცხოვრებასა და საოცარ სამყაროში, წვდომა ღრმა დეტალებთან, რომლის გაცნობაც აცოცხლებს ყველასათვის ცნობილი შედევრების შექმნის პროცესს. მიყვარს ვან გოგი, იმპრესიონიზმი და ირვინგ სტოუნი ❤

Leave a reply to ლალი Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.