Skip to content
January 26, 2011 / mkitxveli

დიანა ვაჩნაძე – “ნატა ანუ ახალი ჟიული”

ამოვიჩემე ეს წიგნი, რამდენიმე წელია უკვე. წიგნების თაროზე თვალს რომ მოვკრავ, ჩამეხედება ხოლმე. რას გადავეკიდე არ ვიცი. მთავრი გმირი ჩემი სეხნია რომაა, ეგ არაფერ შუაშია. პირველი შთაბეჭდილებები რა თქმა უნდა გახუნდა, მაგრამ მეფიქრება და სადმე უნდა გადავმალო, თორემ მალე მისი დანახვაც არ მომინდება.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ წერილები ძალიან მიყვარს, ადრე ფურცელზე ნაწერებს ვიღებდი ხოლმე, ახლა ინტერნეტით, მაგრამ ყოველ ჯერზე ბერლინიდან მიღებული წერილი როგორ მახარებს მხოლოდ მე ვიცი🙂 ადამიანების ურთიერთობებით (საწინააღმდეგო სქესის მითუმეტეს) დიდი ხანია დაინტერესებული ვარ, ესეც მეორე მიზეზი, რატომაც შეიძლება მომწონდეს.

ნატა ამერიკაში წავიდა, ლეო თბილისში დარჩა. მთელი წიგნი მხოლოდ მათი წერილებია და მეტი არაფერი. თავად ავტორი არსად შემოდის. მე ყველაზე მეტად იმან დამაინტერესა როგორ ვითარდება ურთიერთობა, როგორ ცდილობენ ახალ მდგომარეობას შეეჩვიონ, მანძილი დაძლიონ. პირველი პერიოდის წერილები სიტყვების “წინიდან და უკნიდან ხმარებაა” თუ ლეოს დავუჯერებთ, მე კიდევ ბევრი რამ საინტერესო დავიჭირე – განსხვავებული სქესის განსხვავებული აზროვნება, როგორ უყურებენ სხვადასხვა საკითხებს. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ორივე სქესის ვერ იქნება და შესაბამისად ერთ ერთის აზრები უფრო მეტად ყაბლბი უნდა იყოს, მაინც შესაძლებელია გარკვეული შტრიხების დაჭერა.

თავიდან ბიჭი ცდილობს უფრო მეტად ნაკითხი და განათლებული გამოჩნდეს, ბევრ რჩევას აძლევს და თავისი ჭკუით ადაპტაციაშიც ეხმარება:

“მადლობა იმ მილიონიანი სულიერი ბანკნოტისთვის ბავშვობიდანვე რომ შევიგრძენი და დღემდე იმით ვცხოვრობ თანაც დაუხურდავებლად. რადგან ყველა ვინც კი ჩემს სულიერ ბანკნოტს ხედავს, დაუყოვნებლივ მაძლევს კრედიტით ყოველივეს, რასაც კი მოვისურვებ. მათ ჩემი კუპიურის დახურდავება არ შეუძლიათ, მე კი მხოლოდ ეს ერთი კუპიურა გამაჩნია! მე მდიდარი და მთლიანი ვარ, დაუქუცმაცებადი და ამით მომაჯადოებელი ჰიპნოზური ზემოქმედების მქონე. შენც ასეთი ხარ ნატა, ოღონდ შენ ჯერ კიდევ გაკეცილი გიჭირავს შენი კუპიურა, დაჰყურებ, ერთიანსა და სამ ნოლს ხედავ და არ იცი, რომ მის მეორე ნახევარზე კიდევ სამი ნოლია. გაშალე, გაიზარდე და გახდი ნამდვილი მილიონერი და არა მეჯღანუაშვილის მაგვარი” (აქ მარკ ტვენი უნდა გაგახსენდეთ🙂 )

ერთი ეპიზოდია კიდევ რომელიც მიყვარს. ნატას ლეოს წერილი არეული ეჩვენება და ათასგვარ დასკვნას აკეთებს, ჰგონია, რომ მისმა წასვლამ არია, ამ წერილს ლეოს დუმილი მოჰყვება და ნატა უკვე ისტერიულად იწყებს წერილების წერას, ისევ დუმილი “უდროო დროს შეკრული კრიჭა ღალაიტია”, ლეოს რეაქცია არ აქვს, გოგო უკვე მათი შეხვედრის დღეს სწყევლის. მერე ლეო წიგნს უგზავნის და ამით ატყობინებს, რომ ცოცხალია. ნატას მორიგი წერილის შემდეგ ბიჭიც გზავნის პასუხს- მე მთვრალმა მოგწერე ის წერილი და შენ კიდევ რა არ იფიქრე “იაღლიში მოგივიდა, ნატა!”

მსგვასი “იაღლიში” მეც არაერთხელ მომსვლია, გოგოები რასაც ხედავენ, იმის იქით კიდევ ეძებენ რაღაცეებს, ცდილობენ ახსნან ქცევები, ბიჭები კი სულ მარტივად აკეთებენ ყველაფერს და პირდაპირ  იღებენ ყველაფერს.  მიუხედავად ამისა, ჭკუა ვერ ვისწავლე.

ვირტუალური ურთიერთობა უფრო ხშირად შედის ჩიხში, ვიდრე რეალური.  ლეო წერს: “მე გულწრფელი ვარ ნატა, წარმოუდგენლად გულწრფელი, როცა მსგავსი ეგზალტირებული ჩმახვებით ვსაზრდოობ, მაგრამ შენთან მაინც აღარ მინდა, ამ სიაფანდი სიბრძნისმეტყვენების ეგოისტ მფრქვეველად დავრჩე. არ მინდა, შენთანაც მხოლოდ ჩემს თავზე ვიფიქრო. ამიტომაც გეუბნები ჰელოუს შემდეგ ეგრევე გუდბაის და ფსევდომეტაფიზიკაზე უარს ვაცხადებ”

ნატამაც ათასი რამ მოიგონა, რომ ურთიერთობა მრავაფეროვანი გაეხადა, დღიურები, სიზმრები . . .

ქართულ ლიტერატურაში სექსთან დაკავშირებული ნებისმიერი პასაჟი ძალიან ყალბად და ზედმეტად მიმაჩნია ხოლმე (რაც წამიკითხავს ის მაქვს მხედველობაში, არ გამოვრიცხავ სადმე სხვანაირად იყოს), ხოდა აქაც ასევე მეჩვენება. არ მგონია, შეყვარებულთან დაშორებული გოგო განშორებას ეგრევე წელს ქვემოთ გრძნობდეს. პირველივე გვერდზე ნახსენები ფრაზები უხამსად მეჩვენება და ნაირა გელაშვილის არ იყოს “სილას მაწნავს”.  “გენიტალიების ადმიანებიდან სულიერ ადამიანებად ვიქეცითო,” ასკვნის ნატა. არ ვიცი, ავტორს როგორ ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ჩემთვის ეს მომენტი მეორე ხარისხოვანია, გაცილებით საინტერესოდ მეჩვენება სხვა ეპიზოდები.

წიგნს თან ახლავს რეცენზიები, ყველა წავიკითხე მერე ინტერნეტშიც ვიქექე, იმედი მქონდა ურთიერთობებთან დაკავშირებულ ბევრ დეტალს უფრო ღრმად ჩავწვდებოდი, თუმცა ყველამ დამაბნია და მეტი არაფერი. რატომ აპელირებენ მაინცადამაინც სექსთან დაკავშირებული მომენტებით ვერ ვხვდები, უფრო სწორად მათი აზრით მთავარი ესაა, რასაც არ ვეთანხმები.

პს. დიანა ვაჩნაძე იგივე შოთა იათაშვილია, ბვერი მინიშნება მიდის აქეთ, რეცენზიებშიც არაერთხელაა ეს ეჭვი გამოთქმული. მაგრამ ჩემთვის ესეც სულერთია.

14 Comments

Leave a Comment
  1. sunsaliko / Jan 27 2011 7:50 am

    წერილები ჩემი საყვარელი თემაა:))) მერე გამახსენე და ერთ კარგ წიგნს მოგცემ, რომელიც სავსეა წერილებით…იქნებ მაგაზეც დაგეწერა რამე…
    ერთი ნამდვილად ვიცი, ამ წიგნს წავიკითხავ და მერე დავსხდებით და ურთიერთს გავუზიარებთ:)))
    ისე კი, წერილს დიდი ძალა აქვს!

    • mkitxveli / Jan 27 2011 7:53 am

      რომელ წიგნზე ამბობ, იქნებ წაკითხულიც მაქვს😛

  2. Sophie SUNNY Golden / Jan 27 2011 8:24 am

    ნატ, ჩემი აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მთავარი გმირის სახელი რომ შენსას ემთხვევა. შეიძლება შენ არ ფიქრობ ასე, მაგრამ ქვეცნობიერად ზუსტად ამიტომ გიზიდავს წიგნი.
    ჰოდა, მახსოვს პირველად რომ წავიკითხე ეს წიგნი (პრინციპში, მეტად არც წამიკითხავს) და სიცილით მოვკვდი. დავიწყოთ იქიდან, რომ შეყვარებულების ურთიერთობაში საუბრის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორედაც რომ წელსქვევითა და ზევითა კავშირებია. იმდენად განსხვავებულები ვართ ერთმანეთისგან, სხვანაირად არც შეიძლება.

    მე ის მომწონს, რომ შენ ძალიან გონებაგახსნილად და საკაიფოდ დაინახე ეს წიგნი და საინტერესო თემები იპოვე. რა სიამოვნებით დავჯდებოდი ახლა შენთან ერთად კაფეში, ჩაის/ყავას დავლევდით და დაუსრულებლად ვისაუბრებდით.

    • mkitxveli / Jan 27 2011 9:10 am

      მე წელსქვევითა ამბები ამ წიგნში არაბუნებრივად მეჩვენა, ჩათხრილია რაღაცნაირად, თორემ მაგას არც უარვყოფ🙂
      ყავა/ჩაის ამბები როგორ მაკლია კი იცი შენ😦

  3. ნინო / Jan 27 2011 9:47 am

    ასე მგონია, წერილები ყველას უყვარს. მქონდა პერიოდი ცხოვრებაში, ყოველი დღე წერილის გაგზავნით მთავრდებოდა ხოლმე და მეორე დილას ფოსტაზე პასუხი მხვდებოდა. დიდი ხანი გაგრძელდა და ისე მივეჩვიე, მერე (და ახლაც) სულ მაკლდა. ))

    ნატ, მიყვარს შენი ბლოგი. კარგად წერ) მივსებ წიგნების ადგილს. ხოდა, კიდევ, მომენატრე))

    • mkitxveli / Jan 27 2011 9:50 am

      მეც ძალიან და ჩამოგვაკითხე :*

      წერილებს მართლა სხვა მუღამი აქვს, აი შენთვის რომ ჩაუჯდები, მხოლოდ შენ და ის რომ ხართ

  4. just smile / Jan 27 2011 1:22 pm

    მეც ძალიან მიყვარს წერილები … დამაინტერესა ამ ნაწარმოებმა,როგორც აგნესმა და ამასაც აუცილებლად წავიკითხავ …
    მომწონს შენი ბლოგი …

    • mkitxveli / Jan 27 2011 2:42 pm

      მიხარია🙂 ხოდა აგნესზე მაინტერესებს შენი აზრი, მოგეწონა?

  5. just smile / Jan 27 2011 8:05 pm

    კი ძალიან მომეწონა … ის ბიჭის ძალიან ნერვებს მიშლიდა… არ მომწონდა აგნესს,როგორც ექცეოდა … ჩემი აზრით არ იმსახურებდა აგნესის სიყვარულს….

  6. Sophie SUNNY Golden / Mar 11 2011 3:16 pm

    აგნესი ვინ არის, მოიცა, მე რაღაც გამომრჩა? ნატა, გამახსენე მერე, რა წიგნია ეგ???

    • mkitxveli / Mar 11 2011 4:05 pm

      აქაც მიწერია აგნესზე, მგონი წაგაკითხე შენც. ნახე პოსტი გაგახსენდება, ტვინი წაგიღე იმდენი გელაპარაკე🙂 ოღონდ ეგ ამბავი ძალიან დიდი ხნის წინ იყო🙂

  7. wiTTy / Apr 2 2012 10:06 am

    sainteresoa

  8. ნუ / Mar 8 2013 7:42 pm

    როგორ წავიკითხო ეს წიგნი?

  9. imeda / Dec 10 2013 9:18 am

    Mascavlos vinmem rogor dadmovcero eg vigni.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: