Skip to content
January 30, 2011 / mkitxveli

ამელი ნოტომი – “მერკური”

პატაფიზიკური რომანის მეორე ცდაც უშედეგოდ დასრულდა. ამ ვიანის ვერაფერი გავუგე, ეგ ჟანრი არ მომწონს, თუ თვითონ ვიანი ესეც გასარკვევი მაქვს. “შემოდგომა პეკინში” დაუმთავრებელი დამრჩა, ახლა კიდევ “წითელი ბალახის” კითხვით დავიტანჯე. მთელი სამი დღე 50 გვერდზე მეტი ვერ წავიკითხე. ხოდა ასე ნერვებაშლილმა (ვიანიზე და საკუთარ თავზე უფრო მეტად) ამელი ნოტომის “მერკურის” დავავლე ხელი და რამდენიმე საათში დავასრულე, თუმცა იმედგაცრუებული დავრჩი.

ნოტომის ყველა ნაწარმოები (ეს მეოთხე იყო) რაც წავიკითხე ერთმანეთს ჰგავს, ყველგან არის ერთი არაჩვეულებრივი პერსონაჟი და ერთი ვინც საბოლოო განაჩენს გამოუტანს მას. სიუჟეტი დიალოგებით ვითარდება.  მერე ვფიქრობდი “ავტობუსში საკითხავებს” კიდევ ერთი მიემატა – მეთქი.  მანამდე მისი სხვა რომანი წაკითხული რომ არ მქონოდა, ალბათ მომეწონებოდა, არ გადავირეოდი, მაგრამ სასიამოვნო წასაკითხი მაინც იქნებოდა, ახლა კიდევ იმედგაცრუებული დავრჩი.

ორი დასასრული საერთოდ არ მომწონს. ადრე აქ კომენტარებში წერდნენ, რომ დასასრულის ეს ხერხი ძალიან მოწონებიათ. მე კიდევ პირიქით. ზოგადად ერთი სიუჟეტის სხვადასხვა ვარიანტი არ მხიბლავს ხოლმე. თავად მწერალი გიქმნის გარკვეულ განწყობებს ამა თუ იმ გმირთან მიმართებაში, უნდა გიყვარდეს, გძულდეს, გეცოდებოდეს. ნოტომისთან ეს როგორც წესი ასე არ ხდება – ჩამოუყალიბებელი ხარ. ეს მხიბლავდა აქამდე მის რომანებში. ახლა კიდევ ეს მომენტიც გააფუჭა.

დადებითი რაც ამელის ნაწარმოებებს აქვთ და “მერკურშიც” გამოჰყვა სიუჟეტის სიმძაფრე და ორიგინალურობაა. ამიტომაც ვინც წიგნის წაუკითხველობას დროის არქონას აბრალებს, მათთვის მისწრებაა. წიგნის აღქმა ინდივიდუალურია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამიტომაც არ გამოვრიცხავ სხვა დროსა და სხვა ვითარებაში რომ წამეკითხა, ასეთი შეფასება არ მიმეცა.

10 Comments

Leave a Comment
  1. dreamar / Jan 30 2011 9:22 pm

    მე “შეყვარებულის ამხედრებამ” გამიცრუა იმედები😐

    • mkitxveli / Jan 31 2011 6:40 am

      ეგ პირველი იყო რაც წავიკითხე, ამიტომ მაშინ სხვა ემოციები მქონდა

  2. Molly Bloom / Feb 4 2011 11:23 am

    ნებისმიერ წიგნს სჭირდება შესაბამისი განწყობა. არ აქვს მნიშვნელობა, შედევრია თუ სადებიუტო მოთხრობა.

    ცოტა ხანში დაუბრუნდი და იქნებ, უფრო მოგეწონოს.

    • mkitxveli / Feb 4 2011 11:54 am

      რომ დავუბრუნდე ზუსტად ვიცი უფრო არ მომეწონება. ერთ მწერალთან როცა სიუჟეტის მსგავსება მხვდება მის სხვადასხვა ნაწარმოებებში ძალიან მაღიზიანებს🙂 ხასიათია ჩემი

      განწყობებზე გეთანხმები🙂

  3. Sophie SUNNY Golden / Feb 4 2011 3:05 pm

    ნატა, იცი, როგორ მომწონს, ჩვენი აზრები ბევრ რამეში რომ არ თანხმდება? ვიანი ისე მიყვარს, კუნდერასავით არა, მაგრამ საკმაოდ ახლოს. მაინტერესებს, რატომ არ მოგეწონა პატაფიზიკა და “წითელი ბალახი”, ახლა ვიხსენებ და მეცინება გიჟივით ბევრ ეპიზოდზე.
    ნოტომს ვერაფერი გავუგე სამწუხაროდ😐

    • mkitxveli / Feb 4 2011 3:41 pm

      აი ვიანიზე კი შეიძლება არასწორი დრო შევარჩიე, მოქმედება ერთ ადგილას იყო გაყინული მთელი 50 გვერდი და რატომღაც არ დამაინტერესა😦

  4. me9blogi / Feb 21 2011 11:27 am

    მე მომწონს ვიანი, მართალია მხოლოდ “გულსაგლეჯი” და შემოდგომა პეკინში” წავიკიტხე, მაგრამ უკვე ჩავამატე “დადებითი მწერლების” სიაში. ნოტომი მართლაც ერთფეროვანია, გეთანხმები, “საავტობუსე წიგნი” ზედმიწევნით ზუსტი შეფასებაა. დიდად არ ვგიჟდები, მაგრამ დროს, ადგილს და განწყობას გააჩნია

    • mkitxveli / Feb 21 2011 11:34 am

      რა ვიცი, როგორც ნიშნიანიძე იტყოდა “კაცია და გუნება” მე ვიანის ყველა ნაწარმოები სადღაც შუაში მივატოვე

  5. edgar davit xo / Dec 23 2013 8:33 pm

    აუ წითელი ბალახი მომყიდეთ რა ვინმემ. გთხოვთ :[[

Trackbacks

  1. ონორე დე ბალზაკი – “შაგრენის ტყავი” « მკითხველის ბლოგი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: