Skip to content
February 7, 2011 / mkitxveli

გურამ მეგრელიშვილი – “მრავალჯერადი ბოთლები”

მე ძალიან მომწონს და სიამოვნებით გადავიკითხ-ჩავიკითხე. რასაც წერს ნამდვილია, ისე მიყვება მჯერა და რასაც კითხულობ, დაცლილია ყველაფერი ზედმეტისგან.  მწერლების საერთო მდგომარების ჩვენებას ექვსი ფურცელი სჭირდება, 90-იანი წლების გაცოცხლებას – ორი აბზაცი, 35 წლის ქალის დეპრესიაში ყოფნისა და გამოსავლის ჩვენებასაც რამდენიმე წინადადება.

ისეთი გმირები ჰყავს, ყოველ დღე ეზოში რომ გვხვდებიან – კორპუსის მოურავი ვაჟა, კრიტიკოსი ბადრი, ალალი ნინო, მავნე კოკა, გულგრილი თემო, სექტანტი კოტე, ქურთი თამაზი, მცოდნე ნელი, მორწმუნე გიორგი.  ესენი იმ მოთხრობაში დაბოდიალობენ “შენი გამოკვლევა მეზობელთგამოკვლევის საფუძველზე” რომ ჰქვია. მე ეს ადამიანები ყოველ დღე მეფეთებიან ლიფტთან, დედოფლის წყაროს პროდუქტების რიგში, აივანზე წიგნის კითხვას რომ დავაპირებ, სახლში ჩუმად შერბენა რომ მინდა . . . აი ნარკომანის ნაცვლად ლოთები მხვდებიან, შეძლება ნარკომანია და მე ლოთი მგონია, არ ვიცი, ყველა ჩემთან და ალბათ თქვენთანაცაა, მაგრამ იმ  თვალით არ შეგიხედავთ მეგრელიშვილი რომ შეგახედებთ, თვითგამორკვევაც სწორედ აქაა, შენ სად ხარ მათ შორის და შენ რა სტატუსი გაქვს მოკერებული.

ამ მოთხრობის და ზოგადად გურამ მეგრელიშვილის (ზემხას ფსევდონიმით რომ წერდა) სტილი ძალიან მომწონს.  მოკლე თავები ტექსტის აღქმას აადვილებს, თანაც ისე იცვლება, ჯერ ავტორი ახასიათებს გმირს, მერე თავად გმირი გვიყვება, იფ, გემრიელი წასაკითხია! იუმორი და სიმბოლური მომენტები უფრო საინტერესოს ხდის, თან გეცინება და თან გეფიქრება, მერე ხვდები რომ შენც მანდ “ბანაობ” და სევდიანდები, შენზეცაა და იმიტომ.

სწორედ “შენ” ერქვა ზემხას პირველ წიგნს, რაც წავიკითხე, მაშინ “ნესიზე” ბევრი ვიფიქრე. ამ წიგნებში ყველაფერი ისეთი ბუნებრივია, მე კიდევ არ მიყვარს ვითომ ახალი სტილი, არადა, ძალით ჩათხრილი ეპიზოდები, ამიტომაც მომწონს.

“მრავალჯერადი ბოთლები” ქართული ახალი წლის სამზადისია, ცალკე აღწერილი სიტუაციები ბაზარში, სახლში, ინტერნეტ კაფეში, სალონსა თუ მორგში მთლიან სიტუაციას იმაზე უკეთ ქმნის, ვიდრე დასაწყისიდან დასასრულამდე დეტალურად მოყოლილი სიუჟეტი. ისე თქვენთვისაც შემოუტენიათ საახალწლოდ წონის მოსამატებლად ბოთლშეთხრილი გოჭი? როგორ ხარო და ვარ ასე, სხვისი სიდედრივით, გარედან კარგად რომ ჩანს და შიგნიდან მთლად კარგად რომ ვერააო🙂 უკეთეს ფრაზებს დაიჭერთ, უბრალოდ ახლა გამახსენდა და გამეცინა🙂

აი “მწერალი” კი ყველაზე მეტად მომწონს,  როცა “არც სამუშაო გაქვს, არც სამუშაოს პერსპექტივა და არც სამუშაოს პერსპექტივის პერსპექტივა”, “მამა მომე ორი ლარით რომ იღლები”, ცოლის ლიფის საყიდლად ფული რომ არ გაქვს,  მერე იმაზეც თანახმა ხარ, ვიღაც გაზულუქებულმა ფულიანმა ვახომ გაგროზგოს და ყოველ დარტყმაზე ათი ლარი მოგცეს. მერე რა რომ მწერალი ხარ და არ შეგეფერება, ჩვენთან ვინ აკეთებს იმას, რაც უყვარს და სიამოვნებს, ვისაც ფული აქვს მხოლოდ ის, იმ კაცსაც ფული აქვს და “ევასება” რა, სხვას რომ ურტყამს. ამასაც მეტი გზა არ აქვს და არტყმევინებს. ეს მოთხრობა ყველაზე სიმბოლურია. თავების სათაურები კიდევ ყველაზე ზუსტი.

პ.ს. გურამ მეგრელიშვილის ბლოგს წავაწყდი, იქნებ დაგაინტერესოთ

16 Comments

Leave a Comment
  1. just smile / Feb 8 2011 9:53 am

    დამაინტერესა … ამასაც აუცილებლად წავიკითხავ …🙂

    • mkitxveli / Feb 8 2011 9:55 am

      აბა შენ იცი, მერე მოწერა არ დაგავიწყდეს🙂

  2. khatuna / Feb 8 2011 10:03 am

    საინტერესო ჩანს, წავიკითხავ🙂

    • mkitxveli / Feb 8 2011 10:11 am

      ნახე, მართლა კარგია

  3. Molly Bloom / Feb 11 2011 11:39 am

    season წაიკითხე? სხვათაშორის, სიზონის სცენარიც ზემხამ დაწერა.

  4. Molly Bloom / Feb 11 2011 11:40 am

    ჯანდაბას, შემეშალა. irrata,ru თუ წაიკითხე მეთქი, ამის კითხვა მინდოდა და სიზონი დავწერე.

  5. mkitxveli / Feb 11 2011 7:28 pm

    არა, მხოლოდ ორი წიგნი მაქვს წაკითხული, ეს და “შენ” მაგ ფილმის სცენარი რომ ზემხასია ისე ვიცი, მაგრამ არც ეგ ფილმი მინახავს😦

  6. Molly Bloom / Feb 12 2011 7:44 am

    ფილმის არყურებით ბევრი არაფერი დაგიკარგავს…

    • mkitxveli / Feb 12 2011 8:52 am

      irrata,ru მოგეწონა?

  7. Molly Bloom / Feb 12 2011 5:59 pm

    კი, კარგია. რეალისტურად დაწერილია. მაგრამ მე ომის თემატიკაზე დაწერილ წიგნებში ერთი ფავორიტი მყავს და არ მგონია, ოდესმე სხვა იმაზე მეტად მომეწონოს – პერეს-რევერტეს კომანჩების ტერიტორია.

    • mkitxveli / Feb 12 2011 7:12 pm

      სამწუხაროდ არც ეგ მაქვს წაკითხული😦 უხ რა უწიგნური გამოვედი

  8. Molly Bloom / Feb 13 2011 7:06 am

    სამწუხაროზე მეტად სასიხარულოა🙂 წინ პირველი წაკითხვის სიამოვნება გაქვს😉

  9. mecmikvarkhar / Feb 3 2012 2:01 pm

    ახალი წიგნი ხო არ წაგიკითხავს მისი ?

    • mkitxveli / Feb 3 2012 6:34 pm

      არა, სამშაბათს არის პრეზენტაცია და ვიყიდი მაშინ. რაღაც საინტერესო უნდა იყოს, რომ წერდა მაშინ დაახლოებით ვიცოდი. შენ წაიკითხე?

  10. mecmikvarkhar / Feb 3 2012 7:13 pm

    არა, სამშაბათს მინდა მეც პრეზენტაციაზე წასვლა და ყიდვა🙂

    • mkitxveli / Feb 3 2012 7:20 pm

      ესე იგი გნახავ🙂 მეც იქ ვიქნები

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: