Skip to content
February 12, 2011 / mkitxveli

ონორე დე ბალზაკი – “შაგრენის ტყავი”

Honoré de Balzac – La Peau de chagrin

ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი არასდროს მიოცნებია სურვილების შემსრულებელ რაიმე ნივთზე, არც იმაზე მიფიქრია, რომ მქონდეს რას ვინატრებდი-მეთქი, სიხარბე მძლევდა და კიდევ ერთ “ნატვრისთვალს” ვისურვებდი თუ ალტრუიზმი გადამწონიდა. არც “შაგრენის ტყავის” წაკითხვის შემდეგ გამიკიცხავს რაფაელი ერთი შეხედვით უგუნური სურვილებისთვის. ბალზაკსა და სხვა დიდ მწერლებს ის გამოარჩევს, რომ რასაც წერენ მჯერა, წიგნის გმირებთან ერთად განვიცდი მათ ბედს და ვხვდები, რომ სხვა გამოსავალი არც აქვთ. ამიტომაც მეჩვენება სრულიად ბუნებრივად  სიცოცხლის შემოკლების ხარჯზე სუფრების გაშლისა და მოლხენის სურვილი.

ისე თვითმკვლელობის მსგავსი ხერხი მანამდე არც გამეგო. აი, თავის ჩამოხრჩობისა და ტყვიის დახლის ნაცვალდ ღრეობასა და მოლხენაში რომ გადაეშვა. მერე შაგრენს მიაგნო და რას კარგავდა, მაინც აღარ უნდოდა სიცოცხლე, ხოდა ისურვა და ისურვა. როცა მიხვდა, რომ სიცოცხლე უფრო მეტად უნდოდა, აღარ ჰქონდა.

სურვილები და შესაძლებლობები ხშირად არ ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს, ჭკვიანურად კი ის ცხოვრობს, ვინც ამ ორ სახელზმნას შორის ბალანს იცავს. “21 წლის ასაკში ჩვენ მხოლოდ სულგრძელობა, სითბო და სიყვარული ვართ.” ხო, სხვანაირად უყურებთო ყველაფერს, ალბათ, მართალია. მერე ყველაფერი გროვდება და ამ გრძნობებს სხვები ანაცვლებენ.  ვისაც როგორ ესმის, ისე ცხოვრობს, სხვებიც ჩვენნაირები არიან, ამიტომაც სიტუაციის შეცვლის შანსი ყოველთვის არსებობს. სიკვდილი კი ვერასდროს იქნება გამოსავალი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აღარ იქნები, ხოდა თუ არ იქნები, მაშინ აზრი არ აქვს არაფერს.

დიდხანს მიფიქრია იმაზე, რა მიზანი ამოძრავებს ადამიანს თავისი ქცევების დროს, ანუ საბოლოოდ რისთვის ვცხოვრობთ, მერე დავასკვენი იმისთვის, რომ შედეგი “ბედნიერი ვარ” მივიღოთ, ოღონდ ესეც ფარდობითი სიტყვაა, თითოეული ადამიანისთვის ბედნიერება სხვადასხვა რაღაცას მოაქვს, ამიტომაც მერე იხლართება ყველაფერი. ბალზაკმა უცებ დამილაგა აზრები – “როცა ადამიანს ჰგონია, სრულყოფას მივაღწიეო, სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ნივთები გადაუადგილებია.” ამიტომაც ყველამ ისე უნდა ალაგოს ეს ნივთები, როგორც თვითონ ჰგონია რომ სწორია, ოღონდ ისე, რომ სხვა ადამიანს ზიანი არ მიაყენოს.

აღარ მახსოვს, ბალზაკის ეს მერამდენე ნაწარმოებია, რაც წავიკითხე (მათი რაოდენობა საკმაოდაა), ყველა თანაბრად მომწონს,  ასე ამიშლის ხოლმე ფიქრებს და იმ საკითხებს მიმარტავს, რაზეც ვშფოთავდი მანამდე. ამას ვგულისხმობდი როცა ნოტომიზე ვწერდი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნაწარმოებს ბალზაკის ხელწერა ეტყობა, რადიკალურად განსხვავებული პრობლემებია დასამული. ნოტომივით არ მასულელებს.

ამ პოტის წერისას La campanella-ს საფორტეპიანო ვერსია იუნდი ლის შესრულებით ფონად გამდევდა, ხოდა თუნდაც მისი მოსმენის შედეგ, როგორ არ უნდა იფიქრო, სიცოცხლე ყველაზე კარგი რამაა, რაც გაგვაჩნია.

პ.ს. წიგნისთვის მადლობა ჩემს მოაზროვნე მეგობარს, რომელმაც იდეოლოგიებში გარკვევის შემდეგ ბალზაკს დამაბრუნა.

73 Comments

Leave a Comment
  1. Beka Gujejiani / Feb 13 2011 11:42 am

    რატომღაც შენთან ბალზაკს არ ველოდებოდი : ) თუმცა კარგი პოსტია : ) მომეწონა : )

    • mkitxveli / Feb 13 2011 2:54 pm

      რატომ არ ელოდი? მართლა მაინტერესებს🙂 მიხარია თუ პოსტი მოგეწონა🙂

  2. khatuna / Feb 13 2011 5:21 pm

    ბალზაკის ,,მამა გორიო’’ წაკითხული გაქვს, ძალიან ძლიერი წიგნის, აი ისიც:)

    http://www.facebook.com/note.php?note_id=117554218308646

    • mkitxveli / Feb 13 2011 5:29 pm

      მე კი წაკითხული მაქვს, მაგრამ ვისაც არ წაუკითხავს, მეც ვურჩევს მის წაკითხვას, ეგ კიდევ ძალიან კარგი გამოცემაა როგორც ვიცი

  3. PRSchool / Feb 14 2011 3:13 pm

    სანამ არ წავიკითხავ, არ მომასვენებენ. მაიტა, ერთი, რა სწერია ასეთი :დდ

    • mkitxveli / Feb 14 2011 3:37 pm

      წაიკითხე და ნახავ🙂

  4. Molly Bloom / Feb 18 2011 10:32 am

    პოსტი კარგია, თან ძალიან კარგი, მაგრამ აი “შაგრენის ტყავზე” რა გითხრა… არ მომწონს. ალბათ, რაღაცას ვერ ჩავწვდი. ლიტერატურული გემოვნების საკითხია.

    • mkitxveli / Feb 18 2011 11:38 am

      ეგეც და გარემო ფაქტორებზეც ბევრია დამოკიდებული🙂 ისე ბალზაკის “ვენდეტამ” და “მამა გორიომ” აღმაფრთოვანა, უფრო ძლიერ იმოქმედა როცა წავიკითხე, თუმცა ესეც მომეწონა

    • niko / Jul 5 2015 7:31 pm

      საოცრება ხდება თუ არ მოგეწონათ.წიგნი,რომლიდანაც გინდა ყოველი მეორე ფრაზა ამოწერა,ჩაუფიქრდე და უბრალოდ დატკბე.ავტორის სათქმელზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია…გენიალურია შედევრი და საერთოდ ბალზაკი…ზუსტად იგივე რეაქცია მქონდა ახლა როგორც მაშინ,როცა ჩემს ახლობელს მარტოობის ასი წელი წავაკითხე და დიდი არაფერიო….

  5. Sophie SUNNY Golden / Mar 11 2011 3:13 pm

    ჩემს ამერიკული ლიტერატურის მოყვარულ სულს ბალზაკი ვერ აღაგზნებს :ლოლ:

    • mkitxveli / Mar 11 2011 4:03 pm

      როგორ ვთქვა უნდა “დაუმუღამო”, ბევრ საინტერესო საკითხზე მაფიქრებს ხოლმე მე

  6. Mariii / Apr 24 2011 8:54 pm

    ეხლა ვკითხულობ, რაღაც უცნაურია, სხვანაერი, მარა მომწონს ))

    • mkitxveli / Apr 27 2011 2:54 pm

      ბალზაკისეულია, მისი დანარჩენი ნაწარმოებებისგან წერის სტილით ნამდვილად არ განსხვავდება🙂

  7. ann / Aug 2 2011 8:38 am

    ონლაინ ვერსია სად შეიძლება რომ ვნახო?

    • mkitxveli / Aug 2 2011 9:53 am

      არ არის, ამიტომ ვერ ნახავ🙂

  8. »♥» ana «♥« / Aug 13 2011 9:51 pm

    ერთი ფაქტია,წიგნი ძალიან სწრაფად ერთ ამოსუნთქვაში ჩავიკითხე🙂 ძალიან ადვილად და მსუბუქად იკითხება,რამაც ამის საშუალება მომცა.
    დასასრულს კი ერთმა უბრალო კითხვამ შემაწუხა,ნუთუ ბალზაკს არ გაუფიქრია,როცა წერდა.. “რა მოხდება თუკი ვინმეს ასეთი კითხვა შეაწუხებს:რაფაელს,რომ ესურვა დიდხანს სიცოცხლე?” )) მერე,რომ დავფიქრდი,მივხვდი კითხვაც ისეთივე ზედმეტი იყო,როგორც ზედმეტი საუბარი ამ წიგნზე,რადგან ის უბრალოდ ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო..🙂

    • mkitxveli / Aug 15 2011 7:12 pm

      უნდა წაიკითხო არ მომწონს, მოდი ასე ვთქვათ, კარგი იქნებოდა🙂🙂

  9. nana / Sep 13 2011 5:07 pm

    ეს ის წიგნია რომელზეც ვერ ვიტყვი აღმაფრთოვანაო.. ალბათ გემოვნების საკითხია. უბრალოდ მათთვის ვინც ფიქრობს რომ მატერიალური დოვლათი უფრო წინაა ვიდრე ჯამრთელობა და სიცოცხლე,ანდა 10 წლიან სიმდიდრეში ცხოვრებას არჩევს 20 წლიან უბრალო სიცოცხლეს ეს წიგნი” კარგი იქნებოდა რომ წაეკითხა” :):) თითქმის იმავე იდეას ემსახურება “დორეან გრეის პორტრეტი”ვისაც არ წაუკიტხავს ვურჩევ..მაგრამ ისე არ ქნათ ეს ორი ნაწარმოები მიყოლებით წაიკითხოთ…გულს ძალიან ნუ დაიმძიმებთ..:)):)რაც შეეხება “მამა გორიოს” 4 წლის წინ წავიკითხე და ის განცდა რაც მაშინ განვიცადე ეხლაც მახსოვს….ძალიან კარგია..აქაც რეალობა და გარკვეული უმადურობაა ასახული….ზოგს შეიძლება ცრემლიც დადინდეს და თავისი ურთიერთობას მშობელთან გადახედოს:):)

    • mkitxveli / Sep 13 2011 10:39 pm

      “მამა გორიოს” ეფექტი ჩემზეც უფრო ძლიერი იყო

  10. ninnaka / Sep 17 2011 8:47 am

    რა გითხრა, ვერ ვიტყვი რომ შაგრენის ტყავმა აღმაფრთოვანა როგორც ლიტერატურულმა შედევრმა… სიუჟეტი იმდენად ცარიელი იყო რომ არ აღვფრთოვანებულვარ ნამდვილად. თუმცა ბალზაკი თვითონვე ამბობდა, რომ შაგრენის ტყავი ლიტერატურული თვალსაზრისით “სრული სისულელეა”. ის ფილოსოფიური ნაწარმოებია და მართლაც, მასში იმდენი რამ ვიპოვე ჩემეული, თუნდაც მსჯელობებში, პოლიტიკაზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე,სიცოცხლეზე… რომ აღარ დავაკვირდი მის სიუჟეტს და ბოლომდე წავიკითხე, შენი თქმის არ იყოს “იმ საკითხებს მიმარტავს, რაზეც ვშფოთავდი მანამდე.” მისი დანიშნულებაც ესაა… ვთვლი რომ ნამდვილად ღირს ამ წიგნის წაკითხვა…

    • mkitxveli / Sep 17 2011 6:25 pm

      სწორი მიდგომა გქონია🙂

    • niko / Jul 5 2015 7:36 pm

      სიუჟეტურად ნაკლებად,ამიტომ არის სხვანაირი,რომ მსჯელობაა იმდენად გენიალური რომ არ ვიცი…ამიტომაც იყო თავიდან 50 წიგნებს შორის პირველი არ ვიცი მეორე დასახელებით.ფენომენალურია,ყოველგვარი ზედმეტი ჩახლართული სასიყვარულო სენტიმენტალური სცენებისა ან სხვა სიუჟეტის გარეშე ჩემთვის შედევრი დაიდო ,,შაგრენის ტყავის ” სახით…წიგნი,რომლეშიც ყოველი მეორე ფრაზა და ამ ფრაზაში ჩადებული აზრი მოგწონს…გენიალურია…

  11. nino / Sep 19 2011 10:11 am

    ჩემდა გასაკვირად ბალზაკის შემოქმედებაზე ხშირად მომისმენია უარყოფითი დამოკიდებულება..სხვისი არ ვიცი,მაგრამ მე ემოციების გარეშე ვერ ვკითხულობ ბალზაკს.. “მამა გორიომ” ისეთი შთაბეჭდილებებში დამტოვა ვერც ავღწერ… უფრო მეტად დავაფასე ჩემი მშობლები

    • mkitxveli / Sep 19 2011 11:55 am

      სხვანაირი მიდგომა სჭირდება, გემოვნების ამბავია, ზოგს ამგვარი წერის სტილი არ მოსწონს

  12. Kejeradze / Sep 24 2011 8:19 pm

    საინტერესოდ მეჩვენა შაგრენის ტყავის იდეა, მაგრამ ბალზაკის ნაწარმოებებიდან “გობსეკი” და “მამა გორიო” უფრო “ჩემია”.

    • mkitxveli / Sep 25 2011 9:38 am

      მე “ეჟენი გრანდეც” და “30 წლის ქალიც” მომწონს🙂 კურტიზანების ტრილოგიაც

  13. Mari Muradeli / Oct 24 2011 2:45 am

    მომეწონა პოსტი, ძალიან კარგია🙂 და წიგნს რაც შეეხება ცუდი არ არის, საინტერესეო იდეა აქვს, მე განსაკუთრებით ეპილოგი მომეწონა, და რამდენჯერმე წავიკითხე ზედიზედ :))) მართლა ძალიან აზრიანი ეპოლოგი აქვს, ნუ მე ესე ვფიქრობ🙂

    • mkitxveli / Oct 24 2011 8:17 pm

      ცუდი ჩვევა, მაქვს პროლოგებს, ეპილოგებსა და წანამძღვარებს ყურადღებით იშვიათად ვკითხულობ🙂

  14. mari / Oct 29 2011 1:47 pm

    გამიკვირდა შაგრენის ტყავზე ასეთი რეაქცია, ჩემთვის პირადად ერთ–ერთი უსაყვარლესი ნაწარმოებია. შეიძლება იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების მძიმე წელს წავიკითხე. სიყმაწვილეზე რომ წერს, შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემს გრძნობებს საუკეთესოდ გადმოსცემდა. ყოველი წინადადება გააზრებულად არის დაწერილი და სააზროვნოა. მხატვრულ ლიტერატურას რაც ახასიათებს, წიგნში მთლიანად შესვლა და გმირების ცხოვრებით ცხოვრება, ეს პირიქით, შენს თავთან განმარტოვებს და უამრავ კითხვას გასმევინებს, რომლებზედაც შემდეგ გვერდებში თვითონვე გპასუხობს. მახსოვს როცა ვკითხულობდი, გარკვეული აბზაცის წაკითხვის შემდეგ ვჩერდებოდი და ვიქრობდი, უამრავი აზრი მიტივტივებდა. მგონი მაშინ ბევრი რამ გადავაფასე. ჩემი საბოლოო დასკვნა ასეთია – „შაგრენის ტყავი“ გაიძულებს ცხოვრების აზრს და მიზანს ჩაწვდე. „მთელი სიცოცხლე სიყვარულის ერთ წუთშია მოთავსებული“.

    • mkitxveli / Oct 29 2011 2:45 pm

      წიგნის აღქმა დროსა და განწყობაზეა დამოკიდებული, ძალიან ბედნიერი რომ ხარ და მაშინ კითხულობ ამ წიგნს, განსხვავებულად გაიგებ, ვიდრე იმ დროს, რაც შენს ცხოვრებაში ყველაფერი არც ისე კარგადაა

  15. თამუნა / Nov 4 2011 9:45 pm

    ძალიან კარგი პოსტია… მე პირადად ძალიან მომეწონა ”შაგრენის ტყავი”. ძალიან მალე დავამთავრე წაკითხვა, ძალიან დამაინტრესა და უამრავი შეკითხვა მიჩნდებოდა. ძალიან მაინტერესებს ”მამა გორიო”. აუცილებლად წავიკითხავ.

    • mkitxveli / Nov 5 2011 6:42 pm

      მე “მამა გორიო” უფრო მომწონს

  16. თამუნა / Nov 4 2011 9:45 pm

    სიტყვა ”ძალიან” რამდენჯერ დამიწერია😦

    • mkitxveli / Nov 5 2011 6:43 pm

      ჰო ეგ მომხვდა თვალში🙂 არაუშავს , მთავარია, შენც შეამჩნიე

  17. თამუნა / Nov 15 2011 6:41 pm

    ხო 😀

  18. naxevarsisxlagiorgi / Jan 10 2012 6:34 pm

    tu ar gezareba epilogze mitxari rame .. veraferi ver gavige😦 polina mokvda ? an ras nishnavs teodora sazogadoebaao ?
    14 wlis ro var magis bralia ro ver gavige ?😀

    • mkitxveli / Jan 10 2012 7:23 pm

      პოლინა რეალურად არც არსებობდა. ანუ როგორ არის აქ იცი? ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის რაღაც/ვიღაც რაც მისთვის სტიმული აღნიჩნდება ხოლმე და ბევრ საკითხს სხვავაირად დაანახებს. დაახლოებით ასეთი მასტიმულირებელია აქ პოლინა. შეასრულა თავისი მისია და წავიდა🙂

      ასაკს რაც შეეხება, მე მგონია რომ “შაგრენის ტყავი” შენთვის საინტერესო და კარგად არ უნდა ყოფილიყო🙂

  19. naxevarsisxlagiorgi / Jan 11 2012 10:15 am

    da es mastimulirebeli tavad isurva ? tu rato movida polina ?😀 sul davibeni:/ ..

    • mkitxveli / Jan 11 2012 7:09 pm

      იმისთვის მოვიდა რომ რაფაელისთვის ცხოვრება სხვა თვალით დაენახვებინა. ჩათვალე, რომ რეალურად არც არსებობდა და პოლინა პირობითი სახელია ნებისმიერი “მასტიმულირებელი” მოვლენისა თუ ადამიანის. ანუ ასეთი მნიშვნელოვანი გავლენა შესაძლოა არამხოლოდ კონკრეტულმა პიროვნებამ მოახდინოს, არამედ რაღაც საგანმა, მოვლენამ, წიგნმა. როცა რაფაელი კვდება, ლოგიკურად ქრება პოლინაც. ბალზაკისთვის სწორედ ასე პირობითად აღებული პერსონაჟია ეს ქალი.

      არ ვიცი როგორ აგიხსნა სხვანაირად😦

      ისე ჩვენი დიალოგი ამ წიგნის ეპილოგს არ გაგონებს?🙂🙂

  20. pepper / Jan 31 2012 5:46 pm

    http://hop.ge/index.php?newsid=18881
    ვისაც ონლაინ ვერსია უნდა🙂

    • ninnaka / Jan 31 2012 8:58 pm

      მმმ, მამა გორიოს ონლაინ ვერსიაც ხომ არ მოგეპოვებათ სადმე?🙂

  21. tsostne / Feb 18 2012 9:07 pm

    ეხლახანს მოვრჩი კითხვას, კარგი წიგნია. ისე, ჩემი აზრით, მოთხრობაშიც შეეძლო ჩაეტია ეს იდეა. კარგი პოსტია. რაც შეეხება ეპილოგს, გეთანხმები, პოლინა უფრო მასტიმულირებელია, აი დაახლოებით ისე, როგორც დულსინეა ტობოსელი ,,დონ კიხოტში”.

  22. მოყვარული / Feb 20 2012 9:59 pm

    კარგი წიგნია,მე მომეწონა,თავიდან საინტერესოდ დაიწყო,მერე თითქოს გაჭედა,მაგრამ მაინც ვაგრძელებდი კითხვას და რომ დაგორდაა))) ერთი ამოსუნთქვით ჩავედი ბოლომდე.(სამწუხაროდ სხვა არაფერი მაქვს ბალზაკის წაკითხული)(ჯერჯერობით)

    • mkitxveli / Feb 21 2012 7:53 pm

      მაშინ ბალზაკის ბევრი რამ გქონია წინ🙂

    • თამო / Feb 24 2012 11:31 pm

      მეც გეთანხმები. პირველი ნაწილი განსაკუთრებით საინტერესოა. მე განსაკუთრებით მომწონს საუბარი შაგრენის ტყავის მფლობელთან (ანუ ვინც მისცა). ,,სამყაროში ისე დავაბიჯებდი, როგორც საკუთარ ბაღში…” და ა.შ. მეორე ნაწილით იმ მიზეზით არ მოვიხიბლე, რომ პათეტიკური სიყვარული მაღიზიანებს და ამის ელემენტები ბლომად შევნიშნე…

    • mkitxveli / Feb 27 2012 2:03 pm

      თუ ჩვენ გავყვებით იმას, რომ პოლინა რეალურად არ არსებობდა და აქ ტიპური სიყვარულის ისტორია არ გავქვს, მაშინ შეიძლება პათეტიკური სულაც არ მოგვეჩვენოს

  23. Mari Muradeli / Mar 10 2012 2:12 am

    პოლინა რეალურად არ არსებობდა??? ანუ მე წიგნიდან ვერაფერი გამიგია ეგრე გამოდის, ეხლა დეპრესია დამეწყება 😀😀

    • mkitxveli / Mar 10 2012 2:09 pm

      დასასრული წაიკითხე ხელახლა. ისი რაშია საქმე? ვერ ვხსნი კარგად ადამიანის ცხოვრებაში ასეთი სტიმულები ჩნდებიან და მიდიან. მკითხველის აღქმაზეა დამოკიდებული, შეგიძლია ჩათვალო რომ არ არსებობდა, ან კიდევ არსებობდა და მასთან ერთად გაქრა. პოლინა ნემისმიერი რამ შეიძლება იყოს, ამიტომ არის ასეთი განზოგადებული სახე

  24. ani / Mar 31 2012 10:21 am

    ai boloshi ver gavigee😦 mokvda xo rapaeli? da polinas ra mouvidaa?

    • mkitxveli / Apr 1 2012 8:13 pm

      კი მოკვდა და პოლინაც რაფაელთან ერთად გაქრა. ზემოთ ვსაუბრობდით მაგაზე, გადაიკითხე კომენტარები

  25. (Lazy) / Apr 21 2012 1:52 pm

    me mgonia ro is eqimebi sworebi iyvnen da rafaels fsiqologiurad sjeroda shagrenis tyavis magiuri dzalis.ragac ese ufro azriani mgonia.ise rafaerlis personaji aranairad ar momewona:(sanam chveulebrivi ,ubralo gogo yo polinazed ar uyurebda da mere moewineba.mokled rafaeli imsaxurebda sikvdils,polina ara!

  26. tiko / Jun 3 2012 10:12 am

    მე ეხლა ვკითხულობ და ვნახოთ …

  27. tiko / Jun 3 2012 10:19 am

    რას მირჩევთ გირს მეგობარი ბიჩისთვის ჩუქება თუ ცოტა გაუგებარი წიგნია….

  28. თეო / Jun 3 2012 10:26 am

    50 wigni romelic adamianma aucileblad unda waikitxos, yvelaze metad romeli wigni mogewonat??

    • mkitxveli / Jun 4 2012 11:28 am

      ეგ პროექტი საერთოდ არ მომწონს მე მაგრამ საერთოდ რაც გამოიცა ორუელი, დოსტოევსკი და ბულგაკოვი ყველაზე საინეტრესო იყო ჩემთვის

  29. ........... / Jun 3 2012 10:56 am

    megobari bichistvis minda raime wignis chuqeba da romel igns mirchevt??🙂

    • mkitxveli / Jun 4 2012 11:21 am

      გააჩნია ეგ ბიჭი რანაირი მკითხველია, რა ჟანრი მოსწონს, რამდენი წლისაა და რა აქვს მანამდე წაკითხული

  30. ........... / Jun 3 2012 10:57 am

    igns ki ara wigns🙂

  31. ..... / Jun 23 2012 10:12 pm

    აუ დამეხმარეთ რაა გთხოვთ და მიპასუხეთ ამ კითხვაზე… რატომ არჩია რაფაელამა თავი მოეკლა ღამით და არა დღისით??

    • mkitxveli / Jun 26 2012 6:45 pm

      მე ზუსტად არ მახსოვდა ეგ ეპიზოდი და ჩემმა მეგობარს როგორც ახსოვს დღისით მაშველები დაინახავდნენ და სულელად გამოვჩნდებიო. რამდენად ზუსტია ეს არ ვიცი ოღონდ

  32. ..... / Jun 30 2012 5:08 pm

    tu vinmes sxva versia gaqvt an rame gagaxsendat daweret raa,,,,,,,

  33. i love to read / Jul 1 2012 7:26 pm

    ბალზაკისეული სამყაროს გასაღები სწორედ ,,შაგრენის ტყავმმა „ მომცა ,რადგან ეს წიგნი პირველია ამ ავტორის ნაწარმოებთა შორის ,რომელიც წავიკითხე. სიმართლე გითხრათ საოცრად მოვიხიბლე შემოქმედის წერის სტილით …რა თქმა უნდა, უძლიერესი ინტერესი გამოიჩინა ჩემში პოლინასა და თეოდორას პიროვნებების შედარებამ ,კომენტარებშიც იყო ამაზე საუბარი ..მაგრამ სანამ უშუალოდ ამაზე გადავიდოდე ,მანამ მსურს ერთ ისეთ დეტალს მივაქციო ყურადღება ,რომელიც ,ჩემდა უნებურად ,უმიზეზოდ ,იქცევს ჩემს ყურადღებას . კერძოდ , პოლინას წინასწარმეტყველებას ,რომ რაფაელს თავისი სატრფო მოკლავს ,ანუ არა თეოდორა ,არამედ თავად ის ..
    ბოლოს ხომ ამ სიტყვებით მიმართავს იონათანს ,რომელიც ცდილობს ც ხ ე დ რ ი ს მოხვევისგან გაათავისუფლოს ქალი :,,რა გინდა? იგი ჩემია , მე მოვკალი , განა მე ეს არ ვიწინასწარმეტყველე?“
    მაშინ რამ შეიწირა რაფაელი ,თუ პოლინა ილუზიებისა და ოცნებათა თეთრი დედოფალია ,იდიალურობის წარმოუსახველი მირაჟი ,,,მასტიმულირებელი“საშუალება ,რომელმაც რაფაელს ცხოვრება სხვანაირად დაანახა ,მაშინ როგორ შეეძლო მას მისი დაღუპვა ??
    შეიძლება ცოტა გაუგებრად ვსაუბრობ ,მაგრამ იმედია მიმიხვდებით კიხთხვას , გასაგებია ,რომ დე ვალენტინი სურვილებმა შეიწირეს ,მაგრამ რატომ გვევლინება ნაწარმოების ბოლოს , პოლინა მის დამღუოველად და არა თეოდორა ,რომელიც ჩემის აზრით მისი ,მატერიალური ოცნებების ,ავხორცობის , სიმდიდრის , ,,უმაღლესი საზოგადოების „ და სხვა ამგავრი ,,მიუწვდომელი სურვილების“ სიმბოლოს წარმოადგენს…???

    • ..... / Jul 5 2012 11:50 am

      რატომ არჩია რაფაელამა თავი მოეკლა ღამით და არა დღისით?? i love to read,,,,, am kitxvaze mipasuxe raaaa….=))

  34. i love to read / Jul 7 2012 7:21 am

    კარგი , შევეცდები დავაკმაყოფილო შენი ცნობისმოყვარეობა ..🙂.ჯერ წიგნიდან მოიყვან ციტატას ამ თემასთან დაკავშირებით ,იმიტომ რომ ბალზაკს აქვს გაცემული მაგ კითხვაზე პასუხი

    ..,,რაფაელს ს ტანში ჟრუანტელმა დაუარა ,როცა შორიდან ტიულერის ნავსადგურის თავში ხის ფანჩატური დაინახა ერთი წყრთის სიგრძის ასოებით :,,წყალში ჩავარდნილთა დახმარება” . მან წარმოიდგინა ამ დაწესებულების მეთაური , ბ.დაშე , შეიარაღებული კაცთმოყვარეობით .იგი თავის კოხტა ნიჩბებს წევდა ზევით და ანავარდებდა , რათა თავში ჩეკრა მორევში ჩავარდნილთათვის , თუ ისინი საუბედუროდ ამოტივტივდნებოდნენ ;აი , ბ .დაშე უკან ახევინებს ცნობისმოყვარეებს , ეძებს ექიმს , ამზადებს შეკმევას ; აი ,ჟურნალისტები სამძიმრის სიტყვებს თხზავენ ქეიფის შემდეგ , მომღიმარი და მოცეკვავე ქალების საზოგადოებაში ; აი , სენის პრეფექტი მენავეებს ვერცხლის ფულს უთვლის , მისი გ ვ ა მ ი ს წყლიდან ამოღებისთვის ,იგი 5 0 ფ რ ა ნ კ ი ღირებულა ს ი კ ვ დ ლ ი ს შემდეგ , ს ი ც ო ც ხ ლ ე შ ი კი მ ხ ო ლ ო დ ნიჭიერ კაცს წარმოადგენდა , არც მფარველი ჰყოლია , არც მეგობარი , მოკლებული იყო ჩალის ლეიბსაც და სარეკლამო დაფდაფის ხმასაც , ნამდვილი სოციალური ნული იყო , გამოუსადეგი სახელმწიფოსათვის , რომელიც თავის მხრივ სრულიადაც თავს არ იტკივებდა მისთვის .
    დღისით სიკვდილი უ ღ ი რ ს ა დ ეჩვენა და გადაწყვიტა ღამით მომკვდარიოყო , რათ თავისი უსახელო და გამოუცნობი გ ვ ა მ ი გადაეცა იმ საზოგადოებისათვის , რომელიც არ ცნობდა მისი ს ი ც ო ც ხ ლ ი ს სიდიადეს ”
    აი ასე ხსნის ბალზაკი , როგორც ვხვდები შენ განსხავებული მოსაზრება გაქვს და ამ ფაქტს შემთხვევითობას არ მიაწერ !!
    ჩემს კითხვაზე თუ გექნება პასუხი ,სიამოვნებით წავიკითხავ ..:).

  35. salome / Jul 15 2012 7:56 pm

    dzalian magari wignia waikitxet

  36. salome / Jul 15 2012 8:02 pm

    balzakis mama gorioc magaria exla vkitxulob da agprtovanebuli var

  37. rusa111 / Aug 14 2012 7:20 pm

    მეც მომნატრებია ბალზაკი, შენ სად დაგვეკარგე მკითხველო? რატომ აღარ ჩანხარ? 50 წიგნის ფარგლებში აბა დორის ლესინგზე რას იტყვით? მე პატარა პოსტიც დავწერე.

  38. darii ))) / Aug 27 2012 6:27 pm

    dzaalian momwons es nawarmoebii. momewonaa )) bevri uaryopiti komentari vnaxe magram me am wignze cuds ver vityvii.. iseti sityvebi iseti damapiqrebelia yvelaperi. damapiqra bevr rameze. mixaria rom es wigni wakitxuli maqvs ))))))))))

  39. mariA / Dec 27 2012 2:26 pm

    ubralod… miyvars es wigni❤

  40. gela / Feb 4 2014 7:23 pm

    კარგი წიგნია, წაკითხვა ღირს. პირადად მე ვფიქრობ, რომ ზედმეტად გაწელილია და რთულად საკითხავი, მაგრამ აზრი ნამდვილად დევს. ძალიან გამიკვირდა, როცა წავიკითხე, რომ მეოცნებე არ ხარ და ეგეთ რამეებზე არ გიოცნებია. მე კი მგონია რომ სწორედ წიგნის მოყვარული ადამიანები არიან ყველაზე დიდი მეოცნებენი. მოდი გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რამდენად დიდხანს ვიფიქრებდით ასეთ წინადადებაზე, არ აქვს მნიშვნელობა რას გადავწყვეტდით, მჯერა რომ პირადად შენც კი დიდხანს იქნებოდი არჩევანის წინაშე. რა 20 წლის ჩვეულებრივად გატარება სჯობს 10 წლის ინტერესიანად ცხოვრებას? ინტერესი რაღაც ახლისა ადამიანში ყოველთვის იდო, თუნდაც სიცოცხლის ფასად. ეხლა ( 2014 იანვარი) ნასას პროექტი მიმდინარეობს, ერთი მიმართულებით მარსზე, უბრალოდ დაფიქრდი რაზე უნდა მოაწერო ხელი, ამაზე ამბობდნენ ალბათ ძველად, შენ წადი მოუსვლელშიო. ხოდა იმას ვამბობ, რომ 200 000 მეტი მსურველია უკვე, ადგილი კი 4-ია. ამიტომ მომეწონა ეს ნაწარმოები, რომ ფიქრის საშუალებას გაძლევს და ცოტა რომ შეემოკლებინა და რაღაცეების აღწერას 10 გვერდი არ დასჭირვებოდა, უფრო კარგი გამოვიდოდა.

  41. თუკა / Jul 19 2015 2:37 pm

    ბალზაკი❤ ჩემი საყვარელი მწერალი და ეს მოთხრობა ხომ საერთოდ,აი არ შემიძლია არ გამოვხატო თუ რა დიდებული წიგნია,როგორი სასიამოვნო წასაკითხია. ეს წიგნი გაძლევს საშუალებას დაფიქრდე და გაანალიზო ის გარემო რომელშიც შენ ცხოვრობ. ჩემთვის პირადად ამ წიგნმა მნიშნვნელოვანი როლი ითამაშა❤

  42. გელა / Sep 17 2015 10:24 am

    ბალზაკის მამა გორიო საუკეთესო ნაწარმოებია, რაც დაუწერია. მაგრამ უნდა ვაღიარო ძალიან მძიმედ წერს, თუკი იმ დროისათვის როგორც ამბობენ გვერდების რაოდენობით უხდიდნენ ფულს, (ბალზაკს კიდევ სულ ვალები ჰქონდა), გასაგებია ასე გაწელილად რატომაც წერდა.თუმცა რუსი მწერლების გარდა , თითქმის არ შემხვედრია , რომ ასე კარგად და დეტალურად აღწერდეს მაშინდელი მაღალი საზოგადოების ცხოვრებას. დოსტოევსკის წაკითხვის მერე, მიძნელდება რომელიმე მწერალი გენიოსად შევრაცხო, მაგრამ მამა გორიო 20 საუკეთესო ნაწარმოებში მოხვედრას მაინც იმსახურებს. აქ შაგრენის ტყავის განხილვაა, მაგრამ მამა გორიოს გარჩევა ვერ ვნახე (კი გამიკვირდა ნატა ) მოკლედ რომ ვთქვა საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალია უდავოდ.

    • mkitxveli / Sep 22 2015 6:35 pm

      ამ ბლოგის გაკეთებამდე მაქვს წაკითხული “მამა გორიო”, მაგიტომ ვერ მოხვდა

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: