Skip to content
February 21, 2011 / mkitxveli

კნუტ ჰამსუნი – “შიმშილი”

Knut Hamsun – Hunger

ვჭამ საათობით, დღეში 4-ჯერ, როცა მშია ჩემი აქტივობა ნულამდე დადის და ადვილი შესაძლებელია გონება დავკარგო. ასეთი მე ვკითხულობ ჰამსუნის “შიმშილს”, ვითრგუნები საოცრად და საკუთარი თავი მეცოდება, არაფრის გაძლება რომ არ შემიძლია, არადა ნამდვილი შიმშილი თურმე სულაც არ მცოდნია. რომ დავუფიქრდეთ, რამდენს შრომობს და წვალობს ადამიანი ჭამისთვის. მუცელი გამალებით რომ არ მლანძღავდეს, ყოველ დღე ორ საათზე არ დავიყვირებდი “ვჭამოთ” და კილომეტრით შორს არ წავიდოდი საჭმელად.

ჩემი წიკები იქით იყოს და ამ წიგნმა ერთგვარი სტრესი მიმაღე ინა და ორ მთავარ საკითხზე დამაფიქრა. მთავარი გმირი შიმშილობს – მთელი წიგნი ესაა, ოღონდ ჰამსუნი წერს და 200 გვერდს თავაუღებლად წაიკითხავ, მერე რა რომ თემა ძალიან მძიმეა. გაუსაძილისი პირობების მიუხედავად საკუთარ პრინციპებს არ ღალატობს და უღრს საქციელს არ ჩადის, არადა წარმოიდგინეთ როგორ შია – ნაფოტს ლოღნის, ქვას წუწნის და თითიდან წამოსულ სისხლს ლოკავს. გასაყიდი აღარაფერი დარჩა. გზაზე მათხოვარი ხვდება, მაინც მირბის უძველეს ჟილეტს აგირავებს და აღებულ გროშებს ისევ იმას აძლევს, ვინც გზაზე ფული სთხოვა.

მერე საკუთარ თავს შეუძახებს “შენ ზედმეტად ღარიბი ხარ იმისათვის, რომ საკუთარ სინდისს ელოლიავო” მაგრამ მაღაზიაში ხურდები რომ გადმოაყოლეს, მაინც უკან აბრუნებს, სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლია. მსგავსი შიმშილი არც გამიგია, სავსებით რეალური კია ჩვენს ქვეყანაში ასეთები მრავლად იყვნენ. მერე ცოტა ფულს იშოვის და მეტისმეტი შიმშილისაგან რასაც ჭამს, იმასაც არწყევს. ამაზე უარესად კაცი როგორ უნდა იყოს. ჩვენ კიდევ ვწუწუნებთ სულელურ რაღაცეებზე, რაც გვაქვს იმის დაუფასებლობა გვჭირს.

შიმშილი ერთი და მეორე – ეს კაცი სტატიებს წერდა და იმით შოულობდა ფულს, რამდენსაც დაუბეჭდავდნენ, ჰონორარსაც იმდენს იღებდა. მერე უჭმელობისგან ტვინი გაუჩერდა და სხვა ვერც ვერაფერი გააკეთა. ხოდა იმაზე ვფიქრობდი, მხოლოდ გონებრივი სამუშაო წამგებიანია, ერთხელაც ხასიათზე არ ხარ, გშია, ემოციური ფონია, გარემო ფაქტორები მოქმედებენ, ან უბრალოდ მოხდა რაღაცეები შენს გარშემო და აღარ გეწერინება, გაგიწყრნენ მუზები, მერე რა უნდა (ვ)ქნა? ჟურნალისტიკაზე უფრო პრაქტიკული პროფესიაც ხომ არ მესწავლა პარარელურად? ისეთი, ფიზიკურად მძიმე შრომა რომ არ იყოს, ფაქტია რომ ადამიანს კრიზისის დროს გეგმა ბ მზად უნდა ჰქონდეს, კაცმა არ იცის, რა გელის ცხოვრებაში. ამაზე სერიოზულად უნდა ვიმუშაო.

საიდან სად წავედი. . . ჰამსუნზე ვკითხულობდი რაღაცეებს, ამ ნაწარმოებში ურთიერთობის პრობლემააო, მშიერი, ჩამოძონძებული, უჭმელობისგან გიჟად ქცეული უპერსპექტივო ადამიანი აღარავის რომ არ სჭირდები, ამას ისედაც ხვდები და ჰამსუნის თქმა არ  უნდა. მერე რა რომ სინდისი შეგრჩა და ეს გიტოვებს იმედს რომ ჭაობიდან ამოხვალ. სხვები ამას ვერ ამჩნევენ და ვერც შეამჩნევენ. ამ წიგნში მე პირადად გეგმა ბ-ს აუცილებლობა უფრო დავინახე.

კნუტ ჰამსუნი ნაცისტებს უჭერდაო მხარს, ამის გამო ნორვეგიაში მოღალატედ აღიარეს და დააპატიმრეს. რა უჭირს მერე, მთავარია “მისტერიები” და “შიმშილი” მომწონს

33 Comments

Leave a Comment
  1. Kejeradze / Feb 22 2011 10:03 am

    საინტერესო პოსტია🙂 აუცილებლად წავიკითხავ “შიმშილს”🙂

    • mkitxveli / Feb 22 2011 10:10 am

      ნახე, ნახე🙂

  2. Sophie SUNNY Golden / Feb 22 2011 1:27 pm

    ჰამსუნი ჯერ უცხო ხილია ჩემთვის, მაგრამ შიმშილს რახან ეხება… ხან ისეთ სასწაულ ინტელექტუალურ შიმშლს ვგრძნობ, ნატ, ლამის გავგიჟდე და მხოლოდ შენ გნატრობ ხოლმე:/

    • mkitxveli / Feb 22 2011 1:31 pm

      ჰამსუნმა წესით უნდა დაგაინტერესოს შენც🙂 ინტერლექტუალურ შიმშილს მეც ძალიან განვიცდი, რეალურად მაწუხებს და შფოთვა-შფოთვები მინდა შენთან

  3. მოხეტიალე / Feb 22 2011 8:01 pm

    სამწუხაროდ არ მაქვს წაკითხული და მომინდა წაკითხვა.

    ისე ამბობენ პატიოსან ადამიანებს არასდროს აქვთ ბევრი/საკმარისი ფულიო.

    მოკლედ წავიკითხავ “შიმშილს”🙂

    • mkitxveli / Feb 22 2011 8:33 pm

      მაგ გამონათქვამს არ ვეთანხმები, პატიოსანი გზითაც შეიძლება ნორმალურად ცხოვრება, მილიონები არა მარა მცირე კაპიტალის დაგროვება შესაძლებელია

  4. nutsadom / Feb 24 2011 4:30 pm

    ამ ბლოგზე არსებულ პოსტებს შორის ყველაზე მეტად მომეწონა. ჯერ არ წამიკითხავს; წასაკითხთა სიას მიემატა.

    • mkitxveli / Feb 24 2011 7:31 pm

      მიხარია, რომ მოგეწონა🙂

  5. დღეს ეგეთები წიგნებში თუ მოიძებნებიან ან ცხოველების სახით🙂

    • mkitxveli / Feb 27 2011 7:55 pm

      იმ დროს ალბათ იყვნენ, მე მაინც მგონია რომ დღესაც არიან, ყოველშემთხვევაში ისეთები მაინც გაჭირვების გამო ქურდობას რომ არ იწყებენ

  6. miranda / Mar 1 2011 7:21 pm

    ნატ, ხშირად ვსტუმრობ შენს ბლოგს და ძალიან მომწონს ის, რასაც წერ. ზუსტად განიცდი ხოლმე ნაწარმოებს, ხანდახან ზუსტად ისე ფიქრობ შენც, როგორც მე… “ბიბლიოგრაფიაში” ხშირად, როგორც მკითხველის შეხედულებას, ისე ვამატებ შენს პოსტებს და შესამჩნევად ამრავალფეროვნებს მას, ასე იყო “შიმშილის” შემთხვევაშიც. მსმენელები ხშირად რეკავენ რუბრიკის ეთერში გასვლის შემდეგ, ასე, რომ მადლობა, საინტერესო მკითხველი და შემფასებელი ხარ :*

    • mkitxveli / Mar 1 2011 8:14 pm

      დიდი მადლობა მირანდა, მიხარია თუ რამეში გეხმარება ჩემი პოსტები🙂

      ისე შენც არანაკლები მკითხველი ხარ და შენი აზრიც მაინტერესებს ამ და სხვა ნაწარმოებებზე ხოლმე ასე რომ ველოდები შენეულ შეფასებებსაც🙂

      ავად ვარ და ცოტა შემინელდა კითხვის ტემპი😦

  7. იკო / Apr 26 2011 1:05 pm

    ძალიან ძლიერი ნაწარმოებია, დამრთგუნველი, მაგრამ ძლიერი. როგორც წიგნის წინასიტყვაობაში იყო ნათქვამი , ამ წიგნმა ნამდვილად გამიქრო ,,წიგნის შიმშილი’’.

    • mkitxveli / Apr 27 2011 3:08 pm

      წიგნის შიმშილის რა გითხრა, სასწრაფოდ მინდოდა რამე მსუბუქი და სახალისო წამეკითხა

  8. salomeaa / Aug 6 2011 6:31 pm

    ჩემი თავი გამახსენდა, მეც მუდმივად ვწუწუნებ, რომ მშია და თუ არ ვჭამე აუტანელი ვხდები. ,,შიმშილის” წაკითხვის შემდეგ მეც მივხვდი, რომ ნამდვილი შიმშილი ეს გაუსაძლისია, მთავარი პერსონაჟი კი მაბრაზებდა ამ თავისი ზედმეტი პატიოსნებით. კაცი ღილების გაყიდვაზე ფიქრობდა და თან კუდაბზიკობდა ხურდების ამბავში.
    ქალაქს ქრისტიანია ჰქვია. ალბათ ამით ყველაფერია ნათქვამი.

    • mkitxveli / Aug 10 2011 1:39 pm

      დამთრგუნველი რომანია

  9. იკო / Aug 13 2011 8:48 pm

    ხო მსუბუქის ამბავში გეთანხმები :)) და გამიმართლა კიდეც:)) ამის მერე ტვენის ,,ადამის და ევას დღიურები’’ წავიკითხე, სხვა მოთხრობებიც იყო იქ და კარგადაც გავერთე :))))

    • mkitxveli / Aug 15 2011 7:08 pm

      აა ტვენი როგორ მიყვარს, მაგ მოთხრობებზე კარგად ვიხალისე🙂

  10. იკო / Sep 1 2011 7:00 pm

    ნამდვილად იხალისებდი🙂🙂🙂

  11. i love to read / Jan 8 2012 11:19 am

    ახლა ვკითხულობ კნუტ ჰამსუნის ,,მისტერიებს” და მართლაც აღმოჩენაა ჩემთვის ეს მწერალი ,მომწონს მისი წერის მანერა და კონკრეტულად ეს ნაწარმოები ,დამთავრების შემდეგ უფრო ნათლად ჩამომიყალიბდება შეხედულება .. ,,შიმშლსაც ” გავეცნობი და ,,მისტერიებზე ” მაინტერესებს თქვენი აზრი ,ცოტათი გაუგებრობის მორევში ვვადები რ კითხვის დროს …

    • mkitxveli / Jan 10 2012 7:26 pm

      “მისტერიები” წავიკითხე ძალიან ადრე, სიმართლე გითხრა დასასრული დეტალურად არ მახსოვს, მაგრამ ის კი ვიცი მეც მასე რომ ვიყავი და ვისაც წაკითხული ჰქონდა, იმასთან დიდხანს ვიმსჯელე. კონკრეტულად რა ვერ გაიგე?

  12. fridrixx / Mar 13 2012 4:36 pm

    gegmas B-s aucilebloba? ):))) gamecina.. da kidev rao? ver xedaven mis sindisier saqciels da amitom gegma B auclebeli xdeba? : ))))

  13. fridrixx / Mar 13 2012 4:39 pm

    knut hamsunma dainaxa,sxvebi ki ver amchneven,amitomac is isxvebi miwas chabardebian da miwa male mat saxelebsac samudamod gaaqrobs

    • mkitxveli / Mar 13 2012 6:24 pm

      რის დანახვაზე საუბრობ ცოტა ვერ გავიგე🙂

  14. tamuna / Apr 16 2012 3:49 pm

    ძალიან დავითრგუნე ეს წიგნი როდესაც წავიკითხე.მაგრამ მაგარიაა

  15. ზურაბი / Jun 26 2012 5:49 pm

    მე მხოლოდ “მისტერიები” მაქვს წაკითხული ჰამსუნის რომანებიდან. ქართველები სამხრეთელები ვართ და ნაკლებად გვაინტერესებს ასეთი ლიტერატურა – შიშველი ფსიქოლოგია! თან აქ ჩვენთვის ნაცნობი ფსიქიკა როდი ჩანს. აქ ნაჩვენებია ფსიქიკის შიდა, ჩაბნელებული შრე. ასეთი რამ ჩნდება ნორდიული რასის მარტოობაში. სამხრეთული ჟრიამული და ყიჟინი კი ასეთ რამეს არ იცნობს – თავის თავში ჩაძირულ კაცს. კარგად გამიგეთ: ჩვენშიც არის მარტოობა, მაგრამ ის იმთავითვე ავადმყოფურია და,მაშასადამე, უნაყოფო. ის გმირს ვერ შექმნის.

  16. rusa111 / Aug 14 2012 7:37 pm

    ჰამსუნი ძალიან ძლიერია ემოციურად, ეს შიმშილიც ხომ პირობითია, როგორც ფსიქოლოგიური გამოცდა. მე ფილმი მქონდა ნანახი და უფრო იუმორით ვკითხულობდი.

  17. :) / Sep 4 2013 7:29 pm

    ამ წიგნის წამხედურობით ერთხელაც გადავწყვიტე მშიერს გამესეირნა ქუჩებში :დ ხო და დავრწმუნდი რომ ნამდვილად უკანასკნელ კაპიკებს მათხოვარს არ მივცემდი და არც მაღაზიის გამყიდველისგან გადმოყოლებულ ფულზე შემაწუხებდა სინდისი.ესეთი ვარ მე რამდენიმე საათის მშიერი და 1 კვირიანი შიმშილის შემდეგ ალბათ ნამდვილი მხეცი და მკვლელი გავხდები ან უღირსი და საცოდავი მათხოვარი.ხოდა ამიტომ ვარ აღფრთოვანებული ჰამსუნის გმირებით აქაც და მისტერიებშიც.იოჰან ნაგელი და ეს უსახელო ჟურნალისტ-ბუღალტერიც(რომელიც მე მაინც იოჰან ნაგელი მგონია ოღონდ ფულის შოვნამდე :დ) არიან ჩემთვის სრულყოფილების მაგალითები.როგორც ნებისმიერი ქრისტიანი ცდილობს მიბაძოს ქრისტეს, მეც ვცდილობ დავემგვანო ჰამსუნის გმირებს.

  18. gela / Feb 5 2014 4:20 pm

    ძალიან შორს ნუ მივდივართ, ჩემი აზრით საქართველოს ნომერი პირველი პოეტი (პატიოსანიც და ვაჟკაციც) ვაჟა ფშაველა შიმშილით გარდაიცვალა. შიმშილისაგან ჭლექი დაემართა , იმ დროს როდესაც თუნდაც ილია ჭავჭავაძეს სტამბა და საკუთარი პრესა გააჩნდა. დღევანდელი სტატისტიკით კი მოსახლეობის ნახევარი, დაახლოებით4 მილიარდი ყოველდღიურად შიმშილობს. თვითონ ნაწარმოები არ წამიკითხავს და გადავხედავ, ვენდობი მკითხველის გემოვნებას.

  19. ია / Oct 29 2014 4:00 am

    გთხოვთ იქნებ ელექტრონული ვერსია იცოდეთ ,არ ვარ საქართველოში არ მაქვს ეს წინგინი ან საიდნა შევიძინო ონლაინ?

  20. Roma / Apr 19 2016 9:27 pm

    დასასრული აქ ერთი ნაწარმოების ფასი გუული სიმები კინაღამ ჩამწყდა

Trackbacks

  1. კნუტ ჰამსუნი და “შიმშილი” « rockermeloman
  2. წიგნი და ეკრანიზაცია 2 «

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: