Skip to content
March 14, 2011 / mkitxveli

დინო ბუცატი – „შვიდი სართული“

ამ  მოთხრობის წაკითხვით მიღებული ემოციები დღემდე მახსოვს, ესაა ნათელი მაგალითი იმისა, როგორ შეუძლია მწერალს წამდენიმე წინადადებით ნაწარმოებში შეგიყვანოს, მერე იმ გმირის ბედი გაიზიარო და დასასრული ისევე არ დაიჯერო, როგორც მას არ სჯეროდა.

წარმოიდგინეთ, შვიდსართულიანი კლინიკის შენობა, სადაც ავადმყოფები სიმძიმის მიხედვით ზევიდან ქვევით არაინ გადანაწილებულები, ანუ ყველაზე კარგადმყოფები მეშვიდე სართულზე არიან, მომაკვდავები – პირველზე. ზედა სართულის ბინადარნი ხის წვერებს ხედავენ, ქვევით განთავსებულები – ძირებს.

ჯუზეპე კორტეც მეშვიდესართულელია, მერე ქვემოთ რომ ჩამოდის, შენც გჯერა, რომ შემთხვევითობაა და მეტი არაფერი, რომ იქ რენტგენის უფრო კარგი აპარატი აქვთ, დარწმუნებული ხარ, რომ მხოლოდ ადგილის გაცვლა უნდათ, აბა დედა-შვილს ხომ არ დააშორებ – ჯანდაბას, ერთი სართულით ქვემით თუ იქნები. აი, დაბრუნდება შვებულებიდან მისი ექიმი და აიყვანს ისევ  ზევით, რა პრობლემაა. სულ ბოლოს ხის ძირებს რომ ხედავს, გგონია დაეძინა, მერე რა, გაიღვიძებს და ავა.

კითხულობ და მთლიანად ჯუზეპეს ცხოვრებით ცხოვრობ, ეს არის მწერლის უდიდესი ნიჭი, წერის კულტურა, არ ვიცი როგორ ვთქვა, აღფრთოვანებული ვარ ისე, რომ ემოციების თქვენამდე მოტანა მიჭირს.

დინო ბუცატი

ყველა წიგნი სულ სხვაგსხვაგვარ ფიქრებს ამიშლის ხოლმე, „შვიდი სართულის“ შემდეგ კი ვფიქრობდი, ადამიანი ქვემოთ რომ ეშვება, რაღაც არ გამოსდის, ხშირად ვერ ამჩნევს, სულ გარემო ფაქტორებს აბრალებს – არ გამიმართლა, საცობი იყო, დავითარსე და კიდევ ათასგვარ რაღაცას იმიზეზებს, მერე დაიწყებს მსჯელობას ჩემთვის ცერად რომ არ შემოეხედა, ფეხი რომ არ გადამბრუნებოდა . . .რეალობისთვის თვალის გასწორება გვიჭირს, არადა ზუსტად რომ ვაფასებდეთ მოვლენებს, იქნებ გამოსავლის ძებნა გაადვილებულიყო და სწორი გადაწყვეტილება მიგვეღო.

იტალიელი დინო ბუცატი არც გამეგო, ახლა კი მისი სხვა ნაწარმოებების წაკითხვა არ მინდა, მგონია, დანარჩენები ისე ძალიან არ მომეწონება, როგორც „შვიდი სართული“ და შთაბეჭდილება გამიქრება მასზე. ეს მოთხრობა გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულია, თვითონაც იწვა კლინიკაში. მერე პანკრეასის კიბო აღმოაჩნდა, „მთელი ჩემი სიცოცხლე სიკვდილზე ვწერ და თავს ნებას ვერ მივცემ, მისი მეშინოდეს!“ – უთქვამს ბოლოს.

17 Comments

Leave a Comment
  1. LIFE / Mar 15 2011 7:29 am

    საოცარი ემოცია მქონდა მეც, გაოგნებული შევყურებდი წიგნს..😐

    • mkitxveli / Mar 15 2011 9:22 am

      თუ იცი მისი სხვა ნაწარმოებები ქართულად არის თარგმნილი?

    • LIFE / Mar 15 2011 11:33 am

      არ შემხვედრია სადაც წიგნებთან შეხება მქონია, მაღაზიებში, ბუკინისტებში და მეგობრების სახლებში.. არსად შემხვედრია.

    • LIFE / Mar 15 2011 12:05 pm

      http://lib.ge/authors.php?473

      აი ეს ვნახე🙂 მხოლოდ🙂

  2. mkitxveli / Mar 15 2011 6:25 pm

    უი მანდ კი არ მინახავს🙂 პრინციპში არასად მიძებნია🙂

  3. Natalia / Mar 16 2011 11:24 am

    როგორ დამაინტერესა.. მე მის სხვა ნაწარმოებებს წავიკითხავ ჯერ, რაც ქართულ ინტერნეტ-სივრცეში მოიპოვება🙂

    • mkitxveli / Mar 16 2011 1:03 pm

      🙂 ჯერ სხვას რატომ?

    • Natalia / Mar 21 2011 6:59 pm

      სანამ წიგნი ჩამივარდება ხელთ, ელექტრონულ ვერსიას გავეცნობი🙂 თუ წიგნი მექნება, პირველ რიგში ამ ნაწარმოებს წავიკითხავ რა თქმა უნდა🙂

  4. atu / Mar 18 2011 6:17 pm

    ქართულად გაქვს წაკითხული ეს წიგნი?

    • mkitxveli / Mar 18 2011 6:37 pm

      კი ქართულად🙂 თუ იცი “რჩეული მოთხრობები” რომაა, აი იქ მესამე ტომში

  5. იკო / Apr 26 2011 12:52 pm

    ძალიან მაგარი მოთხრობაა მართლა , მაგარი ემოციები დამიტოვა . სხვა მოთხრობები რაც ვნახე , არც ერთი არ მომეწონა

    • mkitxveli / Apr 27 2011 3:00 pm

      მე ჯერ სხვა ვერაფერი წავიკითხე მისი🙂

  6. salome / Jul 15 2012 7:57 pm

    kargi wugnia, magram rato araa italiur wignebshi shetanili mario piuzos natlia umagresi wignia

  7. მაგა რაიუელა / Nov 4 2013 10:52 am

    პირველად გავიგე :(( მოვიძიებ….

  8. თეონა / Mar 26 2014 2:08 pm

    ეს მოთხრობა თუ ნოველა ეგოისტურად შემიყვარდა…არავისთვის მეთმობა… ასე მგონია მხოლოდ მე მივუხვდი სათქმელს …….. ასეთი რაღაც ერთეულ შემთხვევებში მემართება ხოლმე……. თითქოს მეწყინა თქვენც რომ შემეცილეთ ბუცატის ან ნაღვაწარში და მაინც მიხარია ,რომ გესმით მისი…….

    • mkitxveli / Apr 9 2014 7:54 pm

      არასდროს დამავიწყდება ემოცია რაც მისი წაკითხვის შემდეგ მქონდა

  9. Midnight / Oct 16 2014 5:37 pm

    dino buzzatis motxrobebi aris targmnili da cignic gamocemulia, tumca, vicro tirajit da gayidvashi araa. me cakirxuli maqvs da sxva motxrobebic shesanishnavia.. axla mis romans “un’amore” vkitxulob. targmna minda, imedia, shevdzleb🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: