Skip to content
March 17, 2011 / mkitxveli

დათარსული დოჩანაშვილ-ჰემინგუეი

ერნესტ ჰემინგუეი

გურამ დოჩანაშვილი და ერნესტ ჰემინგუეი დაემთარსა, აბა სხვა რა სახელი უნდა დავარქვა იმას, რაც მჭირს. წარმოიდგინეთ, ორივე მათგანის თითქმის ყველა ნაწარმოები დაწყებული მაქვს და ვერც ერთი ვერ დავამთავრე. არადა, საერთოდ არ მჩვევია წიგნის შუა გზაზე მიტოვება, როგორც წესი თავიდანვე ვხვდები, მინდა მისი წაკითხვა თუ არა. ჰემინგუეის „შვიდობით, იარაღო“ მაშინ შევწყვიტე, კატრინ ბარკლი რომ დაორსულდა, „ქონა თუ არქონაც“ დაახლოებით 100 გვერდი მქონდა წაკითხული, თავი დავანებე. დოჩანაშვილის „სამოსელი პირველიც“ ამდენივე გვერდი იყო მგონი, კეჟერაძეები სადღაც შუაში მივატოვე, მხოლოდ „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ დავამთავრე და ძალიანაც მომეწონა, მახსოვს, პირველი რაც ვიფიქრე ის იყო, აქამდე როგორ არ მქონდა წაკითხული -მეთქი. კიდევ ხელახლა დავიწყე მისი სხვა წიგნების გადაკითხვა, მაინც არაფერი გამოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰემინგუეის ვერც ერთი დიდტანიანი ნაწარმოები ვერ გავედი ბოლოში, მისი რამდენიმე მოთხრობა მომწონს, მცირე მოცულობის, თორემ ვერც „მოხუცსა და ზღვას“ ვწყალობ. ათიოდე დღის წინ კახეთისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთხელ გადავიკითხე, იმ იმედით რომ ვიპოვიდი იმას, რამაც ღრმად პატივცემულ  ადამიანებს ჰემინგუეისთვის ნობელის პრემიის მინიჭება გადააწყვეტინა, მაგრამ არა და ვერა!

რა ვქნა, ამ ამერიკელი მწერლის სამგვერდიანი მოთხრობა „კატა წვიმაში” მის ყველა ნაწარმოებს მირჩევია, ისეთი თბილი და სევდიანია, ძალიან მიყვარს. „თეთრი სპილოების მსგავსი მთებიც“ კარგია, „კილიმანჯაროს თოვლიანი მთა“ და „არავინ არ კვდება“ ორივე მომწონს.

უცნაურია ადამიანს მწერლის მოთხრობები მოსწონდეს და დიდ რომანებს ვერ კითხულობდეს, მგონი მხოლოდ მე ვარ. თუმცა კარგად რომ დავფიქრდი, მერე მივხვდი. ჰემინგუეის წერის სტილი მღლის და მხოლოდ რამდენიმე ფურცლის კითხვას ჰყოფნის ჩემი აღქმა.

გურამ დოჩანაშვილი

თუმცა სადაც ჰიუგოს „კაცი რომელიც იცინის“ წამიკითხავს, წესით ჰემინგუესაც უნდა ვამთავრებდე, ვამბობდი კიდეც იმდენი უაზრობა წამიკითხავს, რა გახდა ეს ამერიკელი, როგორ ვერ ვამთავრებ-მეთქი, მაგრამ ინტერესი მეკარგება მერე.

ერთია როცა იცი რატომ არ მოგწონს ესა თუ ის მწერალი, გაქვს მყარი არგუმენტები და მეორე, როცა უბრალოდ არ მოგწონს და არ გეკითხება. ამ დროს ნიშნიანიძის სიტყვებსღა ვიშველიებ ხოლმე „კაცია და გუნება“.

მუდმივად ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ერთხელაც დავუბრუნდები ამ მწერლებს, მერე კი თავაუღებლად ჩავალ ბოლომდე და ყველაფერს ჩემებურად აღვიქვამ.

29 Comments

Leave a Comment
  1. ბექა / Mar 17 2011 8:28 pm

    და ამათ + “კლასობანა” ხო? : ))

    • mkitxveli / Mar 17 2011 8:57 pm

      კი კი😀 მაგრამ ის სხვანაირად არ მომეწონა, კორტასარმა დამტანჯა და დავანებე თავი. ჰემინგუეი იცი როგორი იყო ჩემთვის? თან რომ მოგწონს, კარგად გეკითხება, მაგრამ გბეზრდება რაღაც მომენტში და მხოლოდ ამბის გასაგებად აღარ გინდა ჩამთავრება.

      კორტასარი ზაფხულისთვის გადავწიე, მოცლილობის ჟამს უნდა წავიკითხო🙂

    • ბექა / Mar 21 2011 5:30 pm

      ხო მეც ზუსტად ზაფხულისთვის გადავდე : )

      ჰემინგუეის რა გითხრა : ) მე ჩვეულებრივად მეკითხება : ))

  2. mecmikvarkhar / Mar 18 2011 9:30 am

    მეც არ ვწყალობ არც ჰემინგუეის და არც დოჩანაშვილს. და შენი არ იყოს ჰემინგუეის მოხუცი და ზღვა არა და ვერა🙂

    • mkitxveli / Mar 18 2011 9:56 am

      მაინც მგონია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მომეწონება, “მოხუცი და ზღვა” არა, დანარჩენები🙂

  3. meskhebi / Mar 18 2011 11:32 am

    აი, მეც ვერაფრით წავიკითხე ”სამოსელი პირველი” , მიყვარს დოჩანაშვილი, მაგრამ ეს ვერა და ვერა. ათასჯერ დავიწყე და შევწყვიტე მალევე) ერთი პერიოდი ვიფიქრე, როგორ ვერ უნდა წავიკითხო, ბოლოს და ბოლოს სირცხვილია – თქო, მაგრამ მაინც ვერა და დღემდე მიდევს საწოლთან ყველაზე ახლოს იმ იმედით, იქნებ ერთ დღესაც მომინდეს და წავიკითხო))

    იგივე მჭირს ჰემინგუეზეც და ”მოხუცი და ზღვა” ძალიან ადრე მაქვს წაკითხული და რომ ვერ აღვიქვი, ვიფიქრე იქნებ ჩემშია პრობლემა და ჯერ პატარა ვარ და ვერ გავიგე-თქო ))

    აი, ”კაცი, რომელიც იცინის”, მიყვარს სხვათა შორის ))

    ხოდა კიდე, ისე, მართლა რამდენი სისულელე წამიკითხავს, აი რომ არ იცი რა წაიკითხო, არც არავინ გყავს მრცეველი და რაც მოგხვდება ხელში კითხულობ)) განა ვინმე გაძალებს, არ მოგწონს ბატონო, შეწყვიტე, მარა მაინც რომ ჩადიხარ ბოლომდე))

    • mkitxveli / Mar 18 2011 12:10 pm

      მეგონა მარტო მე ვიყავი🙂

      მე გაურკვეველი დანიშნულების წიგნები წაკითხე მხოლოდ იმიტომ რომ ავტორებს არ ვიცნობდი და ეგებ საინტერესო იყოს მეთქი🙂 თორემ ისე არ ვარ ხოლმე ნეტა ახლა რა წავიკითხოო, ვფიქრობდე

  4. tamfromnverland / Mar 20 2011 11:03 am

    მესმის კარგად,მოხუცი და ზღვა მხოლოდ იმიტომ ჩავედი ბოლომდე რომ იქნებ აი ახლა ან ახლა ვნახო ის რამაც ასეთი აღიარება მოუტანათქო,მაგრამ ბოლო წერტილამდე ისე მივედი,შენც არ მომიკვდე ვერაფერი აღმოვაჩინე… “კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდთი” აღფრთოვანებულმა კი “სამოსელი პირველი” მხოლოდ შუამდე წავიკითხე..სხვა დროს აუცილებლად დავუბრუნდები,ალბათ ჯერ არ ვარ მზად მათ გასაგებად.მე მაინც მგონია რომ როცა კითხულობ,მასში რაღაც ნაცნობ განცდას ეძებ,რაც “შენია” და გაიგებ კიდეც.რაც არ გამოგიცდია იმას ზედაპირულად გადაიკითხავ და გულამდე ვერ ჩააღწევს…

  5. tamfromneverland / Mar 20 2011 11:38 am

    ამასთან დაკავშირებით მერაბ მამარდაშვილის ეს მოსაზრება გამახსენდა:”ჩვეულებრივ ვკითხულობთ იმას,რაც ახლოს დგას ჩვენს სულიერ გამოცდილებასთან.ის რაც გულზე არ გვხვდება ჩვენთვის ლიტერატურა არ არის.ლიტერატურის რაღაც გარკვეული ნაწილი ჩვენთვის დახურული რჩება უბრალოდ იმიტომ,რომ როგორც ჩანს,არ ხდება მისი დამთხვევა ჩვენს ცხოვრებისეულ გზასთან და რაც მთავარია,საკუთარ თავს ვერ ვპოულობთ იმაში,რასაც კითხვით მიღებული შთაბეჭდილება გვეუბნება.”-მგონი ეს ისაა რაც ჩვენ გვჭირს:))

    • mkitxveli / Mar 20 2011 6:18 pm

      შესაძლოა🙂
      საინტერესო მოსაზრება იყო, თითქოს თავის ადგილას დააყენა ყველაფერი🙂

  6. nikusha / Mar 23 2011 3:50 am

    ჰემინგუეი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემთვის. ხო რაც შეეხება ბლოგს არის ცალკე პოსტი ან თემა სადაც შეილება დავწერო რომ ეს ბლოგი ძალიან, ძალიან, ძალიან მომწონს :))

    • mkitxveli / Mar 23 2011 9:29 am

      ძალიან დიდი მადლობა, მიხარია🙂

  7. sergo01 / Jul 19 2011 11:50 am

    ჰემინგუეის რომანები მეც არ მომეწონა, მიხარია რომ ჩემს აზრს სხვებიც იზიარებენ:) რაც შეეხება ბლოგს მეც ძალიან მომწონს!!!

    • mkitxveli / Jul 19 2011 12:13 pm

      შენ რატომ არ მოგეწონა?
      ბლოგთან დაკავშირებით მიხარია, მადლობა🙂

  8. sergo01 / Jul 21 2011 9:44 am

    მწერალს რომ საკმაო ოდენობით რომანები ექნება დაწერილი და მოთხრობით იქნება ცნობლი (ვგულისხმობ “მოხუცი და ზღვა”-ს) ე.ი. რომანები არც ისე კარგი ხარისხისაა🙂

    • mkitxveli / Jul 21 2011 10:24 am

      არასწორი მიდგიმა მგონია, “მშვიდობით, იარაღო” “ფიესტა” “ქონა თუ არ ქონა” ძალიან ცნობილია და ზოგადად ხარისხი ცნობადობით არ განისაზღვრება. ბევრი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებები არ მომწონს და ამას სხვა ახსნა აქვს

    • sergo01 / Jul 25 2011 6:46 am

      გეთანხმები პოპულარული ნაწარმოები იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოგეწონოს. რაც შეეხება ჰემინგუეს ეგ სამივე რომანი წაკითხული მაქვს და ერთმანეთზე უფრო არ მომეწონა. თუ ვინმეს დაებადება კითხვა ერთი თუ არ მოგეწონა სხვები რაღას წაიკითხეო, მარტივად ავხსნი იმედი მქონდა რომელიმე რომანი მაინც გაამართლებდა ჰემინგუეის იმ დიდ სახელს რომელიც მას აქვს.

    • mkitxveli / Jul 25 2011 3:45 pm

      ხოდა იმას გეკითხები, რატომ არ მოგეწონა მეთქი🙂

  9. salomeaa / Aug 6 2011 6:26 pm

    ვაიმე: )))

    ეს არის ჩემი კომენტარი. ჰემინგუეი ნომერ პირველი მწერალია ჩემთვის: )))

    • mkitxveli / Aug 10 2011 1:38 pm

      არ ემთხვევა ჩვენი აზრები🙂🙂

  10. Mari Muradeli / Mar 6 2012 1:55 am

    პირველი და უკანასკნელი რაც ჰემინგუეის ნაწერებიდან წავიკითხე მოხუცი და ზღვა იყო, და იმის მერე გაგონებაც აღარ მინდოდა ჰემინგუეის , ისეთი მოსაწყენი უინტერესო და მოსაბეზრებელი საკითხავი იყო, ძლივს დავამთავრე.:)))) არ ვიცი შეიძლება სხვა მოთხრობები კარგი აქვს, მარა მე სურვილი აღარ მქონდა სხვა რამე წამეკითხა ისე ძალიან არ მომეწონა მოხუცი და ზღვა :))))

    • mkitxveli / Mar 7 2012 7:16 am

      მეც უბრალოდ ეგ ჟანრი და თემატიკა არ მომწონს და ბუნებრივია, რომ არ აღვფრთოვანდი

  11. likaqurtsikidze / Apr 18 2012 7:44 pm

    აი, მართლაც “კაცია და გუნება”, იმიტომ, რომ მე პირადად ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ “სამოსელი პირველის” რამდენიმე გვერდის შემდეგ მას ვინმე გვერდზე გადადებდა. ჩემი “პრატექტორობა” რაში ჭირდება დოჩანაშვილს და მის შემოქმედებას, მაგრამ…. მაგრამ, მაინც უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა მასზე. თუ რამ ამაღლებული და კეთილსისნდისიერი გაგვაჩნია ადამიენბის მოდგმას–ყველაფერია “სამოსელი პირველის” რამდენიმე პერსონაჟში, თუ რამ ბოროტება, შური და სისასტიკე ბუდობს ჩვენს გონებაში სრულადაა გამოხატული. გარდა ამისა,თემატიკაც ძალიან მრავალფეროვანია: სიყვარული, თავდადება, თავისუფლების ძიება, მამა–შვილობა, საზოგადოება და ა.შ და თან ეს ყველაფერი “თავისებურად”.

    • mkitxveli / Apr 18 2012 9:18 pm

      ალბათ ოოდესმე მივუბრუნდები🙂 შეიძლება ახლა ეს აჟიოტაჟი და დოჩანაშვილზე გაფანატება მთრგუნავს ახლა

  12. Joan Madou / May 1 2012 7:44 pm

    სამოსელი როგორ მიატოვე არ შეგეცოდა? ისე მიყვარს დოჩანაშვილი მაგრამ მისი ბოლო ნაწარმოები “არის და იყოს უცნაური,ადამიანიც წუთისოფელიც” აი მომკალით და მგონია რომ იღადავა ხალხზე და მგონია რომ ეს საერთოდ ნაწარმოები კიარა დაცინვაა…ნეტავ ადამიანი მანახა ბოლომდე რომ ქონდეს ეს “რაღაც” წაკითხული…ვინმე თუ იცით მეც მითხარით რაა:)

    • mkitxveli / May 1 2012 7:57 pm

      მე არც გამეგო ეგ🙂 არ ვარ დოჩანაშვილის მოყვარული. წიგნი კიდევ მგონია იქ უნდა მიატოვო, სადაც მიხვდები რომ არ გეკითხება. პენაკს თუ დავუჯერებთ, ესეც მკითხველის უფლებაა ერთ – ერთი იმ ათთაგან🙂

  13. lakrimosa / Aug 14 2012 7:51 pm

    “სამოსელი პირველი” დაბადების დღეზე მაჩუქეს და მის მერე ბევრი წიგნი წავიკითხე, რატომღაც სამოსელამდე ვერ მივედი, მიუხედავად იმისა რომ “კაცი რომელსაც ძლიერ უყვარდა ლიტერატურა”-ამ აღფრთოვანებული დამტოვა და დიდი სიამოვნებით წავიკითხე… ეხლა ზღვის მერე და უილბეკის პლატფორმის🙂 შემდეგ,ვიფიქრე მოდი კლასიკას დაუბრუნდეთქო და სამოსელი პირველის წაკითხვა გადავწყვიტე. წიგნის მიტოვება არ მიყვარს, მაშინაც კი როცა საინტერესო არ მეჩვენება, ვთვლი რომ ყველა წიგნში შეიძლება იპოვო საინტერესო, და ბოლოს ჯობს წაიკითხო რომ იცოდე რა დაწერა და იმსჯელო რომ გამოხატო შენი აზრი. თავიდან ალბათ ცოტათი მოსაწყენი მომეჩვენა, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეს ის წიგნია რომელშიც ყველაფერია მოცული და ასაზრდოებს მკითხველს. დიდი სიამოვნებით ვკითხულობ.

    • NicaStendali / Aug 15 2012 11:59 am

      “სამოსელი პირველი” დაბადების დღეზე მაჩუქეს და მის მერე ბევრი წიგნი წავიკითხე, რატომღაც სამოსელამდე ვერ მივედი, მიუხედავად იმისა რომ “კაცი რომელსაც ძლიერ უყვარდა ლიტერატურა”-ამ აღფრთოვანებული დამტოვა და დიდი სიამოვნებით წავიკითხე… ეხლა ზღვის მერე და უილბეკის პლატფორმის შემდეგ,ვიფიქრე მოდი კლასიკას დაუბრუნდეთქო და სამოსელი პირველის წაკითხვა გადავწყვიტე. წიგნის მიტოვება არ მიყვარს, მაშინაც კი როცა საინტერესო არ მეჩვენება, ვთვლი რომ ყველა წიგნში შეიძლება იპოვო საინტერესო, და ბოლოს ჯობს წაიკითხო რომ იცოდე რა დაწერა და იმსჯელო რომ გამოხატო შენი აზრი. თავიდან ალბათ ცოტათი მოსაწყენი მომეჩვენა, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეს ის წიგნია რომელშიც ყველაფერია მოცული და ასაზრდოებს მკითხველს. დიდი სიამოვნებით ვკითხულობ.

  14. Goderdzi Maxarashvili / Aug 21 2012 2:03 pm

    AM WIGNIS ELEQTRONULI VERSIA ARSEBOBS? SAD? DA ROGOR WAVIKITXOT EL WIGNEBI? IQNEB VIMEM MOMWEROS AQ,DA WAVIKITXAV…..

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: