Skip to content
March 21, 2011 / mkitxveli

ივან ბუნინი – “ნატალი”

იმდენჯერ არ შევიმჩნიე ამ წიგნის არსებობა, წისით საერთოდ აღარ უნდა წამეკითხა. რომ წამოვიღე, ვფიქრობდი, რომ რუსული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი ყველა შტრიხი ექნებოდა. წიგნი დავამთავრე და ახლა მგონია, რომ მასში პარიზი უფრო მეტია, ვიდრე მოსკოვი.

“ნატალი” მოთხრობების კრებულია, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ამავე სახელწოდების ნოველა მომეწონა. როდესაც ნატალის ქმარი გარდაეცვლება და ვიტალი მისასამძიმრებლად მიდის, ისე გამაჟრიალა, თვალებგაფართოებული დავყურებდი ნაწერს. ბავშვობაში მქონდა ხოლმე მსგავსი გრძნობა – რაიმე იდუმალებით სავსე წიგნს რომ ვკითხულობდი🙂

საოცარი ენა ჰქონია ბუნინს – მსუბუქი და ამავე დროს ღრმა. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებით მთლიან სიტუაციას მოქნილად განახებს. კითხვისას არაფერი გეზედმეტება, ისრუტავ და იღებ ყველაფერს. ამ წიგნის კითხვისას სულ ცვაიგი მახსენდებოდა, ბუნინსაც მასავით დატანჯული ქალები ჰყავს. ყველა მოთხრობა ქალისა და კაცის ურთიერთობაზეა, თუმცა ისე განსხვავებულია როგორც სიუჟეტი, ასევე პერსონაჟები. იმდენად სხვადასხვა ტიპის ადამიანები არიან, მხოლოდ მეორედ მიბრუნებისას თუ გაგახსენდება, რომ მსგავსი პრობლემა წინა მოთხრობის გმირსაც აწუხებდა.

“მზის დაკვრამ” ძველი ფიქრები ამიშალა – როგორ ქრებიან ადამიანები შენი ცხოვრებიდან, თავიდან გაკლია რამდენიმე დღე და მერე ყველაფერი ძველებურადაა, უბრალოდ ის აღარ არის. უმეტესად ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა. ბერვჯერ ადამიანები ისე არასწორ დროსა და სიტუაციაში ხვდებიან ერთმანეთს, მხოლოდ ერთი საათით ადრე შეხვედრა რომ შეცვლიდა ყველაფერს. მერე ვერ გაიგებ რატომ და როგორ იქცევიან, ყველანი ხომ ასე ინდივიდუალურები და ცალკე ადამიანები ვართ. გარემო ფაქტორები და განწყობები კიდევ სულ ართულებს ყველაფერს. ბოროტულად ექცევი და არ იცი რატომ, გიყვარდება და გიკვრის,რაღა მაინცადამაინც ის, სხვასთან ხომ გაცილებით ადვილი იქნებოდა ყველაფერი. ბოლოს ხვდები, რომ მარტივი და ზედმიწევნით ლოგიკური უინტერესოა.

ივან ბუნინი

ჩვენ ყველანი კიდევ სხვადასხვანაირად ვცდილობთ მრავალფეროვანი გავხადოთ ის. ბუნინის პერსონაჟებიც ზუსტად ასეთები არიან ჩემი და შენნაირები. სინამდვილეში ჩვენც ხომ არ ვიცით როდის როგორ მოვიქცევით, ერთხელაც ისეთი სისულელე შეიძლება გავაკეთოთ, აი, ახლა რომ იფიცებით, არ არსებობოსო.

“ჰერმინეს” რომ ვკითხულობდი, როგორ გაამარტივებს ყველაფერს ახლა ამათ ერთი მობილური რომ ჰქონდეთ-მეთქი, ბოლოს გადავიფიქრე, ასე შორს ყოფნასა და ბარათების ლოდინსაც თავისი ხიბლი აქვს. მაინც ქალების მხარეს ვარ, ფემინისტური გრძნობები მძლევს და ვბრაზდები იმ ქალებზე პროტესტს რომ არ გამოთქვამენ, როცა უყვართ და ვერ ამბობენ, ვბრაზდები კაცებზეც ასე რომ ექცევიან ქალებს და კიდევ იმაზეც, ვერაფრით რომ ვერ გაიგეს მათი ფსიქოლოგია.

13 Comments

Leave a Comment
  1. mecmikvarkhar / Mar 21 2011 1:53 pm

    მე მიყვარს ბუნინი. თუმცა ქართულად ვერ წარმომიდგენია🙂

    • mkitxveli / Mar 21 2011 3:15 pm

      მე საერთოდ არ მიყვარს ასეთი დამოკიდებულება, ქართულ თარგმანებთან დაკავშირებით😦

      მე მომეწონა, ნახე შენც🙂 აბა ვიდრე მე ვისწავლი რუსულს, დამრჩენია წაუკითხავი

    • mecmikvarkhar / Mar 22 2011 11:43 am

      უბრალოდ ორიგინალში წაკითხვა თუ შეგიძლია, მერე თარგმნილს ვერ კითხულობ. არაა ქართულად ნათარგმნი, რუსულებს არ ვგულისხმობ საერთოდ ზოგადად უცხოური.

    • mkitxveli / Mar 22 2011 12:05 pm

      თუ ენა ისე იცი, რომ კომფორტუად კითხულობ, მაშინ ორიგინალში წაკითხვა სჯობს. თუმცა არც თარგმანია ცუდი.
      ყოველ შემთხვევაში ვინც არ ვიცით რუსული, სხვა გზა არ გვაქვს:)

  2. Kejeradze / Mar 21 2011 9:02 pm

    ქართულად ვერ “მომხიბლა”😦 ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ მომინდა, რომ კიდევ ვცადო🙂 იქნებ ორიგინალმა უფრო გაამართლოს მოლოდინი : ))

    • mkitxveli / Mar 22 2011 10:01 am

      შეიძლება გემოვნების ამბავია, ალბათ ამ სტილის, თემატიკის ნაწარმოებები არ მოგწონს. მე ქართულად წავიკითხე და მართლა მოვიხიბლე, მანამდე ბუნინის მგონი არაფერი მქონდა წაკითხული და ძალიან კარგად შემოვიდა.

      მე რუსული არ ვიცი, ამიტომ ვერ გეტყვი ამ ენაზე როგორია, თუ წაიკითხავ აზრის შეცვლა/არშეცვლაზე შემეხმიანე მაინტერესებს🙂

    • Kejeradze / Apr 10 2011 6:54 pm

      გადავიკითხე ბუნინი, ამჯერად ორიგინალში და შემიძლია ვთქვა, რომ მომეწონა🙂 განსაკუთრებით “მზის დაკვრა” და “ნატალი”

    • mkitxveli / Apr 10 2011 8:21 pm

      მშვენიერია🙂 “ნატალი” მეც ძალიან მომეწონა

  3. aadaegwas / Apr 4 2011 1:42 pm

    davikarge . rogor gadmoviwero?

    • mkitxveli / Apr 4 2011 1:45 pm

      სად დაიკარგე?🙂 ეს კრებული გინდა გადმოიწერო? არც კი ვიცი მისი ელექტრონული ვერსია თუ არსებობს😦

  4. Sophie SUNNY Golden / Apr 8 2011 3:14 pm

    პირველ რიგში, ალბათ, სათაურმა მოგხიბლა😉
    არ წამიკითხავს ბუნინი, ვაღიარებ. არა, რაღაც უნდა მქონდეს წაკითხული ბავშვობაში, მაგრამ ახლა ვერ ვიხსენებ, შესაბამისად, არ ითვლება.

    მეც მიშლიან ასეთი ქალები და კაცები ნერვებს. უჰ, არ ვიცი. უბრალოდ, უნდა დაიკიდო, დაივიწყო და არავითარი სიყვარული არ გამაგონოთ ასეთი კაცების მიმართ, რომლებიც ქალებს აწვალებენ და ნერვებს უშლიან. ქალები მეცოდებიან ხშირად, იმდენ რამეს ცდილობენ კაცებისთვის, რომლებიც ამად არ ღირან.

    • mkitxveli / Apr 8 2011 3:41 pm

      საერთოდ მგონია რომ ურთიერთობაში ორივე თანაბრად უნდა იხარჯებოდეს. როცა შენ მეტად იხაჯები მერე იბოღმები კიდეც და ურთიერთობა ფუჭდება.

      სახელიც რომ არა, მართლა ძალიან მომეწონა სოფ. შენ როდის მიწყნარდები და მოიცლი არ ვიცი მაგრამ ნახე შენც🙂

  5. თაკო / Oct 2 2012 7:16 pm

    ნატალი ადრე წავიკითხე,და მზის დაკვრა რატომღაც პოსტს რომ მოვკარი თვალი მხოლოდ მაშინ გამიჩნდა სურვილი წამეკითხა,და ძალიან მომეწონა.ზედმეტად რეალური,დღეს რომ ხშირად ხდება- თქო მგონია ისეთი მზის დაკვრაა )))ეიფორია და ვნება რომელიც წამიერია და ძალიან მალე ყოველდღიურ ცხოვრებას რომ უბრუნდები და გავიწყდება..მეც განმიცდია ასეთი რამ,და დღესაც მაქვს ურთიერთობა იმ ადამიანთან..ვნება რომელიც ორივეს ძალიან მოჭარბებულად გვქონდა წამიერი იყო,და დღეს ვაგრძელებთ ურთიერთობას თითქოს არაფერი ყოფილა,მე არ მომწონს და არც მიყვარს,არც თავს ვარიდებ,და არც ვინდომებ,ის დაძაბულია და მორიდებული.ზუსტად ასეთ შემთხვევებზე ამბობენ მგონი “one night stand”-მქონდაო)))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: