Skip to content
March 27, 2011 / mkitxveli

ბასა ჯანიკაშვილი – „ოცნებით კაიროში“

ამოჩემება ვიცი – ადამიანებისა და წიგნების. გამოვარჩევ ხოლმე რომელიმე ნაწარმოებს, კაცმა არ იცის რა ნიშნით, ავტყდები და სანამ ჩემ გარშემომყოფებს, ყველას არ წავაკითხებ, ვერ ვისვენებ. ეს წიგნები თორემ, ადამიანებზე უარესი მემართება, ასევე აუხსნელი ნიშნით გამორჩეულ ადამიანს ათასგვარ ჩემებურ „გამოცდას“ ვუტარებ იქამდე, სანამ ბოლომდე არ გავიცნობ. აი ისე, ზუსტად რომ ვიცი რას დაწერს, ან მიპასუხებს ამა თუ იმ საკითხზე.

მოკლედ, ამოჩემებულ წიგნებზე ვამბობდი. ზოგჯერ ისეთს გამოვარჩევ, მერე მე თვითონაც მიკვირს, მაგრამ ფაქტია, ამგვარ ნაწარმოებებში ისეთ რაღაცეებს ვიჭერ, რაც ძალიან მაღელვებს, ვამჩნევ იმას, რასაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ ან მათზე ისე არ მოქმედებს.

„ოცნებით კაიროში“ ამ წიგნების კატეგორიას მიეკუთვნება. პრინციპში ბასას ეს ერთადერთი ნაწარმოებია, რომელიც წაკითხული მაქვს, ამიტომ მასზე როგორც მწერალზე, ვერ ვილაპარაკებ. სიუჟეტი დიდი ორიგინალურობით არ გამოირჩევა, ტექსტი – ისე რა, თემა – გავცეთილ – გადაღეჭილი. მიუხედავად ამისა, 90-იანი წლების საქართველოზე დაწერილი (ასეთი კი არაერთია) ნაწარმოებებიდან ყველაზე მეტად მომწონს, იმიტომ რომ ძალიან იმოქმედა.

წიგნი პირველ პირშია დაწერილი – სამი მეგობარი ჰყვება ამბებს, ამიტომ იმავე ენითაა მოთხრობილი, რა სტილითაც 90-იან წლებში ქუჩაში მდგომი წამალზე მოჩალიჩე ბიჭები საუბრობდნენ. მახსოვს, მეორე კურსზე ბასას ამ ნაწარმოებზე ვესაუბრებოდი „მემეს ვერ ვათქმევინებდი, თემო, თუ შეიძლება ჩაი მომაწოდე!“ ჟარგონი და სლენგი რეალურობისთვის მჭირდება. მათი ენა რომ არის და ჩემი – არა, პირველ პირში იმიტომ დავწერე,“ – მიპასუხა მაშინ.

თემოს კაიროში უნდა, მშვიდად ვიცხოვრებო, მაგრამ კლავენ და ვერ მიდის. მემე აფხაზეთის ომში წავა, კიკალა კი ამერიკაში გაფრინდება მამინაცვლის ძმასთან (ჩემი ბედი რა ვთქვიო), იქიდან კი კაიროში ჩავა, ძმაკაცის ნაცვლად ის წავა და გიდად დაიწყებს მუშაობას. მაინც საქართველოში უნდა.

„ვიცი მემეს ბებიაც მიკითხავდა, როგორ არისო? და კარგადო, მემე უპასუხებდა და თავისთვის გაიფიქრებდა, რო დიდი ხანია არ დამირეკავს და ეგონება, რო მაგარ პონტში ვარ და ეხლა მე მართლა მაგარ პონტში ვარ, მარა ეს პონტი მინდა იქ, ჩემებთან, თბილისში. იმიტო რო მართლა მაგრა ხარ მაშინ, როცა შენთან ხარ სახლში და შენი კარგად ყოფნა ყველას უხარია. ამას უფრო ფასი აქვს, ვიდრე იმას, რო აქ ოცი მეტრით ჩაძირულებს მე და ნატაშკას გვიხაროდეს ერთად ყოფნა. მინდა თბილისში და იქ ვიოცნებებ სხვის მაგივრად კაიროზე.“

ამ სამი ძმაკაცის აბდაუბდა საუბრით, მერე თემოს უაზრო სიკვდილით ისე ნათლად ჩანს რა უაზროდ ცხოვრობდნენ იმ დროს ახალგაზრდები, რა სხვანაირად უყურებდნენ ცხოვრებას, როგორ დაემსხვრათ ოცნებები და სხვადსხვა ადგილას წასვლით როგორ დაიკარგა თაობა.

კიკალა კაიროში, მემე ომში, თემო მიწაში – სიმბოლოა იმ დროინდელი ქართველობის.

2 Comments

Leave a Comment
  1. bagbugera / Apr 2 2011 3:40 pm

    Zaan damainteresa, zogadad mad periodze dawerili wignebi Zalian mainteresebs

Trackbacks

  1. წიგნი – ჩემი მეგობარი | Dzamuk ))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: