Skip to content
April 1, 2011 / mkitxveli

კნუტ ჰამსუნი – „განცდილი და ნაფიქრალი კავკასიაში“

ამ წიგნში ორი ნაწარმოები შედის „ზღაპრული ქვეყანა“ და „დედოფალი თამარი“.   არც ერთი არ მომეწონა, განსაკუთრებით ბოლომ აღმაშფოთა, ამიტომ ჯერ მასზე დავწერ. „დედოფალი თამარი“ პიესაა თამარ მეფეზე, წინასიტყვაობას თუ დავუჯერებთ, ჰამსუნს ამ ნაწარმოების შექმნის იდეა საქართველოში მოგზაურობის შემდეგ გაუჩნდა. მე თუ მკითხავთ, სახელწოდების გარდა პიესას ჩვენს ქვეყანასთან კავშირი არ აქვს.

იმედს ვიტოვებ, რომ ქვეყნის ეს პერიოდი ჰამსუნზე უკეთესად ვიცი და არ მეშლება. თუმცა დიდი ცოდნა არ სჭრდება იმას, რომ არც ერთი იქ მოყვანილი ამბავი ისტორიულად არ დასტურდება, თამარ მეფეს სახელის მეტი არაფერი მიუგავს. აქ ლაშა-გიორგი და რუსუდანი იური რუსისგან ჰყავს, ქმართან თავიდან დაძაბული ურთიერთობა აქვს, ბოლოს კი მოსიყვარულე ცოლ-ქმარი არიან, ნეტავი სად წაიკითხა ჰამსუნმა რომ ქართველი მეფეები ქრისტიანობის მიღებას აიძულებდნენ დატყვევებულ მუსულმან ხანებს, ეს კათოლიკური და მართლმადიდებლური ტრადიციების აღრევა რას ნიშნავს? ან ვინმემ დავით სოსოლანის არსებობის შესახებ არაფერი უთხრა?

როგორც ზემოთ ვთქვი, აქ ყველაფერი ერთმანეთშია არეული და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რასაც ყური მოჰკრა, ის დაწერა პიესად იმისათვის, რომ რომელიმე თეატრს დაედგა და ფული აეღო. ნორვეგიასა და სხვა ქვეყნებში საქართველოს ისტორიას არავინ იცნობს და შესაბამისად ვერავინ მიხვდებოდა რას წერდა. ვერ ვიტან ზერელე დამოკიდებულებას, როცა მწერალი ისტორიულ ფაქტებზე წერს, მინიმუმ მოზარდებისთვის დაწერილ მატიანეს მაინც უნდა გადახედოს და მხოლოდ საკუთარი ფანტაზიის იმედად არ უნდა იყოს, თუ ასეა, მაშინ უნდა მიუთითოს, რომ ეს თამარი უბრალოდ გამოგონილი პერსონაჟია.

რაც შეეხება „ზღაპრულ ქვეყანას“, ჰამსუნის „მისტერიებისა“ და „შიმშილის“ მერე აშკარად მეტს ველოდი, მეგონა უფრო ბევრი მომენტი იქნებოდა დაჭერილი, რასაც უცხოელები ხედავენ ჩვენგან განსხვავებით. ერთი დეტალი შესამჩნევი იყო. მწერალი გაოცებულია, რომ ქართველი კაცები დედას დიდ ყურადღებას აქცევენ, დიდ პატივში ჰყავთ, ცოლები კი სადღაც მიგდებულები სიცივისგან კანკალებენ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ამ წიგნში აღწერილი ბევრი ჩვეულება შეიცვალა, თუმცა კაცების დაუბალანსებელი ურთიერთობა დედასთან და ცოლთან მიმართებაში, ვფიქრობ, დღესაც აქტუალურია.

„ზღაპრული ქვეყანა“ 200 გვერდამდეა, თუმცა ყურადღება ისეთ უმნიშვნელო რაღაცეებზეა გამახვილებული, საერთო ჯამში ბევრს ვერაფერს იგებ ვერც რუსეთზე, ვერც საქართველოსა და ვერც აზერბაიჯანზე. ასე მგონია, სულ ტყუილად დახარჯა ამდენი სიტყვა.

აუცილებლად უნდა წავიკითხო „მიწის წვენი“, ნაწარმოები, რისთვისაც ჰამსუნმა ნობელი მიიღო და თომას მანს ეს სიტყვები ათქმევინა „არასოდეს მიუნიჭებიათ ნობელის პრემია სხვა, ვინმე უფრო ღირსეულისთვის, ვიდრე კნუტ ჰამსუნია“.

13 Comments

Leave a Comment
  1. Kejeradze / Apr 2 2011 8:51 am

    “ზღაპრული ქვეყნისგან” მეც ბევრად მეტს ველოდი. მეგონა, ჰამსუნი კავკასიაზე გაამიხვილებდა ყურადღებას და არა თავის უმნიშვნელო “თავგადასავლებზე”.

    • mkitxveli / Apr 2 2011 9:34 am

      ის დეტალები რაზეც საუბრობს არაფერს აძლევს მკითხველს, თავსი თავგადასავალიც კი არ არი, რას ყვება და რატომ ვერ გავიგე

  2. malvina / Apr 2 2011 3:37 pm

    ეტყობა ჰამსუნის არაფერი წაგიკითხავს და ეს პირველი წიგმია მისი რაც შეგხვდა

    • mkitxveli / Apr 2 2011 5:32 pm

      საიდან გამოიტანე ეგ დასკვნა ძალიან მაინტერესებს🙂 ისე ცოტა ქვემოთ თუ ჩახვალ მანდ “შიმშილის” მიმოხილვასაც ნახავ, რაც ლოგიკურად ნიშნავს იმას, რომ ეგეც წაკითხული მაქვს. კიდევ “მისტერიები”. ეს ბოლო ორი მომეწონა პირველისგან განსხვავებით.

  3. bagbugera / Apr 2 2011 3:39 pm

    anu faqtobrivi monacemebia areuli?

    • mkitxveli / Apr 2 2011 5:33 pm

      არამარტო ფაქტობრივი. არაფერი აქვს საერთო ქართულ ისტორიასთან სახელების გარდა.

  4. Zurriuss.GE - SPQR / Apr 3 2011 7:55 am

    ე.ი. მაგ წიგნის წაკითხვა ჩემთვის ისეთივე დროის კარგვა იქნება, როგორც მისთვის იყო დაწერა.
    მადლობა🙂

    • mkitxveli / Apr 3 2011 11:21 am

      აპირებდი?😀

  5. tamo / Jun 28 2011 6:57 am

    იმდენად დიდებული ნაწარმოებები იყო მისი სხვა რომანები, რომ მართალი გითხრათ ეს მოგზაურასობის ამბავი მეც გამიკვირდა. ცუდი არ არის რათქმაუნდა და წასაკითხია, მაგრამ მეტს ველოდი. ჩემთვის ის წვრილმანები, რასაც მწერალი გზაში ხვდებოდა ნაკლებ მნიშვნნელოვანია, თუმცა ალბათ რაღაც ემოციების მოზღვავება ქონდა ამ მგზავრობას და უნდოდა გადმოეცა. ისიც ფაქტია, ვინმე ნაკლებ ნიჭიერ მწერალს რომ დაეწერა ეს ნაწარმოები მას ნამდვილად არ მიაქცედნენ ყურადღებას.🙂

    • მკითხველი / Jun 28 2011 10:50 am

      რაღაც იმედგაცრულებული დავრჩი, “ხალტურას” უფრო ჰგავდა. “შიმშილის” შემდეგ მეწყინა, თორემ, ვინმე სხვას რომ დაეწერა არ აღვშფოთდებოდი

  6. ანა / Aug 17 2013 10:53 am

    მიწის წვენი სადმე ხომ არ შეგხვედრიათ ვინმეს?

  7. :) / Sep 4 2013 7:12 pm

    პიესა აღარ წავიკითხე შენი უარყოფითი აზრის გამო და თანაც პიესები ისედაც არ მიყვარს დიდად და ტყუილა ამ კაცზე ჩემი აღფრთოვანების გაბათილება არ მინდიდა :დ მოგზაურობა ზღპრულ მხარეში კი ძალიან მომეწონა.მისტერიებს და შიმშილს ვერ შევადარებ.ისინი რომანებია და ამ კაცის ყველაზე საუკეთესო ნაწარმოებები რომლებიც იდეაში არის ის რაც არის ჰამსუნი და ეს მოგზაურობის ჩანაწერები არაა იმდენად გახმაურებული და არც აღიარებული.ქართველი რო არ ვიყო შეილება არც წამეკითხა ,თუმცა ვტყუი, ჰამსუნის ნებისმიერ ჩანაწერს წავიკითხავ რაც ხელში ჩამივარდება:დ ხო და ეს მოგზაურობის ჩანაწერები იმიტო მომეწონა , რომ ჯერეს ერთი ჰამსუნის ენა ჩამთვის უსაყვარლესია და რამდენიმე პატარა დეტალი,მაგალითად მკერავზე ,მოხუც კაცზე ხელს რომ დაუქნევს მატარებლიდან და საათის გაჩერებაზე რომაა საუბარი მე ძალიან მომწონს.კიდევ არაა ეს უბრალოდ დღიური.შეილება ითქვას რომ სრულფასოვანი მხატვრული ნაწარმოებია.გმირებით,თავგადასავლებით და რამდენიმე საკმაოდ სერიოზული მსჯელობით.თვითმკვლელობაზეც თქვა ერთი-ორი სიტყვა და ის თავიც ძალიან მომეწონა სადაც მოაზროვნეებზე და მწერლებზე საუბრობს.
    მოკლედ ძალიან მიყვარს ეს კაცი და თბილისიც უფრო შემიყვარდა რაც გავიგე რომ აქაა ნამყოფი:დ ნაციზმსაც მხოლოდ ამ ადამიანს თუ ვაპატიებ :დდ

  8. მარინა თიკანაძე / May 19 2016 12:23 pm

    დიდი ინტერესით დავიწყე კითხვა. ეს ინტერესი ბოლომდე შემრჩა, მიუხედავად იმისა, რომ მეც ძალინ უკმაყოფილო დავრჩი- მეტს მოველოდი. მშვენიერი სტილი აქვს, თარგმანიც არ არის ურიგო. აშკარად ეტყობა, რომ უფრო ღრმად იცნობს რუსულ კულტურას და ლიტერატურას. საქართველოსაც რუსული იმპერიის ჭრილში აღიქვამს; თან ცუდ როლს თამაშობს ენობრივი ბარიერი და ზოგადად საქართველოს შესახებ მწირი ცოდნა. სიამოვნებით წავიკითხავ მის უკვე აღიარებულ ნაწარმოებებს.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: