Skip to content
April 8, 2011 / mkitxveli

ემილი ბრონტე – “ქარიშხლიანი უღელტეხილი”

ერთი დიდი სიძულვილის ისტორიაა, გაბოროტებული ადამიანი როგორ უნგრევს ყველას ცხოვრებას. თუმცა მთავარი მაინც ის საფუძველია, რამაც ამხელა შურისძიების სურვილი გამოიწვია. არადა, ერთი შეხედვით, ყველაფერს სიყვარულისთვის აკეთებს.

ჰიტკლიფი ბოშა იყო და უპატრონოდ მიგდებული ერნშოუმ სახლში წამოიყვანა, ამ ერთი შეხედვით კეთილშობილურმა საქმიელმა ორი ოჯახის ისტორია მთლიანად განსაზღვრა.

ადამიანების პიროვნებად ჩამოყალიბებას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები უკვალოდ არ ქრება და ილექება. ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმები კი ყველაზე მძაფრად ვლინდება და წლების შემდეგ ცნობიერში ამოდის. ამიტომაა ხოლმე თითქოს უმნიშვნელო ქმედება ღრმა კვალს რომ ტოვებს ადამიანის ცხოვრებაში.

როცა უარყოფითი ემოციები გროვდება და შურისძიება თვითმიზანი ხდება, სიყვარულიც ასეთივე ბოროტული ხდება. ბოროტული სიყვარული კიდევ ცალკე თემაა, მე ასე ვუწოდებ ყოველშემთხვევაში, თორემ სიყვარულია თუ არა ეგ კიდევ საკითხავია. არც ის ვიცი, თავად ცნება “სიყვარული” მხოლოდ დადებითს მოიცავს თუ შესაძლებელია გიყვარდეს, მაგრამ მაინც ცუდს უკეთებდე, ან შენ  გეგონოს, რომ კარგია, არადა ცხოვრების ნგრევა იყოს. ვინ რას და რა მოტივით აკეთებს რას გაიგებ. როგორც ამბობენ ხოლმე, ყველას საკუთარი სიმართლე აქვს.

“ქარიშხლიან უღელტეხილში” ერთგვარი სასიყვარულო სამკუთხედიც იკვრება. ვერ ვიტან კეტის ასე რომ არია ყველაფერი, ორივე გააუბედურა და თვითონაც დაიტანჯა, იზაბელა კიდევ უტვინოა. სულ მიკვირს ხოლმე როცა ქალები იმას მიყვებიან ცოლად ვინც არ უყვართ. ვერც იმ კაცების გამიგია, ერთის დასავიწყებლად მეორეს რომ ირთავენ, ამ მეორე კატეგორიაში მოყოლილი ქალებისა კიდევ ხომ საერთოდ არაფერი მესმის.

ძალიან დავხლართე  სიტუაცია, თუმცა წიგნი ასეთი ჩახლართული ნამდვილად არ არის. ამბავი პირველ პირში საკმაოდ მარტივადაა მოთხრობილი, იქ დასმული პრობლემები საკმაოდ რთული და მრავალმხრივი.

არ ფიქრობთ, რომ ემილი და შარლოტა წერის სტილით ჰგვანან ერთმანეთს?

74 Comments

Leave a Comment
  1. mecmikvarkhar / Apr 8 2011 12:21 pm

    წერის სტილით ჰგვანან მეც ასე ვფიქრობ, თუმცა “ქარიშხლიანი უღელტეხილი” ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია, ხოლო “ჯეინ ეარ”ზე იგივეს ვერ ვიტყოდი :))

    • mkitxveli / Apr 8 2011 12:24 pm

      “ჯეინ ეარი” იმდენჯერ წავიკითხე ორივე ენაზე, იმდენჯერ ვუყურე ფილმსაც, რომ გახსენება აღარ მინდა🙂 ხან მასწავლეს, ხან დამავალდებულეს მასზე წერა, მე კიდევ როცა ვიღაცის მითითებით ვკითხულობ არც ერთი წიგნი არ მომწონს🙂

    • mecmikvarkhar / Apr 8 2011 12:30 pm

      არ მიყვარს მსუბუქად ნათქვამია, ვერ ვიტან🙂

  2. Eli / Apr 8 2011 12:48 pm

    ეგ წიგნი ქართულად ითარგმნა?

    • mkitxveli / Apr 8 2011 1:19 pm

      კი, აქვე ყდაც როგორც ხედავ :0

  3. Kejeradze / Apr 8 2011 2:09 pm

    კეტისა და იზაბელასთან დაკავშირებით ზუსტად ასეთივე შთაბეჭდილება დამრჩა. ვერც ჰიტკლიფს ვიტანდი თავისი “ბოროტული” სიყვარულის გამო. : ) რაც შეეხება დებ ბრონტეებს, “ჯეინ ეარს” “ქარიშხლიანი უღელტეხილი” მირჩევნია🙂

    • mkitxveli / Apr 8 2011 3:36 pm

      სიყვარულის ბოროტულ გამოვლინებაზე კიდევ უნდა წავიკითხო რამე. რომ დაფიქრდე რამდენნაირი გამოვლინება, სახეა ამ გრძნობის

  4. Sophie SUNNY Golden / Apr 8 2011 2:59 pm

    მე, საერთოდ, ამ წიგნს ვერაფერი გავუგე :დ დიდი სიძულვილის ისტორიააო, ამაზე ბრძნული რევიუ კაციშვილს არ გაუკეთებია, მე თუ მკითხავ. დროის დაკარგვაა ამ წიგნის კითხვა რაღაც მომენტში, სიმართლე რომ ვთქვათ.

    • mkitxveli / Apr 8 2011 3:34 pm

      დროის კარგვად ნამდვილად არ ვთვლი, საკმაოდ ბევრი მაფიქრა, ზუსტად იმ საკითხებზე რაზეც ზემოთ ვწერდი. რაც შეეხება “ბრძნულ რევიუს” დიდი კომპლიმენტი იყო🙂🙂

  5. litterator / May 1 2011 4:40 pm

    ჩაგერთვებით და ემილის და შარლოტას წერის სტილი არ ჰგავს ერთმანეთს, როდესაც ემილიზე საუბრობენ პირველ რიგში მის გამორჩეულ წერის მანერას ასახელებენ, რომელიც იმ დროს ასე ვთქვათ მოდაში იყო, მისი განსაკუთრებული შტრიხია – რთული და მაღალფარდოვანი, იშვიათი სიტყვებით წერა, რასაც ცხადია ქართულ თარგმანში, მითუმეტეს ახალ თარგმანში ვერ იგრძნობ ანუ დაკარგულია.

    შარლოტა კი საკმაოდ მარტივი ენით წერს. მათ საერთო აქვთ მხოლოდ XIX საუკუნისთვის დამახასიათებელი ლიტერატურული მიმდინარეობის ელემენტები

    • mkitxveli / May 1 2011 4:55 pm

      არ ვიცი შეიძლება მართლაც თარგმნის ბრალია, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული სტილი მე ვერ დავინახე. შენ თვითონ რომელ ენაზე გაქვს წაკითხული?

    • litterator / May 2 2011 7:29 pm

      მე ინგლისურ ენაზე დედანში (unabridged)
      ხო აი ეგ არის თუ კარგად არ ითარგმნა და სტილი და ეპოქა არ დაიჭირა მთარგმნელმა აზრი არ აქვს, მაშინ უბრალოდ შინაარსი გადმოაქვს და ეგ არის😀

    • mkitxveli / May 2 2011 7:51 pm

      აჰა, გეთანხმები, მე არ წამიკითხავს ორიგინალში ამიტომ ვერ დავდებ თავს🙂

  6. dekemberiusi / May 13 2011 2:18 pm

    me dzalian momewona es wigni, rogorc ityvian erti amosuntqvit wavikitxe.

    • mkitxveli / May 13 2011 6:33 pm

      ერთი ამოსუნთქვით ნამდვილად იკითხება, თუმცა განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია

  7. Angel / May 20 2011 5:07 pm

    Chemi sayvareli wigni! dzalian dzlieria da yvelaze metsad miyvars

    • mkitxveli / May 20 2011 8:39 pm

      გემოვნების საკითხია🙂 და კიდევ ინტერესების, რა თემა, რა პრობლემა გაინტერესებს ყველაზე მეტად

  8. mariami / Jun 26 2011 3:43 pm

    em am wignis shesaxeb saertod ar vicodi da mas shemdeg dvinteresdi rac bindis sagis gantiads vkitxulobdi sadac moxseniebuli iyo da amitomac davinteresdi wakitxvis shemdeg davdeb axal komentars

    • mkitxveli / Jun 26 2011 7:09 pm

      მე ბინდის საგის არც ერთი წიგნი არ მაქვს წაკითხული, არც ფილმი მაქვს ნანახი, ასე რომ ბარი ბარში ვართ🙂 ნუ მე ამ წიგნების წაკითხვას არც ვაპირებ შენგან განსხვავებით.

      გამიხარდება თუ კითხვის დასრულების შემდეგ შენს შთაბეჭდილებას გამიზიარებ

  9. ani / Aug 29 2011 4:58 pm

    ხო არ იცით სად ვიყიდო ეს წიგნი ?? მართლა ძალიან მაინტერესებს… მეც ბინდში წავიკითხე და ძალიან დამაინტერესა, თან შენი აღწერაც ისეთი იყო.. რაღაცნაირი… ძაან მომეწონა.. და თუ იციტ სად ვიშოვო დაწერეთ რა…

    • mkitxveli / Aug 29 2011 8:54 pm

      წიგნის ყველა მაღაზიაშია🙂

  10. qeti / Sep 3 2011 8:53 am

    auuu biblioTekashi qarTulad eqnebaaT?dzaan minda es wigniiiiiii

    • mkitxveli / Sep 3 2011 7:10 pm

      კი ქართულად არის, პეკინზე 33-ე ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე მე

  11. Nini Berdzenishvili / Sep 6 2011 6:31 pm

    ისევე როგორც ,,ჯეინ ეარი” , ,,ჭექაქუხილის უღელტეხილიც” ჩემი ერთერთი საყვარელი წიგნია. პირველად ,,ჯეინ ეარი” წავიკითხე,შემდეგ ,,ჭექაქუხილის უღელტეხილი” , თუმცა კითხვის დასრულებისას აზრად არ მომსვლია დები – ემილი და შარლოტა შემედარებინა . უბრალოდ აკა მორჩილაძის სიტყვები გამახსენდა ,ეს ბრონტეები ვინ ყოფილანო.

    ჯეინ ეარი ის წიგნია , რომელიც შემიძლია ასიათასჯერ წავიკითხო და მისი კითხვა არ მომბეზრდეს.

    კეტრინმა ვერც ჩემზე მოახდინა დადებითი შთაბეჭდილება. თქვენი სიტყვების არ იყოს, მან ის ორი საყვარელი მამაკაცი გაანადგურა,რომლებსაც ეს ეგოისტი,მაგრამ ლამაზი ქალი სიგიჟემდე უყვარდათ – ედგარი და ჰიტკლიფი.

    სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამ წიგნის არსებობა,ფაქტობრივად,მეც ბინდის მეშვეობით გავიგე. სამწუხაროდ,იმიტომ რომ, ასეთი წიგნი ბინდით არ უნდა აღმოაჩინო,საბედნიეროდ კი იმიტომ რომ – უბრალოდ აღმოვაჩინე და მისი წაკითხვით დიდი სიამოვნებაც მივიღე.

    პ.ს. ეს ბლოგი მომწონს

    • mkitxveli / Sep 6 2011 8:34 pm

      ბლოგის მოწონებისთვის მადლობელი ვარ.

      ისე მე ბინდის აზრზე არ ვარ. არც წიგნის არც ფილმის, ასე რომ ეგ არაფერი ყველამ ყველაფერი არ იცის🙂

    • Nika / Mar 20 2014 9:34 am

      სამარცხვინოა რომ ბინდიდან იგებს “ქართველი მკითხველი” ემილი ბრონტეს და კონკრეტულად ამ წიგნის შესახებ.

      ისე არაერთი ეკრანიზაციაა წიგნის და შეგიძლიათ უყუროთ კიდეც🙂

      და ბოლოს ძალიან მაღიზიანებს კითხვა “სად შეიძლება წიგნის ყიდვა”, უამრავი წიგნის მაღაზიაა დღეს საქართველოში, აფთიაქშიც კი იყიდება უკვე წიგნები!!!

  12. ucnobi / Oct 30 2011 1:47 pm

    ფილმი მაქვს ნანახი.. და წიგნმა ცოტა არ იყოს დამაინტერესა… სად შეიდძლება ვიყიდოოო???

    • mkitxveli / Oct 30 2011 3:48 pm

      წიგნის მაღაზიაში🙂

  13. mariami / Nov 28 2011 8:25 pm

    რაღაცით გავნან, მაგრამ ემილის ნაწარმოებები უფრო მირჩევნია ვიდრე შარლოტასი ..

  14. Dianna / Nov 29 2011 11:46 am

    sad sheidzleba am cignis shedzena? dzalian minda…

    • mkitxveli / Nov 29 2011 7:48 pm

      წიგნები წიგნის მაღაზიებში იყიდება

  15. gvantsa / Dec 13 2011 7:12 pm

    მე პირადად ვთვლი რომ ემილი ბრონტე უკეთ აღწერს რეალობას ვიდრე შარლოტა, ემილის ნაწარმოებში ადამიანის მხარეების უარყოფითი მხარეები, ის მხარეები რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ჩანს და თამამად შემიძლია ვთქვა რომ “ქარიშხლიანი უღელტეხილი” ჩემი უსაყვარლესი წიგნია, ისეთია როგორიც არასდროს წამიკითხავს, ძალიან ცოტა მწერალი თუ ახარხებს ადამიანის ბნელი მხარეების ასე სრულყოფილად წარმოჩენას !!!
    კომენტარებში აღნიშნეს, რომ კეტი ცუ პიროვნებად მიაჩნიათ, მე კი ასე არ ვთვლი, რადგან ადამიანს რომელსაც ამხელა სიყვარული შეუძლია თუნდაც ადამიანის რომელსაც ასე ცივად და ეგოისტურად ექცევა ვერ იქნება უარყოფითი. აგრეთვე ჰიტკლიფიც რომელსაც იმდენად ძლიერად უყვარს კეტი რომ სიკვდილზეც თანახმაა რათა მის გვერდით აღმოჩნდეს, სიკვდილის შიში ხომ არაფერია იმ სიხარულთან შედარებით რასაც ჩვენი საყვარელი ადამიანების ხილვა გვანიჭებს. “ამქვენად ყველაფერი წყალმა რომ წაიღოს და ის გადარჩეს, კიდევ ექნება აზრი ჩემს ყოფას, მაგრამ თუ მთელი ქვეყანა გადარჩება და ის დაიღუპა, სამყარო ჩემთვის გაუცხოვდება და აღარც მის ნაწილად აღვიქვამ თავს” ამბობს კეტი და ამით ყველფერი ნათქვაია : ის ჰიტკლიფს თავის ნაწილდ აღიქვამს.
    რაც არ უნდა საოცარი იყოს ამ ადამიანებს ერთმანეთი ისეთები უყვართ როგორებიც არიან და ესაა ყველაზე გასაოცარი და ყველაზე საუკეთესო გრძნობა “სიყვარული – როდესაც ადამიანს იღებ ისეთს როგორიც არის, თავისი ნაკლით.
    რაც შეეხება ემილი და შარლოტას წერის სტილს, არ ვიცი ვინ რა დაინახეთ ნაწარმოებში მაგრამ ემილი შარლოტასთან შედარებით უფრო იოლა წერს არ ვიცი ქართულად როგორაა ნათარგმნი მაგრამ მე ორიგინალში წვიკითხე და ემილის სტილი უდრო მეტად მომეწონა, შარლოტა კი ბევრად უფრო მეტ ეპითეტს თუ მეტაფორას იყენებს რაც უფრო დატვირთულს ხდის ნაწარმოებს.

    • mkitxveli / Dec 14 2011 7:58 pm

      ადამიანები სხვადასხვანაირად გრძნობენ და ამ ემოციებს ასევე განსხვავებულად გამოხატავენ, შესაბამისად ქცევაში გამოხატული სიყვარული ერთნაირი არ არის ყველგან

    • gvantsa / Dec 15 2011 11:21 am

      სწორად აღნიშნეთ ქცევაში გამოხათული სიყვარული ერთნაირი ვერ იქნება და სწორედ ამაშია მთელი აზრი რომ ამ ორ ადამინს ერთმანეთი ისეთები უყვარდათ როგორებიც იყვნენ, ჩვენს რეალობაში ასეთი რამე რომ ვინმემ გააკეთოს ყველა ჩათვლის რომ ამ ორ ადამიანს არ უყვარდა ერთმანეთი მაგრამ სინამდვილეში ხომ ასე არ არის არა ? სინამდვილეში კეტიმ არც ედგარს დაუნგრია ცხოვრება და არც ჰიტკლიფს, ორივესთან ერთად ძალიან კარგად იცხოვრებდა ის ედგარი ეჩვიანობა რომ არა და ჰიტკლიფი ამბობს რომ: “აი სად იჩენს განსხვავება ჩვენს გრძნობებს შორის: მე რომ ედგარის ადგილას ვყოფილიყავი, ედგარი კი – ჩემსაზე, რაც უნდა ძლიერ მძულებოდა, მასზე ხელს მაინც არ ავმართავდი. არ გჯერა, ჩემი ხომ ნელი? მართლა არ ვმართავდი! არ ავუკრძალვდი ჩემს ცოლს მასთან ურთიერთობას, სანამ თავად ექნებოდა ამის სურვილი! როგორც კი კეტის მის მიმართ გული გაუცივდებოდა, მკერდს გადავუხსნი და მის სისხლს დავეწაფები! მაგრამ მანამდე, საკუთარ სხეულს ავაჩეხინებ და მის თმის ღერსაც არ შევეხები! თუ არ გჯერა, საერთოდ არ გცნობივარ ნელი…” მისი ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს რომ მისთვის მთავარი კეტის ბედნიერება იყო არა საკუთარი როგორც ამ შემთხვევაში ჩვენ ემილი ბრონტე გვიხატავს ედგარს !!!!

  16. ani / Jan 3 2012 4:24 pm

    მე ქარიშხლიანი გადასასვლელი არ მაქვს წაკითხული,ხოლო ჯეინ ეარი წავიკითხე და ძალიანაც მომეწონა.კარგი ნაწარმოებია.

  17. ani kiknadze / Jan 15 2012 10:47 am

    qarishxliani ugeltexilis shesaxeb mec bindis mesame nawilidan shevityve da dzalian damainteresa,tavidan gantiadshi ar aris naxsenebi tu visi nawarmoebia es qarishxliani ugeltexili, amitom inernetshi movdzebne da rom gavige emili brontesi iyo,mashinve bibliotekashi gaviqeci,saertodac dzalian gamikvirda,rodesac katalogshi vnaxe,da yvelaze metad is gamikvirda rom mashinve gaatanes chems megobars,da ar awuwunes,im dros me sxva wigns vkitxulobdi,da qarishxliani ugeltexili jer chemma megobarma,xolo mere me wavikitxe,mas didad ar moewona,rasac chemze ver vityvi,am wignis wakitxvis shemdeg siyvaruls sul sxvagvarad agviqvam,es aris wigni romlis kitxvac arsdros ar mombezrdeba,wigni romelmac sidzulvil narevi siyvaruli shemayvara.

    • mkitxveli / Jan 15 2012 6:47 pm

      პეკინზე ბიბლიოთეკა რომაა, იქ მაშინვე მხოლოდ პირადობის დატოვების სანაცვლოდ გამოგატანენ ყველა წიგნს

  18. ani kiknadze / Jan 15 2012 10:54 am

    axla wignis gmirebze gadaval,chemi azrid hitklipi ar aris salandzgavi,rac dasteses mis winashe is moimkes,uadvoa is sakitxi rom hitklips ketrini sicocxlese metad uyvarda,edgari chemi azrit yvelapris girsi iyo imitom,rom man icoda ketrins ar uyvarda,is xedavda hitklipis da ketrinis urtiert damokidebulebas,mis das izabelac rac sheexeba manac icoda hom hitklips ra uyvarda,gaparvis gamesve hitklipma misi sayvareli dzagli tvalwin moukla,mashinve sheedzlo dabruneba ukan,magram man airchia hitklipis gverdit yopna.ketrini ki egoisti iyo,magram yvelaze didi plusi rac hqonda iyo is rom didi siyvaruli sheedzlo.
    chemtvis piradad hitklipis grdznoba unikaluria……….. is iyo mteli cxovreba sheyvarebuli ert qalze,da ar sheedzlo yvareboda sxva.hitklipi mr.ernshovs,hertonisa da ketrinis garda yvelas sdzulda,masac igive grdznoba gaachnda sxva yvelas mimart.

    • TM / Jun 11 2016 8:39 am

      ნარცისისტია. ნარცისტს კი არავის სიყვარული შუძლია. თუ უყვარს აუბედურებს. არ შიძლება ამ ადამიანი მიმართ პატივისცემა. ის გამანადგურებელია და ყველას აბრალებს თავის უსუსურობას და საცოდაობას

  19. ani kiknadze / Jan 15 2012 10:59 am

    jein earic maqvs wanakitxi,qarishxliani ugeltexilis wakitxvis shemdeg wavikitxe da chemi azrit mati shedareba ubralod ar aris swori, ratom? _ imitom, rom es ori wigni martalia debis dawerilia magram shinaarsobrivad dzalian gansxvavdeba,am or wignshi mocemuli siyvaruli dzalian gansxvavebulia.jein earshi upro nazi grdznobebia,qarishxlian ugeltexilshi ki uoro mdzapri.
    saerto jamshi jein earic dzalian momewona.
    pilmebi ki orive wignze gadagebulia,da me oriveze bolo gadagebebs vuyure, da simartle vtqva arc erti momewona da rc meore,orives wigni sjobia.

    • mkitxveli / Jan 15 2012 7:09 pm

      თავისათავად ცხადია შინაარსობრივი თანხვედრა არ არის. წერის სტილს ვგულისხმობდი

  20. ani kiknadze / Jan 15 2012 11:00 am

    dzalian momwons es blogi…………………..
    sul aq viqnebiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii……………………………………………..🙂🙂🙂🙂

    • mkitxveli / Jan 15 2012 7:09 pm

      მეც აქ ვარ🙂

  21. ani kiknadze / Jan 16 2012 12:56 pm

    weris stilit,sheidzleba odnavi msgavseba iyos,magram jein eari upro mxatvrulad aris shesrulebuli,vidre qarishxliani ugeltexili.

  22. ani kiknadze / Jan 16 2012 12:56 pm

    🙂🙂🙂🙂🙂🙂

  23. მარი : )) / Apr 9 2012 1:43 pm

    გვანცა არ ვიცი ყველაფერი ისე კარგად ჩამოაყალიბე რო დასამატებელი აღარაფერია,ყველაფერში გეთანხმები. ,, ქარიშხლიანი უღელტეხილი” არის ნაწარმოები რომელსაც ყველა ვერ იგებს,მაგრამ თუ გაიგე საუკეთსოა!! არ ვიცი,ასე ვთვლი მე.რაც შეეხება კეტის ის ჩემი ერთ–ერთი საყვარელი გმირია (თავისი ეგოისტობით). წიგნი საოცარი წასაკითხია : )) მე ძალიან მიყვარს ემილი ვფიქრობ,რომ ის ერთ–ერთი საუკეთესო მწერალია და თავის დასაც ბევრად სჯობია. : ))

    • gvantsa / Apr 22 2012 6:54 am

      მარი, მადლობა :*:*
      ემილი კი მართლაც საუკეთესოა !!!!

  24. მარი : )) / Apr 9 2012 1:44 pm

    კარგი წიგნის წაკითხვა მინდა და რაიმეს ხო არ მირჩევდით??

    • mkitxveli / Apr 9 2012 6:53 pm

      გააჩნია მანამდე რა წაგიკითხავს, რა ჟანრი მოგწონს. ბევრი ფაქტორია რის მიხედვითაც ადამიანს წიგნი უნდა ურჩიო. მაილზე დამეკონტაქტე და უფრო ადვილად გეტყვი

  25. tamuna / Apr 16 2012 3:56 pm

    მე ეს წიგნი არ მაქვს წაკითხული,მაგრამ თუ არ ვცდები ფილმიც უნდა იყოს ასეთივე სახელწოდებით

  26. ინკოგნიტო / Apr 22 2012 2:54 pm

    ძალიან მომეწონა გვანცას კომენტარი…ემილი ბრონტემ მოახერხა, რომ გმირები თავისი ბოროტი და კეთილი მხარეებით, თავიანთი უცნაური სიყვარულით და სიძულვილით მოეტანა მკითხველამდე და მკითხველში მათი თანაგრძნობაც გამოეწვია..მე არცერთი მთავარი გმირი არ მძულს, სამივე მიყვარს..ჰიტკლიფის და კეტრინის ურთიერთობას კი ვერც სიყვარულს ვუწოდებ და ვერც სიძულვილს..ეს გრძნობა უფრო დამანგრეველი და ყოვლისმომცველია ვიდრე სიყვარული და სიძულვილი ცალცალკე…მოკლედ საოცარი ნაწარმოებია…

  27. Piqria Nareshelashvili / Jun 12 2012 7:49 am

    wigni ar maqvs wakitxuli,magram filmi vnaxe da iseti shtabecdileba damrcha rom qeiti am or mamakacs sakutari bednierebistvis iyenebs da matze saertod ar piqrobs..mistvis mtavaria tavad iyos bednieri tumcaga orives mimart ragas didi grdznoba akavshirebs romelsac ver tmobs vercertis gamo…dzalian minda wignis wakitxva…rac sheexeba sharlotas misi wignebshic adamianebis piradi grdznobebia pirvel adgilzea wamoweuli..ver vityvi rom jein eari chemi sayvareli wignia magram girs wakitxva…radgan metad cxovrebiseulia..🙂

  28. mariko / Jan 14 2013 11:58 pm

    პირველ რიგში, მოგესალმებით🙂 განსაკუთრებით , მივესალმები ადმინს და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომ ასეთი კარგი საქმით არის დაკავებული.. ხშირად ვარ ამ ბლოგის სტუმარი , მაგრამ ეს ჩემი პირველი პოსტია. რაც შეეხება ნაწარმოებს, დილის 4 ის ნახევარია და ზუსტად ახლა გადავფურცლე ქარიშხლიანი უღელტეხილის 498-ე გვერდი და კიდევ ვერ დავუბრუნდი რეალობას , რომ დავიძინო… ეს იყო სოცრად ჰარმონიული და მარტივად წასაკითხი რომანი, რომელიც სავსეა იმ მოვლენებით, რომლებიც ჩვენთვის არ წარმოადგენს უცხოს : სიყვარული, სიძულვილი, ღვარძლი და ა.შ. თქვენგან განსხვავებით მე არ ვუწოდებდი ამ რომანს სიძულვილის და სიბოროტის ისტორიას და თვალდაუხუჭავად არ დავაბრალებდი ამ ყველა უბედურებას გაბოროტებულ ჰიტკლიფს. ჩემი აზრით, ავტორს ჰქონდა განზრახული , რომ ჩვენ ადვილად დაგვენახა რა მოსავალი შეიძლება მივიღოთ ჩვენივე დარგული, დათესილი ნაყოფით. ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელი იყო ჰიტკლიფი არ ყოფილიყო მსგავსად ღვარძლიანი და ბოროტი ,რომ არა ჰინდლის მიერ მიყენებული ფსიქოლოგიური ტრამვა მისთვის,?. ხშირად არ ვფიქრობთ იმაზე , რომ აუცილებლად მოგვეზღვება ჩვენს მიერ ჩადენილი დაუფიქრებელი შეცდომები (რისი კარგი მაგალითის ჰინდლია).მე მომწონს ჰიტკლიფი, რადგან ის ცდილობდა პიროვნების ჩამოყალიბებას, რაც არ დასცალდა .სხვებისგან განსხვავებით ის იყო სიყვარულში ერთგული, მისი პირქუში ხასიათი იწვევდა გაღიზიანებას, მაგრამ იმაზე არ ფიქრობდნენ ის ადამიანები, რომლებიც მას ადამიანისგან განსხვავებულ ბოროტ არსებად თვლიდნენ. , თუ რამ შეუწყო ხელი და აიძულა ჰიტკლიფი , რა გახდა იმის მიზეზი რომ გადაქცეულიყო დემონად. ნაწარმოებში ისიც მკაფიოდ ჩანს, რომ ემილი გვახვედრებს შურისძიების ფიასკოს, რომ ადამიანი ვერასოდეს მოიპოვებს იმ სრულ კმაყოფილებას , რისთვისაც იბრძვის და მზადაა ამისთვის უამრავი რამ და ვიღაც გაწიროს..შურისძიება არ წარმოადგენს ბედნიერებას, ჰიტკლიფმა გაანადგურა ყველა მაგრამ სანაცვლოდ რა მიიღო? შემიძლია დავწერო უზომოდ ბევრი და არ გავჩერდე ამ ნაწარმოებზე,მაგრამ მთავარი , მაინც ის არის , როდესაც ერთი ადამიანი მეორის მიმართ ამბობს “ამქვენად ყველაფერი წყალმა რომ წაიღოს და ის გადარჩეს, კიდევ ექნება აზრი ჩემს ყოფას, მაგრამ თუ მთელი ქვეყანა გადარჩება და ის დაიღუპა, სამყარო ჩემთვის გაუცხოვდება და აღარც მის ნაწილად აღვიქვამ თავს” ეს ნამდვილად სიყვარულია, რომელმაც შეიწირა უამრავი ადამიანი და დრო , მაგრამ ამად ნამდვილად ღირდა. ძალიან გამიგრძელდა ეს პირველი პოსტი : ) ვწუხვარ რომ ამ წიგნის შესახებ , მხოლოდ 3 დღის წინ გავიგე , საბედნიეროდ კი , არასდროს დავივიწყებ და “ქარიშხლიანი უღელტეხილი ” მისი ყველა “გმირითურთ” შეემატა ჩემ ფავორიტთა სიას…

  29. Liliann / Feb 10 2013 8:19 am

    მე მომეწონა… ისეთი წიგნია ერთხელ რომ წაიკითხავ…. სიყვარულს რაც შეეხება ყველას ისე უყვარს როგორც შეძლია, ხოლო ჰიტკლიფმა იზაბელა არა კეტის დასავიწყებლად არამედ ანგარებისთვის მოიყვანა ცოლად… მიუხედავად ამდენი ბოროტებისა ჰიტკლიფის მიმართ ერთადერთი სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა. თუ დავაკვირდებით ნაწარმოები სამართლიანია ყველამ ის მიიღო რაც დაიმსახურა… :)) ძალიან რეალურია….

  30. nanuka / Feb 21 2013 6:29 pm

    me dzalian moivar debi bronteebis nawarmoebebi orive wakitxuli maq tumca shalotas nawarmoebi upro miyvar “jein eari” iyo saocreba roca wavikitxe patara vikavi “qarish. ugeltexili” ki dges davamtavre es wignic moulodnelobis agsavse agmochnda martalia hitklifis saqcieli ar momwonda magram misi sikvdili uecari agmochnda da raga dagimalot da cotati guli damtkda kidec aset moulodnel dasasruls ki namdvilad ar velodi

  31. tika / Mar 27 2013 6:36 pm

    ar vici es wigni ar maqvs wakitxuli magram dzalian minda da uaxloes momavalshi wavikitxav filmi vnaxe da wigni ufro damainteresa🙂 rac sheexeba “Jane Eyre”_s dzalian miyvars es wignii ver vityuvi sharlotasa da emilis weris stils shoris msgavseba aris tu ara radgan jer ar wamikitxavs qarishxliani ugeltexili magram sharlotas weris stili me momwons🙂 xoo rac sheexeba tqvens blogs sul axlaxan agmovachine da dzaan momewona xshiri stumarii viqnebi )

  32. tttt / Apr 12 2013 4:57 am

    pekinze sad aris biblioteka?

    • mkitxveli / Apr 12 2013 6:43 am

      ლიტერატურული კაფე რომაა იქ. კაფის მეორე სართული ბიბლიოთეკას უკავია. ყაზბეგის ქუჩის და პეკინის კვეთაზე

  33. Kee Pilishvili / Aug 15 2013 9:12 am

    chemi azrti,mat shoris msgavseeba mxolod isa rom,orive matganma me piradad saocrad gamitaca da ase vtqvat nawarmoebis monawiled magrdznbines tavi,,,orivee matganii shenasnishnavad gadmoscems xasiatis tviseebeebs,,ertis shemtxvevashi uartofits meoreeshi dadebits.es is tvisebeebia rac adamianma unda dainaxos da sakutar tavshic edzeebos,,dgevandel adamianebs jane earys gulketiloba,humanuroba da gambedaoba akliat,,me piradad orivee matgaani dzalian miyvars da ar shemidzliaa marti shedareba da gamoyofa romeeli uketesia,,uketesii iqneba tu dgevandeli axalgazrdoba msgavsi wignebit daintersesbdeba da ararealur da unayofo wignebis kitxas daanebeeben tavs,,mag:binds

  34. MaKaVeLi / Nov 5 2013 1:18 pm

    Dzaan magari Wigniaa❤ Shedevria chemi Azrit

  35. sophio / Nov 8 2013 3:26 pm

    მაპატიეთ მე შურაცხყოფას არავის ვაყენებ,მაგრამ ბევრმა ადამიანმა არ იცის წიგნის წაკითხვა,წაკითხვა არ ნიშნავს ნაწარმოების ბოლო ფურცლამდე დამტავრებას,მას გაგება უნდა,როგორ შეიძლება ადამიანმა თქვა ,,ჯეინ ეარზე” სიტყვა ,,ვერ ვიტან”,ემოციბმა წამლეკეს როცა დავასრულე,ულამაზესი სიყვარულის ისტორია,და ის ვარაუდი,რომ ვიგაცამ დამიჯინა ამ წიგნის წაკიტხვა და ძალით წავიკითხე და მაგიტო არ მომეწონა აბსურდია

  36. nata / Dec 10 2013 1:55 pm

    კი, ჩემი აზრით დები ბრონტეები მართლაც გვანან ერთმანეთს წერის სტილით თუმცა პირადათ მე ემილის წერის სტილს მმივანიჭებდი უპირატესობას
    P.S ქარიშხლიანი უღელტეხილი ჩემი საყვარელი წიგნია მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდია ჩემზე

  37. Nika / Mar 20 2014 9:36 am

    სამარცხვინოა რომ ბინდიდან იგებს “ქართველი მკითხველი” ემილი ბრონტეს და კონკრეტულად ამ წიგნის შესახებ.

    ისე არაერთი ეკრანიზაციაა წიგნის და შეგიძლიათ უყუროთ კიდეც🙂

    და ბოლოს ძალიან მაღიზიანებს კითხვა “სად შეიძლება წიგნის ყიდვა”, უამრავი წიგნის მაღაზიაა დღეს საქართველოში, აფთიაქშიც კი იყიდება უკვე წიგნები!!!

  38. Ana Burduli / May 22 2014 4:41 pm

    ახლა დავიწყე კითხვა და ისე ჩამითრია რომ ვერ წარმოვიდგენდი ასე თუ ჩამითრევდა არ მეგონა! არა რა , დები ბრონტეები მაინც საუკეთესოები არიან

  39. გიორგი / Jul 16 2014 10:33 am

    ვაბოდებ ამ წიგნზე!!!❤❤❤

  40. 0khatia0 / Jan 4 2015 8:32 pm

    ძალიან მინდა ამ წიგნის წაკითხვა.”ჯეინ ეარი” მიყვარს და იმედია ესეც საინტერესო გამოდგება ჩემთვის,მიუხედავად იმისა რომ სრულიად განსხვავებული შინაარსი ჰქონია,როგორც ეს პოსტიდან ჩანს.შეუძლებელია დებს სულ მცირედი საერთო მაინც არ ჰქონდეთ წერის მანერაში.ამიტომ იწვევს ჩემში ეს ნაწარმოები ასეთ ინტერესს.

  41. Nini / May 28 2015 5:01 pm

    სად შეიძლება ამ წიგნის ყიდვა?

  42. tat / Jun 14 2015 3:57 pm

    ამ წიგნის pdf ფორმატი არ არის?

  43. სოფი / Jul 30 2015 9:46 am

    “ქარიშხლიანი უღელტეხილი” ნამდვილად ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ცოტა ხანს შთაბეჭდილების ქვეშაც ვიყავი, თუმცა ვერ ვიტყვი რომ საუკეთესო წიგნია რაც წამიკითხავს..
    აქ ბევრისგან განსხვავებით ჰიტკლიფი არა თუ მაღიზიანებს – რაღაცნაირად მომწონს კიდეც, მიმზიდველია მისი უხეშობა და პირქუში მანერები. რა შეეხება კეტის – ცოტა მეც გამაღიზიანა მისმა ზოგჯერ ჩამოუყალიბებელმა გადაწყვეტილბებმა, თუმცა მათი შეხვედრის უკანასკნელი სცენა შეუდარებლად იყო აღწერილი!
    2 ეკრანიზაცია ვნახე ამ წიგნის და ერთ–ერთი ნამდვილად მომეწონა (შედარებით ძველი რომელიც იყო, არ მახსოვს გადაღების წელი).
    რაც შეეხება “ჯეინ ეარს”, რატომღაც წიგნში ამოკითხული ჯეინის მომენტებში ზედმეტად თავდაჯერებული საუბარი ცოტა არ იყოს მაღიზიანებდა..
    მისი ეკრანიზაციებიდან 1996 წლის გადაღება იმდენად ძალიან მომწონს პერსონაჟებით, დიალოგებით, გაფორმებით და საერთოდ ყველაფრით, რომ წიგნსაც კი მირჩევნია – ამ ეკრანიზაციაში წარმოჩეილი ჯეინი (და როჩესტერიც) სრულიად იდეალურია ჩემთვის..
    დების წერის მანერის მომენტებში მსგავსებას სადღაც დავეთანხმებოდი🙂

  44. გლეხის ბიჭი / Nov 25 2015 8:09 pm

    მე მაინც ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ ასაკის ფაქტორია მიშვნელოვანი. ამ ასაკში განცდილი სიყვარული განსაკუთრებულ და წარუშლელ კვალს ტოვებს მასზე და იმის გათვალისწინებით, რომ ჰიტკლიფი ისევ მიუწვდომელი რჩება (და პირიქით), უფრო მეტად აცხოველებს ამ გრძნობას და ამის პარალელურად ასუსტებს კეტრინს. თუ დავუმატებთ დროის ფაქტორს და იმ გარემოებებს, რაშიც გმირები ცხოვრობენ, სრულიად გასაგებია კეტრინის საქციელი. ამ ქალს არ შეუძლია ქარიშხლის გარეშე სწორხაზოვნად სიარული.

  45. carpediemn / Feb 10 2016 6:36 pm

    დასავიწყებლად კი არა, შურის საძიებლად შეირთო

  46. mananakiladze / Jun 22 2016 4:26 pm

    “ჯეინ ეარი” ძალიან მომწონს, მაგრამ ქარიშხლიანი უღელტეხილი უფრო. განსაკუთრებით ფილმის ყურების შემდეგ. რალფ ფაინსმა გენიალურად შეასრულა ჰიტკლიფის როლი.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: