Skip to content
April 12, 2011 / mkitxveli

ოლდოს ჰაქსლი – “ფეიერვერკის შემდეგ”

Aldous Leonard Huxley – “Afer the Fireworks”

გქონია სურვილი წერილი იმ მწერლისთვის მიგეწერა, ვისი ნაწარმოებიც ყველაზე მეტად მოგეწონა? მე – არასდროს. მით უფრო პირადი პრობლემების შესახებ მოყოლა არ მომდომებია. მგონი ფიქრადაც კი არ გამივლია და არც ერთის ნახვის სურვილიც არ გამჩენია, სულაც არ მინდა ხოლმე ვიცოდე როგორ გამოიყურებიან ან როგორ ცხოვრობენ. მთავარია, რას წერენ. არც იმას ვფიქრობ, რომ მწერლები უგზო უკვლოდ განათლებულები არიან და ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლიათ. მე მკითხველი ვარ და მწერალთან ურთიერთობა მხოლოდ წიგნის საშუალებით მხიბლავს.

ჰაქსლის “ფეიერვერკის შემდეგ” სწორედ მწერლისადმი მიწერილი წერილით იწყბა. პამელა მოხიბლულია მაილს ფანინგის აზროვნებით, საკუთარი თავისა დაპრობლემების შესახებ უყება მას, მერე შემთხვევით რომის ქუჩებში შეხვდებიან ერთმანეთს და მათი ურთიერთობაც აქედან იწყება. მწერალი სულ უფრო აბნევს თავისი განათლებით. “ჰომეროსი დიდ განხეთქილებამდე ცხოვრობდა, განხეთქილებამდე, რომელმაც ცხოვრება დაყო სულიერად და მატერიალურად, გმირებად და სასტიკებად, სათნოებად და ცოდვებად და ყველა დანარჩენ წყეულ ანტითეზებად” არადა, პამელა ერთი გაუნათლებელი გოგოა – არც ჰომეროსი აინტერესებს და არც ეტრუსკებზე წაკითხული ლექცია.

ურთიერთობაში ერთერთ პრობლემას ასაკობრივი სხვაობა ქმნის, ფანინგი 30 წლით დიდია პამელაზე. თუმცა გოგო ვერ ხვდება, რა მნიშვნელობა აქვს ასაკს. ეს საკითხი ყველაზე უკეთ ჰაქსლმა ახსნა, ეს მონაკვეთი ყველაზე მეტად მომეწონა, ზუსტი განმარტებაა, რაც კი მომისმენია:

“სხეულები არ ლაპარაკობენ, ლაპარაკობს მხოლოდ გონება და როცა ორი გონება განსხვავებული ასაკისაა, მათთვის ძალიან ძნელია ერთმანეთს გაუგონ ლაპარაკისას. ერთმანეთის გაგება მხოლოდ სხეულებს შეუძლიათ, იმიტომ რომ ისინი არ ლაპარაკობენ.”

ასე მგონია, ჰაქსლის ნაწერს ყველასგან გამოვარჩევ, იმდენად საკუთარი ხელწერა აქვს. მწერლისა და წიგნის გმირების ფრაზები ერთამანეთში ისე ირევა, თითქოს გეუბნებოდეს, ეგ მწერალიც მე ვარ და ჩემს ფიქრებს ახმოვანებსო. ფანინგისა და პამელას ხასიათი, ტიპაჟი მათივე დიალოგებიდან ჩანს, მესამე პირში დაწერილი ტექსტის გარეშე, რაც ძალიან მომწონს.  იმდენად ჩამოვაყალიბე მათი ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომ უკვე ვფიქრობდი “ასე არ მოიქცევა, მაგის გამკეთებელი არ არის”, “ვერ ეტყვის, არ ჯდება მის სტილში”. მიყავრს ასეთი წიგნები შენც შიგ რომ შეჰყავხარ და მათი ცხოვრებით გაცხოვრებს, თუმცა დოჩანაშვილის არ იყოს, აქ ვგრძნობ ხოლმე მკითხველის უპირატესობას, იქ ვარ, მაგრამ ზედმეტი არ ვარ.

“სიყვარული შეიძლება არსებობდეს ვნების, გაგებისა და პატივისცემის გარეშე, მაგრამ შამპანურის გარეშე არ შეიძლება”, –  ეუბნება პამელას, აქ არ ვეთანხმები🙂 შენ რას ფიქრობ?

ოლდოს ჰაქსლი

ამ ნაწარმოებში კულმინაციიური მომენტი ფეიერვერკის ღამეა,  მინდორზე გამოსული ხალხი უყურებს მაშხალებს. ფანინგსა და პამელას სექსი პირველად იქ აქვთ, როცა გათენდება გოგო სასტუმროში ბრუნდება, მთელი ურთიერთობა ჰაქსლიმ მხოლოდ ერთი ფრაზით გენიალურად აღწერა:

“დაბრუნებულმა კანქვეშ მიჭყლეტილი ობობა იპოვა. დიახ, ობობა და სხვა არავინ”.

მწერლისაგან მიღებული წერილიდან:

“თუ ჩვენ წამოვიწყებთ ურთიერთობას იქნება შემდეგი დანიშნულების ადგილის სერიების რეისი – სევდის, ურთიერთგაუგებრობის, გულის გატეხის, ულმობლობისა და ღალატის ბოლო გამარჯვებულის ადგილისკენ, რომელი ჩვენგანი გამიარჯვებს ამ რეისში? არავინ, რადგან  არ მოეწყობა არავითარი რეისი”.

რეისი მაინც მოეწყო, ოღონდ ისეთი ვერავინ რომ ვერ იფიქრებდა. დასასრული კი ისეთი აქვს, ხშირად რომ ხდება ხოლმე.  ვიცი, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ შენს ურთიერთობებსაც გაიხსენებ, დახარჯული დრო რომ დაგენანება ან პირიქით. როცა შემდეგ აანალიზებ და ყველაფერი სხვანაირად ჩანს.

ოლდოს ჰაქსლის “ფეიერვერკის შემდეგ” ჩემს ფავორიტ წიგნებში შემაქვს!

პ.ს. სრული კონცენტრაციის გარეშე ეს წიგნი არ იკითხება

20 Comments

Leave a Comment
  1. mecmikvarkhar / Apr 12 2011 12:09 pm

    ჩემს საყვარელ წიგნებში შევიდა თქო ვერ მოგატყვილებ, თუმცა მომეწონა.

    პ.ს. სრული კონცენტრაციის გარეშე ეს წიგნი არ იკითხება – 100%იანი ხარ

    • mkitxveli / Apr 12 2011 7:30 pm

      მე ძალიან მომეწონა სიუჟეტიც წერის სტილიც. ისე ჰაქსლის ჯერ სხვა არაფერი წამიკითხავს🙂 იცნობ კარგად ამ მწერალს?

  2. ნანიკო / Apr 13 2011 4:48 pm

    სულ ვკითხულობ შენს ბლოგს თუმცა, არასდროს დამიკომენტარებია🙂

    ყოველი პოსტის წაკითხვის შემდეგ გაოცებული ვრჩები, განსაკუთრებით მაშინ თუ მიმოხილული წიგნი უკვე წაკითხული მაქვს. მიკვირს რა სხვანაირად აღიქვამ ნაწარმოებებს, ყველა ნიუანსს როგორ იგებ, შენეულ ინტერპრეტაციებს ისე აკეთებ, თავიდან მინდება წაკითხვა.
    ხანდახან ეჭვი მეპარება საერთოდ მაქვს თუ არა აღქმის უნარი, გული მწყდება ხოლმე როგორ ვერ გავიგე, თურმე რა სხვანაირად უნდა გამეგო.

    მადლობა იმისთვის რომ უფრო ღრმად მახედებ წიგნებში🙂

    • mkitxveli / Apr 13 2011 5:03 pm

      ნანიკო ცოტა ზედმეტად აფასებ ჩემს აღქმის უნარს. წიგნს ყველა სხვადასხვანაირად იგებს, რადგან ჩვენ ყველანი ინდივიდუალურები ვართ. რადგან განსხვავებული ცხოვრება, ხასიათი, გემოვნება თუ განწყობა გვაქვს, შესაბამისად ამა თუ იმ მოვლენას თუ წიგნს ჩვენეულად, სხვანაირად ვიგებთ.

      წიგნთან მიმართებაში “უნდა გამეგო” არ არსებობს, ამიტომ გამიხარდება თუ მომწერ ხოლმე როცა ჩემი და შენი აზრები არ დაემთხვევა წიგნის განხილვისას.

      მადლობა რომ ამ ბლოგს კითხულობ🙂

  3. tamo / Jun 28 2011 7:46 pm

    ამ მოთხრობის წაკითხვით ვერ ვიტყვი რამე მომემატა ან დამაკლდათქო. მარტივია საკმაოდ, თუმცა ცხოვრებისეული და საჭირო, ჩემის აზრით ამ მოთხრობაში ჩანს იდეალები, ოცნებები როგორ იმსხვრევა მატერიასთან შეჯახებისას. მატერიალიზმი ყველაფერს აფუჭებს, ან ყველაფერს თავის ადგილზე სვამს. არ უნდა ავურიოთ ვნებები რეალურ ცხოვრებაში ალბათ. პერსონაჟები ცდილობდნენ საკუთარი ყოფა გააედიალებინათ და უკვდავებას მოეპოტინენ (ნუ ხმამაღალი ნათქვამია ამ შემთხვევაში უკვდავება, თუმცა იდეალიზმი მაინც გულისხმობს უფრო მეტ მარადისობას ვიდრე რეალობაშია🙂 და ამით ის ოცნებები და იდეალიზმი ჩაკლეს თავიათ სულში. მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ თავისი ხელით გააფუჭეს ასე ნაფერები იდეალები, რადგანაც მატერიალიზმს და მის კანონებს პატივი არ სცეს. კი არის ადამიანში ის საოცარი ლტოლვა არაამქვეყნიური ფრთაშესხმული ოცნებების, სილამაზის, მარადისობის მიღწევისა, თუმცა ამქვეყნიურ წუთი სოფელს თავისი უხეში კანონები აქვს.
    მოკლედ გაცვეთილი თემაა, თუმცა აქტუალური:)

    • მკითხველი / Jun 28 2011 7:59 pm

      თემა ნამდვილად არ გამოირჩევა ორიგინალურობით, თუმცა ამ საკითხზე დაწერილი ნაწარმოებებიდან ეს ერთერთი საუკეთესო მგონია. წერის სტილმა კი ნამდვილად მომხიბლა, მიწერია კიდეც პოსტში.

      მატერიალიზმს რაც შეეხება, გეთანხმები, ამ შემთხვევაში გაფუჭების ნაცვლად ყველაფერი თავის ადგილას დააყენა, დასასრული კი ყველაზე ლოგიკურია. თავიდანვე იკითხება რომ ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება

    • tamo / Jun 29 2011 5:43 am

      გეთანხმები, რომ ამ თემაზე მართლაც კარგი მოთხრობაა და ბევრისთვის ბევრის მთქმელიც იქნება. ლიტერატურის მნიშვნელობაც ამაშია, დააფიქროს ადამიანები ცხოვრებაზე, ან თუნდაც დაარწმუნოს თავის მართებულობაში. გრძნობები და ემოციები კარგია და სასარგებლოა იმ შემთხვევაში, თუ მას გონებას ვატანთ და ვაცნობიერებთ რამდენად მოერგება ჩვენი იდეალები ამქვეყნიურ წესებს და კანონებს.
      და ჩემის აზრით ამ მოთხრობაში იმიტომ გაფუჭდა ყველაფერი , რომ აქ პერსონაჟები იდეალების ობიექტები იყვნენ, ცრუ ოცნებების. აქ კონკრეტული ” მე”- ს სიყვარული არ არსებობდა. და ცხოვრების მდინარებამ რო გაფილტრა ეს ცრუ იდეალები , ამოატივტივა სინამდვილე. ადამიანები ხშირად სხვა შემთხვევით ადამიანს მიაწერენ იმ თვისებებს, რაც საკუთარ ოცნებებში ქმნიან და მერე აქედან ფუჭდება ყველაფერი.🙂

    • tamo / Jun 29 2011 9:47 am

      🙂 კი ბატონო. ეგ ვთქვი მეც და ერთმანეთს დავეთანხმეთ, რადგან ერთი ეგ იდეა იდო ამ მოთხრობაში და ფიზიკურად ვერ დავინახავდით სხვანაირად.🙂

  4. მკითხველი / Jun 29 2011 6:50 am

    კი არ გაფუჭდა, ყველაფერი თავის ადგილას დადგა მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ პამელას მწერალი ფანინგი შეუყვარდა და როგორც კი ახლოს გაიცნო მიხვდა რომ ის ადამიანი რეალურად არ არსებობდა. მიწაზე დაბრუნდა.

    ცხოვრებაშიც ხშირად ხდება ხოლმე ადამიანებს საკუთარი ოცნებები უყვარდებათ და სხვას ისეთს კი არ იღებენ როგორიც არის, არამედ ისეთს, როგორიც მათ უნდათ რომ იყოს.

  5. salomeaa / Aug 5 2011 6:57 pm

    ვგიჟდები ამ წიგნზე, ჩემს ბლოგზეც დავწერე: )

    ,,გარეთ, სიბნელეში ლოდინით დაღლილ პამელას ურდულის გადაწევის ხმა შემოესმა– ჩხაკ! ჩხაკ! და შემდეგ ,,ეშმაკმა დასწყევლოს!“ გაისმა მაილსის ხმა კარის მეორე მხრიდან. პამელა კი იცდიდა. ლოდინი უსასრულოდ გაგრძელდა და ყოველივე უზარმაზარ შავ, მომქანცველ ტანჯვად იქცა. შემდეგ სასოწარკვეთამ მიატოვა და მთლიანად სიცარიელე დაეუფლა. რა ყრია ასეთ უკან დაბრუნებაში? რა სარგებელია განახლებულ ტანჯვაში? კიდევ ერთი აღსასრული? – ,,ჯოჯოხეთი და სიკვდილი!“ ელიზაბეტის დროინდელივით იწყევლებოდა ფანინგი კარის მეორე მხარეს. ჩხაკ! ურდული გადატრიალდა – ხმაურზე პამელა შეტრიალდა და შეშინებული ჩახტა ძირს მრთალად განათებულ ქუჩაში“.

    ეს არის ჩემი აზრით ამ წიგნის პიკი

    • mkitxveli / Aug 5 2011 7:23 pm

      ეგეც მაგრამ მთელი წიგნი და იდეა მიჭყლეტილ ობობაში დავინახე

  6. salomeaa / Aug 6 2011 6:02 pm

    მიჭყლეტილი ობობა სწორედ ამ დაგვიანებული გაქცევის, ყოყმანის და შეცდომების შედეგია: )))

    • mkitxveli / Aug 10 2011 1:29 pm

      ჰო, ერთი წინადადება უფრო ლაკონურად გამოხატავს მთელ იდეას

  7. 702032 / May 20 2012 12:15 pm

    Wordsworth in the tropics ქართულად სად ვნაახო ხომ ვერ მეტყვით?

    • mkitxveli / May 20 2012 6:51 pm

      არ ვიცი სამწუხაროდ

  8. LAzy / Jan 8 2013 2:43 pm

    ამ მწერლის რამე არის ნათარგმნი ქართულ ენაზე?

  9. LAzy / Feb 7 2013 8:24 pm

    პატარა კოხტა წიგნია და მეთქი მეტროში წავიკითხავთქო მარა ვაი რომ სასტიკად სევცდი.3 დღეა ვკითხულობ და 30 გვერდს ვერ გავცდი,თანისე დამღალა…სიუჟეტი ძაან უაზრო და ბანალური მეჩვენება.და დიალოგებსაც ვერ ჩავუღრმავდი მოკლედ უნდა შევწყვიტო.ჩემი აზრით ისეთი წიგნი არაა რო რამე დიდ სიამოვნებას დააკლდე თუ არ წაიკითხავ

    • mkitxveli / Feb 8 2013 6:51 pm

      მე ძალიან მომეწონა

  10. მაგა რაიუელა / Nov 4 2013 10:51 am

    აი, ჰაქსლი “ვერ”:….სრულიად უპრობლემოდ და გულგრილად წავიკითხე,არაფერი დატოვა ისეთი, რაზეც დაფიქრება მიღირდა…:( ვწუხვარ ))

Trackbacks

  1. მიშელ უელბეკი – „ელემენტარული ნაწილაკები“ « მკითხველის ბლოგი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: