Skip to content
April 20, 2011 / mkitxveli

თიკა ჭიჭინაძე – “ეიფორია”

ვიცი ბევრი თქვენგანი ფიქრობს “რამ წააკითხა”, თანაც მაშინ, როცა ეს წიგნი პირველად ახლა გაიგეთ. კარგია თუ უმცირესობაში შედიხარ. უარგუმენტო კრიტიკას ვერ ვიტან. თიკა ჭიჭინაძის პირველი წიგნია “ეიფორია”, როგორც მე  ვიცი. ხოდა სანამ არ წაიკითხავ რა უნდა გაიგო როგორია. წიგნებს სამ კატეგორიად ვყოფ ერთი, სადაც მნიშვნელოვანი მხოლოდ შინაარსია, მეორეგან წერის სტილი გხიბლავს და მესამე სადაც პირველი და მეორეა გაერთიანებული. “ეიფორია” სიუჟეტზე აქცენტგაკეთებულ წიგნებს მიეკუთვნება. ისეთია, ჟურნალებში სერიალივით რომ იბეჭდება ხოლმე.

ნაწარმოების მთავარი იდეა მარტივად გასაგებია – არჩევნის პრობლემა თუ დილემა. როცა ადამიანი ზოგადად აღიარებული ნორმების მიხედვით კარგია, ბევრი ოცნებობს მასთან ურთიერთობაზე, მას შენ მოსწონხარ, შენ კიდევ სულაც არ გრძნობ იმასб რასაც მეორესთან, ერთი შეხედვით ყველა კრიტერიუმით ნაკლებთან. მეც ხშირად მიფიქრია ხოლმე  აი, იმაზე წესით რომ უნდა მოგწონდეს, ყველაფრით რომ კარგია, მაგრამ – არა!. რით გამოარჩევენ ხოლმე ადამიანები ერთმანეთს, ნეტა, რა მოეწონა ეხლა ამაშიო, იმდენჯერ მიკითხავს. ამ კითხვაზე პასუხი კი მგონი თვითონ მათაც არ აქვთ ხოლმე, არც მგონია ვინმემ ახსნას.

“ეიფორიაში” დაახლოებით ამგვარი პრობლემაა, მაგრამ ძალიან მარტივად დაწერილი. ბევრი ურთიერთგამომრიცხავი მომენტია. ყველა ეპიზოდში გმირების ტანსაცმელი მარკებითაც კი იცის მკითხველმა, მაშინ როდესაც მათი ფსიქოლოგიური პორტრეტის შესაქმნელად ვერაფერს ვიღებ. მეგობრობს ადამიანებთან, რომლებიც აღიზიანებს, კარგ ტიპად გამოყვანილი ბიჭი ისე იწყებს ურთიერთობას, როგორც არ უნდა იწყებდეს, ლოგიკური კავშირი არ არის, ასეთი ადამიანი არ მოიქცევა ისე, როგორც იქცევა. ბევრი ურთიერთგამომრიცხავი დეტალი აღმოვაჩინე, რამაც გამაღიზიანა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მწერალმა უბრალოდ სიუჟეტი მოიფიქრა და თავად გმირების ტიპაჟებზე საერთოდ არ უფიქრია.

შიგადაშიგ გაგეღიმება, შიეძლება გაგეცინოს კიდეც.  მოცლილობის ჟამს ჩაიკითხავ, 200 გვერდს რამდენიმე საათი სჭირდება. ან მძიმე დღის შემდეგ ცოტა განიტვირთები.

სადღაც წავიკითხე “ეიფორია 2” გამოვაო, რა ორი?!

4 Comments

Leave a Comment
  1. gvanca / May 24 2011 2:25 pm

    vaimeeeeeeeee martla gamova meore nawili???

    • mkitxveli / May 24 2011 2:53 pm

      არ ვიცი ასე წავიკითხე🙂

  2. mzesaswauli / Oct 5 2011 5:33 am

    ვაიმეეე უკაცრავად და რა იდიოტობა იყო😀 გადარბენებით წავიკითხე, მთელ ფურცლებს ვახტებოდი და მაინც ყველაფერი გასაგები იყო😀 მექსიკური სერიალივით არის რა😀

    • mkitxveli / Oct 5 2011 6:33 am

      შენ მეორე ნაწილი ნახე რა იქნება🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: