Skip to content
April 27, 2011 / mkitxveli

მიშელ უელბეკი – „ელემენტარული ნაწილაკები“

Michel Houellebecq – The Elementary Particles

მგონი პირველივე აბზაცის წაკითხვისთანავე დამწყდა გული, რომ ჩემი ცოდნა არც ისე ფართოა და ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში თითქმის (კი არა საერთოდ) ვერ ვერკვევი. თუ შენც ჩემნაირი ხარ, არ იდარდო, უბრალოდ ცოტა მეტად მოგიწევს გონების დაძაბვა, არც ლექსიკონში იძრომიალო, მხოლოდ ტერმინების განმარტების ცოდნა ბევრს ვერაფერს შეგმატებს.

იმდენი საკითხი, პრობლემა და საფიქრალი შემოდის, საიდან დავიწყო არ ვიცი. ერთი კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ულებეკმა ჩემს აზროვნებას ახალი მიმართულება მისცა, ასე მგონია, ერთი დახშული სარქველი გამიხსნა და სადღაც ზემოთ ამწია.

მიშელ უელბეკის „ელემენტარული ნაწილაკები“ ადამიანს ეძღვნება, ეს ადამიანი კი ისეა ნაჩვენები, მართლა მომინდა მათი მსგავსი არსება კი არა, ჯერზინსკის ნაოცნებარი და ჰუბჩეიაკის მიერ 2029 წელს შექმნილი ახალი რასის წარმომადგენელი ვყოფილიყავი.

მთელი წიგნიც სწორედ ამაზეა ახლანდელი საზოგადოების ნაკლის ჩვენება და მტკიცება იმის, რომ ახალი არსების ადამინის ხატად შექმნა ისევე საჭიროა, როგორც ეს 2011 წლის წინ იყო.

ორი ნახევარძმა ბრუნო და მიშელი ნაწარმოების მთავარი გმირები არიან, მწერალი მათ ცხოვრებას დაბადებიდან მიჰყვება და მათი ისტორიებით ცდილობს XX საუკუნის დასავლეთ ევროპაში მიმდინარე მოვლენების ჩვენებას. ორივე მეცნიერია, თუმცა მსოფლიო ისტორიაში მხოლოდ მიშელი ითამაშებს დიდ როლს.

ცხოვრება ელემენტარული ნაწილაკებისგან შედგება, ელემენტარულია მიშელს დედა როგორც მიაგდებს, მსოფლიოსთვის უმნიშვნელოა ბრუნოს სკოლაში რომ აუპატიურებენ და ვერავინ შველის, ყურადღებას არ იმსახურებს მათი გაუბედურებული ბავშვობა, იმიტომ რომ ასეთ დღეში მხოლოდ ისინი არ არიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამგვარი ამბები სულ უფრო ხშირად ხდება და საზოგადოებაც ამ ნაწილაკებისგან იქმნება.

ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმები რომ მოზრდილობისას ქცევას განაპირობებს, ეს არაერთ ნაწარმოებშია ნაჩვენები, თუმცა უელბეკი ამას ისე იყენებს, გეზიზღება ადამიანი რომ ხარ.

„მოსახლეობის ფართო ფენები, როგორც იქნა, სექსუალურ თავისუფლებას ეზიარნენ, რომლითაც აქამდე მაღალი მოხელენი, თავისუფალი პროფესიების მიმდევრები და მსახიობები სარგებლობდნენ. სექსუალური თავისუფლება სინამდვილეში სხვა არაფერი იყო, თუ არა ინდივიდუალიზმის ისტორიული განვითარების ახალი საფეხური.“

ამ ახალ საფეხურს თავისი უარყოფითი შედეგები მოჰყვა. სექსმა სიყვარული სულაც არ მოიტანა და აქაც ყოველ ფურცელზე მისი სხვადასხვა ფორმის ჩვენება, სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულის ნაკლებობის ხაზგასმა. მგონია, რომ ის სექსუალური ჭაობი, სადაც გმირები ყელამდე ეფლობიან, ადამიანურ თავისუფლებაზე აქცენტის გაკეთება  ან რაიმე უხამსობის ჩვენება კი არ არის, არამედ ის, რომ ადამიანებს სიყვარული აკლიათ, ნამდვილი გრძნობა და არა ის ურთიერთობა ცოლ-ქმარს კვლავწარმოებისთვის რომ აქვთ ხოლმე. ამას მოწმობს მიშელისა და ანაბელის ბოლოდროინდელი ურთიერთობა, გარდა ამისა უელბეკი თვითონვე წერს:

„1976 წელს დასავლურ სამყაროში სექსუალურ სწრაფვას ინდივიდუალურობის უკიდურესი გამოვლინება – ფიზიკური ძალადობა შეენაცვლა.“

ყოველგვარი ძალადობა, ფართო მასშტაბის მაინც, მამაკაცებს უკავშირდება და მიშელ ჯერზინსკი საერთოდ მათ არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს:

„უკვე რამდენიმე საუკუნეა მამაკაცები აღარაფრად ვარგიან და ისინი აღარაფრად სჭირდებათ. ზოგჯერ მოწყენილობის გასაქარვებლად  ჩოგბურთს თამაშობენ, ამას კიდევ არაუშავს . . . ბედურება ისაა, რომ ხანდახან „ისტორიის წინსვლაზე“ ზრუნვა მოეხუშტურებათ, ჰოდა, მაშინ რევოლუციებსა და ომებს ვერსად წაუხვალ.“

მერე  იმ აზრამდე მივა, რომ ადამიანი სხვა უფრო განვითარებულმა რასამ უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც მათ ხატად შეიქმნება. მეტაფიზიკური მუტაციის საშუალებით ახალი არსება უსქესო და უკვდავი იქნება, ერთხელ და სამუდამოდ დაასამარებს ინდივიდუალურობის, გათიშულობისა და მომავლის ცნებებს. ამის საწყისებს ჯერ კიდევ ოლდოს ჰაქსლის შემოქმედებაში ხედავს.

მიშელ უელბეკი

მსგავსი რამ რომ შესაძლებელია, მაგალითად იესო ქრისტე მოჰყავს. სინამდვილეში ახალი არსება ალეგორიაა, ადამიანი იგულისხმება უარყოფითი ქცევებისგან და აზრებისგან დაცლილი.

საზოგადოება ისე ნელნელა გადაეშვა ჭაობში, ვერც გავიგეთ, ვერ გავიგეთ მიუღებელი მისაღები როგორ გახდა, ყურადღება არ მიგვიქცევია ახლა იმას რომ ვაკეთებთ, რაც ადრე არ მოგვწონდა, ცუდი სასურველი გახდა, ზომა- წონა აგვერია და ამით ვამაყობთ.  სად ვართ და რას ვაკეთებთ უკვე აღარ ვიცი. ახლა არ მითხრათ,  რომ კარგი და ცუდი სუბიექტური შეფასებაა და მკაცრად არავის დაუდგენია, რა როგორია.

ვისაც გიფიქრიათ „ელემენტარულ ნაწილაკებზე“ მიხვდებით, რასაც ვწერ, ვინც ჯერ არ იცით ეს ნაწარმოები, წაიკითხეთ და მერე ვისაუბროთ.

24 Comments

Leave a Comment
  1. მოხეტიალე / Apr 27 2011 5:33 pm

    დამაინტერესა. აუცილებლად წავიკითხავ ამ წიგნს.

    • mkitxveli / Apr 27 2011 7:12 pm

      ბევრი ალეგორიაა, მთავარია იმის იქით დანახვა შეძლო, დარწმუნებული ვარ მოგეწონება

  2. khatuna / Apr 27 2011 7:19 pm

    ვაიმეე, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია🙂

    • mkitxveli / Apr 27 2011 7:22 pm

      “ელფი” არ აპირებს მის გამოცემას? ან უელბეკის რამე სხვა ნაწარმოების

  3. Anabell / Apr 29 2011 9:21 am

    ესაა წიგნი, რომელმაც ადგა, და შემცვალა-”ულებეკმა ჩემს აზროვნებას ახალი მიმართულება მისცა, ასე მგონია, ერთი დახშული სარქველი გამიხსნა ”-ანუ🙂 ბოლოს გამაოგნა და პირი დამაღებინა..მაგრამ ეს წიგნია რომელსაც მეორედ აღარასდროს წავიკითხავ..

    • mkitxveli / Apr 29 2011 9:37 am

      იმდენად დიდია შთაბეჭდილება რომ ასე მგონია დეტალურად კიდევ კარგა ხანს დამამახსოვრდება. მეორედ წაკითხვა საერთოდ არ მჩვევია🙂

      ანაბელი როგორ მომწონს ეს სახელი, ედგარ პოს ანაბელ ლის მახსენეს სულ🙂

    • Anabell / Apr 29 2011 12:32 pm

      წიგნები რომლებიც ძალიან მიყვარს და რომლების კითხვაც სიამოვნებას მანიჭებს რამდენჯერმე, სულ ვკუთხულობა განწყობის მიხედვით : )

      ანაბელი კი, მეც მაგონებს : ))

    • mkitxveli / Apr 29 2011 1:13 pm

      შეიძლება გარკვეულ ეპიზოდებს მივუბრუნდე, ფრაზებს ვთქვათ, მაგრამ არა მთლიანად ტექსტს. ძირითადად მახსოვს ხოლმე და მერე სულ იმას ვფიქრობ სხვა ახალი წამეკითხა ხომ სჯობდა – მეთქი.
      მე ვერ ვკითხულობ იმ წიგნებსაც რომლის მიხედვითაც გადაღებული ფილმიც უკვე ნანახი მაქვს და პირიქით.

      ხო ანაბელის ძველი თარგმანი ძალიან მომწონს, ახალი არა🙂

  4. NeeL / Jun 27 2011 9:51 am

    ვერსად ვერ ვშოულობ მის წიგნს : (( არადა ძალიან მინდა ” ელემენტარული ნაწილაკების წაკითხვა” იქნებ დამეხმაროოთ და მითხრათ სად იყიდება მისი ეს წიგნი

    • მკითხველი / Jun 27 2011 10:04 am

      ყველა მაღაზიაშია, ახლა მხოლოდ მაგარი ყდით იყიდება. გამომცემლობა “არეტემ” გამოსცა

  5. ხატია / Sep 6 2011 12:48 pm

    ძალიან დავინტერესდი ამ წიგნით თუმცა…მაინტერესებს რას ურჩევთ ჩემნაირ ახლად დაბადებულ მკითხველს რომ წავიკითხო.. არც კი ვიცი საიდან დავიწყო თითქოს ყველაფრის წაკითხვა მინდა მაგრამ საიდანმე ხომ უნდა დავიწყო.. მინატრია ადამიანი ვინც გზას მანახებს რა უნდა წავიკითხო.. მაგრამ მეორე მხრივ იქნებ ის რაც ერთისთვის მიუღებელია ჩემთვის მისაგები იყოს… ვერ ვხვდები რაგაც ორაზროვანია ერთმანეთისთვის წიგნების რჩევა.. ალბათ ყველა უნდა წავიკითხო( შეძლებისდაგვარად)… თუ რაიმეს მირჩევთ ძალიან დამეხმარებით..

    • mkitxveli / Sep 6 2011 6:03 pm

      ხატია მიხარია, რომ მკითხველებს შემოუერთდი. სამწუხაროდ არ გიცნობ და შენზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ ზუსტი რჩევები მოგცე. მაილზე თუ მომწერ ალბათ უფრო შევძლებ დახმარებას. ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებამდე სხვათა რჩევები ცუდი სულაც არაა, თუმცა სანამ მიაგნებ შენს სტილს ბევრი შენთვის არმოსაწონი შემოგეკითხება რაც ბუნებრივია. ასე რომ ველოდები სენს წერილს მაილზე და მზად ვარ დაგეხმარო🙂

    • gela / Feb 6 2014 6:16 pm

      ხატია თუ მართლა მოწადინებული ხარ, გირჩევ თავიდან მარკ ტვენი და ნოდარ დუმბაძე წაიკითხო. ერთი , რომ მარტივად წასაკითხია და მთავარი კი ისაა, რომ ორივე მწერალი შედევრებს ქმნიდა. ისე კი ყველანაერი წიგნი უნდა წაიკითხო, პირველ ეტაპზე მაინც, რომ შენი საკუთარი გემოვნება ჩამოგიყალიბდეს.

  6. dak. / Nov 6 2011 6:20 pm

    მახსოვს თავჩახრილი და განადგურებული ვკითხულობდი. და ბოლოს,როცა დავამთავრე ამ წიგნის წაკითხვა,ჩემზე ამაყი ადამიანი არ მეგულებოდა….:))) რამ გამახარა,დღემდე ვერ ვხვედბი…..ყოველ შემთხვევაში,ბეგბედერი მირჩევნია….

    • mkitxveli / Nov 7 2011 11:42 am

      ალბათ იმან გაგახარა, რომ უელბეკის გმირებს არ ჰგავდი🙂 მე უელბეკი მირჩევია, თან გაცილებით

  7. mecmikvarkhar / Dec 20 2011 7:11 am

    პლატფორმას მოვრჩი და ახლა ეს უნდა დავიწყო, დიდი ხანია ასეთი აღფრთოვანება ჩემში ავტორს არ გამოუწვევია, მინდა ყველაფერი წავიკითხო მისი🙂

    • mkitxveli / Dec 20 2011 6:24 pm

      მეც იგივე გრძნობა მქონდა, ჯერ “ელემენტარული ნაწილაკები” წავიკითხე და თავში ჩარტყმასავით იყო მართლა

  8. teo / Apr 14 2012 11:36 am

    me piradad damtrguna da damgala “elementaruli nacilakebis” kitxvam,rodesac es xmamagla vtqvi,zogiertma chemma nacnobma agshpotebit shemomxeda,ras qvia ar mogeconao… ar momecona-metqi mtlad ver vitkvi,magram ai rasac qvia davitrgune da cud ganckobaze davdeqi am cignis kitxvisas.,erti suli mqonda bolomde chamekitxa da mere samudamod damevickebina misi arseboba,tumca ragac periodis shemdeg tvali mainc gadavavle zogiert epizods da sul sxvanairad agviqvi.

    • mkitxveli / Apr 17 2012 7:50 am

      განწყობებზეა დამოკიდებული წიგნის აღქმა, ამიტომ თუ არ მოგეწონა არც ეგ არის პრობლემა და სულაც არ ნიშნავს იმას რომ ცუდი მკითხველი ხარ. ჩემზე მართლა დიდი გავლენა მოახდინა. სულ სხვა კუთხით წავიდა ჩემი აზროვნება მას შემდეგ და ეს წიგნი დასაწყისი იყო

  9. მარი / Nov 16 2014 11:37 am

    PDF თუ აქვს ვინმეს “ელემენტარული ნაწილაკები”ს მომეცით plz..

  10. Mariam / Feb 1 2016 2:42 pm

    shegidzliat eleqtronuli versia tu arsebobs am cignis damilinkot🙂 sazgvargaret var, ver movaxerxeb kidvas da dzalian minda cavikitxoo ..

Trackbacks

  1. წიგნი და ეკრანიზაცია «
  2. 99 ფრანკი | allbook
  3. მიშელ უელბეკი – “ბრძოლის ველის განვრცობა” « მკითხველის ბლოგი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: