Skip to content
May 6, 2011 / mkitxveli

დათო ტურაშვილი – „ამერიკული ზღაპრები“

ამერიკა არასდროს ყოფილა ჩემთვის საოცნებო ადგილი, განსხვავებით დათო ტუარშვილის თაობისგან. მათთვის ეს ქვეყანა და იქაური ჯინსები თავისუფლებასთან ასოცირდებოდა, ყველაფერ კარგთან და სანატრელთან. მე სხვა თაობას ვეკუთვნი. მაშინ დავიბადე, როცა მთავარი უკვე ფული იყო და სადაც გინდა იქ წახვიდოდი, ყველას ჯინსი ეცვა (ნაღდი ამერიკული რამდენად იყო არ ვიცი, მაგრამ ჯინსს ჰგავდა), სტუდენტობის პერიოდში კი უკვე დისკები და კომპიუტერიც გვქონდა, ფრჩხილით კასეტებს არ ვახვევდით და გამონაცვალ ტანსაცმელსაც აღარავინ გვჩუქნიდა. ქუჩაში უცხოელის დანახვა ჩვეულებრივი ამბავი იყო, არც იმაზე მიფიქრია, პირველი ამერიკელი სად და როდის შემხვდა. ჩემ თაობას სხვა პრობლემები და ოცნებები გვაქვს და ახლა მგონი ევროპაზე (უფრო სწორად იქ წასასვლელ ფულზე) უფრო ბევრი ფიქრობს, ვიდრე ამერიკაზე.

„ამერიკული ზღაპრები“ კიდევ ერთხელ კარგად აჩვენებს წინა თაობის ემოციებს, განცდებს, მისწრაფებებსა და სურვილებს მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი 2 ათასიანი წლების დასაწყისში ვითარდება. რაღაც პროგრამით სხვადასხვა ქვეყნიდან მწერლები ამრიკაში დაპატიჟეს. საქართველოდან დათო ტურაშვილი შეარჩიეს. რა ნამდვილია და რა გამონაგონი ამ წიგნში, არ ვიცი, არც არის ალბათ მნიშვნელოვანი.

მე პირადად ყველაზე მეტად კურტ ვონეგუტთან შეხვედრის ეპიზოდი მომეწონა. მჯერა, რომ მართლა ასე იქნებოდა, სასტუმროს წინ მდგარ ამ შესანიშნავ მწერალს მართლა სთხოვდნენ ერთ ღერ სიგარეტს, თანაც ორჯერ, ისიც საკუთარი ვაჟისა და ევტუშენკოს ჩხუბის ამბავს დეტალურად მოყვებოდა, ტურაშვილიც იტალიელი მწერლის ჯინაზე დავლატოვზე შეეკითხებოდა. ისიც რეალური მგონია, რომ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ახლად ჩაფრენილი ვონეგუტი ერთადერთი იქნებოდა ვისაც ამ ამბის შესახებ არაფერი ეცოდინებოდა.

„ჩაძირული ქალაქის ღამიდან“ მფრინავი ხალიჩის ამბავი აქაც გადმოვიდა. პრინციპში ტურაშვილს ამერიკაში ჩასვლის ერთ-ერთი დიადი მიზანი სწორედ პატრიკ ო’ლირის და საქართველოდან წაღებული განძის ბედის გაგება იყო. ჯერ კიდევ როდესაც „ჩაძირული ქალაქის ღამე“ წავიკითხე, ამ ამბის რეალურობამ ისე დააინტერესა, ქექვა დავიწყე, ბევრს ვერაფერს მივაგენი და დათოს დავუჯერე.

დათო ტურაშვილი - "24 საათის" ფოტო

ნაწარმოების ფაბულა ამერიკაში მწერლების ვიზიტი კი არის, მაგრამ სხვა ამბავიც შემოდის, იუმორით სხარტად დაწერილი. ამერიკელები რუსებს მაინც სჯობიან, მათაც შეიძლება „შემოებომბოთ“ ვიღაცეები, მაგრამ მერე ბოდიშს იხდიან და ჰუმანიტარულ დახმარებას „ჩაუყრიან“ ხოლმე. ქართველების ხასიათი ერთი ამბით ისე იყო ნაჩვენები, კარგად ვიცინე. 11 სექტემბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ ამერიკაში მცხოვრებმა ბიჭმა სკოლაში გვერდით მჯდომ გოგოსთან თავი მოიწონა „მამაჩემი ბილ ლადენს ძაან ახლოს იცნობსო“, გოგომ მასწავლებელს უთხრა და რამდენიმე წუთში სკოლა სპეცდანიშნულების რაზმით გაივსო. ბიჭი კიდევ დიდხანს ცდილობდა დარწმუნებას, რომ იხუმრა. ჩვენთან თუ ვინმე (მნიშვნელობა არ აქვს რა კუთხით) ცნობილ ადამიანს იცნობ, უკვე კარგი ტიპი ხარ.

რამდენი ზღაპარიც არ უნდა მომიყვე ამერიკაზე, მე იტალიაში მინდა.

პ.ს. წიგნი ერთმა მშფოთვარე გოგომ მათხოვა, ახალი წიგნები ჩამოვიტანეო, ჩემს შეტყუებას ცდილობს, უნდა მივაკითხო🙂

19 Comments

Leave a Comment
  1. sunsaliko / May 6 2011 1:35 pm

    ნატალიკო, მიყვარს ამ კაცის წიგნები, ყველა ზრაპარივით იკითხება და მათი კითხვისას ასე მგონია, მე და დათო ტურაშვილი ერთად ვსხედვართ ბუხრის წინ სავარძლებში და ის თავის საინტერესო ამბებს მიყვება:)
    პ.ს. ვიცანი ის “მშფოთვარე გოგო” და გელოდება თავისთან, მგონი შეტყუებას მოახერხებს;)

    • mkitxveli / May 6 2011 1:58 pm

      მეც მასე მგონია🙂

  2. dekemberiusi / May 13 2011 2:01 pm

    me dzalian momewona es wigni. albat imitom rom chemi ocnebis qalaqi iyo amerika, mere ufro inglisisken ki gadavixare magram amerika mainc ragac amoucnobi dzalit meqacheba…

    • mkitxveli / May 13 2011 6:38 pm

      ალბათ ქვეყანა გინდოდა დაგეწერა🙂 თუ არ ხარ ნამყოფი იმედია ნახავ.

      ისე მართლა მაინტერესებს რით გამოარჩიე ამერიკა?

  3. geoaria / Jun 1 2011 3:46 pm

    მე მომეწონა ეს ნაწარმოები .

    ძალიან კარგად აქვს ქართველთა ხასიათის თავისებურებები წარმოდგენილი…

    ალბათ ამ ნაწარმოებში გამოგონილი მაინც პიეტასთან ურთიერთობააა… :))

    • mkitxveli / Jun 1 2011 5:31 pm

      მეც გეთანხმები პიეტაზე. ხო, ქართველებზეა როგორც ყოველთვის, თუმცა თემიდან გადახვევა გადმოხვევები ყურადღებას ფანტავს

    • geoaria / Jun 1 2011 7:43 pm

      რავი,ვფიქრობ ,,გადახვევებში” დევს მისი მთავარი სათქმელი… ყოველთვის საინტერესო ჩართვები აქვს და ეს ქმნის მთელ ხიბლს… : )

    • mkitxveli / Jun 1 2011 8:11 pm

      ჩართვებით რომ სძენს მთავარ ხიბლს და არა სიუჟეტით მეც მანდ ვარ🙂

  4. გვირილა / Jun 8 2011 9:32 am

    დათოს არ ვკითხულობდი რატომღაც, თანამედროვეებთან არ მაქვს კაი დამოკიდებულება🙂 ხოდა, ერთი ჩემი მეგობარი ენად გაიკრიბა და იმდენი აქო და ადიდა, სანამ არ დამითანხმა წავითხვაზე.

    ხოდა, პირველად “ამერიკული ზღაპრები” წავიკითხე სწორედ და სხვებსაც აუცილებალდ წავიკითხავ, მომეწონა ^_^

    • mkitxveli / Jun 8 2011 11:14 am

      თანამედროვე ლიტერატურის გაცნობაც მნიშვნელოვანია, ბევრ საინტერესოს ნახავ

    • გვირილა / Jun 11 2011 3:13 pm

      ვიცი🙂 მარა მაინც ძველი მირჩევნია🙂 ნუ, რაც ვიცი თანამედროვეებიდან, იმათ🙂

    • mkitxveli / Jun 11 2011 3:26 pm

      ძველი ამოიწურება ერთხელაც🙂 გარდა ამისა, ის პრობლემებიც მოძველდა და აქტუალობა დაკარგა. სიმართლე გითხრა ახლა ნამდვილად აღარ მეკითხება არც ერთი წინა საუკუნის. ქართულზე მაქვს საუბარი

  5. ხატია / Sep 5 2011 10:27 pm

    არასოდეს წამიკითხავს თანამედროვე ქართველი მწერლები და ძალიან მაინტერესებს… იმედია კარგი იქნება უნდა ვცადო.. :)))

  6. kinogurmani / Jan 25 2012 8:19 pm

    მე ძალიან მომეწონა :yes:

  7. megane / Jul 23 2012 10:15 am

    ძალიან მიყვარს დათო ტურაშვილის წიგნები

  8. Margalona / Oct 26 2012 4:41 pm

    დათო ტურაშვილის წიგნებიდან, ეს პირველია, რომელსაც ახლა ვკითხულობ დიდი სიამოვნებით. მეც ძალიან სკეპტიკურად ვიყავი ხოლმე თანამედროვე ქართულ მწერლობასთან მიმართებაში, მაგრამ რამოდენიმე ნაწარმოები წავიკითხე სხვადასხვა ავტორის ამ ბოლო დროს და მართლაც შემეცვალა აზრი. კიარადა, ვფიქრობ, რაც შეიძლება მეტი თანამედროვე ნაწარმოებები უნდა ვიკითხოთ, (რა თქმა უნდა კლასიკას ზურგი არ უნდა ვაქციოთ :)) რომ დღევანდელობიდან არ ამოვვარდეთ სწორედ, რადგან აქ ის ენაა, რომელიც ჩვენთან უფრო ახლოს დგას და უფრო მეტადაც დაგვაფიქრებს აწმყოზე, იმ რეალობაზე, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით.

    • mkitxveli / Oct 28 2012 6:25 pm

      კიდევ რომელი თანამედროვე ქართველი მწერალი მოგეწონა?

  9. Margalona / Oct 31 2012 11:37 am

    კიდევ, ბოლოს რაც წავიკითხე, მომეწონა ჯაბა ზარქუას “მკითხველი უნდა მოკვდეს”. ეს არის სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოები, თუმცა შეიძლება ითქვას უფრო ანტიუტოპიაა ალბათ ვიდრე ფანტასტიკა. წიგნში ბევრია ქვეტექსტები, რომლებიც საკმაოდ ირონიულად და ჭკვიანურად არის გადმოცემული და მახვილი თვალი ადვილად ამოიცნობს იქ ბევრ რამეს. საუბარია ასევე იმ გავარვარებულ პროპაგანდაზე, რომელიც ასე მომაბეზრებლად ასხივებს დღევანდელ ყოფაში და ადამიანს ასე უბნიდავს გონებას. ერთი სიტყვით, საკმაოდ საინტერესოდ იკითხება და მომეწონა მთლიანობაში ესეც.🙂

    • mkitxveli / Oct 31 2012 4:43 pm

      მადლობა, არ წამიკითხავს, ზარქუას აქებენ და ვნახავ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: