Skip to content
May 20, 2011 / mkitxveli

ფრედერიკ ბეგბედერი – “ექსტაზი”

უელბეკის მერე ბეგბედერის კითხვა, მგონი, ჩვევად მექცა. პირველმა ფრანგმა თუ ადგილი შეინარჩუნა  ხუთეეულში, მეორემ მაფიქრებინა, რომ ჩემი წარმოდგენა გაზვიადებული იყო. ახლა მგონია,  “99 ფრანკი”  იმიტომ მომეწონა, რომ უელბეკის მერე წავიკითხე. ბეგბედერი ბევრად ზერელეა და განსხვავებული მკითხველისთვის წერს. მზა ფაქტებს გილაგებს და გეუბნება ამაზე გული უნდა აგერიოს, ეს უნდა შეგეზიზღოს, ამას დავცინი და მეორეს ვათახსირებო. ფიქრის საშუალებას ნაკლებად გაძლევს.

“ექსტაზი” კაიფში დაწერილი ნოველების კრებულია, ასეა განმარტებული ყოველ შემთხვევაში. გმირები თანამედროვე ადამიანები არიან გაუბედურებულ – გახრწნილები. ყველას ყელში აქვს ამოსული ცხოვრება და მათ ირგვლივ  საინტერესო არაფერი ხდება.

“ამ კრებულის ყველაზე გულისამრევი მოთხრობა” მართლა ისეთი საზიზღარია, ამ კაცს საიდან მოუვიდა ეგ იდეები მიკვირს🙂 სიყვარულის ყველაზე გადაგვარებული ფორმა – საერთოდ სიყვარულის დამტკიცება შეთანხმებით რას ნიშნავს, არასდროს მესმოდა, მგონი ამ საკითხში მე და ბეგბედერი ვთანხმდებით.

“მე ვსვამ იმიტომ, რომ დავივიწყო, რომ სხვებმა დამივიწყეს. მნიშვნელობადაკარგული ცხოვრება. . . “

ამ მოთხრობებს რომ კითხულობ ცხოვრების ხალისი გეკარგება. “სიტყვები ოცნებად კი არა, ცხოვრებად უნდა აქციო” ეს “მოდიდან გამოსულ ტექსტშია” ადამიანები ინერციით ცხოვრობენ, გაბრუებულები არავინ და არაფერი აინტერესებთ.

“რა მნიშვნელობა აქვს მართლა გიყვარს თუ თავს იკატუნებ, მთავარია, საკუთარი თავის მოტყუებას ახერხებდე”

ბეგბედერი – ირონიით სავსე კაცი🙂

მერე სიყვარულის ობიექტის სქესს ადგენენ. მგონი საქართველოში ეს თანდათან ხდება პრობლემა. ბოლო დროს ისეთ ადამიანებზე ვიგებ რომ გეია, საერთოდ ვერ ვიფიქრებდი, ვინმე რომ მომეწონება პირველ რიგში ის უნდა გავარკვიო კაცები ხომ არ მოსწონს. ეხლა არ მითხრათ, ჰომოფობი ხარო.

ბეგბედერზე ვამბობდი, უკვე აღარც მეწერინება. დადიან ეს “დაექსტაზებული” ადამიანები და ისედაც უმნიშვნელო ცხოვრებას უფრო უაზროს ხდიან.

“წინ გადაგვიშლის უკეთეს სამყაროს, ცალი თვალით შეგვახედებს დამერე, ხელის ერთი მოქნევით, გაუფრთხილებლად, კარს ცხვირწინ მოგვიჯახუნებს.” 

ახლა მგონია, რომ ბეგბედერი მკითხველებს მაგრად დაგვცინის – ზის და იმაზე ღადაობს, მისი ნაწერები ძალიან სერიოზული რამ რომ გვგონია. შეიძლება ვცდები და იმან გამაღიზიანა, მოლოდინი რომ არ გამიმართლა.

ექსტაზწაკითხულებო მითხარით რომ ვცდები და ის მართლა ღელავს იმ პრობლემებზე, რაზეც წერს

37 Comments

Leave a Comment
  1. Giorgi / May 22 2011 11:32 am

    წაკითხული მაქვს და მართლა ისე აქვს დაწერილი,ხედავ თუ რა მდგომარეობაშია ხალხი ექსტაზის ზემოქმედების ქვეშ და განახებს ბეგბედერი რამდენად საზიზღარია და გულისამრევია და მე გეტყვი,რომ ცდები კი ის მართლა ღელავს ამ პრობლემებზე:)) უბრალოდ არჩეული აქვს ესეთი წერის მანერა და ამითი ხდებ ბესტსელერი.მე მომწონს .99 ფრანკიც მომეწონა.ეხლა მოვრჩი უელბეკის ბრძოლის ველის განვრცობას.

    • mkitxveli / May 22 2011 5:28 pm

      აქ არამხოლოდ ოქსტაზის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანებია ნაჩვენები, აქაც ალეგორიააა და ზოგადად თანამედროვე ადამიანის სახეს აღწერს. მესმის მისი წერის სტილიც, უბრალოდ მისი პირდაპირობა და სახეში მოთხლეშვა არ მომწონს.

      უელბეკისგან განსხვავებით ბეგბედერმა თავის ნაწერები იმ ადამიანებზე გათვალა, ვინც ზოგადად ფიქრობს ადამიანებზე და ზედმეტი ტვინის ჭყლეტა არ უნდა ანუ იმავე ადამიანებზე ვის შესახებაც წერს.

      უელბეკი კი სხვა აუდიტორიისთვის წერს და ბევრად ღრმაა. ახლა კიდევ ერთ ნაწარმებს წავიკითხავ და უფრო ჩამომიყალიბდება მასზე აზრი. შენ რას ფიქრობ უელბეკზე?

  2. Giorgi / May 23 2011 1:37 pm

    ვიცი,რომ არა მხოლოდ ექსტაზის ზემოქმედებიშ ქვეშ მყოფი ადამიანებზეა და ისიც ვიცი ,რომ ალეგორიაა უბრალოდ აღარ დავწერე რომ წავიკითხე მომეწონა შენი დაწერილი კარგად გქონდა ძალიან ჩამოყალიბებული და უბრალოდ დავამატე ის,რომ ბეგბედერი ესეთი წერის მანერით გახდა ბესტ-სელერი.

    უელბეკის ბრძოლის ველის განვრცობა მაქვს წაკითხული მარტო ელემენტარულ ნაწილაკებს ალბათ შევიძენ ამ ახლო მომავალში.ბრძოლის ველის განვრცობა მომეწონა ძალიან კარგად აკვს დახასიათებულიდ და ჩამოყალიბებული დღევანდელი ცხოვრება.და საერთოდ სიყვარულზე ბეგბედერის და უელბეკის აზრები მომწონს რეალურად წერენ.

    პლაატფორმის წაკითხვა მინდა ულებეკის.მაგის წაკიტხვას აპირებ?

    • mkitxveli / May 23 2011 5:06 pm

      კი სახლში მაქვს უკვე წიგნი, ფამუქის მერე დგას რიგში🙂

      მიხარია რომ პოსტი მოგეწონა. “ელემენტარულ ნაწილაკებს” რომ წაიკითხავ, შემოიარე უელბეკზე გავაგრძელოთ საუბარი🙂

  3. Giorgi / May 23 2011 6:18 pm

    კარგი აუცილებლად.ორჰან ფამუქის “მე წითელი მქვია” გაქვს ალბათ ხომ?ძალიან მინდა ეგეც უნდა ვიყიდო.ეხლა ინგმარ ბერგმანის გულახდილ საუბრებს ვკითხულობ. იცი?

    • mkitxveli / May 23 2011 8:20 pm

      კი “მე წითელი მქვიას” ვკითხულობ. ბერგმანის პიესები მაქვს წაკითხული და მოთხრობები, თუმცა განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია

    • keesoo / Sep 13 2011 8:13 am

      es ar aris dacinva… sityvebis da sxvisii grznobebiit tamashii.. es samwuxaroo realoobaa , yvelaperii rac am wignshi weria, titoeuli detali ise xdeba rogorc agweriliiaaa…. 18 wliis vaar 1 welii londoonshii vcxoovrobdii, kluburii gamiis cxovrebiis moyvarulii var dgeemdee… am wigns rom vkitxulobdii taan tvalebze xels viparebdii iciit ratoom imitom room chemii tavii davinaxee taan mainc mainteresebdaa… mee es yveelaperii gamovlilii maaq, rocaa iq vcxovrobdii taviisuplaad, araviin makontrolebda da megoonaa sworad viqceeodiii, mashiin gavsinje pirvelaad… 16 is viyavii , xelshii mejira da ver gadametyviita dameliia tu araa.. imistviis room rame sisulele chaidinoos chemnairma idiotma ertii kargii megoobriis rcheva undaa da mtavrdeba yvelaperii… mec egre damemaartaaa davliia da velodeboodii ra grznobaa rocaa kaipoob.. 20 wutshii sxeulshii isetii sicxee vigrzenii pexze wamomagdoo titqoos denii damartyeeess… vceekvavdii, vicinodi, cxoveba isetii martivii momechvenaa…. mere agaar maxsoovs vistaan , rogoor ,ramairaad magraam iatakze agmovchndiii.. vigaac 2 bijtaan ertaad… sulii mexutebooda mashiinve gamoviqeciii… gulii amichqardaaaa, vegar vsuntqavdiii… megoona gavigudeboodiii….fexzeec araperi mecva da gijiviit davrboodii.. xalxii gaocebulii miyurebdaa da chemii taviis shemrcxvaaa…. tmagawewilii, fexshishvelii, suntqva ginda da haerii ar gyopniiss.. gulis reviis shegrzneba geuplebaa, tavii giskdebaa, titqoos misamarti gaviwydebaa, titqos shenii adgili araa am wyeul dedamiwazee…… yvelaa problema ertaad iyriis tavs da gaxsendeba ra mtanjvelii da momabezrebeliia cxovrebaa.. ginda gadaxtee, wyalshii chavardee room tkivilma gagiaroos da 1 wutshii daamtavroo es idioturii cxovrebaaa… eqstazii martla izleva bednierebas da 4-5 saatiis shemdeeg iset ubedurebas rom vegar uzleeb… vkitxulobdii am komentarebs da gaocebuli davrchi tqvenii laiti damokidebuleebiit.. eqstazii chveulebrivii narkotikia ogond shechvevas ar iwvevs… es yvelaperii simartleaa.. da kidev raa ar gasinjoot, am dros ver akontroleb tavs da sheidzleba isetii ram chaidinoot chemtaviit rom mteli cxovreba inanoot… keesoooo

    • mkitxveli / Sep 13 2011 12:01 pm

      კესო დავითრგუნე შენი კომენტარის კითხვისას, თუმცა საინტერესო გამოცდილება მიგიღია ცხოვრებაში, მერე ღირებულებათა გადაფასების ეტაპი თუ დაგიდგა კარგია.

      რაც შეეხება ბეგბედერსა და მის სიყალბეს, არ ვიცი კონკრეტულად რომელ კომენტარს გულისხმობდი, მაგრამ ეჭვი ფაქტების სისწორეში კი არა მწერლის განცდებში შემაქვს. ცოტა უფრო მარტივი მკითხველისთვის წერს. არ ვიცი რამდენად გასაგებად ვწერ.

      კიდევ ერთხელ ვიმეორებ მნიშვნელოვან პრობლემებს ეხება, თუმცა იმას ვერ ვრძნობ, რომ თვითონ განიცდიდეს. სხვა სტილი აქვს, რომელიც მკითხველთა გარკვეულ კატეგორიას მოსწონს. თუმცა ვაღიარებ, რომ თანამედროვე ლიტერატურიაში ერთერთი მნიშვნელოვანი მწერალია

  4. Sophie SUNNY Golden / Jun 1 2011 8:56 pm

    ნატა, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ბეგბედერის მკითხველი გახდებოდი.

    “99 ფრანკი” ფილმი ვნახე 2008 წელს და მახსოვს, მთელი თვეები ისეთი გადარეული დავდიოდი, დღეში ხუთჯერ ვნახულობდი და მერე წიგნს ვეძებდი. მაშინ “პარნასში” ვნახე, რუსული თარგმანი, რომელიც 24 ლარი ღირდა და იმ მომენტში ფული არ მქონდა… მერე აღარ დამხვდა. ჰოდა, ისე გავიდა სამი წელი, რომ ვერ წავიკითხე ბეგბედერი ჯერჯერობით და არ ვიცი, თუ მოვახერხებ წაკითხვას.

    ეს მოთხრობებიც “პარნასში” ვნახე, თბილისში, გადავშალე ზუსტად ერთ მომენტზე, სადაც გაგლეჯილი ავტორი ვიღაც ქალთან ერთად იყო ტუალეტში მნიშვნელოვანი საქმით დაკავებული… დეტალები ერთობ მიმზიდველი იყო, მახსოვს, მაგრამ ყიდვა დამენანა.

    მერე ბეგბედერზე ვკითხულობდი სხვადასხვა ინფორმაციას, მარიხუანა რომ უყვარს და ძალიან ჭკვიანი ტიპია. მოკლედ, იმის თქმა მინდა, კარგად იპოვა თავისი ნიშა ლიტერატურაში და ამაზე იტყვიან, საჭირო დროს საჭირო ადგილას და საჭირო ტვინით მოხვდაო.
    მაგრამ რა ვქნა, ოქტავ ფარაგო (ხო ასე ჰქვია “99 ფრანკის” გმირს?) მაინც ერთერთ მიმზიდველ საძაგელ ტიპად რჩება, ისეთი, როგორიც ფილმში იყო და სიმართლე გითხრა, ცხოვრებაში ერთადერთი შემთხვევა მაქვს, მგონი, რომ წიგნის წაკითხვა აღარ მინდა ფილმის შემდეგ🙂

    • mkitxveli / Jun 1 2011 9:27 pm

      მე კიდევ ფილმის ნახვა არ მინდა. ბეგბედერის მკითხველობას რაც შეეხება, მე ვისი მკითხველი არ ვარ?🙂

      ბეგბედერი შენნაირებისთვის კი არა იმათთვისაა, მარტივი ფორმით იდეა გამზადებული რომ უნდა მიართვა

      თან რა არის იცი? არ მჯერა იმ ადამიანის მარიხუანას რომ ეწევა და მერე მის მავნებლობაზე საუბრობს, ამიტომ მგონია რომ დაგვცინის

  5. miranda / Jun 11 2011 9:28 am

    საკუთარ თავსაც დასცინის და ჩვენც, არ მიყვარს არც ბეგბედერი და არც მისი “შედევრები”

    • mkitxveli / Jun 11 2011 12:33 pm

      მნიშვნელოვან პრობლემებზე კი წერს, მაგრამ მომკალი და არ მჯერა მისი

  6. mariam / Sep 5 2011 1:01 pm

    თქვენთვის რა მნიიშჰვნელობა აქვსს ის პრობლემები რაზეც საუბრობს არის თუ არაა მისთვის მნიშვნელოვანი….მთავარიაა ჩვენ ბევრ რამეს დაგვანახებს…………მე პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემ თუნდაც ასეთი პირდაპირობისთვის….:)

    • mkitxveli / Sep 5 2011 2:44 pm

      გულწრფელობისთვის, რაც მეტ დამაჯერებლობას სძენს ნაწარმოებს.

      პატავისცემას კი ნამდვილად იმსახურებს🙂

  7. ხატია / Sep 5 2011 9:44 pm

    ყველას თავისი შეხედულება გააჩნია.. მაგრამ 99ფრანკმა ბევრი რამ დამანახა და რეალობაა ეს ყველაფერი როგორც არ უნდა მოგწონდეთ მეგობრებოო.. ეს ნოველები სად შეიძლება ვნახო იცის ვინმემ? :))

    • mkitxveli / Sep 5 2011 10:57 pm

      მაღაზიებში დეფიციტი უნდა იყოს, როგორც ვიცი. ისე პეკინზე 3-ე ბიბლიოთეკაში რომ აქვთ ზუსტად ვიცი, უპრობლემოდ გამოგატანენ

  8. gio / Sep 25 2011 4:34 pm

    წავიკითხე ეს წიგნი, შთაბეჭდილებებში ცოტა არეული ვარ. თან მომწონს თან არც მომწონს. და მეც მგონია რომ ეს კაცი მაგრად დაგვცინის დანარჩენ საზოგადოებას. იცის რა იყიდება “დღეს” ჰოდა გამოცდილებაც აქვს, ნიჭიც, ფანტაზიაც და წერს ამ წიგნებს. რავიცი მაინც იმედს ვიტოვებ რომ სწუხს რეალობაზე. (პრინციპში მგონია რომ სწუხს) 99 ფრანკიც მაგარი დაცინვა იყო. აგვიხსნა ადამიანმა რომ ყველაფერს მდიდარი ფენა მართავს ამ ცხოვრებაში და ღარიბები უნდა დაემორჩილონ მათ. დასცინა უუნარო, გარობოტებულ, იმპოტენტ, სულელ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან რა ხდება.. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მაგარი კაცია და რავქნა :D:D:D:D

  9. დათ / Oct 5 2011 7:43 pm

    ხალხო ეს წიგნი სად ვიშვნო ვერავინ დამეხმარება?

    • mkitxveli / Oct 5 2011 8:39 pm

      წიგნის ყველა მაღაზიასა და ბიბლიოთკაშია

  10. Lord Vader / Oct 20 2011 6:23 am

    ბეგბედერი არ მიყვარს, მაგრამ ინტერნეტში ვნახე ამ ნოველების თარგმანი და ძალიან კარგია.
    (თარგმანია ძალიან კარგი არა ბეგბედერი.🙂 ბეგბედერი ისაა, რაც ყოველთვის – პოპკორნი)

    • mkitxveli / Oct 20 2011 6:25 pm

      პოპკორნი რა ზუსტი რამეა ბეგბედერისთვის🙂 ორი ნაწარმოების წაკითხვა საკმარისია, რომ სრულად გაიგო რისი მთელი მისი შემოქმედება

  11. Mari Muradeli / Oct 31 2011 2:52 pm

    ამ წიგნის წაკითხვა მინდა ძალიან, მარა საქართველოში არ ვარ და ვერ ვიყიდი, და ხომ არ იცით ონლაინ ვერსია სადმე ?

    • mkitxveli / Oct 31 2011 9:33 pm

      ქაართულად ვერ ნახავ და სხვა ენაზე არ ვიცი

  12. katerina / Oct 31 2011 3:23 pm

    არ ცდები, სულაც არ ღელავს იმაზე, რასაც წერს, თვითონაც ხომ ასე ცხოვრობს. თაღლითია ბეგბედერი, ნიჭიერი, მაგრამ თაღლითი. თვალსა და ხელს შუა გატყუებს. ამიტომაც არ მიყვარს.

    • katerina / Oct 31 2011 3:33 pm

      ეს კიდევ მორიდებით ჩემგან🙂 http://wp.me/p1MT1L-pi მიხარია ამ ბლოგის გაცნობა

    • mkitxveli / Oct 31 2011 9:33 pm

      მაგას ვამბობ მეც🙂

  13. ele / Jan 21 2012 9:04 am

    ეს წიგნი ქართულ ენაზე არ იშოვება ?

    • mkitxveli / Jan 21 2012 9:06 pm

      კი მე ქართულად წავიკითხე. მგონი ტირაჟი გათავდა, მაგრამ მაინც ცადე შეიძლება რომელიმე მაღაზიას დარჩენილი ჰქონდეს

  14. Nini Berdzenishvili / Mar 10 2012 4:09 pm

    ონლაინში ქართულად ანუ ვერ წავიკითხავ? ბიბლიოთეკაში ექნებათ ნეტაავ? ..

    • mkitxveli / Mar 11 2012 4:15 pm

      არ ვიცი ონლაინის ამბავი. ბიბლიოთეკაში კი აქვთ პეკინზე 33-ეში

  15. ann pleasure / Apr 10 2012 8:02 pm

    sad sheidzleba es wigni vishovo?

    • mkitxveli / Apr 10 2012 8:09 pm

      წიგნის მაღაზიებში

  16. tamuna / Apr 16 2012 10:54 am

    თითქოს ისე წერს,ერთი ამოსუნთქვით წაგაკითხებს.მნმიშვნელოვან თემებს ეხება ნამდვილად,მაგრამ ვფიქრობ ზღვარგადასული უხამსობაა 99 ფრანკი

    • mkitxveli / Apr 17 2012 7:50 am

      ზღვარგადასული პირობითი რამაა, გააჩნია ვისთვის

  17. Kety Tabidze / Jun 20 2013 1:41 pm

    ცხოვრებაც ხომ სავსეა ზღვარგადასული უხამსობით… აგარ დავიღალეთ სირაქლემის პოზიციით?! ეპოქის გამოძახილია ლიტერატურა, მოგწონთ თუ არა ესაა რეალობა.

  18. Holden Caulfield / Sep 7 2015 5:03 pm

    აუ რა ცუდი სტატიაა ://

  19. Masho Masho / Sep 12 2016 9:27 am

    au sad vnaxo sad shemidzlia am wignis shedzenaa damainteresdaa

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: