Skip to content
May 27, 2011 / mkitxveli

კამილო ხოსე სელა – “არტისტების კაფე”

მაინც თავისას იზამს ხოლმე ნობელიანტობა. ამ პრემიით დაჯილდოებული მწერლები გავლენის ქვეშ მაქცევენ და მოლოდინი მეზრდება. როცა არ მომწონს, მერე უფრო მეტად მწყდება  გული. კამილო ხოსე სელას მოთხრობები, მე თუ მკითხავთ, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივია.

კრებულში, რომელსაც „არტისტების კაფე“ ჰქვია, ამავე სახელწოდების მქონე მოთხრობის გარდა, რამდენიმე ნოველა შედის. მათგან ერთიც კი ვერ ვიპოვე ისეთი, რომელზეც ვიტყოდი, რომ კარგია.

არმოწონებასაც თავისი მიზეზი აქვს, მთავარი ალბათ ისაა, რომ ამ ნაწარმოებებში დასმული პრობლემები ან სხვა მწერლებს უკეთესად აქვთ ნაჩვენები, ან კიდევ ისეთ საკითხებს ეხება, მხოლოდ ესპანურ საზოგადოებაში მცხოვრები, რომ გაიგებს.

მოკლედ, სელა სადღაც შორს დგას და ვერაფრით მოვიდა ჩემამდე (თუ პირიქით). გარდა ამისა, წერის სტილიც არ მომეწონა, იმედია, თარგმანის ბრალი არ იყო. არაფრით არ სცნობს ნაცვალსახელებსა და რთულ ქვეწყობილ წინადადებებს, შინაარსის გადმოცემას საკუთარი სახელების გამოყენებით ცდილობს.

„პიკატელს ორმოცდაათი შეუსრულდა.პიკატელი ძალიან ცოტას ჭამს. პიკატელი უსაქმურია. პიკატელი კარტის მკითამაშეა და ლოთი. პიკატელი ქალების მუსუსია“(„ფორთოხალი ზამთრის ხილია“)

ამგვარი აბზაცები ძალიან მღლის. არადა, მხოლოდ ერთ მონაკვეთში რომ იყოს მსგავსი წინადადებები, ვიტყოდი აზრის გასაძლიერებლად დასჭირდა – მეთქი. ყველა ნოველაში ასეა და რა ვქნა.

„პერესი, ყურებგაგლეჯილი გმირი“ ამ მოთხრობაში დასმული საკითხი ესპანელებს თუ აწუხებდათ, ნამდვილად არ ვიცოდი. მათი ისტორია, თურმე უცხოელებს აშინებთ. ეს და კიდევ ბევრი სხვა მოთხრობა ჩემამდე საერთოდ ვერ მოვიდა. „ყვავილთა ენა“ და „შერეკილი მარია მხატვარი“ – აქ დასმული საკითხები ცოტა უფრო ემოციური იყო, ჩვენების ხერხებზე რა გითხრათ.

საუკეთესო მოთხრობების ავტორად მაინც ო’ჰენრი რჩება. სელას რომ ვკითხულობდი, სულ ის მახსენდებოდა და ვფიქრობდი ამ იდეას ო’ჰენრი რა გემრიელად დაწერდა – მეთქი.

სელათი მოხიბლულებო შემეხმიანეთ და გამინათეთ გონება🙂

18 Comments

Leave a Comment
  1. Dark side of the moon / May 27 2011 7:32 pm

    yvelas sakuTari gemovneba aqvs magram me piradad ar getanxmebi, radgan camilo jose cela sauketeso espanurenovan mwerlad mimachnia fuentestan da unamunostan ertad. misi mtavari koziri isaa, rom kargad sheudzlia cinizmisa da shavi iumoris gamoyeneba, rasac umagles mxatvrul doneze axerxebs. plus amas ar unda gaigo misi nawarmoebi, rogorc pirdapiri natqvami, shexede mas im kutxit, rom ubralod akritikebs andac sulac dascinis ama tu im stils, amis nateli magalitia misi motxroba “umankoebisa da sevdis yvavilebi”, romelic ertert sauketeso satirad mimachnia. araa aucilebeli yvela mweralma kritikuli sakitxi sofisturad gadachras, shesadzlebelia mas aseve iumoris da cinizmis kutxitac miudge,rac aranakleb saintereso aris. ase wers camilo jose celac da chemi azrit dzalzed magal donezec gamosdis🙂 tundac shens mier naxsenebi “peresi…” rom avigot, shexede mas ironiuli tvalit. peresi is personajia, romelic bituria, saocari idiotizmi sheemtxva, magram mainc gmirad dagvidga tvalwin. ase rom me girchev tavidan waikitxo misi nawarmoebebi.

    • mkitxveli / May 27 2011 7:46 pm

      შეგიძლია უფრო კონკრეტულად მითხრა რა მოგწონს მის ნაწარმოებებში? ავტორის შეფასება რამდემნიმე მოთხრობის მიხედვით არ შეიძლება, ამიტომ მე მხოლოდ ამ ნოველებზე ვსაუბრობ. თუ წაკითხული გაქვს ეგებ მათ შესახებაც მითხრა, რა არის განსაკუთრებული?

  2. Dark side of the moon / May 27 2011 7:49 pm

    misi mxatvrulad warmodgenili cinikuri stili mizidavs yvelaze metad. da zogjer saocrad moulodnelad chartuli shavi iumori, esaa da es🙂

    • mkitxveli / May 27 2011 7:54 pm

      მესმის, უბრალოდ მგონია რომ ეგ ცინიკური სტილი და შავი იუმორი სხვა მწერლებს უკეთესად აქვთ, ამიტომ მე განსაკუთრებული ვერაფერი დავინახე.

      არ მახსოვს ალბათ აქაც სადმე მეწერება, მე მწერალს მისი ინდივიდუალური სტილით ვაფასებ, როცა ისე წერს, რომ ყველასგან გამოარჩევ, ახალ მიგნებებს მოულობ, აზრის გადმოცემის ისეთ სტილს მანამდე სხვას რომ არ გაუკეთებია. სამწუხაროდ მსგვასი რამ სელაში ვერ დავინახე. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე მისი სხვა არაფერი წამიკითხავს. “პასუკალე დუარტეს ოჯახს” რომ გავეცნობი შეიძლება აზრი შემეცვალოს. ეჭვი მეპარება მაგრამ მაინც🙂

      რომელი ნაწარმოები გაქვს წაკითხული მისი?

  3. Dark side of the moon / May 27 2011 7:57 pm

    mag wignshi shesuli yvela motxroba maqvs wakitxuli.
    saertod mag wignit gavicani es mwerali. aqamde arc araferi vicodi. axlac ar vdeb tavs didad gadagechili maqvs metqi magram me momewona. saertod espanurenovani literatura araa sachemo da ishviatada vkitxulob xolme

    • mkitxveli / May 27 2011 7:59 pm

      აჰ, მაშინ სელას სტილზე ბევრი არაფერი გვეთქმის🙂

      როგორც შენ თქვი გემოვნების საკითხია, მე არ მომეწონა, ამიტომ დამაინტერესა, რა დაინახე განსაკუთრებული🙂

      შენი კომეტარები სრულად რატომღაც მხოლოდ ახლა გამოჩნდა. ირონიაც მესმის და ზუსტად სხვა კუთხით რომ ვუყურებ იმიტომ არ მომეწონა🙂 არც ის მგონია რომ გადაკითხვამ რამე მომცეს. მოკლედ მე ბევრი უკეთესი მწერალი ვიცი, უფრო სწორად ისინი ვინც მე მგონაი რომ იგივე პრობლემებზე უკეთ წერენ, სელას კი ეს არც ისე ძლიერად გამოსდის.

      ესპანუერნოვანზე არც მე ვგიჟდები🙂

  4. Kejeradze / May 27 2011 8:30 pm

    ნოველებზე ვერაფერს ვიტყვი – არ მაქვს წაკითხული : ) მაგრამ “პასკუალ დუარტეს ოჯახი” ცუდი არ იყო🙂 ღირდა პასკუალის, მისი ოჯახის და სელას გაცნობა🙂

    • mkitxveli / May 27 2011 8:35 pm

      მე კიდევ ეგ არ მაქვს წაკითხული და ვერ ვამბობ ვერაფერს🙂 ისე შეიძლება მწერალს რომანები უფრო ეხერხებოდეს ვიდრე მოთხრობები ალბათ ოდესმე მაგასაც წავიკითხავ თუნდაც იმიტომ რომ სელაზე იქნებ აზრი შემაცვლევინოს

  5. mecmikvarkhar / May 28 2011 3:13 pm

    მოთხრობებით ვერც მე დავრჩი აღფრთოვანებული, ის კი არა და ყველა ვერც წავიკითხე

    • mkitxveli / May 28 2011 5:16 pm

      მე ინტერესის გამო წავიკითხე ბოლომდე, რამე განსაკუთრებულის მოლოდინში, თუმცა ვერაფერი ვნახე

  6. geoaria / Jun 1 2011 3:38 pm

    უკან ისე ეწერა ავტორის შესახებ მეთქი ეს ძალიან მაგარი იქნებბათქო,მაგრამ მახსოვს პირველსავე მოთხობაზე ძალიან დავიტანჯე:\ და აღარც გამიგრძელებია მერე… :დ

    • mkitxveli / Jun 1 2011 5:33 pm

      მეც იმედგაცრულებული დავრჩი და რა ვიცი, არ მგონია რომ ვერ გამეგო

  7. George / Jun 16 2011 6:55 pm

    წაიკითხეთ მისი Magnum opus ,,პასკუალ დუარტეს ოჯახი” და მერე უფრო გაშლით მწერლის შეფასებას. ნუ აჩქარდებით. ერთი-ორი ,,დიდი ვერაფერი” ყველა მწერალს აქვს.😉

    • mkitxveli / Jun 16 2011 7:09 pm

      აქ კომენტარებშიც მიწერია რომ მე მხოლოდ ამ მოთხრობებზე ვსაუბრობ და არა ზოგადად სელაზე. ახლა ეგ რომანებმა უფრო დამაინტერესა ალბათ წავიკითხავ🙂 მადლობა რჩევისთვის🙂

  8. dak. / Nov 6 2011 5:53 pm

    ეს ის ნობელიანტია,რომელიც ძალიან ახლოს მოვიდა.მე ვამბობ მის “პასკუალ დუარტეს ოჯახზე”…ეს იყო რომანი,რომელიც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და რომლის გამოც მთელი ერთი საათით დავაგვიანე ლექციაზე :)))
    შემზარავად კარგი იყო ეს სისხლიანი რომანი (ჩემთვის)…🙂

    • mkitxveli / Nov 7 2011 11:41 am

      ახლა უფრო დამაინტერესა, ეგ წიგნი მინდა წავიკითხო

  9. მაგა რაიუელა / Nov 4 2013 10:46 am

    ჩემთვის ძალიან საინტერსო მწერალი…<3 პოსტი , რა თქმა უნდა, სუბიექტურია…შენი დამოკიდებულება ასეთია და არა მგონია შეიცვალოს, მაგრამ არც ის მინდა, რომ ამით შეშინებულმა მონდომებულმა ადამიანებმა, სელას გაცნობაზე და მისი პასკუალე დუარტეს თავგადასავლის წაკითხვაზე ცხვირი აიბზუონ )))

    • mkitxveli / Nov 7 2013 8:13 pm

      პასკუალე მომეწონა და პოსტსაც ეტყობა მგონი🙂 მიწერია მასზეც

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: