Skip to content
June 11, 2011 / mkitxveli

ერიკ – ემანუელ შმიტი – “ნოეს შვილი”

Eric-Emmanuel Schmitt – L’enfant de Noé

რელიგიური ნიშნით ადამიანების დაყოფა ყველაზე სულელური რამ მგონია, ქცევის წესებშია განსხვავება, თორემ ერთი იდეაა ძირითადად. ფაშისტების აგრესია ებრაელების მიმართ კი ჩემთვის ყველაზე გაუგებარ მოვლენათა ხუთეულში შედის.

შმიტის “ნოეს შვილი” ამ თემას ეხება. პატარა ებრაელი ბიჭისა და ქრისტიანი მღვდლის მამშვილური ურთიერთობით კარგადაა ნაჩვენები რელიგიური დიფერენციაციის აბსურდი. მერე იმასაც კარგად ხედავ, რომ ვინ საით მხარეს იწერს პირჯვარს ყველაზე უმნიშვნელო დეტალია. ჭეშმარიტი რელიგია არ არსებობს, იმიტომ რომ აქ მთავარი ისაა, რაც გწამს.

რელიგია არც ჭეშმარიტია არც მცდარი, ის მხოლოდ ცხოვრების ერთგვარ ნაირსახეობას გვთავაზობს

ჟოზეფი ქრისტიანობაზე გადასვლის სურვილს გამოთქვამს, რაც გადარჩენის ერთერთ გზად ესახება, თუმცა, მამა პონსი შეაჩერებს და ურჩევს, გადაწყეტილება მაშინ მიიღოს, როცა გაიზრდება. ამას რომ ვკითხულობდი, იმაზე ვფიქრობდი, რომ ადამიანებს რელიგიის არჩევის საშუალება არ გვაქვს. რაც მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგვეცემა, ჩვენც იმას ვიღებთ, 40 დღისა რომ უნდა მოინათლო, ესეც ამის დასტური. აქ კითხვების დასმა მკრეხელობად ითვლება. პრინციპში ეს ერთერთი იშვიათი თემაა, რაზეც საუბარს ყოველთვის ვერიდები, იმიტომ რომ ყველას ისე სწამს, როგორც მიაჩნია სწორად და დებატებს აზრი არ აქვს, თანაც ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, ვინ როგორ და როდის ლოცულობს.

– ქრისტიანი ის არის, ვინც იხსენებს, ებრაელი კი ის, ვისაც ჯერ კიდევ იმედი აქვს.

– გამოდის ქრისტიანი ის ებრაელია, ლოდინი რომ შეწყვიტა?

– დიახ, ებრაელი სხვა არავინაა, თუ არა იესომდელი ქრისტიანი… ხანდახან იმასაც ვფიქრობ ქრისტიანები სენტიმენტალობით შეპყრობილი ებრაელები ხომ არ ვართ.

მამა პონსი ებრაელების ნივთებს აგროვებს, ჩვევად მაქვს, რასაც გადაშენება ემუქრება, მათთვის დამახასიათებელი საგნები შევინახო და ისტორიას შემოვუნახოო. თავის თავს ნოეს ადარებს. “ყვითელი ვილა” კიდევ კიდობანია და სხვა არაფერი. ასეთი ნოე რომ ჩვენს დროშიც საჭიროა, ამას ბოლო გვერდებიც ადასტურებს, ახლა პალესტინის ეროვნულ ნივთებს აგროვებს. სანამ ადამიანი არსებობს, კონფლიქტებიც იქამდე იქნება და ნოეს ფუნქციაც მუდმივად საწირო იქნება.

ერიკ ემანუელ შმიტი

არის წიგნები, რომლებიც ძალიან ემოციურია შენთვის, ჩართული ხარ მთლიანად და ისევე განიცდი, როგორც მთავარი გმირი. მეორე ნაწილი კი ისეთია, გარედან რომ უყურებ, არანაირი გრძნობა არ გაქვს იქ მყოფი ადამიანების მიმართ. იგებ ამბავს და მხოლოდ იმიტომ გეცოდება, რომ უნდა გეცოდებოდეს. ჩემთვის შმიტის “ნოეს შვილი” წიგნები ამ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნება.  რომან პოლანსკის “პიანისტი” ახალი ნანახი მქონდა, ამის ფონზე ეს წიგნი ზღაპარივით წამეკითხა.

შვიდი წლის ასაკში მომხდარი ამბის გახსენება ცოტა არადამაჯერებლადაც მეჩვენადა. ასე დეტალურად პირველ პირში მოყოლა შეთხზულ ამბავს ჰგავს და ნაკლებად გჯერა, რომ მას გადახდა თავს, ვინც გიამბობს. (წიგნის გმირზე ვსაუბრობ, თორემ თავად შმიტს რომ არ გამოუვლია მსოფლიო ომი, ეგ ისედაც იცის მკითხველმა) ამისთვს სხვა ლიტარატურული ხერხები არსებობს. ამიტომ ვამბობ ზღაპარივით წამეკითხა- მეთქი.

პ.ს.  კარგი იქნება გამომცემლებმა წიგნებს ავტორის შესახებ ერთი ორი სიტყვა მოაყოლონ ხოლმე, ან ნაწარმოების დაწერის წელი მიაწერონ, ის მაინც გავიგოთ, რა პერიოდის ლიტერატურა გვიჭირავს ხელში.

12 Comments

Leave a Comment
  1. geoaria / Jun 12 2011 8:03 pm

    ძალიან კარგი პოსტი! : )

    მინდა ადამიანები თვითონ ირჩევდნენ რელიგიას. მე ვერ ავირჩიე,მაგრამ ჩემი შვილი აუცილებლად თვითონ აირჩევს! : )

    • mkitxveli / Jun 12 2011 8:09 pm

      კარგია რომ მოგეწონა🙂

      რადგან იმაზე ვთანხმდებით, რომ არც ერთი რელიგია არ არის ჭეშმარიტი, მაშინ ლოგიკურია, რომ არჩევანის საშუალება უნდა მქონდეს, რომელიც ყველაზე ახლო იქნება ჩემთან ის უნდა ავირჩიო.

      თუმცა ეს თემა როგორც წესი განხილვას არ ექვემდებარება

    • geoaria / Jun 12 2011 8:14 pm

      თემას ვისთან განიხილავ მაგასაც აქვს მნიშვნელობა. : )
      მე ჩემს შვილს მივცემ თავისუფლებას. წაიკითხოს,გაიგოს ყველაფრის შესახებ და მან თუ დაინახა რომელიმეში მისთვის მისაღები ჭეშმარიტება იყოს იმ რელიგიის მიმდევარი.

    • mkitxveli / Jun 12 2011 8:25 pm

      ხო ეგ მართალია, მაგრამ მე ზოგადად ჩვენ საზოგადოებაზე ვსაუბრობ.

      ამ საკითხზე რაც უფრო მეტს ვკითხულობ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ადამიანებმა რელიგია საკუთარი ქცევების გასაკონტროლებლად შექმნეს. განსხვავება იმაშია ვინ რას და რა ხარისხით იზღუდავს მას

  2. giooo / Jul 9 2011 11:02 pm

    ეს წიგნი ახლახან წავიკითხე. მართალი რომ გითხრთ მომეწონა და ზღაპარივით ნამდვილად არ შემომეკითხა. მაგრამ ავთორს იმაში ვეთანხმები რომ რაღაცა აკლდა და შესძლებელი იყო სხვადასხვა ხერხებით უფრო რეალისტური გაეხადა მწერალს ნაწარმოები. საერთო ჯამში კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მომეწონა.

    • mkitxveli / Jul 10 2011 8:42 am

      სწორედ მაგ არარეალისტურობამ ზღაპარივით წამაკითხა

  3. Kejeradze / Sep 24 2011 7:59 pm

    “ნოეს შვილმა” “შინდლერის სია” გამახსენა, მაგრამ “პიანისტისა” არ იყოს, ფილმთან შედარებით ნაწარმოები ოდნავ არარეალურია.

    • mkitxveli / Sep 25 2011 9:30 am

      მეც ძალიან არადამაჯერებლად მეჩვენა

  4. achiko / Feb 13 2012 7:44 pm

    ებრაელი ერი ბავშვობიდან მოყოლებული მიყვარს, ალბათ დედაჩემის დამსახურებაა, რადგან მას მოწონდა და ხშირად უსმენდა ებრაულურ სიმღერებს. განსაკუთრებული ერია, და განსაკუთრებულობის საიდუმლო ალბათ იმაშია, რომ ებრაელი მათვის მხოლოდ ეთნიკურობის გამსაზღვრელი არაა, მათვის ერაელობა გმერთის საჩუქარია.

    პატარა ნაწარმოებია, მაგრამ მრავალ სიუჟეტიანი. ნაჩვენებია ტკივილიც, ტრაგედიაც, თავდადებაც და ერთგულებაც, მოკლედ საინტერესო ნაწარმოებია.

    ნახსენებია, რომ არცერთი რელიგია არაა ჭეშმარიტი, ისმის კითხვა ვინ როგორ აღქვამს რა არის ჭეშმარიტება ანუ რას უძახიან ჭეშმარიტებას? ჩემი აზრით ყველა რელიგია ჭეშმარიტია, ყველა რელიგია საინტერესოა თავისი ინდივიუდუალური ღირებულებებითა და პრაქტიკით და ყოველ მათგანში არის ღმერთის სიტყვა, უბრალოდ ღმერთოს სიტყვას ყველა თავისებურად იგებს, ანი ადამიანურად იგებს…

    • mkitxveli / Feb 13 2012 8:03 pm

      ღმერთი ყველა ადამიანშია, სხვადასხვა სახელს ეძახიან. რელიგია იმდენად სუბიექტური და ინტიმურია, საერთოდ ვერიდები ხოლმე მასზე საუბარს

  5. achiko / Feb 13 2012 8:37 pm

    ვერასოდეს ვერავინ დამარწმუნა, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ვერც მისი არარსებობა დამაჯერა ვინმემ გონივრულად. ათეისტების აზრები კიდევ უფრო ზერელე და უნიადაგო მეჩვენება, ვიდრე მათი მოპაექრეებისა და თუ მე მაინც მწამს ღმერთი, ანდა ყოველ შემთხვევაში, მწამს მისი რწმენა, ყველაზე უფრო იმიტომ მწამს, რომ თავად მე მინდა ღმერთი არსებობდეს და მერე კიდევ იმიტომაც, რომ მე მას ვჭვრეტ გულით, იგი გაცხადებულია სახარებაში და ისტორიაში, თუმცა, ბოლოსდაბოლოს, ეს მაინც გულიდან მოდის. მართკაც რომ გენიოსი იყო მიგელ დე უნამუნო…

  6. PorcupineD / Feb 5 2013 9:48 am

    ახლა შევხედე თარიღს და ძველი პოსტია. არ ვიცი დღეს რამდენად შეცვლილი აქვს ავტორს აზრი, მაგრამ შმიტის ეს ნაწარმოები ზღაპრად მე ნამდვილად არ შემომეკითხა (განსხვავებით “ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონისგან:, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგარამ მაინც ზღაპრული მიმზიდველობა მიმაჩნია ამ ნაწარმოების მთავარ კოზირად), რადგან “ნოეს შვილი” ერთგვარი ავტობიოგრაფიული წიგნია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შმიტი თავადაც წარმოშობით ებრაელი არის რომელიც გაქრისტიანდა და ამავდროულად ფრანგი, რომელიც ბელგიაში ცხოვრობს და იქაური მოქალაქეობა აქვს. ამ კაცს თავისი ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპზე უამრავი პრობლემა შეექმნა, როგორც თავისი წარმომავლობის ასევე – რელიგიის გამო და ამიტომაც სრულიად არ არის ირეალური, რომ ავტორი 7 წლის ბავშვის ენით სავსებით რეალურ ამბავს გვიყვება.
    შმიტი ნამდვილად დიდი მწერალია და ამ ნაწარმოებში კარგად მოარგო თავისი ავტობიოგრაფია კონკრეტულ ისტორიულ გარემოს, თანაც ისე რომ “კოლექციონერობის” არსი სრულიად სხვანაირად დაგვანახა, ბიბლიური აზრი შესძინა მას და ასევე ნაწარმოების იდეაც გასაგებ ენაზე მოგვაწოდა (მთარგმნელსაც მადლობა ამის გამო).
    ნუ რაც არ უნდა ვთქვათ, “ბავშვები” და “რელიგია” ამ კაცის თემაა და გამოსდის ათიანზე.
    კიდევ რაც მიზიდავს შმიტში ის არის რომ პოსტმოდერნისტული თხრობა აქვს არაპოსტმოდერნისტულ ნაწარმოებებში.

    პოსტს, რაც შეეხება ნამდვილად კარგია🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: