Skip to content
June 24, 2011 / mkitxveli

ანა გავალდა – „მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც“

Anna Gavalda – Je voudrais que quelqu’un m’attende quelque part

გავალდა მანამდე არც გამეგო, მშფოთვარე გოგომ მაჩუქა. სათაური ისეთი აქვს, თავიდან ვიფიქრე, რაიმე რომანტიკული რომანია – მეთქი, ამ ბოლო დროს რაღაც ვერ ვმეგობრობ ამ ჟანრთან.  სამსახურის მერე დაღლილს კი ახალგაზრდა ფრანგების ცხოვრების შესახებ სასიამოვნოდ წასაკითხი სევდიანი ნოველები შემრჩა.

ფრანგებს კი გადავეკიდე ამ ბოლო დროს, მაგრამ გავალდა აშკარად განსხვავებულია, ძალიან მსუბუქი, სასიამოვნოდ წასაკითხი ყოველგვარი დაძაბულობისა და შფოთვის გარეშე. მისი გმირები ცოტა უიღბლოები არიან, რომანტიკოსები, სევდიანი ისტორიებით. ასე მგონია, თითოეული უცებ დაჯდა და საკუთარი ცხოვრების ის ეპიზოდი დაწერა, რამაც დიდი გავლენა იქონია მასზე. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ამბავი, რომელიც სულ გახსოვს.

ერთი იმ გოგოს ხვდება, რომელიც წლების განმავლობაში ეგონა, რომ მისი ცხოვრებიდან იყო გასული, მეორე უნებლიედ ხდება სხვათა უბედურების მიზეზი, ჯარისკაცი კიდევ იმას ხვდება, რომ რისთვისაც ბევრს იბრძვი, რაც ასე ოცნებად გეჩვენება შეიძლება ისეთი აღარ აღმოჩნდეს – დრო გავიდა და შეიცვალა. მის ცხოვრებაში კიდევ ქარვა შემოდის და ხვდება, რომ ეს ერთადერთი გადარჩენის გზაა.

ყველა მათგანში არის რაღაც საერთო, ღრმა სულიერი სამყარო. პრაგმატულ და რაციონალურ სამყაროშიც არიან ასეთი მგრძნობიარე ადამიანები. მკითხველზე მათი ისტორიები ემოციურად მოქმედებს.

ანა გავალდა

ანა გავალდა

წერის სტილიც ძალიან სადაა, მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობების გმირები სხვადასხვა სქესის წარმომადგენლები არიან, პირველ პირშია დაწერილი ყველა ნოველა, ეს კი უხერხულობას საერთოდ არ ქმნის. აზრიც ისე ლაკონკურადაა ჩამოყალიბებული, არ სჭირდება ბევრი განვრცობა. გმირების ფსიქოლოგიურ პორტრეტს მარტივად აყალიბებს და ძალიან ახლოს მიდიხარ მათთან, გულშემატკივრობ და მერე შენც ისევე იმედგაცრუებული რჩები, როგორც ისინი.

გემრიელად საკითხავი წიგნიაო, ამაზეა ნათქვამი.

 ესეც დაგაინტერესებთ

35 Comments

Leave a Comment
  1. mariefille / Jun 25 2011 9:21 am

    მართლა გემრიელად იკითხება, მაგრამ დიდხანს არ გამახსოვრდება🙂 თუმცა ის მომწონს, რომ გენიალურობაზე არ აქვს პრეტენზია, თითქოს თავისთსის წერს რა, თანაც რაღაც ფრანგული სინატიფით

    • mkitxveli / Jun 25 2011 5:31 pm

      არა გახსოვს, უბრალოდ გახსენება არ დაგჭირვებია🙂 ძალიან უპრეტენზიო ნაწერია, გეთანხმები

  2. JusT Smile / Jun 25 2011 12:51 pm

    რაღაც დამაინტერესა…

    • mkitxveli / Jun 25 2011 5:32 pm

      წაიკითხე მერე🙂

  3. IG / Jun 25 2011 5:44 pm

    mkitxveli-ო, ეს ბლოგი ძალიან მომწონს.. გარდა ამისა, ყველა წიგნი წავიკითხე/ან წაკითხული მქონდა რაზეც დაიპოსტა.. ანა გავალდას ჯერ არ ვიცნობ და უეჭველი გავეცნობი🙂
    ოლ ზი ბესტ,
    იგ

    • mkitxveli / Jun 25 2011 6:09 pm

      მე მომწონს რომ შენ მოგწონს ჩემი ბლოგი🙂 არა ის უფრო მიხარია, რომ ყველა წიგნი წაკითხული გაქვს. მეც ყველაფერ კარგს გისურვებ

  4. Kejeradze / Jun 25 2011 7:43 pm

    რომანტიკული რომანები დიდად არ მიზიდავს, მაგრამ გავალდა მომწონს. მიუხედავად “არაგენიალურობისა”🙂 “რთული გენიალური” წიგნების შემდეგ მსუბუქი და სასიამოვნო “შესვენებაა” დროის ფუჭად კარგვის გარეშე 🙂

    • mkitxveli / Jun 25 2011 8:05 pm

      გეთანხმები, თუმცა ჩემი აზრით ეს მოთხრობები არც ისე რომანტიკულია, ცხოვრებისეული უფროა. სასიამოვნოდ საკითხავი.

      რამე კიდევ მინდა წავიკითხო მისი

  5. sunsaliko / Jul 4 2011 12:12 pm

    როგორც ყოველთვის საინტერესოდ განიხილავ წაკითხულს:* ჩემს ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შევმატე სხვათაშორის;)
    იმ “მშფოთვარე გოგოს” მოენატრეეეე:*

    • mkitxveli / Jul 4 2011 2:08 pm

      მკითხველსაც მოენატრა და უახლოეს მომავალში განახლებულ ბიბლიოთეკასაც მოინახულებს🙂

  6. sunsaliko / Jul 5 2011 12:19 pm

    არ მეგონა ასე ოპერატიულად თუ შეასრულებდა მკითხველი სიტყვას:) გამოერებაა საჭირო!:*

    • mkitxveli / Jul 5 2011 2:01 pm

      გამეორება ასე მოკლე დროში ჯერ ვერ მოხერხდება🙂🙂

  7. Lika / Jul 7 2011 6:21 am

    პირველად მოვხვდი ამ ბლოგზე. ანა გავალდა გუშინ ამოვბეჭდე, როგორც კითხვის დროს შემოდის ისეთივე სიმსუბუქით გადის. ცოტა მეტი მინდა

    • mkitxveli / Jul 7 2011 9:28 am

      ამ კრებულში შესული მოთხრობები თუ სხვა?

  8. Lika / Jul 7 2011 12:48 pm

    ამ კრებულში შესული

    • mkitxveli / Jul 7 2011 1:34 pm

      არ ვიცი სხვა არის თუ არა ქართულ ენაზე ნათარგმნი, მგონი უნდა იყოს

  9. Lika / Jul 8 2011 6:01 am

    მე ესეც რუსულად წავიკითხე

  10. katek84u / Jul 20 2011 6:12 pm

    ეს გოგო მეც ძალიან მაინტერესებს. უნდა ჩავუჯდე მის ნაწერებს.

    • mkitxveli / Jul 21 2011 10:19 am

      მერე მოიწერე შთაბეჭდილებები🙂

  11. Sophie SUNNY Golden / Jul 26 2011 4:33 pm

    ოჰ, მე როდის მოვიცლი წერისთვის და ემიგრანტი მწერალი ვიქნები, ნატა… გერმანული სიზუსტით და ქართული მღშფოთვარობით რომ დავწერ… :დ
    მინდა ამ წიგნის წაკითხვა.

    • mkitxveli / Jul 26 2011 7:34 pm

      შენი მწერლობისკენ შემობრუნება აღარც მჯერა უკვე, ახლა უსტარი მაინც მაღირსე :)))

  12. ..................X / Jul 28 2011 11:08 am

       ძალიან მომეწონა ეს წიგნი….,,35  კილო  იმედი, წაკითხული გაქვს ამ ავტორის? 

    • mkitxveli / Jul 28 2011 12:36 pm

      არა მეტი არაფერი მაქვს წაკითხული. არის ქართულად?

    • ..................X / Jul 28 2011 6:29 pm

         ძალიან მომეწონა ეს წიგნი….,,35  კილო  იმედი, წაკითხული გაქვს ამ ავტორის?  მგონი არის…საინტერესო წიგნია…თითქოს უბრალო 

    • mkitxveli / Jul 28 2011 7:57 pm

      არ მაქვს წაკითხული მეთქი სამწუხაროდ, შენ რა ენაზე წაიკითხე? ჩვენთან არის?

      გავალდა აქაც უბრალო და უპრეტენზიოა

  13. keti / Sep 4 2011 8:08 am

    damainteresa am cignma…🙂 da xom ar icit kartulad natargmni sad sheidzleba viyido ?

    • mkitxveli / Sep 4 2011 4:13 pm

      წიგნის ყველა მაღაზიაშია🙂

  14. ELEIN / Oct 27 2011 6:27 pm

    ძალიან თბილი და ახლობელია თითქოს მწერალი ………………

    • mkitxveli / Oct 28 2011 5:44 pm

      იგივე გრძნობა მქონდა მეც🙂

  15. tata / Feb 24 2012 4:38 pm

    ინტერნეტში არ დევს?😦

    • mkitxveli / Feb 27 2012 2:01 pm

      არ ვიცი სამწუხაროდ😦

  16. Natia / Apr 19 2012 6:56 pm

    dzalian kargia anna gavaldas “ubralod ertad”. girchevt caikitxot🙂

    • Miss*Negrofonte / Jul 2 2012 12:03 pm

      sad sheidzleba rom cavikitxo an vishovo eg cigni?

    • mkitxveli / Jul 22 2012 5:13 pm

      წიგნის მაღაზიებში, არ მგონია ტირაჟი გათავებულიყოს, მხვდება ხოლმე თვალში

  17. tako / Apr 22 2012 7:51 am

    me wina zafxuls wavikitxe da dzalian misiamovne martla gemrieli wasakitxia

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: