Skip to content
June 30, 2011 / mkitxveli

ზაზა ბურჭულაძე – “გასაბერი ანგელოზი”

არადა ამ პოსტს “პროფილის” ფონზე ვწერ, რომელიც თურმე ამ წიგნში სიუჟეტის შესაკრავად და იდეის გადმოსაცემად ერთერთი მთავარი რგოლი ყოფილა. ახლაც ისევე ოხუნჯობს ვიღაც, როგორც რომანში. ვისაც მოეხალისა ყველამ მაია ასათიანი გათათხა და მე უკვე ყელში ამომივიდა. მგონი ამ წიგნით ჩემი გაღიზიანება სწორედ “პროფილის” ხსენებით დაიწყო. რომ დავამთავრე, პირველი ის ვიფიქრე, ეს რა ჯანდაბა იყო – მეთქი.

ამ ბლოგის არსებობის მანძილზე პოსტის დაწერამდე პირველად წავიკითხე სხვისი რეცენზიები, რამაც მთლიანად გამომაშტერა და მგონი, თვითშეფასება დამიქვეითდა. ეს პოსტიც მავანთა პასუხი უფრო გამოდის. მე ერთი ჩვეულებრივი მკითხველი ვარ და მათი მაღალფარდოვანი უცნოენოვანი სიტყვები მაღიზიანებს კიდეც. არც ისეთი წიგნები მიყვარს, სადაც მწერალმა თუ არ ახსნა,  რას გულისხმობდა, მკითხველი რომ ვერ ხვდება, მერე ამას ავტორის ნაკლად კი არა ჩემნაირების განუვითარებლობად მიიჩნევენ.

საქმე იმაშია, რომ “გასაბერი ანგელოზი” ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებია და უმთავრესად ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული სიყალბეს დასცინის. მესმის ეს და ბევრ საკითხში ვეთანხმები კიდეც, თუმცა, როგორც ყოველთვის, ბურჭულაძესთან ახლაც წერის სტილსა და დამაჯერებლობაზე მაქვს პრეტენზია. ზუსტი სიტყვა არ არის ეს, მაგრამ მეტი არ მაფიქრდება.

ნინო და ნიკო სპირიტული სეანსის დროს გურჯიევის სულს გამოიძახებენ, ისიც მოვა და დარჩება მათთან, მერე მილიონის შოვნაში დაეხმარებათ, თუმცა მათ ცხოვრებაში საცხოვრებელი ადგილის გარდა არაფერი იცვლება. ბევრი პასაჟი საინტერესოა – ქველმოქმედებად ეკლესიის ასაშენებლად 10 ლარის გადარიცხვა რომ ითვლება, თანაც მაშინ, თუ ტელევიზორიდან შემოგძახეს კარგ საქმეს იზამ დაგვიმესიჯეო, ისე კიდევ არ გახსენდება. მედიით თუ გითხრეს სასწაულებს ახდენსო, გჯერა და მირბიხარ, ჩიქობავამ და ოკუჯავამ არ იციან მათი მოგვარე ცნობილი ადამიანები შესაბამისად არნოლდი და ბულატი. მართალია, ამას ბოლოს მივხდი, მაგრამ მაინც კარგია უვიცობის გასაკრიტიკებლად, ზოგადად მედიის როლის ხაზგასმაც მომწონს. აქამდე არც ერთ ქართულ რომანში არ მინახავს რაიმე როლს თამაშობდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, არადა თანამედროვე ქართველი ადამიანის ცხოვრება სწორედ ამ ინსტრუმენტით იმართება. რადგან მიმაჩნია, რომ ლიტერატურა რეალობის ადეკვატური უნდა იყოს, აქ პლუსი ზაზა ბურჭულაძეს ჩემგან.

ეს ყველაფერი მესმის, გავიგე, ვიზიარებ!

მთავარია, როგორ არის გადმოეცემული შინაარსი, სიუჟეტი, ფაბულა, რაც გნებავთ, ის უწოდეთ. ავტორი ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ წიგნის გმირები სასწაულს არ იჯერებენ, არდა ტელევიზორში მოყოლილი ამბის სჯერათო. რომელ სასწაულზეა ლაპარაკი, მთლი 200 გვერდი მეგონა, რომ რომელიმე გმირის სიზმარს ვკითხულობდი, იმდენად აბსურდული ამბავია – გამოძახებულმა სულმა ვიღაცა დააჰიპნოზა, იმანაც მილიონი მოიტანა და აშენდა ქვეყანა.

ზაზა ბურჭულაძე

სასწაული კი არა ტინგიცობაა! რამე უფრო ყოფითი, ცოტა უფრო შესაძლებელი ამბავი რომ მოეფიქრებინა, კიდევ დაიჯერებდა კაცი. ეს ნინო და ნიკო საერთოდ რა ტიპები არიან ვერ გავიგე, თავიდან ვითომ რაღაც შტრიხები შემოდის მათი ხასიათის დასაჭერად, მაგრამ მერე ქლიავდება ორივე და მათი ქცევა რას შევადარო, არ ვიცი.

ან ის არის სასწაული ამყრალებული გვამი უცებ ავადმყოფების განკურნებას რომ იწყებს, არადა მანამდე ამის არაფერი ეტყობოდა. ამ დროს ისლანდიაში ვულკანია და ამას ყველა ხაზსს რატომ უსვამს, არც ეგ მესმის, კარგი რეალურად მართლა მოხდა და მწერალმაც გამოიყენა, მერე რა?  არაფერი დატვირთვა ტექსტში არ აქვს, ნისლი გადასულია, მაგრამ გურჯიევი მაინც იმ სახლში დაეხეტება და ძაღლს სჭამს.

ერთი დიდი ალიაბალიაა

ლექსიკური მარაგი ერთადერთია რასაც ვერ დავუწუნებ

9 Comments

Leave a Comment
  1. mecmikvarkhar / Jun 30 2011 1:16 pm

    არ მიყვარს ეს ავტორი, “ადიბასი” რომ წავიკითხე მაშინვე მივხვდი რომ ეს ჩემი არაა. ვერ ვიგებ რატომ გიჟდებიან მასზე

    • mkitxveli / Jun 30 2011 1:47 pm

      21-ე საუკუნის ქართველი ავტორიაო და არ ვიცი რატომ. არადა რეცენზიები ისეთი იწერება თითქოს ამაზე ღრმა და საინტერესო არაფერი შექმნილა, ხოდა მერე ნერვები მეშლება მე რატომ ვერ ვიგებ

  2. Kejeradze / Jun 30 2011 2:27 pm

    ამ მწერალთან “ვერ ვმეგობრობ”. “ადიბასის” შემდეგ არც მიფიქრია მისი სხვა ნაწარმოების წაკითხვა.

    • mkitxveli / Jun 30 2011 6:37 pm

      ვეძებ ადამიანს ვინც განსხვავებულად ფიქრობს და ადამიანურად ამიხსნის რა არ მესმის ბურჭულაძის ნაწერებში

  3. mzesaswauli / Aug 26 2011 7:56 am

    “24 საათის” რევიუდან – “ზაზა ბურჭულაძე ამჯერადაც მიმართავს მის მიერ აპრობირებული ინტერტექსტური რეფერენცირების მეთოდს და კითხვისას ამ რეფერნციებს შორის ორიენტირებას გამოწვევად გვთავაზობს. ეს კი ტექსტს მკითხველისთვის თავშესაქცევს ხდის. თავის მხრივ, უხვად გამოყენებული ინტერტექსტი პოსტმოდერნისტული ესთეტიკის რომანს ქართული ლიტერატურის ორგანულ ნაწილად აქცევს.”
    ნეტა რისი თქმა უნდოდა ჟურნალისტს?:-/

    • mkitxveli / Aug 28 2011 5:20 pm

      🙂🙂🙂

      ეგ მაინტერესებდა მეც მაგრამ პირდაპირ ვერ ვიკითხე🙂

  4. ნატია / Jun 8 2012 5:15 pm

    ეს რომანი არ წამიკითხავს.მაგრამ ერთი ნაწყვეტი წავიკითხე ბურჭულაძის მოთხრობიდან და გულის რევით მოვკვდი.ასე,რომ ვინც უზრდელობების კითხვაში გაწაფული არ ხართ,გირჩევთ,ნუ წაიკითხავთ.

  5. (Lazy) / Sep 2 2012 7:36 am

    ამ სისულელეში 15 ლარი როგორ მივათხლიშე ეგ მაბრაზებს:Dისეთი სტილით არი ეს წიგნი დაწერილი რო თითქოს შენი სიდებილის ბრალია რო ვერ იგებ.ვულკანის ამბავიც ისე მეორდება თითქოს რაღაცაზე მიგვანიშნებს ავტორი,ძაღლის შეჭმაც რა იყო?თვითონ ამბავიც ისეთი ბავშვურია რო ფანტასტიკა არ ქვია.არ მომეწონა ეს მწერალი რა თან რა თავხედია ჯიბისხელა წიგნებს ამხელა ფასებს რო ადებს:@

  6. khatuna / Oct 12 2012 2:56 pm

    საბედნიეროდ ჩემიანებს მივაგენი, მეც ვერ ვპოულობ ბურჭულაძის შემოქმედებით აღფრთოვანებულებს და მაინც ის პოპულარულია
    თათა ცოფურიშვილი დადის თურმე მისი წიგნებით ხელში-საჩუქრებს არიგებს, არ მოგვწონს? ე. ი. ჩამორჩენილები ვართ !!!!!!! 🙂
    ყველეს უფლებების დაცვას იბრალებენ ვინც უმცირსობაში მათ შორის თვითკმაყოფილი იდიოტებისასაც
    მინდა ეს ვითომ ლიბერალი ქალბატონები ვიხილო როგორ იცავენ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს-ისინიც ხომ უმცირესობას წარმოადგენენ
    გრანტიჭამიები

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: