Skip to content
July 5, 2011 / mkitxveli

სომერსეტ მოემი – ” წვიმა”

William Somerset Maugham

სხვების ცხოვრებაში უხეშად ჩარევას არასდროს მოაქვს ორივე მხარისთვის სასურველი შედეგი. აცადეთ – მეთქი ადამიანებს, თვითონ გადაწყვიტონ რა სურთ, ამ ფრაზის ყვირილი მინდა ხოლმე მოემის მოთხრობების მსგავსი ამბების მოსმენისას. მჯერა, რომ ყველამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც სურს,თვითონ უნდა მიხვდეს შეცდომებსაც. როცა ადამიანებს დამოუკიდებლობას ანიჭებ, პასუხისმგებლობის გრძნობა უორმაგდებათ, ამას კი საკუთარი თავის რწმება და შესაძლებლობების რეალიზაცია მოჰყვება.

დაახლოებით ამგვარი შფოთვით დავამთავრე ამ კრებულის პირველი მოთხრობა „წვიმა“, სადაც ერთი მისიონერი მეზობელი ქალის „ცოდვის მორევიდან“ ამოთრევას გადაწყვეტს. მგონია, რომ დევიდსონს დიადი მიზანი იმდენად არ ჰქონდა, რამდენადაც საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება. როცა ჰგონია, რომ მისმა მცდელობამ შედეგი გამოიღო, საოცრად ამაყი და ირონიული ხდება. ალტრუიზმი რომ არ არსებობს, ეს ისადაც დიდი ხანია მჯერა. ისიც კი, ვინც ბევრს წვალობს იმისთვის, რომ სხვა გაახაროს, ბოლოს მაინც საკუთარი თავით არის ბედნიერი, ამგვარ ქმედებას თვითშეფასების ამაღლება მოჰყვება.

კულტურათაშორისი განსხვავება ადამიანების ურთიერთობაში ხშირ შემთხვევაში ყველაზე დიდი ხელის შემშლელი ფაქტორი ხდება ხოლმე. ასეთი დიფერენციაცია განსხვავებულ ფსიქოლოგიასაც გულისხმობს და იმიტომ. აქ ყველაზე ემოციური „მორევი“ იყო. სხვადასხვა ეროვნების ცოლქმარი ვერ ეგუება ერთმანეთს, ძნელია მიაგნო იმ გარემოს, რომელიც ორივესთვის კომფორტული იქნება. შედიხარ მის ცხოვრებაში და ან მას უნგრევ ყველაფერს, ან შენ უსვამ ხაზს საკუთარ მიკროსამყაროს, თუმცა მესამე ვარიანტიცაა – ორივესთვის იშლება ყველაფერი.

აქაც კიდევ ერთხელ ვბრუნდებით მატერიალიზმთან – ოცნებები სრულდება, ის სიყვარულიც ხუნდება და ხელში რჩება რეალობა, რომელზეც არასდროს უფიქრია და არ გაუთვლია. თურმე არ იცნობდნენ ერთმანეთს კარგად – ამ ფრაზას გაოცების გარეშე ვერ ვკითხულობ ხოლმე, თუმცა „ბარათში“ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არ არსებობს ადამიანი, ვისზეც თავს დადებ და რაიმე საქციელს გამორიცხავ. მოთამაშე ტიპები სულ უფრო ბევრნი მხვდებიან. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, თუ ასეთი არ ხარ, ცხოვრებაში წინ წასვლა გაგიჭირდება. ახლა წარმატება სხვების დაჯაბნას ნიშნავს.

სომერსეტ მოემი

ეგოისტ დედებზე ლაპარაკიც არ მინდა. დარწმუნებული ვარ ბევრი მათგანი თავის ქნევით წაიკითხავდა მოემის „დედას“, მიაწყევლებდა კიდეც ლა კაჰირას. იმაზე ნაფიქრიც არ ექნებათ, უკვე ცოლშვილიან კაცებს რომ ურეკავენ და რომელი შარვალი ჩაიცვან, იმას ეუბნებიან, დღის განმავლობაში ათასჯერ ეკითხებიან საღამოს რომელ საათზე მივა სახლში, მეგობარს საჩუქრად რას მიუტანს, დაბადების დღის სუფრაზე რა იდო, ვის გვერდით იჯდა, სულ რამდენნი იყვნენ, რითი იმგზავრა, ხომ არ შესცივდა, ხვალ რომელ საათზე უნდა ადგეს და ისევ თავიდან. მნიშვნელობა არ აქვს ცალკე ცხოვრობს ცოლთან ერთად თუ ერთ სახლში, არა ერთი განსხვავება მაინც არის – პირველ შემთხვევაში არის დამატებითი კითხვა, რა საჭმელი აქვთ სადილად და დღის განმავლობაში რამდენიმე ზარი ტელევიზორთან დაკავშირებით – გადართეთ კარგი კონცერტია, უყურებთ?- ქალი მოუკლავთ, 9 საათზე ჩართვა არ გადავიწყდეს ჩემი თანამშრომელი იქნება, 6ზე ფილმი იწყება ნახეთ. . .

აუცილებელი არ არის მაინცადამაინც სიკვდილი. იგივე პრობლემა ჩვენს ნათესაურ საზოგადოებაშიც საკმარისად დგას.

8 Comments

Leave a Comment
  1. mecmikvarkhar / Jul 6 2011 7:19 am

    ერთ-ერთი ჩემი საყვარელ ავტორთაგანია მოემი🙂

    • mkitxveli / Jul 6 2011 9:46 am

      ჯერ კიდევ “ჭრელი საბურველიდან” მიყვარს🙂

  2. sunsaliko / Jul 6 2011 2:38 pm

    რიგში ვარ, უნდა მათხოვო…

    • mkitxveli / Jul 6 2011 8:59 pm

      კი ბატონო🙂

  3. sally / Jan 12 2012 9:23 am

    არ მაქვს წაკითხული მოემის ეს მოთხრობა
    მაგრამ იმდენად კარგად წერ რომ ასე მგონია ნაწარმოების ძირითადი აზრი გავიგე, მაგრამ ამასთანავე ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა რომ წავიკითხო და აუცილებლად წავიკითხავ.
    გუშინ გავიგე ამ ბლოგის არსებობა და ერთ დღეში მემგონი ყველა სტატია წავიკითხე…
    მეც მიყვარს კითხვა, უფრო სწორედ მიყვარდა ოდესღაც, მაგრამ ბოლო პერიოდია თითქოს ნებისყოფა აღარ მყოფნის
    შენი ბლოგი კი ალბათ მე და ჩემნაირებს ეხმარება რომ დაიბრუნონ, წიგნის სიყვარული
    იმიტომ რომ მახსოვს წუთები, როცა შემეძლო საათობით ნაწარმოების სიუჟეტში ჩავძირულიყავი და სრულად დამევიწყებინა რეალური ცხოვრება ერთ ერთი ყველაზე მაგარი იყო
    მოკლედ მადლომა მკითხველო🙂

    • mkitxveli / Jan 12 2012 5:55 pm

      ძალიან სასიამოვნო კომენტარი იყო, მართლა მიხარია თუ ასე ფიქრობ. ნებისყოფის რა გითხრა, მე დრო არ მყოფნის საკითხავად და მაგაზე ვწუხვარ. დაუბრუნდი წიგნებს, თუ დრო გაქვს

      მოემი კიდევ სასიამოვნო საკითხავია. ვერ გატყვი რომ რაიმე განსაკუთრებულს ნახავ მაგრამ კითხვის შემდეგ კარგი გრძნობები დაგრჩება. თავისებური სტილი აქვს.

  4. megane / Jul 23 2012 10:08 am

    ძალიან საინტერესო მოთხრობები აქვს

  5. მუხო / Feb 27 2016 5:58 am

    გადასარევი მოთხრობაა ,,წვიმა”, შედევრია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: