Skip to content
July 10, 2011 / mkitxveli

იასუნარი კავაბატა – „ათასფრთიანი წერო“

მშვიდი, სასიამოვნოდ საკითხავი, სულიერი არსებებით სავსე წიგნი – პირველად ეს სიტყვები მახსენდება კავაბატას „ათასფრთიანი წეროს“ ხსენებისას. დასაწყისიდანვე მოვიხიბლე წერის სტილით. ყველა ეპიზოდს იწყებს შედეგიდან და მერე შლის სათქმელს – თავისებური ინტრიგაა, რითაც ახლოს გიშვებს გმირებთან, მათ ცხოვრებას „ფეხდაფეხ მიყვები“ და განიცდი.

ერთი შეხედვით, უცნაური ისტორიაა, მოყოლად არც ღირს. როგორც ასეთ დროს ამბობენ ხოლმე, თვითონ უნდა წაიკითხო. მჯერა, იმ გრძნობების, რაც კიკუძის აქვს ფუმიკოსა და უიკიკოს მიმართ. იმდენად სასიამოვნო პერსონაჟები არიან, რომელიმეს მიმართ უფრო მეტი სიმპატია მკითხველს ვერ ექნება. მეცოდება ორივე. პირველი იმიტომ, რომ უარი თქვა სიყვარულზე და ამით იტანჯება, მეორე ცოლად გაჰყვა, მაგრამ არც ის არის ბედნიერი. მათ შუა მყოფი კიკუძიც გაუგებრობაშია. თუმცა, ბოლოს სინოს გაყიდვით აშკარად ჩანს, რომ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო.

მართალია, ჩემი ერთი მეგობარი კიკუძის იმპოტენტს უწოდებს, მაგრამ მე ბუნებრივად მეჩვენება, რომ ცოლ-ქმარს რამდენიმე ხნის განმავლობაში სექსი არ აქვთ. როგორ უცნაურადაც განვითარდა მათი ურთირეთობა, ქორწილის შემდეგაც ისევე გაგრძელდა. ჯერ ერთი სახის ურთიერთობა უნდა დამთავრდეს, მეორე თავიდან ხელის შემშლელი ფაქტორების გარეშე რომ დაიწყოს. მას კიდევ ფუმიკოზე ეფიქრებოდა და სიყალბეს ის ურთიერთობა ამჯობინა, რაც ჰქონდათ. სამივე გმირს რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს და თითოეულის განცდები საინტერესოდაა გადმოცემული.

ადამიანის სიკვდილი ღრმა კვალს ტოვებს ხოლმე, მით უფრო, როცა საქმე სუიცდთან გაქვს, ამიტომაც გამოდგა ფუმიკოსთან ურთიერთობა ასე ემოციური. თავიდანვე ოოტას აჩრდილს ხედავს, ამიტომაც ვიფიქრე, რომ გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ხშირად სხვები ისეთები არ გვიყვარდება, როგორებიც არიან, წარსულში მყოფ ადამიანებთან ვაიგივებთ და მათი ლანდები გვხიბლავს, ილუზიაა, რომელიც მალევე ქრება.

აქაც ბევრი დადის თიკაკოსნაირი გაურკვეველი დანიშნულების ადამიანი. ყოველთვის იქ რომ გამოჩნდებიან ხოლმე, სადაც არავის უნდა მისი ნახვა. სხვათა ცხოვრებას ისევე უშნოდ გასდევს, როგორც მას მკერდზე ტყირპი.

ერთი შეხედვით, არც ოოტა უნდა მოგწონდეს, მაგრამ ისეა ნაჩვენები, არანაირი უარყოფითი გრძნობა არ გიჩნდება. სამივე ქალი მოკრძალებული და ემოციურია, ღრმა სულით სავსე, ძლიერი სიყვარული რომ შეუძლიათ. ისე განსხვავებული ევროპელებისგან, ვერც ადარებ. წერის სტილიც აბსოლუტურად სხვაა.

იასუნარი კავაბატა

ამბავი ჩაის ცერემონიალითა და იუკიკოს კიმონოზე გამოსახული ათასფრთიანი წეროთი იწყება. მთელ სიუჟეტსაც სწორედ ეს ტრადიციული რიტული კრავს. ყველა ნივთი ადამიანებს ახსენებთ, ამიტომ ძვირფასია მათთვის. უმნიშვნელო საგნები ნეტავ ჩვენთანაც იგივე გრძნობებს იწვევს ხოლმე? ახლა სენტიმენტალობად ითვლება, მგონი, და თინეიჯერებშიღა თუ ნახავთ სხვების სამახსოვროდ შენახულ საგნებს.

გარდა ურთიერთობებისა, წიგნი ტრადიციების გაუფასურებას ეძღვნება, არ ვიცი, ეს ჩაის ცერემონიალი როგორი იყო, მაგრამ სუფთა იაპონურია და ხიბლია მათი კულტურის. ნივთი ძვირფასი უნდა იყოს სხვას რომ აჩუქოო, ეუბნება ერთგან კიკუძი. ფუმიკო გაოცდება, მისთვის სიტყვა „ძვირფასი“ მატერიალურ ღირებულებასთან არ ასოცირდება, მისთვის ის ნახმარი სინო ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მერე ამ ნივთის მოშორებით ისიც მიდის კიკუძის ცხოვრებიდან, ამიტომაც მგონია, რომ დალაგდა ყველაფერი.

ერთი სიამოვნება იყო ამ წიგნის კითხვა.

15 Comments

Leave a Comment
  1. როდე კა / Jul 11 2011 9:56 am

    როგორ გამიხარდა ამ სათაურს, რომ მოვკარი თვალი რიდერში და უფრო მეტად, როდესაც ასეთი თბილი წერილი დამხვდა.
    კავაბატას და ასეთ იაპონელებს ბევრი ვერ უგებს, სწორედ ასეთი სტილისა და განცდის გამო. არ ვიცი, რა არის საჭირო ამ ყველაფრის, იაპონელების გაგებისთის, მაგრამ ეს რომანი ჩემი ერთ–ერთი ფავორიტია “თოვლიან მხარესთან “ერთად.
    ვაშეარებ ყველგან, სხვებმაც რომ ნახონ.🙂

    • mkitxveli / Jul 11 2011 6:56 pm

      მე კიდევ ის გამიხარდა შენ რომ მოგეწონა🙂 მე ძალიან მომეწონა ეს და “თოვლიანი მხარე” არ ვიცი, ალბათ სიამოვნება წინ მელის🙂

    • როდე კა / Jul 11 2011 7:48 pm

      კი წინ გელის! ქართულად არის ნათარგმნი ;))

    • mkitxveli / Jul 11 2011 8:08 pm

      ვნახავ აუცილებლად, მადლობა🙂

  2. Kejeradze / Jul 11 2011 11:15 am

    ჩემთვისაც დიდი სიამოვნება იყო ამ წიგნის წაკითხვა🙂 კავაბატა ერთ-ერთ საუკეთესო მწერლად მიმაჩნია იაპონელთა შორის : ))

    • mkitxveli / Jul 11 2011 6:58 pm

      მე პირველი ნაწარმოები წავიკითხე კავაბატასი, სხვასაც რომ ვნახავ მერე უფრო ჩამოვყალიბდები. მისი კიდევ რომელი რომანია თარგმნილი ქართულად?

  3. anabell / Jul 16 2011 7:24 am

    რას ვამბობ ხოლმე ამ წიგნზე? თუ გინდა შეიგრძნო იაპონია, უწყნარეს ჰარმონიულ თხრობაში იპოვო საშინელი ვნებათღელვა, რომლესაც მარტო ღიმილით გამოხატავენ, ან ჩაის სვამენ ყველაზე სევდიანად როგორ კი შეიძლება წარმოიდგინო, და გარემო კიდევ გადამრევად ლამაზი და მომაჯადოვებელია.. უნდა წაიკითხო ეს წიგნი : ) თუ გაინტერესებს როგორრია იაპონია : )

    • mkitxveli / Jul 16 2011 11:31 am

      რაღაც ხიბლი აქვს ამ ნაწარმოებს, ზუსტად გამოხატვა მიჭირს. ალბათ ყველას სხვადასხვა გრძნობას უჩენს

  4. salomeaa / Aug 6 2011 6:24 pm

    იაპონელი მწერლებიდან აკუტაგავა, კავაბატა და იუკიო მისიმა მომწონს

    ,,ათასფრთიანი წერო” პრინციპში მთლიანად იაპონურ კულტურაზეა.

    ,, მე ბუნებრივად მეჩვენება, რომ ცოლ-ქმარს რამდენიმე ხნის განმავლობაში სექსი არ აქვთ.” ამაში გეთანხმები, საერთოდ შენი მეგობრის მსგავსად ასეთ მომენტებს ბევრი კი არა უმრავლესობა ვერ იგებს სამწუხაროდ.

    • mkitxveli / Aug 10 2011 1:37 pm

      აქ რთული ფსიქოლოგიური მომენტია, პატივისცემისა და ერთგულების გამოხატვა – სანამ არ დაასრულებ ერთს, ვერ იწყებ მეორეს

  5. tamuna / Apr 16 2012 3:28 pm

    ძალიან მინდა ათასფრთიანი წეროს წაკითხვა,თოვლიანი მხარე წავიკითხე და ძალიან მომეწონა.გეიშებზეც კი ვუყურე მის მერე რაგაც ფილმს: )ვფიქრობ ათასფრთიანი წერო ძალიან უნდა მომეწონოს

    • mkitxveli / Apr 17 2012 7:57 am

      კავაბატა სუფთა იაპონელი მწერალია, ვგულისხმობ იმას, რომ მის ნაწარმოებებში ხედავ იაპონიას, მაგალითად ქენძაბურო ოესგან განსხვავებით. ძალიან მშვიდი ნაწარმოებია. მე მომეწონა, ჩემს ერთ კარგ მკითხველ მეგობარს -არა. გემოვნების ამბავია მაინც. ისე ინგლისურად თუ გინდა, ელექტორონულ ვერსიასაც ნახავ

  6. levani / Aug 4 2012 3:45 pm

    საინტერესო წერილია მაგრამ მგონი ერთი უზუსტობაა გაპარული. ათასფრთიანი წერო გამოსახული იყო იუკიკოს ბოხჩაზე.

  7. madam fisunia / Aug 15 2013 4:44 pm

    am wignis kitxva daviwye da dzalian momwons magram axla vegar gavagrdzeleb wigni ar maqvs da sad shevidzino?

  8. Keta / Aug 18 2014 6:25 am

    am cignis cakitxva minda da sad sheidzleba romvikido xoaricit

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: