Skip to content
July 15, 2011 / mkitxveli

ჯონ სტაინბეკი – “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა”

John Ernst Steinbeck -The Winter of Our Discontent

ადამიანები სულ უფრო მაოცებენ, სიყალბის ნარიგვარობა კი ზიზღის გრძნობას მიორმაგებს. გაოგნებულმა, აღშფოთებულმა და რაღაც შეურაცხყოფილმა დავასრულე სტაინბეკის “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა”.  ბოლომდე მეც ისევე მეჯერებოდა ითენის პატიოსნება, როგორც დანარჩენებს და გაოცებული დავრჩი. პირველ და მესამე პირში წერის მონაცვლეობა ნელნელა გითრევს და სადღაც შიგნით შეყავხარ. მის ფიქრებსაც კითხულობ და ფიქრებშიც გატყუებს, არადა მანამდე გგონია, რომ მკითხველის პრივილეგიით სარგებლობ და ის რაც ბეიკერმა და მერიმ არ იციან,  შენ ხვდები, მერე კიდევ იმათზე მეტად გასულელებული რჩები. ეს ყველაფერი ფულის გამო.

“ფულს გული არ აქვსო. იქნებ სწორედ ეს იყოს მთავარი მიზეზი, რომ იმ ხალხის სუსტ მხარეს, რომლთაც ფულთან აქვთ საქმე, სიკეთე წარმოადგენს. ფულს განა მარტო გული აკლია – პატიოსნებაც არა აქვს, არც მახსოვრობა, მაგრამ დიდხანს თუ გაიჩერებ ფულს, პატივისცემა თავისთავად მოდის. . . ფული მხოლოდ იმათთვისაა მოსაწყენი და ბინძური საგანი, ვისაც აქვს. ღარიბებისთვის ამაზე მომხიბლავი რა უნდა იყოს?!”

ფულის გამო ბევრ რამეზე რომ მიდიოდნენ, ვიცოდი, მაგრამ იმან, რაც ითენმა გააკეთა, გამაოგნა. საუკეთესო მეგობარს ფული გადაუხადა, ლოთი იყო და იმკურნალეო, თუმცა იცოდა, რომ ამ ფულით მხოლოდ სასმელს იყიდდა. დენი მოკვდა მას კი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი დარჩა. ვიცი, რომ ამგვარი ამბები ბევრი მოგისმენიათ, მაგრამ აქ ისეა ნაწერი, ჩემსავით რომ გაბრაზდე და აღშფოთდე უნდა წაიკითხო. უაღრესად დიდი ოსტატია სტაინბეკი. მჯერა, რომ საკუთარი შვილიც მან დააბეზღა, ხმა არ ამოიღოთ და სტიპენდიას დაგინიშნავთო – ამისთვის. ასეთ მზაკვრობას სჯობდა ისევ ბანკი გაეძარცვა.

მანამდე ცოლზე ამბობს:

“სიღარიბეში შურით სკდება გულზე, როცა გამდიდრდება ნამდვილი კუდაბზიკა გახდება. ფული სნეულებას კი არ კურნავს, ავადმყოფობის სიმპტომებს ცვლის“.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ოჯახმა წააქეზა, ყოველ შემთხვევაში წიგნში ვერ დავინახე ისეთი პასაჟი, რომელიც მიმანიშნებდა რომ მსგავსი სულმდაბლობა ითენს ადრეც ჰქონდა გაკეთებული. პირიქით ის შეგუებულიც ჩანს მამამისის გაკოტრების შემდეგ ხელმოკლედ ცხოვრებას. მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და რამდენიმე ეპიზოდიც შემხვდა, რითაც მისი ერთგვარი ჰუმანურობა ჩანს. ამბობს კიდეც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ომში არაერთი ადამიანი მოკლა, მკვლელი არ გახდა.

ჯონ სტაინბეკი

“ომის გამოცდილებით ვიცი, რომ ბრძოლის ველზე მოკლულები განსაზღვრული მიზნისა და მისწრაფებების მსხვერპლნი არიან და არა გაგულისების, სიძულვილისა თუ სისასტიკის. დარწმუნებული ვარ, განსაზღვრულ მომენტში გამარჯვებულსა და დამარცხებულს, მოკლულსა და მკვლელს შორის სიყვარულიც კი წარმოიშობა”

არ ვიცი იმიტომ, რომ არ მინდა გასულელებულად ვიგრძნო თავი თუ მართლა ასეა, ითენის ერთგვარ გამართლებას ვცდილობ. ვინც მან გაბითურა, კორუმპირებულები იყვნენ, დენის ალბათ იგივეს უზამდნენ. როცა ალენს თვითონვე უბიძგა სხვათა აზრების დაკოპირებისკენ, ალბათ, არ ფიქრობდა, მაგრამ იმდენად ყველაფერი გათვლილი ჰქონდა, რომ ამაში ეჭვი მეპარება. როცა შვილს დანაშაულის გრძნობა არ აწუხებს მაშინ აანალიზებს ყველაფერს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ამიტომ იღებს, არც ისე სწორს, ჩემი აზრით.

30 Comments

Leave a Comment
  1. mecmikvarkhar / Jul 15 2011 3:36 pm

    მრისხანების მტევნებიც გენიალურია, მიყვარს მე ეს ავტორი🙂

    • mkitxveli / Jul 15 2011 6:01 pm

      “მრისხანების მტევნები” დედას საყვარელი ნაწარმოებია, მე კიდევ არ მაქვს წაკითხული, მოვა მაგისი დროც🙂

  2. anabell / Jul 16 2011 7:35 am

    ჩემი საყვარელი წიგნი გახდა : ) რატომ არ ვიცი, ანუ აღარ მახსოვს შინაარსი,ალაგ-ალაგ.. ჩემ საყავრელ წიგნებზე კიდევ ასე არ მემართება, პირიქით, ზეპირად ვიცი ხოლმე ყველაფერი : )) მაგრამ მახსოვს ემოცია.. მახსოვს რომ ვკითხულობდი როგორ ვგრძნობდი ყველაფერს, როგორ მიდიოდა თვითონ გზაზე და ხედავდა ირგვლივ ყველაფერს, მეც ვხედავდი,
    როგორ უყვარდა მერი,
    როგორ ჩაეხუტა ბოლოს ელენი.
    მონოლოგები ცოტა ფილოსოფიური და ძალიან ბევრი მსგავსება ჩემ თავთან : )
    და ოჯახში ურთიერთობა, იდეალური ჩემთვის : )

    • mkitxveli / Jul 16 2011 2:56 pm

      ბოლოს ძალიან გაურკვეველი გრძნობა მქონდა არ ვიცოდი ითენი მძულდა თუ თანამეგრძნო. დღემდე არ ვიცი დადებითი პერსონაჟია თუ უარყოფითი

  3. Natia / Jul 27 2011 5:54 pm

    dzalian ertmnishvnelovnad da zedapirulad ganixilav. ‘mkitxvelis blogs’ 8 clis balgivit cera ar epatieba. posti naivuria da kovelgvar analizs moklebuli.

    • mkitxveli / Jul 27 2011 6:10 pm

      კომენტარიც “8 წლის ბალღივით” ზედაპირულადაა ნაწერი. პირადი ბლოგია და საპატიებელ/არსაპატიებელი არ არსებობს. პოსტები წიგნების ანალიზს არ ისახავ მიზნად, ბლოგის დასახელების ქვეშ მიწერილი განმარტების წაკითხვა დაგავიწყდათ🙂
      ანალიტიკური მასალები და საფუძვლიანი კრიტიკა რეცენზენტებთან მოიკითხეთ.

  4. salomeaa / Aug 6 2011 6:09 pm

    როცა წავიკითხე ბოლომდე კარგად ვერ გავერკვიე რა მოხდა
    საერთოდ სტეინბეკი მართლა ოსტატია, მისი ,,დღიური” და ჩანაწერებიც ძალიან მომეწონა. საქართველოშიც იყო და ქართველ მწერლებს შეხვდა.

    • mkitxveli / Aug 10 2011 1:32 pm

      საქართველოში ვიზიტის შესახებ საკმაოდ ბევრი ინფრომაცია მოიძებნება🙂 არც ისე რთული გასარკვევია რა მოხდა, დასკვნა აღქმის მიხედვით უნდა გამოიტანო. თუ გჯერა ითენის სხვანაირად დაასრულებ

  5. nia / Dec 22 2011 11:27 pm

    sad sheidzleba shevidzino Stainbeck_is wignebi?

    • mkitxveli / Dec 23 2011 8:45 pm

      წიგნის მაღაზიებში🙂

  6. lizalinza's blog / Feb 14 2012 8:04 am

    მე მომეწონა, თავიდან ვცოფდებოდი, როცა კითხვისას ვხედავდი, რომ ეს პატიოსანი ადამიანი ყველაზე სასტიკი ხდებოდა, არც გასულელებულად მიგრძვნია თავი, სტაინბეკს ზოგადად სისასტიკე ახასიათებს, დახვეწიი და სარფიანი მკვლელობა ჩაიდაინა, თუმცა დენისაც დაეხმარა, მაგრამ არ მოუტყუებია, დენიმ ეს კარგად იცოდა, ამიტომაც დუტვა წერილი, რომელიც მერე მან გადაგდო… იდეალურად წერს, ზუსტად რწარმოიდგენ ყველაფერს, რეჟისორივით გაძლევს ვიზუალურ ნამიოკებს, რომ ძალიან მოტყუებულად არ იგრძნო თავი. რაც მთავარია, ის მაინც ინარჩუნებს ადამიანის 2 ყველაზე დასაფასებელ გრძნობას: სიყვარულს, ერთგულებას – არც ცოლს ღალატობს და აღარც თვს იკლავს ბოლოს. ყველას თვისი აზრი აქვს რათქმაუნდა, აგრამ ჩემზე ასე ემოციუარდ დიდ ხანია წიგნს არ უმოქმედია

  7. naberayi / Feb 19 2012 5:06 pm

    შეუდარებელია..

  8. toko / Jun 22 2012 8:58 am

    ეხლა მოვრჩი, მომეწონა. მაგრამ ვერც მე გავიგე და ვერ შევიცანი ითენის პიროვნება. ცვალებადია თუ ცვალებვადადაა დახასიათებული. იქნებ პირველ და მესამე პირში კითხვამ დამაბნია. ისე კი ერთგულია ოჯახის , საქმის და თავის თავისაც. იქნებ გულის სიღრმეში ჯეროდა კიდეც, რომ დენი იმკურნალებდა. მარჯიზე არ ვიცი რა ვთქვა. მოკლედ მომეწონა.

    • mkitxveli / Jun 26 2012 6:30 pm

      მაგის იმედი მეც მქონდა, მეც მინდოდა რომ ასეთი გათვლები არ ჰქონოდა და სუფთა გულით ეკეთებინა ყველაფერი

  9. cw / Jul 14 2012 4:48 pm

    აი აი ზე გენიალური წიგნი იყო ფინალი საოცარი და ითენის ჩანაფირქი გმერთო ჩემო რა იყოს ეს ცხოვრების მწარე რეალობა აი ძალიან მაგარი წიგნია

  10. cw / Jul 14 2012 4:54 pm

    და ისა ზემოთ ვიგაც თავის უაზრო აზრებს რომ გვახვევს თქვენც შენიშნდ ? ?? მე სულ სხვანაირად გავიგე ეს წიგნი და ზემო აღნიშნული ბლოგი რა უბდაუბა ნაწერია

  11. cw / Jul 14 2012 4:56 pm

    ბოლოს ბავშვმა ის პატა ბურთი ჩახუტებისას ჯიბეში ჩაუგდო და მაგის გამო აგარ იკლავს თავს მგონი რომ გადაცეს ის სანა/თლე და ცხოვრების სტიმული ბავშვებს მიცეს ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია :))00

  12. i love to read / Aug 6 2012 6:22 pm

    საინტერესო პოსტია, მიუხედავად იმისა, რომ ითენის პიროვნების შეფასებასთან დაკავშირებით  განსხვავებული აზრი მაქვს. ბეიკერთან ბოლო საუბრის დროს, აი მაშინ როდესაც გამოამჟღავნა საკუთარი უსულგულობითა და ანგარებით ჩადენილი საქციელი, ბავშვობის დროინდელი მეგობრის გაწირვა, ჩემმა განრისხებამაც პიკს მიაღწია, ბოლომდე ვერ ვიჯერებდი რომ ითენი, პერსონაჟი, რომელმაც რომანის პირველ ფურცლებზე, კომივოიაჟერთან საუბრისას,  საკუთარი პატიოსნებითა და შეუვალობით აღმაფრთოვანა, ასეთ მზაკვრულ, ავაზაკურ და ჭეშმარიტად, სულმდაბლურ ნაბის გადადგამდა. სტაინბეკმა მსოფლიო ლიტერატურაში გამორჩეული პერსონაჟი შექმნა ითენ ალენ ჰოულის სახით. თუმცა, რომანის ბოლოს ითენის ქმედებამ, იმან რომ თავგანწირვით იბრძვის ,,რათა კიდევ ერთი სინათლე არ ჩაქრეს”  ისევ შეცვალა ჩემი მისადმი დამოკიდებულება , მიუხედავად იმისა, რომ თავად გადამწვარ პატრუქსა ჰგავს და შავად და ბნელად ესახება მომავალი მაინც იბრძვის, იბრძვის ,,რათა კიდევ ერთი სინათლე არ ჩაქრეს ” … ეს კი მართლაც რომ ღირსეული საქციელია ..  ამიტომ ჩემის აზრით, ითენი დადებითი პერსონაჟია ..

    • sardion / Jun 11 2016 4:57 pm

      i love to read arasworia, sworia ” i love reading” love, hate, like, don’t like-s shemdeg ing emateba
      #gramatikaupirvelesyovilisa😀 ))))

  13. ბათუმელი / Aug 14 2012 8:53 pm

    მმმ,ძალიან მომეწონა,ავღფრთოვანდი რასაც ქვია . გენიალურია სტაინბეკი,უდავოდ. ისე,მე მეგონა მართლაც ელენმა დააბეზღა,ვერ მემეტება ითენი ალბათ :ს ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი,რომ უბიძგეს,გარემომ აიძულა,მაგრამ ცოტა შინაგანადაც თუ არ გაქვს “მიდრეკილება” ვერ შეძლებ,მეგონა…ვიცვლი აზრს. ფინალმა დამამშვიდა.გულს კი არ გიცრუებს ხალხზე,პირიქით,ასე მგონია ოპტიმისტური ნაწარმოებია,ადამიანის პატიოსნებისადმი თაყვანის საცემად დაწერილი და საბიძგებელი.

  14. Nino / Sep 22 2012 7:59 am

    გუშინ მოვრჩი კითხვას, მოვრჩი და წიგნს ვერ ვხურავდი გაოცებული ვუყურებდი ბოლო აბზაცს, დიდი ხანია წიგნს ესე არ უმოქმედდია ჩემზე.. გული მიბაგუნებდა ბოლოს:)

  15. miranda / Apr 10 2014 5:22 pm

    ვერ ვხვდები რატომ გეპარებათ ეჭვი იმაში, რომ ალენი ელენმა ჩაუშვა? ელენმა თვითონ თქვა არ მინდოდა ციხეში მოხვედრილიყოო. თან პატარა აფერისტს რაღაც უცნაურად გაეხარდა ალენის წარმატება. იცოდა ბოლოს რაც მოყვებოდა მაგას და ალბათ მაგიტომ. რაც შეეხება ითენს დენი ტეილორის შემთხვევაში მთლად მართალი არ იყო, მარა რაც არ უნდა ის ვთქვათ დენის ბოლო მაინც ეგ იყო და ითენის თუ არა ბეიკერის ხელით მოეღებოდა ბოლო თან შეიძლება ითენს მართლაც სჯეროდა დენის გამოჯანმრთელების და ეგეც რომ არა მას მართლა გულით უყვარდა დენი და გულითვე სურდა სწორ გზაზე დაეყენებინა. მარულოს შემთხვევაში კი მისწრება იყო მისი ქვეყნიდან გაძევება. ბოლოს და ბოლოს ის სამშობლოში ბრუნდებოდა და ისეთ მდგომარეობაში იყო რომ მისთვის აჯობებდა კიდეც ეგ. თან ითენს ხომ მუქთად არ ჩაუგდია მისი დუქანი ხელში არა? მარტო მისი ერთგულება მერისადმი რად ღირს. მოკლედ ავტორი ისე ოსტატურად აღწერს ითენის პიროვნებას რომ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და ხშირ შემთხვევაში მკითხველი ვერ ხვდება ითენის პიროვნების რომელ მხარეს მიემხროს. მე პირადად მიყვარს ეს პერსონაჟი.

  16. გელა / Dec 8 2014 4:35 pm

    ეხლა ვკითხულობ და კომენტარსაც დავდებ, ჯერ-ჯერობით გენიალურს ვერაფერს ვატყობ, არის რაა. ნეტა შევცდე.

  17. გელა / Dec 14 2014 9:32 pm

    თავიდან მძიმედ წავიდა და მორიგი საშუალო დონის წიგნია მეთქი, მაგრამ წავიკითხე და გენიალური არა, მაგრამ კარგი წიგნია. განხილვებში წავიკითხე, ზოგის აზრით ითენი კარგი ადამიანია, ზოგისათვის ცუდი. ჩემი აზრით კარგი კაცი არ არის, უბრალოდ განათლებული ამერიკელია რა. თვითონვე ხვდება და იცის , რომ ფული ბედნიერებას არ მოუტანს, მაგრამ მაინც ყველაფერს აკეთებს ფულის საშოვნელად. ნატა შენ მოგეწონა სტაინბეკის წერის მანერა, ხან პირველ და ხან მესამე პირში რომ წერს, მე პირადად არ მომეწონა და რაღაცნაერად გაწელილია ნაწარმოები, მთელი საინტერესო ამბები წიგნის ბოლოს ხდება. ჭკვიანი კაცი შეგნებულად ბანკის გაქურდვაზე რომ წავა ის არ შეიძლება დადებითი პიროვნება იყოს (მერე რა რომ ვერ გაქურდა) საერთო ჯამში მაინც კარგი წიგნია, არა ითენის ამბების გამო, არამედ ითენის სახით მწერალი ბევრ ჭკვიანურს ამბობს. ნატა შენ იცი ნაწარმოების გარჩევისას წიგნიდან ციტატების გამოყენება , შენი სტილია და ამ წიგნში არის მრავლად ასეთები. მეგონა ანალიზის დროს ამ ადგილს გამოიყენებდი—-„ახლაც ალყაში აქცევენ ნიუ-ბეითაუნს, დინჯად და ფრთხილად და მოალყეები სულ პატიოსანი ხალხია. თუ გაუმართლათ, ყალთაბანდები კი არ იქნებიან, ჭკვიან ხალხს შეარქმევენ. ვთქვათ, უცებ ისეთი რამე გამოუტყვრებათ, რაც გათვალისწინებული არ ჰქონდათ, მაშინ რაღა გამოვა- უზნეობა თუ უპატიოსნობა?მე მგონი, ეგეც იმაზეა დამოკიდებული, გაუმართლებთ საბოლოოდ თუ არა. ხალხის უმრავლესობა ასე სჯის- გაიმარჯვე, ესე იგი, მართალი ხარ! გამარჯვებული ჰიტლერი რომ შეუფერხებლად მიიწევდა წინ, მახსოვს, რამდენი პატიოსანი კაცი სათნოებად უთვლიდა ამას. მუსოლინიმ მატარებლების მტკიცე განრიგი დააწესა, ვიშის კოლაბორაციონისტები საფრანგეთის კეთილდღეობისათვის იღწვოდნენ, ხოლო სტალინი, რაც უნდა თქვა, ძლიერი კაცი იყო. ძალა და წარმატება ყოველგვარ ზნეობასა და კრიტიკაზე მაღლა დგას. როგორც ეტყობა, მთავარი ის კი არ არის, რას აკეთებ, არამედ როგორ აკეთებ და შენ თვითონ რას არქმევ ამ საქმეს. ისეთი შინაგანი ძალა თუ აქვს ადამიანს, რომ შეაჩეროს ან დასაჯოს? არა მგონია. მხოლოდ დამარცხებულს სჯიან. თუ არ დაიჭირეს ბოროტმოქმედი, თითქოს არც კი ჩაედინოს ბოროტმოქმედება.„

    • mkitxveli / Dec 18 2014 9:19 pm

      ველურები არ მიხსენებია🙂

      პოლიტიკა კიდევ მით უმეტეს საერთაშორისო რთული რამაა, პატარა კაცებს არც არავინ გვეკითხება არაფერს

  18. გელა / Dec 21 2014 8:28 am

    შენ არ გიხსენებია, კომენტარებში ეწერა ვიღაცას და არ მახსოვდა, შენი მეგონა. ნატა ისე დავწერე ჩემი აზრი, თორემ პოლიტკოვსკაია არც წამიკითხავს, უბრალოდ 90 პროცენტით ვხვდები რაზეა. მე არ მომწონს ერთს რომ აძაგებენ და მეორეს აქებენ და ამ დროს არცერთი არ ვარგა ჩვენი ქვეყნისათვის. კიდევ გიდასტურებ , რომ შენი გაკეთებული წიგნების განხილვა მომწონს, თუმცა სავალდებულო არ არის ყველაფერში გეთანხმებოდე. ჩემი აზრია რომ ადამიანმა რაც შეიძლება ბევრი წაიკითხოს და თავისი აზრი გააჩნდეს ყველაფერზე, მაშინ ის აღარ იქნება ადვილად მართვადი ვიღაცეების ხელში.

    • mkitxveli / Dec 29 2014 12:12 pm

      ყველა რომ მეთანხმებოდეს, ამ ბლოგს გავაუქმებდი🙂

    • Guliko Pacacia / Jan 9 2015 11:14 pm

      მე სულ სხვანაირად დავინახე. შენი ხედვა უფრო გონიერია, ჭკვიანია, ხოლო ჩემი უფრო ადამიანური. ითანი მიზანს მიაღწია, პატიოსნად. უნდოდა ფული, მაგრამ იმდენი რომ თავის ოჯახს და თვითონ თავაწეულებს ევლოთ(ეს ადამიანური მომენტია) აღწევს შედეგს. დგება მომენტი და თითქოს ყველაფერი აქვს, მაგრამ აღმოჩნდება რომ ამ დროის განმავლობაში ყურადღება მოადუნა. იქ დამარცხდა სადაც არ უნდა დამარცხებულიყო იმ ”გამარჯვების” შემდეგ რაც მოიპოვა. შვილის უზნეო საქციელმა დაუსვა წერტილი მის სიხარულს. ეს ჩემი ვარიანტია და მე ასე უფრო მაწყობს. არმინდა ვიფიქრე რომ მოვტყუვდი(თუმცა არც გამოვრიცხავ), ამიტომ შენს მოსაზრებას პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი მეჭეშმარიტება🙂

  19. გელა / Dec 29 2014 7:06 pm

    ნატა კარგი ადამიანი ხარ და კარგ საქმეს აკეთებ, ნეტავ ბევრი მიმბაძველი გამოგიჩნდეს.

Trackbacks

  1. “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა” | takomakatsaria

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: