Skip to content
July 26, 2011 / mkitxveli

ზურაბ ლეჟავა – “უხურდავებელი მონეტა”

“უხურდავებელი მონეტა” ერთმანეთთან არაფრით დაკავშირებული მოთხრობების კრებულია. ვერაფრით რომ გაგაკვირვებს ისეთი, არც ახალი წამიკითხავს რამე, სტილიც დიდი ვერაფერი, ის კი არადა რამდენიმეგან გაუკორექტირებელის შთაბეჭდილებასაც ტოვებს (კორექტორი არაფერ  შუაშია), მკითხველის მიმართ რაღაცნაირად ზერელე დამოკიდებულება იგრძნობა.

ერთერთი ახალი და კრებულის მთავარი  მოთხრობა “უხურდავებელი მონეტაა”. ძალიან სასაცილოაო, ამტკიცებენ, მე კიდევ სად გამეცინა არ ვიცოდი. კუზანოვი ვასოს ტასოდ რომ გაადააქცევს და დარჩენილი ნაწილებით კაცს რომ ააწყობს იქ, თუ ვასო და ტასო კატის წვნიანს რომ ჭამენ მაშინ? მოთხრობაში რამდენიმე გმირი რეალურად არსებობს – კუკავა, გუგავა, ბესელია, ვანო მერაბიშვილი, პოლიციას იქაც უმღერიან, ფანტასტიკური მოთხრობაა და არც ის ფორმა მომწონს, რითაც რეალობაა გაკრიტიკებული, ზღაპარივით არადამაჯერებელია. “ქათმის ქურდებში” დეპუტატები ქათმებს იპარავენ და მერე ერთმანეთს უსწორდებიან, საერთოდ ყველა გმირი გათახსირებულია, მდაბიო და არაადამიანი. მხოლოდ “მეგობარი” მომეწონა შედარებით.

“არიან ადამიანები, ვისაც მეგობრები არ ან თითქმის არ ჰყავთ. ისინი – ამ ტიპის ადამიანები, როგორც წესი თავდაჭერილები, მორიდებულები, გნებავთ, მოკრძალებულებიც არიან. არასდროს გარბიან სხვაზე წინ და არავის ახტებიან თავზე, ურიგოდ მაღაზიაში არაფერს ყიდულობენ, ნაკლებად ერევიან სხვათა საქმეებში და ცხვირს არ აყოფინებენ თავიაანთ საქმეებში სხვას”

პირველივე აბზაცი ასე იწყება და რაღაც ძალიან მეცნო, სწორი აქცენტია, მერე კარგად ჩანს, ის რასაც მეც ვფიქრობდი – ამგვარ “უმეგობრო” ადამიანებს სინამდვილეში ყველაზე ერთგული მეგობრები ჰყავთ ხოლმე და მათი ერთი ქმედება თუ სიტყვა უფრო მეტად ფასობს, ვიდრე მეგობრებით დახუნძლულის.

რაც შეეხება “პონს”, არ მიყვარს ცხოველები და შესაბამისად მასთან დაკავშირებული არაფერი მაღელვებს.

მწერლის ენას რომ მივიბრუნდე,  სტილია და მორჩა, ამ დროს მისი კითხვა გემოვნების ამბავი ხდება. საერთოდ ლიტერატურაში თუ მანამდე წაკითხულისაგან განსხვავებული რაიმე კომპონენტი ვერ დავიჭირე, თუ ახალი ვერაფერი ვნახე და ამასთან ერთად ემოცია საერთოდ ვერ მომიტანა, მიჭირს დადებითის წერა.

4 Comments

Leave a Comment
  1. salomeaa / Aug 6 2011 6:14 pm

    ,,მეგობარი” ყველაზე ნორმალურია , რაც ამ კაცის წამიკითხავს. დანარჩენების წაკითხვის სურვილი არ გამჩენია. განსაკუთრებით აღმაშფოთა მისმა ბოლო მოთხობამ, რომელიც ,,ლიტერატურულ გაზეთში” დაიბეჭდა. ეს იყო ნაგავი, მკითხველის შეურაცხყოფა და საკუთარი თავის უპატივცემულობა:| ამ მოთრობის შემდეგ ჩემთვის ეს კაცი, როგორც მწერალი მკვდარია და არაფრის წაკითხვას აღარ ვაპირებ!!!!

    არადა პირადად ვიცნობ და ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა რამდენჯერაც ვნახე, მაგრამ მოთხრობები…

    • mkitxveli / Aug 10 2011 1:33 pm

      უი როგორ გაუბრაზებიხარ🙂 მეც არ მომეწონა, მაგრამ ასე არ აღვშფოთებულვარ, დააცადე ეგებ დაწეროს რამე უფრო მოსაწონი🙂

  2. nana / Aug 21 2012 7:23 pm

    ვინც ვერ ხვდება რომ ლეჟავა მაგარია ის ძალიან შორსააააააა! ლეჟავა არის თვითნაბადი ოქრო.

  3. გელა / Mar 20 2014 3:38 pm

    თუ ასეთ ხალხსაც მწერლები ჰქვიათ, ვავა ჩვენი ბრალი. მეგობრებო ასეთ იდიოტურ ნაწარმოებებზე ნურც კარგს დაწერთ და ნურც ცუდს, არანაერი რეკლამა არ არის საჭირო. ნატა შენ რომ არ დაგეწერა ასეთ იდიოტობაზე დროს არ დავკარგავდი, თუ კარგი წიგნების კითხვა გინდათ, უამრავია ასეთი და ამ ძალით მწერლებს შეეშვით.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: