Skip to content
July 29, 2011 / mkitxveli

პაველ ვეჟინოვი – “ბარიერი”

ვეჟინოვმა დამიძახა. ის დღე იყო ბიბლიოთეკის წიგნი სახლში რომ დამრჩა, მერე პირანდელოს ყიდვა გადავწყვიტე, ათასნაირი ტექნიკური მიზეზის გამო ვერ ვიყიდე, მოვედი სახლში და ვეჟინოვმა, აქ ვარ რას ეძებო. ისეთია, რომ იწყებ და დამთავრებამდე ვერ წყვეტ კითხვას.

“ბარიერზე” ფილმიც ყოფილა გადაღებული, ჩვენთან სპექტაკლიც დადგმულა, იმ დროს, როცა დაიწერა (1977 წელს) ამ მოთხრობას სხვანაირ ინტერპრეტაციას მისცემდნენ, რამე პოლიტიკურ სარჩულსაც მიაწებებდნენ. მე კიდევ ისე აღვიქვი როგორც წერია. უცნაური და ემოციური ურთიერთობა ფსიქიური პრობლემების მქონე ქალსა და კომპოზიტორ კაცს შორის. არც თავგადაკლულად უყვართ ერთმანეთი, არც რაიმე განსაკუთრებული რომანტიკული ურთიერთობებია, უცნაურია- მეთქი🙂

დოროთეა ჰაეროვანია, არაამქვეყნიური, ხედავს და გრძნობს ანტონის ფიქრებს, მის მელოდიას ხვდება ნოტების წაუკითხავად. ისეთია, გგონია ცოტა უხეშად თუ შეახებ ხელს, დაიმსხვრევა, პრინციპში ასეც ხდება ბოლოს. ადამიანები ვერ ამჩნევენ ხოლმე მის ცხოვრებაში თუ ვინმე გამოჩნდება, ვისაც ასე მოვლა სჭირდება. როგორც წესი როცა მიდიან მერე ბევრჯერ ვიმეორებთ “თურმეს”. შემოფრინდა ანტონის ცხოვრებაში დოროთეა, ააფრინა, აჩვენა რა არის ნამდვილი ბედნიერება და წავიდა.

წლების წინ ამოჩემებული მქონდა გაფრენა მინდა -მეთქი, სინამდვილეში ჰაერში ნარნარი კი არა, ის შეგრძნებები მინდოდა, რაც ფრენასთან არის დაკავშირებული. დოროთეასთვისაც გაფრენა არსებული რეალობიდან გაცლას ნიშნავს, კლიშეების, სტერეოტიპებისა და ურთიერთობისთვის ხელისშემშლელი ფატორებისგან თავის დაღწევას. მგონია, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის ჩნდება მეორე ვინც აგაფრენს, ან კიდევ გვიან იჯერებენ ხოლმე ფრენის უნარს.

“ადამიანი საკუთარ თავს უნდა სცემდეს პატივს, თუნდაც იმ ერთი წვეთი ადამიანობისთვის, რომელიც მას გააჩნია” – ეუბნება ანტონის ყოფილი ცოლი და ასრულებს საუბარს. ეს ქალი არც ისე უმნიშვნელო პერსონაჟია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. კომპოზიტორს მუდმივად ისეთ ფრაზებს ეუბნება, რამაც წესით დოროთეასთან ურთიერთობას სხვა თვალით უნდა შეახედოს, მაგრამ ვერ იჭერს მინიშნებებს.

ბარიერი ვერ გადაილახა, დოროთეაც ჩამოვარდა. რეალობას შეეჯახა და ფრენა შეწყვიტა. ფანტასმაგორიული არაფერი მეჩვენება.

მე მიყვარს დოროთეა. ვეჟინოვი კიდევ დოროთეასთვის იმსახურებს ჩემგან აპლოდისმენტებს. სიუჟეტის ყოველგვარი ზედმეტი დახლართვის გარეშე გიყვება ამბავს. თუმცა მთელ წიგნს უხერხული სიჩუმე, დაძაბულობა და სევდა ახლავს თან. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგი ტექსტის შუა ნაწილში უკვე ცნობილია (არ მიყვარს შუა გზაზე ფინალს რომ მიმხელენ), ბოლოს მაინც ანტონივით დამწყდა გული.

10 Comments

Leave a Comment
  1. Kejeradze / Jul 30 2011 10:23 am

    დოროთეა : ) ჩემს საყვარელ პერსონაჟებს მიეკუთვნება თავისი “ფრთებით” : )

    • mkitxveli / Jul 30 2011 7:50 pm

      საოცარია დოროთეა

  2. makakuna / Aug 6 2011 3:35 pm

    ჩემი ახალგაზრდობის წიგნი და ფილმია.
    თუ არ ვცდები ონოკენტი სმოკტუნოვსკი თამაშობდა.

    • mkitxveli / Aug 8 2011 11:17 am

      ნამდვილად არ ვიცი ვინ თამაშობს, არ მინახვს არც ფილმი და არც თეატრი

  3. egoist hedgehog / Aug 7 2011 1:58 pm

    ვაიმე ვგიჟდები ამ მწერალზე და მის მოთხობაზე “ბარიერი” როდესაც წავიკითხე ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემზე წერდა თითქოს მე ვწერდი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მე ვეღაფერს დავწერდი იმიტომ, რომ ვეჟინოვმა უკვე დაწერა ის, რისი დაწერაც მე მინდოდა. ეხლაც კი, როდესაც ვიხსენებ იგივე შეგრძნება მეუფლება რაც მაშინ წაკითხვის მომენტში მქონდა. საოცარი აღტაცება.

    • mkitxveli / Aug 8 2011 11:21 am

      კითხვის დროს არაამქვეყნიურობის შეგრძნება მაქვს და ნერვები მეშლება რომ ვერ უგებს და აფასებს ანტონი

  4. salomeaa / Sep 22 2011 5:53 pm

    მეც მიყვარს დოროთეა არა ანტონი:))) აი ხო უცნაურია, მაგრამ ანტონი უფრო მაგარი ტიპია. და კიდეც ფინალი მეც ვიცოდი:(
    ცოლი კი უმნიშვნელო კი არა ფრიად მნიშვნელოვანი პერსონაჟია.
    სევდა და დაძაბული სიჩუმე– კარგი ეპითეტებია
    ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ბარიერი

    • mkitxveli / Sep 23 2011 11:39 am

      ცოლზე მეც ეგ ვთქვი, ცხოვრებაში კი მაგ ბარიერის გადალახვის გზების პრობლემა დგას

  5. dak. / Jul 31 2012 4:34 pm

    ვიქტორი არა, ანტონი ქვია კომპოზიტორს, თუმცა ეგ არაფერი…
    მაინც გამიხარდა ამ განხილვის პოვნა და წაკითხვა…
    საოცარი დორი….<3

    • mkitxveli / Jul 31 2012 8:37 pm

      ჩავასწორე, ერთგან მქონდა შეცდომა🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: