Skip to content
August 8, 2011 / mkitxveli

ბასა ჯანიკაშვილი – “ომობანა”

2008ში ომი რომ დაიწყო სურამში ვიყავი, „ომობანას“ გმირები სიონში არიან. ომი დაიწყოო გვითხრეს და არ დავიჯერე, არ დაიჯერა ბასას ვერა კეკელიძემაც. ბავშვი სასეირნოდ წავიყვანე და ბატალიონს გადავაწყდი, სახლში ამოვბრუნდი და მეზობლები დავინახე, მეორე სართულიდან ბარგს ისროდნენ, მანქანაში აწყობდნენ და გარბოდნენ, მაშინ მივხვდი, რომ რაღაც იდიოტობაში მოვხვდი. ვერა კეკელიძეს რუსი მფრინავი სახლში ჩამოუვარდა და ომის ამბავი მაშინ დაიჯერა, მერე ომობანაც დაიწყო.

ვერა კეკელიძეს სახლშიც ომი აქვს ქმარ გურამ დარჩიასთან, მშვიდობიანობის დროს გაჩენილი შვილიც ჰყავთ, გივიკო, რომელიც შურდულით რუსების თვითმფრინავებს ანაგდურებს. ამ წიგნში არარეალური სამყაროა, ალბათ ის, რაზეც ქართველები იმ დროს ფანტაზიებში წარმოიდგენდნენ ხოლმე.

იმ აგვისტოსაც (ზოგადად ეს თვე ომების გამოდგა ) პარლამენტის თავმჯდომარემ რომ თქვა თავი, რითაც შეგიძლიათ, იმით დაიცავითო, ყველა შურდულზე დაფიქრდა, ხოდა ეს ბავშვიც ამ იარაღით ანადგურებს. მფრინავებს კიდევ კარგად უმასპინძლდებიან.

დარჩიების ოჯახი ქართულია და მათთვის დამახასიათებელი კოკობზიკობა კარგად ჩანს – რუსებს სუფრით უმასპინძლდებიან, აქ წესისამებრ ყალბები არიან სადღეგრძელოში ეუბნებიან, გისურვებ თქვენი ყუმბარები მიზანში ხვდებოდეს, როგორც ქათმები ისე გავრბოდეთ და შიშის ზარი გვცემდესო. ქართული კიდევ ერთი შტრიხი – სახლში ყველაზე ცუდად გაკეთბული ადგილი ტუალეტია – უკარებო და გადაზნექილი.

წესად იქცა, ქართველ კაცებს პარალელურად საყვარელი ჰყავთ, მერე ქვეყნაში მიმდინარე ომი სახლში მშვიდობას იწვევს. საერთოდ გლობალური პრობლემები პირად ურთიერთობებს აუმჯობესებს და ამყარებს. ერთი ჭირი საერთო განცდებს ბადებს და ადამიანებს აახლოებს. ქალებს „ნეკნობა“ უნდებათ, კაცები კი „გმირების“ სტატუსს კარგად ირგებენ ხოლმე.

irrata.ru-სგან განსხავებით აქ ადამიანების ცხოვრებას ომი ფონად გასდევს. ისევე როგორც უმრავლესობას გაგვყვა სადღაც გვერდით. ამ სიტყვის ხსენებისას ყველა იმას ვყვებით სად ვიყავით 2008 წლის აგვისტოში, რამდენიმე შეგრძნება დატოვა მხოლოდ, მეტის გაგება არც მინდა, თუმცა ამგვარ აბსურდში მოხვედრის გამეორების გაფიქრებაც მზარავს.

კომპიუეტრი გამორთეთ, მისია შესრულებულია! – თამაში იყო.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: