Skip to content
September 1, 2011 / mkitxveli

სტენდალი – “წითელი და შავი”

სტენდალი

  Stendhal (Marie-Henri Beyle ) – Le Rouge et le Noir

„წითელი და შავი“ – წიგნი, სადაც ყველაფერი ერთმანეთს უპირისპირდება, ჟიულიენ სორელი კი მათ შორის გახიდული ადამიანი. სტენდალის ეს ნაწარმოები მთელი 600 გვერიდის განმავლობაში ორ აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში გათამაშებს – არც იქით ხარ, არც აქეთ.

ნაწარმოებში მოქმედება XIX საუკუნის საფრანგეთში მიმდინარეობს, ქვეყანა ნაპოლეონის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებადაა გაყოფილი, ყველა საქმეც პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად წყდება. ჟიულიენს, რომელიც გლეხის შვილია, ქალაქის მერის ცოლი, ქალბატონი დე რენალი შეუყვარდება, შემდეგ მისი სატრფო მარკიზის ქალიშვილი მატილდა ხდება. ეს ორი ქალი კარდინალურად განსხვავებულია და სორელიც მუდმივად ადარებს ერთმანეთს. რენალი ემოციების ადამიანია, მატილდა კი გონების. პატივმოყვარეა და როცა აღმოაჩენს, რომ ჟიულიენი შეუყვარდა, მუდმივად ჰკიცხავს და სჯის საკუთარ თავს.

„შეიძლება ,მატილდამ მთლი ღამე ტირილში გაატარა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს რა სამარცხვინოდ ეჩვენება ეს მოგონება. იგი იტყვის, ახალგაზრდობაში დამაბნია პლებეის დაბალმა აზროვნებამო,“- ფიქრობს სორელი, რომელსაც სულ ეგონა, რომ ქალს ფარული გეგმები ჰქონდა, იმდენად ვერ წარმოიდგენდა მისი მხრიდან ნამდვილ სიყვარულს. საერთოდ ქალებს, რომლებსაც გონებით მოქმედება ახასიათებთ, უჭირთ ხოლმე იმის აღიარება, რომ ვიღაც სხვამ მათ გეგმებში ცვლილება შეიტანა და მის გამო რაღაცის გაკეთება უწევთ, ამიტომ საკუთარ თავთან ბრძოლა დიდხანს გრძელდება და მამაკაცები, როგორც წესი, მათ საქციელს ვერ ხსნიან, მერე მალე ანებებენ თავს. ხოდა, ასეთი ქალების დიდი ნაწილი რჩება მეორე ნახევრის გარეშე. სორელმაც ვერ გაუგო და არასტაბილური გამოდგა მათი ურთიერთობა. სამაგიეროდ ქალების ამ კატეგორიას, როგორც კი საკუთარ თავთან ბრძოლას დაასრულებენ, დიდი სიყვარულის გაცემა შეუძლიათ, რაც კარგად ჩანს მატილდას შემთხვევაშიც. მატილდასა და ჟიულიენის ხასიათთა შეჯახება ყველაზე ემოციური ეპიზოდია, როცა დიდი მცდელობის მიუხედავად გრძნობების მართვა შეუძლებელი ხდება.

პატივმოყვარებასთან ერთად მატილდამ გვაროვნული ქედმაღლობაც დაძლია, პლებეისა და “ზეკაცთა” ხასიათათა საოცარი განსხვავებულობა კიდევ ერთი კონტრასტია. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში თითოეული ეპიზოდი დეტალურადაა აღწერილი და მოქმედება არც ისე დინამიურად ვითარდება, ჟიულიენ სორელი არ გაძლევს წიგნის დახურვის საშუალებას. გაინტერესებს, სადამდე მიაღწევს ეს ბიჭი მხოლოდ საკუთარი ნიჭის, გარეგნობისა და ამბიციების წყალობით.

„შეიძლება კაცი მეცნიერი იყოს, ხელობა ისწავლოს, მაგრამ ვაჟკაცობის სწავლა შეუძლებელია“, მიუხედავად ამისა, სხვა სოციალურ ფენაზე ასვლა პრაქტიკულად გამორიცხულია, დღესაც ძნელია თუ მემკვიდრეობით რამე არ გერგო, მხოლოდ ტვინი საკმარისი არ არის.

ერთი შეხედვით მეორეხარისხოვანი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი ფუკეა. საოცრად ნამდვილი ადამიანი, რომელიც გულით აკეთებს ყველაფერს.

„არასოდეს პროვინციას ამდენი უპირატესობა არ გამოუმჟღავნებია პარიზთან შედარებით“, წერს სტენდალი, წიგნის ერთ ერთ ბოლო ეპიზოდში ფუკეთსან დაკავშირებით. ცივ და ანგარიშიან ბურჟუებთან შედარებით აბსოლუტურად სხვაგან იმყოფება ფუკე.

„ყველამ თავისთვის იზრუნოს ამ ეგოიზმის უდაბნოში, რომელსაც ცხოვრებას ეძახიან“.

ჟიულიენმა „მაღალთა“ სამყაროში მხოლოდ შეხედვა მოახერხა და ესეც კი ძვირად დაუჯდა. სტენდალის მიერ დახატული განსხვავებები ადამიანებს შორის არ შეცვლილა, ცოტა ფორმა იცვალა მხოლოდ, როტაცია კი არ ისევ ისე შეუძლებელია. ვინც წითელია ბოლომდე წითელი რჩება, შავიც არ იცვლის ფერს.

1949 წელს გამოცემული წიგნში გერონტი ქიქოძის თარგმანია,  საშინლად არ მომეწონა, მოძველებული ტერმინები და სიტყვებია, კითხვის ტემპს ანელებს. როგორ მაინტერესებს “ელფის” მიერ გამოცემული ვარიანტი როგორია.

72 Comments

Leave a Comment
  1. თუკა / Jul 19 2015 2:31 pm

    „შეიძლება კაცი მეცნიერი იყოს, ხელობა ისწავლოს, მაგრამ ვაჟკაცობის სწავლა შეუძლებელია“
    ჩემი საყვარელი ფრაზაა ამ წიგნიდან,რაც შეეხება წიგნს აი არაჩვეულებრივია, ისე წავიკითხეე ვერც გავიგე,ძალიან ძლიერი,ემოციური და სასიამოვნოდ წასაკითხი წიგნია.დამიჯერეთ არ ინანებთ.და ბედნიერია ის ვისაც წინ აქვს სიამოვნება გაეცნოს ამ რომანს❤

  2. salo / Nov 9 2015 12:25 pm

    sad shemidzlia srulad wakitxva am wignis?

    • mkitxveli / Nov 9 2015 8:33 pm

      საერთოდ წიგნის წაკითხვა შესაძლებელია ასეთი თანმიმდევრობით – მიდიხართ მაღაზიაში ან მეგობართან და ყიდულობთ/თხოულობთ წიგნს, მერე სადაც გინდათ, იქ ჯდებით და კითხულობთ. დამთავრების შემდეგ ნაყიდს თაროზე და ნათხოვარს პატრონთან აბრუნებთ.

      ან არის მეორე გზა – ინტერნეტში პოულობთ ელექტრონულ ვერსიას და ასევე სადაც გინდათ იქ კითხულობთ, წაკითხვის შემდეგ შეგიძლიათ წაშალოთ.

      ეს ორი ვარიანტი განიხილეთ და რამე სხვას ეძებთ?

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,864 other followers

%d bloggers like this: