Skip to content
September 12, 2011 / mkitxveli

მიხაილ ბულგაკოვი – “ოსტატი და მარგარიტა”

ერშალაიმში იეშუა მოვიდა არ დაიჯერეს, მოსკოვში სატანა ჩამოვიდა და ვერც ეგ დაინახეს. ყველაფერს ჩვენ განვაგებთო, ადამიანებმა. ათეიზმი იყო ბულგაკოვისეულ ქალაქში და ამ წიგნით ალბათ ის აჩვენა სინამდვილეში თქვენი ბედი ბევრად ზემოთ წყდებაო. “ოსტატი და მარგარიტა” ყველაზე რთული ფსიქოლოგიურ – მორალურ- მისტიკური ნაწარმოებია ჩემ მიერ წანაკითხ წიგნებს შორის. ბულგაკოვი მაბნევს, იეშუა მაფიქრებს, ვოლანდი მაინტრიგებს, ოსტატი უცანურ ემოციებს იწვევს, მარგარიტა მაოცებს, პილატე კი მიცვლის აზრებს. ვიცი, ჩამრჩა ბევრი დეტალი, პირველად მაქვს ისეთი გრძნობა, რომ ბოლომდე ვერ ავხსენი ყველაფერი. მიუხედავად ამისა, მე მთელი სიუჟეტი ფილმივით კადრებად ვნახე. დამაბნია ბევრმა პერსონაჟმა, თუმცა ყველას სახე მახსოვს და პოსტბულგაკოვისეული შფოთვა დიდხანს გამიგრძელდა.

ამ რომანში რამდენიმე სიუჟეტია, რომელიც თავიდან თითქოსდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდება –  ამბავი  პირველი მოსკოვში გამოჩენილი ვოლანდისა და ბერლიოზის თავისკვეთისა, მეორე იეშუას სიკვდილით დასჯა და პილატეს სინანული, მესამე ოსტატი და მარგარიტა და ბოლო, სადაც სამივე ამბავი ერთ სიუჟეტად იკვრება. სინამდვილეში ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ერთმანეთში არეული ფანტასმაგორია და ბუფონადა კიდევ უფრო მაბნევს, კითხვის ტემპს მინელებს და აღქმისთვის ჩვეულებრივზე დიდი დრო მიაქვს. არდა, მოქმედება მუდმივად ვითარდება და გარემოსა თუ სხვა დეტალების აღწერას ავტორი ნაკლებ დროს ანდომებს.

იეშუაც ბულგაკოვისეულია – 27 წლისაა და ერთი მოწაფე ჰყავს, ავტორი თითქოს მიჰყვება სახარებისეულ ჯვარცმას და მერე ხვდები რომ მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა 33 წლის, ის შენშია ისეთი, როგორიც შენ გინდა,  ვოლანდის მსგავსად (“ფაუსტი” მახსენდება). შენი ქცევებიც მათ შორის მერყეობს. ამიტომ ადამიანი ზოგჯერ ისეთ ბოროტებას გააკეთებს გიკვირს, ისევე როგორც უცნაურად გამოვლენილი ალტრუიზმი.

“ყველაფერი როგორ უნდა განაგოს ადამიანმა როცა მან ისიც კი არ უწყის, ხვალ რა მოელის? 

ეუბნება ვოლანდი ბეზდომნის და სულაც არ არის ტიპური სატანა, იეშუასთან ურთიერთობაც სხვანარი აქვს და მიანიშნებს სწორედ იმაზე, რომ მოკვდავთა ბედს სხვა განაგებს. ეს კიდევ კომუნისტურ ეპოქაში მოღვაწე მწერალთათვის თავში ჩაკაკუნებას ჰგავდა, მათთვისაც, ვისაც არ ეწერინება და პოეტობას იჩემებს და იქვე ჰა ნოცრი:

“ბეწვის გადაჭრა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც შეაბა.”

პილატე ინანიებს, როცა სახარებას ვკითხულობდი მეც მსგავსი გრძნობა მქონდა. თუმცა, აქ ეს ბევრად პირდაპირ არის ნაჩვენები. მესია იქ იყო და მაინც ელოდნენ, პროკურორი პილატე ბოლოს შემეცოდა კიდეც და გაუგებარ მდგომარეობაში დამტოვა.

“უნდა პატიმარ ჰა ნოცრის ელაპარაკოს, ამტკიცებს, თითქოს რაღაც ბოლომდე ვერ უთხრა მაშინ, დიდი ხნის წინათ, გაზაფხულის თვის ნისანის თოთხმეტს.”

ყველაფერი სწორედ ნისანის თოთხმეტს დაიწყო, მაშინ იყო პილატეც რომ დარწმუნდა, წინ სულ სხვა კაცი ედგა და ვერ უთხრა, რომ აღიარა მისი უპირატესობა.

მიხაილ ბულგაკოვი

მიხაილ ბულგაკოვი

და მერე – ვინც გიყვარს იმისი ხვედრი უნდა გაიზიაროო, მარგარიტაც მიჰყვება ოსტატს და სულაც არ აინტერესებს სად. ლევი მათე ჰა ნოცრის ხვედრის თანაზიარი ხდება, ვოლანდსაც ჰყავს თანამოაზრენი. მანამდე ჩრდილზე ცხოვრებაში არ მიფიქრია. ის კი ვიცოდი, რომ მწუხარების მერე სიხარული უფრო ძლიერია და უარყოფითი დადებითს უკეთესად წარმოაჩენს.

“იქნებ იმაზეც დაფიქრდე, რა უნდა ექნა შენს სიკეთეს ქვეყნად ბოროტება რომ არ ყოფილიყო. ანდა, რას დაემგვანება ქვეყანა, მიწის პირიდან ჩრდილები რომ გაქრეს? ჩრდილს ხომ ადამიანი და საგანი ჰფენს”, – ეს ვოლანდია და სატანის არსებობასაც თავისი ფუნქცია  აქვს, რომ გამოგვაფხიზლოს და ბევრი რაღაცის გარჩევაში დაგვეხმაროს. საინტერესო მომენტია ვოლანდის მიერ გაჩენილი ფული და ტანსაცმელი, რომელიც მალევე ქრება, ხალხი სასწაულს მხოლოდ მატერიალური სარგებლისთვის რომ იჯერებს და მერე ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნია.

საერთოდ მგონია, რომ “ოსტატი და მარგარიტა” თვალების ფართოდ გახელის მოწოდებაა, კეთილი შეამჩნიო, დაინახო და დააფასო, ყველაფერი საკუთარ თავს რომ არ მიაწერო, ყალბი ნამდვილისგან გაარჩიო და ბოროტი მხოლოდ კარგის უკეთესად დასანახად გამოიყენო.

47 Comments

Leave a Comment
  1. mecmikvarkhar / Sep 13 2011 7:33 am

    მიყვარს ძალიან. ორჯერ ზედიზედ მაქვს წაკითხული, ზუსტად იმიტომ რომ დაუკმაყოფილებლობის გრძობა დამრჩა და თავიდან დავიწყე კითხვა, რომ არაფერი გამომრჩენოდა🙂 კარგი თარგმანია?

    • mkitxveli / Sep 13 2011 8:10 am

      არაუშავს, თვალში ცუადად არ მომხვედრია არაფერი🙂
      ისეთი წიგნია, მერე და მერე რომ უფრო აანალიზებ

  2. miranda / Sep 13 2011 9:26 am

    ძალიან მომწონს ნატალია შენი შეფასება🙂 ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებია, ამასაც ხან მაგიდაზე მდგარი ვკითხულობდი, ხან დავდიოდი წინ და უკან, ხანაც უმოძრაოდ ვიყავი, მოკლედ იმდენად აღმაფრთოვანა და გამაგიჟა, როგორც “წითელმა და შავმა”, არადა, ერთი შეხედვით, სულ არ არის მათ შორის მსგავსება…

  3. miranda / Sep 13 2011 9:27 am

    ისე, რა უცნაურია, მიყოლებით წაიკითხე ჩემი საყვარელი წიგნები

  4. mkitxveli / Sep 13 2011 9:28 am

    ხო რაღაც ასე დაემთხვა🙂 შენ კი იცი როგორ ამრია ბულგაკოვმა და ტვინი მაჭყლეტინა. მგონი ბოლოს ლოგიკურად დავალაგე ყველაფერი და ახლა მშვიდად ვარ🙂

  5. nana / Sep 13 2011 10:14 am

    ძალიან კარგი წიგნია….სავალდებულოცაა მგონი რომ გქონდეს წაკიტხული.თუმც მისი ერთხელ წაკითხვა ნამდვილად არ არის საკმარისი..კარგად რომ ჩაუგრმავდე და გაიოგო მისი ნამდვილი გირებულება…მე პირადად ერთი წაკითხვით ძალიან მერთულა:)

    • mkitxveli / Sep 13 2011 12:03 pm

      არ მიყვარს როცა წიგნზე ამბობენ სავალდებულოაო, არც ერთი წიგნი არ არის სავალდებულო და “უნდა წასაკითხი”, წიგნები განწყობისდამიხედვით უნდა შეარჩიო.

      ეს ნაწარმოები მარტივი არ არის, გეთანხმები მაგაში🙂

  6. nana / Sep 13 2011 1:04 pm

    გეთანხმები განწყობის მიხედვით უნდა შეარჩიო,…მაგრამ არის წიგნები რომელიც უნდა გქონდეს წაკითხული…..უბრალოდ პერიოდს და ასაკს უნდა შეუთავსო…თუმცა ეს ჩემი მოსაზრებაა:) ბულგაკოვის ეს ნაწარმობი კვირის პალიტრის 50 წიგნთაგანია,რომელზეც თავად რედაქტორიც ამბობს…”წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ”

    • mkitxveli / Sep 13 2011 2:16 pm

      ისე სიკვდილის შემდეგ ისედაც არ კითხულობენ🙂🙂

      რომელი რედაქტორი ამბობს?

  7. nana / Sep 13 2011 4:20 pm

    ამ ფრაზაში ის იგულისხმება რომ ისე არ უნდა მოკვდე რომ არ წაიკითხო….ასე რომ არის წიგნები რომლებიც სავალდებულო წასაკითხადაც შეიძლება ჩაითვალოს თუ გვინდა რომ თავი ნაკითხ ადამიანდ ჩავთვალოთ….ხო გამიგე რასაც ვგულისხმობ:))

    • mkitxveli / Sep 13 2011 10:32 pm

      მესმის რასაც გულისხობ, მე ცოტა სხვა შეხედულება მაქვს. ეს არაფერი🙂

  8. Kejeradze / Sep 14 2011 3:26 pm

    ერთ-ერთი ჩემს რჩეულ წიგნთაგან : ) დარწმუნებული ვარ გადაკითხვის შემდეგ კიდევ ბევრ რამეს აღმოვაჩენ. ამოუწურავი ნაწარმოებია.

    • mkitxveli / Sep 14 2011 5:35 pm

      ცხოვრებისეული გამოცდილებები სხვანაირად აღგაქმევინებს

  9. იკო / Sep 15 2011 12:25 pm

    უძლიერესი წიგნი. ჩემზე ყველა სხვა წიგნზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ახლაც კი ვარ მისი გავლენის ქვეშ :))) უამრავ რამეზე გაფიქრებს, გიშიფრავს და თან ძალიან დინამიურია. მოკლედ, ძალიან ძლიერი ნაწარმოებია და მისი წაკითხვის შემდეგ ნამდვილად ,,ხდები უკეთესი, ვიდრე იყავი…’’ :)) განსაკუთრებით დამამახსოვრდა ორი ციტატა :

    “იქნებ კეთილი ინებო და ერთ საკითხზე დაფოქრდე: რად ეღირებოდა ეგ შენი სიკეთე, ბოროტება რომ არ არსებობდეს, და რას დაემსგავსებოდა დედამიწა, ჩრდილი რომ გამქრალიყო? ჩრდილი ხომ საგნებისა და ადამიანებისაგან წარმოიშვება. აჰა, ჩემი დაშნის ჩრდილი. მაგრამ არსებობს ხეებისა და ცოცხალ არსებათა ჩრდილიც. შენ, როგორც ჩანს, გსურს დედამიწა გააღარიბო, ხეები და ყოველი არსი წარტაცო, იმ შენი აჩემების გამო, დატკბე შიშველი ნათელით!”

    მას ჯერ ნათელი არ დაუმსახურებია, მხოლოდ სიმშვიდე მოიპოვა.“

    და რაღა თქმა უნდა, წინამძღვარი !!! : ,,მე ვარ ნაწილი იმ ძალისა, რომელიც ბოროტს
    ესწრაფვის მუდამ და სიკეთეს კი იქმს ყოველთვის’’.

    • mkitxveli / Sep 15 2011 9:20 pm

      წანამძღვარებს არ ვკითხულობ ხოლმე და ამაზე მხოლოდ მაშინ დავფიქრდი ერთმა მეგობარმა რომ მიმანიშნა, არადა თურმე მაგით ყველაფერი იხსნებოდა

    • lily / Sep 17 2011 1:10 pm

      აბსოლიტურად გეთანხმებიი

    • sam100 / May 21 2012 8:44 pm

      ,,მე ვარ ნაწილი იმ ძალისა, რომელიც ბოროტს
      ესწრაფვის მუდამ და სიკეთეს კი იქმს ყოველთვის’’ – ესგ ოეთეს “ფაუსტი”-დანაა ციტატა

  10. იკო / Sep 16 2011 9:50 am

    ხო🙂🙂 მგონი საერთოდაც, წინამძღვარშია ნაჩვენები ნაწარმოების მთავარი არსი :))))

  11. lily / Sep 17 2011 1:07 pm

    სასწაული წიგნია…

    • mkitxveli / Sep 17 2011 6:10 pm

      დროთა განმავლობაში ბევრ რაღაცას აღმოაჩენ ისეთია

  12. Sophie SUNNY Golden / Sep 19 2011 9:08 pm

    ნატა, პირველი შესწორებით დავიწყებ, რომელიც უფრო მექანიკური შეცდომა მგონია, ბეზდომნის თავისკვეთა გიწერია, არადა ბერლიოზი იყო, ტრამვაის ქვეშ რომ მოჰყვა.

    ეს წიგნი, ალბათ, იმდენჯერ მაქვს წაკითხული, რამდენი წლისაც ვარ, იმას არ ვამბობ, დაბადებიდან ვკითხულობ, მაგრამ მქონდა სტადიები, როცა წელიწადში რამდენჯერმე ვიღებდი და კითხვას ვიწყებდი სხვადასხვა თავების. არ ვიცი, საკუთარი თავის შეცნობაში გეხმარება ადამიანს თუ რა, მაგრამ ისეთი წიგნია, თითქოს თავს გირევს, მაგრამ ბოლოს, სასწაულად გილაგდება ყველაფერი, თითოეული მომენტი გახსოვს და აბსოლუტურად ყველა პერსონაჟი იმდენად საჭიროა, გაოცებული რჩები, თუნდაც ოცდამეექვსეჯერ.

    სწორად აღნიშნე, იეშუა ჩვენშიაო, ისევე როგორც ვოლანდიც ჩვენშია, ოსტატიც, მარგარიტაც და ლამის ყველა გმირი, რომელიც ამ წიგნში ჩნდება. ვინ იცის, რომ ჩვენც განსაკუთრებული მისიით არ მოვედით ამქვეყნად და უბრალოდ, გარკვეულ მომენტში, ის ძაფი ვერ დავიჭირეთ, რითიც პილატეს მოვულბობდით გულს და მხოლოდ შაკიკს არ მოვურჩენდით….

    ნატა, არ ვიცი, როდის გნახავ, მაგრამ აქ წერით ვერასოდეს გამოვხატავ ჩემს შეგრძნებებს “ოსტატსა და მარგარიტაზე”. მადლობა, რომ წაიკითხე და ამდენი იფიქრე. მეც გამახსენე ფიქრი🙂

    • mkitxveli / Sep 19 2011 9:22 pm

      ალბათ ამ საკითხზე და წიგნებზე კიდევ ბევრჯერ ვისაუბრებთ🙂 ისიც ვიცი რომ ერთხელაც კიდევ დამიძახებს ბულგაკოვი, ახალი მაქვს სათქმელიო.

      მისი წაკითხვის შემდეგ ტვინში მაქვს და ფრაგმენტებად მახსენდება, მაფიქრებს/მაშფოთებს. დიდ პალტეს თუ არა სხვა ბევრის გულის მოლბობა შეგვიძლია. საკუთარი თავის შეცნობამდე კიდევ ბევრი მიკლია და კითხვის პროცესში ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს რაღაც დიდს და ამოუცნობს შევეჭიდე. როცა დავხურე მაშინ მივხვდი, რომ ჯერ მხოლოდ შუალედური პასუხი მაქვს და ამოცანის ამოხსნამდე დიდი გზაა.

      პ.ს. ჩავასწორე უკვე, გადაკითხვა რომ მეზარება ეგ იმის ბრალია🙂

    • linda / Jul 2 2012 8:13 am

      უამრავჯერ, უტვალავჯერ წავიკითხე და ამდენჯერვე წავიკითხავ კიდევ. თითქმის5 წლის მანძილზე მხოლოდ ამ წიგნს ვკითხულობდი, არ ვიცი რა მწირდა, თითქოს ვერ ვძღებოდი, წყურვილს ვერ ვიკლავდი, სულ რაღაცას ვეძებდი შიგ. ბოლოს ვიპოვე ერთი ძალიან მნიშვნლოვანი რამ. ამ წიგნში ვოლანდი თავისი პირით აღიარებს რომ იეშუა მასძე ძლიერია!!
      ვოლანდი მის სურვილებს ასრულებს, ოსტატი და მარგარიტა მყუდროებაში მიყავს

    • mkitxveli / Jul 22 2012 5:11 pm

      ჩემთვის წარმოუდგენელია 5 წლის მანძილზე ერთი წიგნის რამდენჯერმე წაკითხვა, როცა ამდენი არანაკლებ საინტერესო წიგნია წასაკითხი🙂 ალბათ ვერასდროს გავიგებ🙂

  13. Ulysses / Sep 20 2011 11:11 pm

    Kai xar nata ;)))

    • mkitxveli / Sep 21 2011 10:40 am

      ულისე, ულისე🙂

  14. Mari Muradeli / Oct 19 2011 11:25 pm

    ისე დამაინტერესეა აუცილებლად უნდა წავიკითხო, არადა რამდენი ხანია ნაყიდი მაქვს, ერთხელ დავიწყე და მერე გავჩერდი

    • mkitxveli / Oct 20 2011 6:23 pm

      იცი როგორი წიგნია? შეკვეთით ვერ წაიკითხავ, უნდა იგრძნო რომ მოვიდა დრო მისი კითხვის, თუ დაიწყე და არ წავიდა დაანებე, მერე თავისით დაგიძახებს🙂

  15. Mari Muradeli / Oct 20 2011 10:04 pm

    მაშინ დაველოდები….🙂

    • Nini Berdzenishvili / Dec 4 2011 3:46 pm

      დაელოდე,მართლა ძალიან მაგარი წიგნია.მეც ორჯერ წავიკითხე და მესამეჯერაც უარს არ ვიტყოდი.
      დედაჩემს ყოველთვის უკვირდა და აინტერესებდა,როგორ შემიძლია ერთი წიგნი ორჯერ და საერთოდ სამჯერ წავიკითხო 🙂 მაგრამ რას ვიზამთ,როცა წიგნი გენიალურია . . .

    • mkitxveli / Dec 4 2011 4:56 pm

      არ მიყვარს ორჯერ და მეტჯერ კითხვა, სულ რამდენიმე წიგნი მაქვს წაკითხული არა ერთხელ ბულგაკოვი მაფიქრებს მაგ საკითხზე

  16. Mari Muradeli / Mar 5 2012 4:50 am

    დღეს დავამთავრე კითხვა, და არ ვიცი…. ისეთი დაბნეული ვარ, დავდივარ და რასაც არ უნდა ვაკეთებდე სულ ვფიქრობ, აზრებს ვალაგებ და თითქოს ყველა სცენა თვალწინ მიდგას )) ასე მგონია, რომ ყველა დეტალი ვერც მე გავხსენი ზუსტად. ყველაფერი ისე იყო ერთმანეთში არეული და თან დაკავშირებული…..

    ძალიან ძლიერი წიგნია ….

    • mkitxveli / Mar 7 2012 7:17 am

      იმ იშვიათ წიგნთაგანია, რომელსაც ოდესმე მეორედ წავიკითხავ. ახლა ამ საკითხზე დავფიქრდი

  17. i love to read / Jun 18 2012 9:45 am

    რამდენიმე წუთის წინ დავამთავრე ,,ოსტატი და მარგარიტა” ,განცვიფრებული ვარ .წიგნის ფაბულა ხომ განსხვავებული და მეტად ორიგინალურია ..სად არ მიმოგზაურია ლიტერატურის ამოუცნობ სამყაროში მყოფს :ხან უსასრულო ტრამალებში ,ჭაობინ ტყეებში ,აბორგებულ ზღვის შმაგ ტალღებზე მოქანავე გემზეც .შემიღწევია მეფის რეზიდენციაში ,ღატაკის ქოხმახშიც ,მაგრამ არასდორ ვყოფილავრ სატანასთან მთვარის აღვსების მეჯლისზე … გაოგნებული დავდიოდი ,დაბნეული … ყველა მეუბნებოდა ,,ჯერ ნუ წაიკითხავ , ვერ გაიგებ “-ო ,მაგრამ მაინც დავიწყე და საერთოდ არ ვნანობ .რა თქმა უნდა ,როდესაც საჭიროებას ვიგრძნობ მეორედაც წავიკიტხავ ა მესამეჯერაც…როცა ბულგაკოვი დამიძახებს ..
    ასეთი ორიგინალური ,მრავალპლანიანი ნაწარმოები ,რომელშიც ფილოსოფიურ-რელიგიური ტრაგიზმი და ბუფონადური სატირულ-ყოფიტი ასე საცორადაა შეხამებული ჯერ არ წამიკითხავს ..
    ვთვლი რომ ბულგაკოვი იმ სოციალისტურ თორიასაც უარყოფს ,რომელიც ადამიანების უტოპიურ მორალურ გარდაქმნასა და ზნეობრივ პროგრესს წინასწარმეტყველებდნენ .ვარიეტეს სცენაზე ვოლანდი ამბობს :,,ასეთები არიან ადამიანები , ფული უყვართ …მაგრამ ეს ხომ მუდამ ასე იყო …კაცობრიობას ფული უყვარს ,რისგანაც არ უნდა იყოს დამზადებული ,ტყავისგან ,ქაღალდისგან ,ბრინჯაოსგან , ოქროსგან ..თავქარიანები არიან…თუმცა ,მათ გულს ხანდახან ლმობიერებაც შეეპარება ხოლმე ..ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი ადამიანები არაინ …ისეთივე ,როგორც უ წ ი ნ იყვნენ ..”
    ვცდილობ მაქსიმალურად ვიკითხო კრიტიკა , გავეცნო სხვა ადამიანების მოსაზრებებს და გადავხარშო საკუთარი ,რომ წიგნი და მისი სათქმელი სრულად თუ არა , ნაწილობრივ მაინც გავიგო ,ამიტომაც მომწონს ეს ბლოგი ,და მაინც მიმაჩნია ,რომ მწერალი უპირისპირდება მისი დროის ანტირელიგიურ პროპაგანდას. ამ ქვეყანაზე აგურიც კი არ ვარდება შემთხვევით ,დედამიწაზე წესრიგს ვიღაც ამყარებს ..

    ,,ალბათ დამეთანხმებით ,რომ ბეწვის გადაჭრა მხოლოდ იმას შეუძლია ,ვინც შ ე ა ბ ა ….”

  18. rusa / Jun 19 2012 5:34 pm

    ახლაც ვერ გამოვსულვარ იმ უდიდესი შთაბეჭდილებიდან, რომელიც წაკითხვის შემდეგ დამეუფლა. გენიალურია!

  19. თეონა / Jul 2 2012 12:18 pm

    ან მთლად დავჩლუნგდი, ან რაღაც დამემართა, ამ წიგნმა არანაირი ესთეტიკური სიამოვნება არ მომანიჭა…1984, ძმები კარამაზოვები ბევრად კარგია, არ მომეწონა სატანის დადებითად ფორმულირება…მემგონი მეორეჯერ უნდა წავიკითო, რომ თქვენსავით აღვფრთოვანდე…ამას ვერ ვხვდები რა უნდა სიყვარულით აღვსილ წყვილს ჯოჯოხეთში

    • mkitxveli / Jul 22 2012 5:15 pm

      წიგნის აღსაქმისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გემოვნებას, დროს, გარემოს, სიტუაციას, ცხოვრებისეულ გამოცდილებებს და კიდევ უამრავ ფაქტორს, ამიტომ რაღაც შეიძლება მოგწონდეს რაღაც არა, თუმცა ეს არ ნიშნავდეს იმას რომ “დაჩლუნგდი”🙂

  20. თამარა / Aug 12 2012 6:58 pm

    ამ წიგნს რომ ვკითხულობდი, მითხრეს ვერ გაიგებო, პატარა ხარო (15-ის ვიყავი). არ დავიჯერე, ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი და ყველაფერი ისე მარტივად ვითარდებოდა, რომ მეგონა ესეც ისე დამთავრდებოდა, როგორც ისინი, აი ბოლოში კეთილი ბრიულ უილისი რომ გამოვარდება ხოლმე და სამყაროს გადაარჩენს. არც ეგრე მარტივად ყოფილა თურმე საქმე. მართლა გაურკვევლობაში ვიყავი და ახლაც ნაწილობრივ ასე ვარ(ნაწილობრივ გავიზარდე ჯერ). მაინც ჩამომიყალიბდა გარკვეული წარმოდგენა და მგონია, რომ ყველა თავის რაღაცას აღმოაჩენს ამ წიგნში.

    პ.ს. ისე, პირველად მომივიდა წიგნზე ასე: აი, ფანჯრიდან რო წითური ქალი შემოდიოდა, თვალებზე ხელები მქონდა აფარებული, ისე მეშინოდა :დ

  21. NicaStendali / Aug 17 2012 9:20 am

    ბულგაკოვის თითქმის ყველა ნაწარმოებები სკოლის პერიოდში წავიკითხე,პირველი «Собачье сердце» იყო,მაშინ დიდი ვერაფერი ვერ გაუგე🙂,თუმცა არ შემიწყვეტია ბულგაკოვის კითხვა და წავიკითხე მისი ” дьяволиада”, “роковые яйца”,театральный роман” და “мастер и маргарита”. სტუდენტობის დროს კი თავიდან წავიკითხე ოსტატი და მარგარიტა და მარტლაც რომ სულ სხვა შთაბეჭტილება დატოვა,ეს მართლაც რომ შედევრია,ამ წიგნით შეიძლება ცხოვრება ისწავლო,ეს ის წიგნია რომლის კითხვა არ დაგეზარება არც მეორედ და არც მრავალჯერ,დღესაც ვიღებ წიგნს ხოლმე და ვკითხულობ იმ ადგილებს რომელმაც დამატყვევა….და კიდევ,ეს ის წიგნია რომელიც ორიგინალში უნდა წაიკითხო…

  22. ნატა / Sep 3 2012 6:11 am

    მეც ძალიან მომეწონა ეს წიგნი.. მაგრამ ახლა შენმა კომენტარმა კიდევ უფრო დამაფიქრა🙂 მადლობა ამისთვის🙂

  23. machavariani-94@mail.ru / Jan 17 2013 8:37 pm

    gamarjobat shegizliat is momenti damidot roca dialogis saxlit saubrobs. ase iwyeba – enas sheuzlia yvelafris damalva tvalebs ki ara

    • mkitxveli / Jan 18 2013 12:03 pm

      ეს ნაწარმოები ზეპირად ნამდვილად არ მისწავლია🙂

  24. apkhadze97 / Aug 4 2013 3:42 pm

    ბევრი რამ თქვენი შთაბეჭდილების წაკითხვის შემდეგ გავიაზრე და არა უშუალოდ ამ წიგნის კითხვის მომენტში, დიდი მადლობა!

  25. daach / May 6 2014 2:56 pm

    udzlieresi nacarmoebia 3jer maqvs cakitxuli da mgoni kidev cavikitxav. es dzmebi karamazovebi , martin ideni, forsaitbis saga, damashauli da sasjeli, citeli da shavi kid didi siamovnebit cavikitxavdi
    i

  26. Kristi Kublashvili / Aug 19 2014 7:51 pm

    რამდენი წელი გავიდა რაც წავიკითხე და მაინც გულგრილი ვერ ვრჩები როცა ამ ნაწარმოებს ვუახლოვდები, წიგნის მაღაზიის თარო იქნება ეს, რაიმე მოსაზრება მასზე, სურათი თუ მკითველის კომენტარი. წიგნი რომელიც მოგაჯადოვებს და სულ შენთან დარჩება…

  27. stella / Jan 21 2015 6:14 pm

    ეს წიგნი 3 წლის წინ წავიკითხე…ძირიდათად ღამე ვკითხულობდი და კითხვის დროს სერიოზულად მეშინოდა.ისეთი უცნაური გრძნობა დამეუფლა რაც მანამდე არცერთი წიგნის წაკითხვის დროს განმიცდია. არადა არც ისე პატარა ვიყავი, ჩემზე გაცილებით პატარები კითხულობენ და…ახლა თემისთვის მჭირდება და მასალებს ვაგროვებდი, ამ ბლოგს გადავაწყდი და თქვენი კომენატრებიც წავიკითხე. ძალიან მომინდა თავიდან წავიკითხო, ეტყობა მაშინ მზად არ ვიყავი და დიდად ვერც გავიგე. ახლა მეტი გულისყურით და დაკვირვებით წავიკითხავ.
    პ.ს. იმედია ისევ ის საშინელი შიშის გრძნობა არ დამეუფლება (ცოტათი ხო გავიზარდე :დ )

  28. გელა / Nov 6 2015 7:52 pm

    ნამდვილად კარგი წიგნია, მაგრამ გემნიალურია მეთქი ვერ ვიტყვი. ამაზე უკეთესები ბევრი წამიკითხავს. თუკი გავითვალისწინებთ, რა დროს იქნა დაწერილი და რა სისტემას უპირისპირდებოდა, უბრალოდ აღტაცების ღირსია. ამ კაცმა 14 წელი წერა და არ დავუკარგავ იმ დროისათვის ასეთი ნაწარმოები, ამ თემით და ასეთი სტილით ნაწერი გმირობის ტოლფასია. მოსკოვი?? მგონი ყველა ქვეყანაში , ძლიერნი ამა ქვეყნისანი თითქმის ერთნაერნი არიან. ვოლანდის დადებით პერსონად გამოყვანასაც (როგორც ამტკიცებენ) მაინცდამაინც ვერ ვხედავ. და ოსტატიც ჯერ სამოთხეს ვერ იმსახურებსო და სთხოვენ ჯოჯოხეთში სიწყნარეში იყოსო, ცოტა არ იყოს უცნაურია. და არც იერუშალაიმის სცენებით გადავირიე მაინცდამაინც, რა თუკი პილატე იეშუას შეიწყალებდა, ამით დადებითი პერსონა გახდებოდა? ერთადერთი რაც ძალიან მომეწონა, ინტელიგენციის (და არა მარტო) დახატული რეალური სახეა.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: